ბატონო იაგო, თქვენ გასაგონად ვამბობ, არ გადადგება ირაკლი ბერაია და არც არავინ აპირებს! მიიღეთ პასუხი? დაკმაყოფილდით? იჯექით ასე!, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „გირჩის“ წევრს, იაგო ხვიჩიას.
იაგო ხვიჩიამ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ბერაიას ის განცხადებები, რომელიც მან ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას მისამართით გააკეთა.
შალვა პაპუაშვილმა კი, აღნიშნა, რომ ბერაიამ თავისი განცხადების გამო სინანული გამოთქ
მონტენეგროს ბუდვაში ევროპის ქალთა შორის რიგით მე-15 გუნდური ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად იმართება 32 ევროპულ გუნდს შორის.
ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ- სიის ლიდერი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ქალთა ნაკრები შემდეგი შემადგენლობით არის წარდგენილი: ბელა ხოტევანიშვილი, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია; გუნდის კაპიტანი დავით ჯოჯუა.
საქართველოს ქალთა ნაკრები გუნდი დიდი უპირატესობით თამაშობს _ მოიგო პირველი, მეორე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7128 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7122 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9594 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9558 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0036 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედ
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მისი განცხადებით, უდიდესია საჯარო მოხელეების წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
"საჯარო მოხელეებს ვულოცავ დღევანდელ დღეს! უდიდესია მათი წვლილი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში. პროფესიული, კორუფციისგან და ნეპოტიზმისგან თავისუფალი, დამსახურებაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. ასეთი დეპოლიტიზებული საჯარო სამსახური, რომელსაც შესწევს უნარი გაუძლოს პოლიტიკურ ცვ
საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა, ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს.
ასეთია ინიციატივა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. კერძოდ, მომზადებული კანონპროექტის გათვალისწინებით “საარჩევნო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება, რომლის თანახმად, პარტიას უფლება ექნება პარტიული სიის შედგენისას, პარლამენტის წევრობის კანდიდატი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსა
"დღეს, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდმა პარლამენტის ბიუროს წარუდგინა „რუსული კანონის“ ალტერნატიული პროექტი „ოკუპანტი სახელმწიფოს - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“. დღესვე დავარეგისტრირეთ ცვლილებები კანონში გრანტების შესახებ, რომელიც საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს და უკარგავს ოცნებას ყოველგვარ საფუძველს მიიღოს რუსული კანონი. ჩვენს ამ ორ კონკრეტულ ინიციატივაზე უარი კიდევ ერთხელ ნათელს გახდის, რომ „ოცნების“ მიზანი სინამდვილეში არა გამჭვირვალობაა, არამ
„ახლა დუმილი და კონფორმიზმი დანაშაულის ტოლფასია. გამოხატეთ პროტესტი. არ შეასრულოთ ხელისუფლების მოღალატეობრივი დავალებები. მხარი დაუჭირეთ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის!“ – საზოგადოებრივი, სათემო, მედია და სხვა ორგანიზაციები მოქმედ დიპლომატებს მიმართავენ და ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯების გაპროტესტებისკენ მოუწოდებენ.
მიმართვაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კ
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების შესახებ განცხადებას ავრცელებს და ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების ვიდეოკადრებსაც ავრცელებს.
უწყების მტკიცებით, დაკავებული აღიარებს ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებისგან ფულის აღების ფაქტს.
უწყებას ეხმაურებიან განცხადებაში ჩამოთვლილი პოლიტიკოსები.
პუბლიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე, ორი ქალი მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ცოლი და სიდედრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. „პუბლიკის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.
პუბლიკა
ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრეზიდენტის „ქართულ ქარტიას” მისაღებია.
სალომე ზურაბიშვილის იდეა ამ დროისთვის მოიწონეს „ახალის”, „ლელოს”, „ევროპული საქართველოს”, ენმ-ის, „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებმა.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს, პოლიკუტირ პარტიებს „ქართული ქარტიის” ხელმოწერა და მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.
