Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.505

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დატოვეს. ანა ბუჩუკურმა, მიხეილ დაუშვილმა და ბექა ლილუაშვილმა საკუთარი პროტესტის თაობაზე განცხადება ჟურნალისტებთან კომიტეტის დარბაზის მიღმა გააკეთეს. მათი თქმით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა რეგლამენტის დარღვევით დაიწყო, ვინაიდან მათ საკითხი დააყენეს იმის თაობაზე, რომ „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტებთან ერთად განხილულიყო მათ მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტიც, რაზეც

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, გია ცეცხლაძის განცხადებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება -  სუს-ის თანამშრომელი სუს-ში დაბრუნდა (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრის, გია ცეცხლაძის განცხადებას, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა ეხმაურება -  სუს-ის თანამშრომელი სუს-ში დაბრუნდა 399057621_354304057075182_5840703592726442357_n.mp4

პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა პლატფორმა ეხმიანება ერთი-ერთი სამთავრობო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციას ქალების მიმართ

"პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა პლატფორმა ეხმიანება ერთი-ერთი სამთავრობო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციას ქალების მიმართ და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ქალთა თანასწორუფლებიანობას.   საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არაერთი გამოწვევით ხასიათდება და განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ მედიამ თავისი საქმიანობით არ მოახდინოს პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წახალისება, მით უფრო ქვეყანაში არსებული ძალადობრივი გარემოს ფონზე.  

პარტია „საქართველოსთვის“ საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვების უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდის (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის“ საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვების უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდის ბრიფინგი:   პარტია „საქართველოსთვის" გამოვდივართ ინიციატივით, საჯარო სკოლების საბაზო საფეხურის მოსწავლეების სასკოლო კვების უზრუნველყოფის შესახებ” - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ბათუმის საკრებულოს წევრმა აკაკი გვიანიძემ განაცხადა. აკაკი გვიანიძის განცხადებით, აღნიშნული საკითხის ინიცირება პარტია #საქართველოსთვის მიერ მოხდება ყველა საკრებულოში

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის დღევანდელი მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს

პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  დღევანდელი მიმართვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს: ბატონო შალვა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდგომში ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის, ევროკომისიის 8 ნოემბრის შეფასებით გათვალისწინებულია, რომ ქვეყანამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რისთვისაც დიდი სამუშაოა გასაწევი. შესაბამისად, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მოგ

პარტია „საქართველოსთვის“ რუსეთის მოქალაქეებისთვის რიგ შეზღუდვებთან დაკავშირებით პარლამენტს რეზოლუციას წარუდგენს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს წარუდგენს რეზოლუციას, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს, შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქების უკონტროლო მიგრაცია, შეზღუდოს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ამ ეტაპზე ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა პარლამენტში ბრიფინგზე განაცხადეს. ანა ბუჩუკურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სრულად აიგნორებს უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს და აგრძელებს კრემლთან ურთიერთობის გაღრმავებას. "მა

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან., - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.    როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარ

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს

შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ლილუაშვილის თქ

პარტია „საქართველოსთვის“ თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირების ინიციატივით გამოდის

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციაში წარსადგენ ნათესავთა წრის გაფართოებისა და მასში მშობლებისა და დედმამიშვილების შემოსავლებისა და ქონების დეკლარირებას ეხება. პარტის დეპუტატებმა შესაბამის კანონში ცვლილებების პროექტი უკვე დააინიცირეს და მის განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვენ. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა ბექა ლილუაშვილმა განმარტა, კანონში ცვლილება ირაკლი ღარიბაშვილის მამის და მიხეილ საა

პარტია „საქართველოსთვის“ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმის შესწავლის მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის

პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეს შეისწავლის. შესაბამისი დადგენილების პროექტის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და პარტიის წევრმა დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, პარტია უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს, რათა ხელისუფლებამ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას „ჯორჯიან მანგანეზში“ შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ გენერალურ პროკურატურას "ჯორჯიან მანგანეზში" შესაძლო კორუფციული დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. აღნიშნულის შესახებ მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დაუშვილი აცხადებს, კომპანიას თითქმის 7 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დანიშნული პირი მართავს, რომელსაც უფლებამოსილება ორჯერ გაუხანგრძლივდა იმის მიუხედავად, რომ ვერც გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება და ვერც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ვერ შეძლო. და

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, „მურუსიძე-ჩინჩალაძის გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად“ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, ხოლო ელიტური კორუფციის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს

პარტია „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მიმართავს, დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა მურუსიძე-ჩინჩალაძის და მათი გავლენის ჯგუფისგან სისტემის გასათავისუფლებლად, მათ შორის, დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი პოლიციის კონცეფციაზე და დაიწყოს გამოძიება ელიტური/პოლიტიკური კორუფციის თითოეულ ფაქტზე. როგორც „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ამ კონკრეტული წინადადებების განხორციელებით, რითაც ისინი მმართველ პარტიას მიმართავენ, შესრულდება ევროკავშირის 9 რეკომენდაცია, საქართველო

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე პრეზიდენტის ინიციატივას არ შეუერთდება

