ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს.
ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს".
გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს.
IPN
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის დღეს ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტს გამოაცხადებს, რომელშიც Patriot-ის სისტემებიც შედის.
„პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს მნიშვნელოვან ახალ პაკეტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის დაახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობას ითვალისწინებს. ის შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს: Patriot-ის სარაკეტო ბატარეას, რომელიც იქნება კრიტიკული აქტივი უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსე
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება.
ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“.
„ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც სანქციები დაუწესდა 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 კერძო პირს, რომლებიც აზარტული ბიზნეს სქემებით მუშაობდნენ უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო მოგებული თანხით, სხვადასხვა „რუსული სქემები“ ფინანსდებოდა.
„ათობით მილიარდის ღირებულების სქემები იხურება. და ეს არ არის ბოლო ასეთი გადაწყვეტილება. უკრაინა თავს დაიცავს ყველგან და ყველა ცივილიზებული საშუალებით“, - განაცხადა ზელენსკიმ თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვა
პარტია „ლელოს“ დეპუტატი უმრავლესობის წევრის მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიცია დაადანაშაულა რუსული ინტერესების გატარებაში და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააღრმავა ევროინტეგრაცია.
სალომე სამადაშვილმა ბოჭორიშვილს მედროვე უწოდა და გაიხსენა, რომ უმრავლესობის დეპუტატი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე სწორედ ყოფილი მთავრობის წევრი იყო და ივანიშვილს აკრიტიკებდა.
სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრ
საქართველოს პარლამენტში, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მოჰყვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, გიორგი ვაშაძის ტრიბუნასთან სიტყვით გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
„ქართველ ხალხს არ სჯერა რუსული მშვიდობის. ჩვენ გვინდა ნატოს და ევროკავშირის მიერ გარანტირებული მშვიდობა. ჩვენ გვინდა ეკონომიკური კეთილდღეობა ევროკავშირთან ერთად. დღეს გაწევრიანების შანსი
შოვში სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სტიქიის ზონაში ამ დროისთვის დაკარგულ 7 მოქალაქეს ეძებენ.
როგორც რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე აცხადებს, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 26 მოქალაქის ცხედარი, მათგან 23 იდენტიფიცირებულია.
„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარი არის ნაპოვნი. გრძელდება 7 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. 23 გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოე
ფაქტობრივად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, გადამოწმება , - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.
თემურ ღებრიშვილის თქმით, ხვალისთვის იგეგმება მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა.
„აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში“, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდებ
ხელისუფლება, „ხალხის ძალის“ პირით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სანდო სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩასატარებლად ემზადება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" განცხადებაშია ღნიშნული.
მათივე თქმით, "ოცნებას" არჩევნების გაყალბებისთვის კომპლექსური პროცესი უკვე დაწყებული აქვს.
"ამ პროცესში ხელისუფლებისთვის პრობლემას წარმოადგენს ყველა, ვინც შესაძლოა არჩევნების შედეგები ობიექტურად შეაფასოს. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე ცესკოს დაქვემდებარების შემდეგ, ოცნებამ
ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალ
დღეს, 22 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ორი მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გაიმართება.
პარლამენტში შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი მივლენ.
გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.
რაც შეეხება ლევან დავითაშვილს, ის ანაკლიის პორტის თემაზეა ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ არის მიწვეული.
ipn
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამ
პარტია "საქარტველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე ახლო აღმოსავლეთში ისრაელ-პალესტინას შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაზე:
387869365_333796972661631_1457776529060569442_n.mp4
2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, რომელსაც პარლამენტს თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წარუდგენს, დეპუტატების გასამრჯელო განისაზღვრება შემდეგნაირად:
პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი - (იზრდება 3 260 ლარით),
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით),
პარლამ
18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები, მათ შორის, მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც დაკავებულების უფლებადამცველმა ეკა ქობესაშვილმა მედიასთან განაცხადა, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი 29 ნოემბერს, 12:00-სთვის გადაიდო.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, რომ პროცესი გადადებულიყო, რადგან
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო ქვეყნის მასშტაბით გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.
უწყების ინფორმაციით, საავტომობილო მოძრაობა დიდთოვლობის გამო აკრძალულია ზეკარის უღელტეხილზე. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ავტოტრანსპორტის შეზღუდვაა დაწესებ
რა უნდა რუსეთს საქართველოსგან და რას სთავაზობს „ოცნება"...
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
407408192_883500083302981_7455561497578219296_n.mp4
"დიახ, ჩვენ აუცილებლად გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
გვსურს, მივულოცოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, წინგადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ევროკავშირისკენ! და, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ ეს მიღწევა!
პირველ რიგში, ეს მიღწევა ქართველი ხალხის გამარჯვება და დამსახურებაა!
იმ ხალხის, რომელმაც თავისუფლებისთვის უმძიმესი ფასი, მათ შორის, ომით და სისხლით, არაერთხელ გადაიხადა.
იმ ხალხის, რომლისთვისაც ევროპული არჩევ
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია.
ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:00 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია.
მგზავრები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის აღდგება ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა.
ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათ
ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტრომ, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანია „როშესგან“, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, საქართველოშია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ მწარმოებლისგან 13 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი „ავასტინი“, „ალეცენზა“, „გაზივა“, „ზელბორაფი“, „კადსილა“, „მაბტერა“, „პერჯეტა“, „პოლივი“, „როზლიტრეკი“, „ტარცევა“, „ტეცენტრიკი“, „ფესგო“, „ჰერცეპტინი“ მნიშვნელოვანდ დაბალ ფასად შეიძინა. 2024 წლის იანვრიდან, პაციენტები, აღნიშნულ
ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.
შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის [ე.წ. სპეცრაზმის] დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის არა ახალგაზრდებს, არამედ არაკაცებს სცემს და აქვს შესაბამისი სიაც.
ტვ პირველის ჟურნალისტმა სპეცრაზმის უფროსს ჰკითხა: „აპირებს, თუ არა აქციაზე დღესაც ახალგაზრდების ცემას”.
„მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს. სია გვაქვს, ახლა გაჩვენებ ცოტახანში…”, – უთხრა „ხარებამ“ ჟურნალისტს.
ჟურნალისტებმა ზვიად ხარაზიშვილს აქციებზე სპეცრა
„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება.
„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა.
CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა.
ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში" მოხვდა.
საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.
ipn