"მარტივ მაგალითს გეტყვით - რატომ არის დღევანდელი ხელისუფლების საქმე წასული და რატომ ვამბობთ, რომ ისინი დამარცხებულები არიან. ახლა ამ დამარცხების გააზრების მძიმე პროცესი გველის წინ. მინდა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ კანონის მიღებაზე და საქართველოს ხელისუფლებაზე ვუთხრა და მოვუწოდო, „ოცნება“ დამარცხდა ზუსტად მაშინ, როცა ერთი-ერთში „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსა. დღეს როგორც მოქმედებენ - ეს ორგანიზებული სისტემური ძალადობა, როცა სახელმწიფოს და კრიმინალს ერთდროულად იყე
მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
„ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
იენს სტოლტენბერგმ
დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 5კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
იპნ
პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილის პოლიტიკა ამ ქვეყნის მომავალს პრობლემას უქმნის, იგი კონფლიქტშია შესული ახალგაზრდობასთან, 19-20 წლის სტუდენტებს აცემინებს ზონდერებს და მოძალადეებს.
ბიძინა ივანიშვილი დღეს არის სუსტი სახელმწიფოს სიმბოლო.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627059914803781/
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი ხუბუას შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულე
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება დაიწყო.
როგორც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულად ემატება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილება იქნება კანონთან დაკავშირებული საკითხები.
დეპარტამენტი შედგება ორი სამსახურისგან:
რეგისტრაციის სამსახური;
დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.
დეპარტამენტი
მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე":
„მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ" ეს პროექტი ჩვენს დასაზიანებლად ბევრჯერ გამოიყენა. ბევრი ტყუილი თქვეს.
ამ ყველაფერს კი ცივი წყალი გადაასხა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ და ტყუილში ამხილა. პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას."
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4997963
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან.
საია პრობლემურ
"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუ
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.
ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს.
გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა.
ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818357-giorgi-gaxaria-ch
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ ბათუმის უნივერსიტეტისა და თბილისის უნივერსიტეტების სტუდენტებს.
უნივერსიტეტის დაცვამ ეზოს ჭიშკარი ჩაკეტა. აქციის მონაწილეები მათ მოუწოდებენ, გახსნან კარი და ისინი შენობაში შეუშვან.
„გაგვიღონ ჩაკეტილი ჭიშკარი, რათა შევიდეთ შიგნით და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ბათუმელ და თბილისელ სტუდენტებს. მობილიზება გამოაცხადეს, შიგნით შევიდნენ და ჩაკეტეს ჭიშკარი“, – გან
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა გეგმა, რომელიც გააცნო ოპოზიციურ პარტიებს, საერთაშორისო პარტნიორებს და რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა, ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ, სისტემურ გაყალბების სქემებს; საარჩევნო საჩივრები სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოს არ განუხილავს.
პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორ
საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება.
"სირცხვილია", - წერს "მამარდა" საკუთარ "ინსტაგრამ" გვერდზე და აზიარებს ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამენ სპეცრაზმელები წაქცეულ მოქალაქეს.
sportall.ge
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს.
„ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი.
მის
ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში, ცესკოს შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი გადალახეს, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მიმართავენ პირადად ბიძინა ივანიშვილს – “ქართული ოცნების” დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს – და უყენებენ მოთხოვნებს, რომელთა შესრულება, მათი განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად:
დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციების დროს დაკავებული ყველა უკანონო, პოლიტიკური პატიმარი და მათ მიმართ შეწყდეს
ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან ვერავინ ვერ გვასწავლის, ნებისმიერ სარგებელს, რომელსაც მივიღებთ ჩინეთიდან მხარს დავუჭერთ. თუმცა, ეს თანამშრომლობა არ უნდა ხდებოდეს ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხარჯზე.
ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965802748955280/
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
დაღუპული სამხედრო მიხეილ ყაფლანიშვილია.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან დღემდე 21 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ იუსტიციის საბჭოში ამით კლანი კიდევ უფრო გაძლი
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა.
82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს.
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ამ
10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაა
FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით.
წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფ
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს.
ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს".
გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს.
IPN
6 თებერვალს მომხდარი მასშტაბური მიწისძვრიდან 11 დღის შემდეგ, თურქეთში, ჰათაის პროვინციაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ამოიყვანეს. სტიქიის ზონაში, ნანგრევების ქვეშ ისინი 275 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 45 000-ს გადააჭარბა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომელმაც ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო საგარეო პოლიტიკასაც ამ ლოგიკით ავითარებს. გახარიას თქმით, „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს და აპირებს, აგენტი უწოდოს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიმართა „ოცნების“ წევრებს,