პარტია „საქართველოსთვის“ „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას არ შეუერთდება. პარტიის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გადაწყვეტილების მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ ამ პლატფორმაში მონაწილეობენ ადამიანები, რომელთათვისაც ევროინტეგრაციაც და არჩევნებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთანაა დაკავშირებული. ამის მიუხედავად, როგორც დაუშვილმა აღნიშნა, მისი პარტია პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს სცემს და მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზი

პარტია „საქართველოსთვის“ - მივმართავთ პარლამენტს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები - მოვუწოდებთ სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ პარლამენტს და გაასაჯაროონ მათი დაფიქსირებული პოზიცია

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მიმართავს საქართველოს პარლამენტის აპარატს, გასაჯაროვდეს ჩვენი დეპუტატების მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ფარული კენჭისყრისას დაფიქსირებული ხმები, - ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პარტია "საქართველოსთვის" მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც, მიმართონ საქართველოს პარლამენტის აპარატს და გაასაჯაროონ კენჭისყრისას მათი დაფიქსირებული პოზიცია. „საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს სიმართ

პარტია „საქართველოსთვის“ - მარტის აქციების დროს დაკავებული კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა

მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა. პარტიის ინფორმაციით, კობალაძე მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნეს სამართალდარმღვევად. „კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა. მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გააამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სცნო სამართალდარმღვევად. სასამართლოს კობა

პარტია „საქართველოსთვის“ - თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს

პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები საქართველოს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს რამაზან-ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რამაზან-ბაირამი შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. „ჩვენს თითოეულ მუსლიმ მოქალაქეს ვულოცავთ რამაზან-ბაირამის დღესასწაულს. ეს შერიგების, სითბოს, სიყვარულის და ერთმანეთზე ზრუნვის დღესასწაულია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთობლივი მსახურების უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი, სამაგალითო ისტორია გვაქვს.

პარტია „საქართველოსთვის“ - „ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი - ისინი მზად არიან ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით საქართველოს გადაახდევინოს მაღალი ფასი და საფრთხე შეუქმნან ევროპული მომავლის პერსპექტივას

„ქართულ ოცნებას“ დაწყებული აქვს მომავალი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების პროცესი, რაც დასტურდება საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ბუტაფორიული ცვლილებებით, არჩევნებზე სადამკვირვებლო ფუნქციის მქონე არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციითა და სახალხო დამცველის პარტიულ ვერტიკალში დაქვემდებარების მცდელობებით, - ასე ეხმაურება პარტია “საქართველოსთვის“ პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევის პროცესის ჩაგდებას. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ დღევანდე

პარტია „საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი - არჩევნების შემდეგ დავაინიცირებთ სამართლიან ამნისტიას

„ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დაუსჯელობის და პატიმრების მოტყუების უსამართლო აქტი. ამნისტია, რომელიც არ ეფუძნება განმეორებითი დანაშაულის კვლევას, ვერ იქნება სამართლიანი, - ასე ეხმაურება პარტია „საქართველოსთვის“, პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ „ამნისტიის შესახებ“ კანონს. როგორც გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, პარტია ყველაფერს გააკეთებს, იმისათვის, რომ საზოგადოებას „ამნისტიის შესახებ“ კანონის ნამდვილი ზრახვები გააცნოს. „ოცნებამ“ პირველი მოსმენით მიიღო ზონდერების დ

პარტია „საქართველოსთვის“ - „ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ეროვნულ ინტერესებს კიდევ ერთხელ უღალატა

„ოცნებამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს დეოკუპაციაზე, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე მხარი არ დაუჭირა, რითაც ჩაიდინა ეროვნული ინტერესების კიდევ ერთი ღალატი, - ამის შესახებ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნების და ამ მიზნით არჩევნების გაყალბების ინტერესი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ინტერესზე წინ დააყენა. „რეზოლუცია მოუწოდებს დეო

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7154945844623512/

პარტია „საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე, მმართველი საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს არჩევნები გაიმართა (ფოტოები)

პარტია „საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე, მმართველი საბჭოსა და მრჩეველთა საბჭოს არჩევნები გაიმართა:

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრები წიწამურთან წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრები, პარლამენტის (მცხეთის დუშეთის ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი), თბილისის და მცხეთის საკრებულოს დეპუტატები, წიწამურთან წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ.   "ზედაპირზეა არამხოლოდ კერძო კომპანიის ბრალეულობა, არამედ - სახელმწიფოს სისტემური კოლაფსი, როდესაც შესაბამისი სამსახურებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივ გულგრილობასა და კორუფციულ ინტერესებს თბილისელების, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები ეწირება

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილს თავს 20-მდე პირი დაესხა

„გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.   იპნ

პარტია „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში - ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების, დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის გაძლიერება

პარტიის „გახარია საქართველოსთვის” ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში დაიწყო. შეხვედრა უკვე შედგა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრ, სტივენ დოუთისთან. ასევე, დიდი ბრიტანეთის აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან - თემთა და ლორდთა პალატაში, კერძოდ, ლორდებთან დონ ტუიგი და ჯორჯ ფოლკი, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის (Georgia APPG) წევრ დეპუტატებთან - მარკ პრიჩარდთან, ლორდ ბეითთან და ლორდ ტევერსონთან. ვიზიტის მიზანია საქ
×
×
  • შექმენი...