ქარტია, პრეზიდენტის თქმით, გულისხმობს თანხმობას იმაზე, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოპოზიცია დანიშ
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1-ელ ივნისს ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენებას დღესასწაულობს.
ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება.
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 1-ელ ივნისს, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს და 27 იანვარს, მისი გარდაცვალების დღეს აღნიშნავს.
რელიგიური სწავლების თანახმად, ქართველთა განმანათლებელი, წმინდა მოციქულთა სწორი, ქალწული ნინო წარმო
„გუშინდელი სტიქიის შედეგად იმერეთის ხუთი მუნიციპალიტეტი დაზიანდა. ყველაზე მეტად ზესტაფონის და ბაღდათის მოსახლეობა დაზარალდა, განსაკუთრებით სოფლები - მეორე სვირი და ყუბჩი“ - ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 7 სოფელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, აქედან ორ სოფელში ელექტრომომარაგება უკვე აღდგა. დღის ბოლომდე კი დარჩენილ ხუთ სოფელშიც აღდგება.
„ამ ეტაპზე, ჩვენი ინფორმაციით, დაზიანებულია 26 სახლი“ - განაცხადა შალამბერიძემ.
რუმინეთი უკრაინას Patriot-ის სისტემას გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უკრაინისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი მასიური იერიშების შედეგად უკრაინაში ვითარების მნიშვნელოვანი გაუარესებისა და რეგიონისთვის, მათ შორის რუმინეთის უსაფრთხოებისთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, საბა ლობჟანიძე და სალი კერატიშვილი პირიველი შვილის მშობლები გახდნენ - ინფორმაციასა და ფოტოს Geo Team ავრცელებს.
წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ალისა დაარქვეს.
ცნობისთვის, საბამ 2023 წლის ნოემბერში სტადიონზე სთხოვა ხელი საკუთარ რჩეულს, სალი კერატიშვილს. სალი მაყურებელმა „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, სადაც ის შაგუს შეყვარებულს თამაშობდა.
palitravideo.ge
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა პირმა სასამართლოში დავა მოიგო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე – სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
სასამართლომ „საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ მიერ გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, ასევე, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება.
გა
რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ, ჩვენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს სრულად ვუჭერთ, - ამის შესახებ განცხადებას ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) ამერიკის შეერთებული შტატების მისია ავრცელებს.
„რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას ვგმობთ. რუსეთის მიერ საქართველოს აღნიშნული რეგიონების ოკუპაცია,
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან.
როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს იტყვის, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას.
მეზვრიშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს.
„ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარ
AFP-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა პარასკევს, ფრანკფურტში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა.
შეხვედრას „ერთი-ერთზე“ სახე ექნება და გაიმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო მხარდამჭერები, მათ შორის, შეერთებული შტატები, შეიკრიბებიან გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ კიევის მხარდაჭერას.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკის დასწრება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას.
პუბლიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს.
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.
ipn
„საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს.
როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს.
როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართვე
ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო.
ინფორმაციის მიხედვით, ჰამასმა თქვა, რომ ორი ტერორისტი, ვინც 7 ადამიანი მოკლა და 16 – დაჭრა, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან.
7 მსხვერპლიდან ექვსის სახელი ცნობილია, მათგან ერთი ქართველი ილია ნოზაძეა. ასევე დაიღუპნენ 24 წლის რევიტან ბრონსტეინი, 30 წლის შაჰბარ გოლდმანი, 33 წლის ინბარ სეგევ ვიგდერი, 40 წლის ნადია სკოლენცო, 26 წლის ჯონას ქროსისი.
თავდასხმა 2 ოქტომბერს იაფ
ევროპარლამენტის დეპუტატი ურმას პაეტი აცხადებს, რომ სანამ რუსული კანონი არ გაუქმდება, საქართველოს ვერ ექნება პროგრესი ევროკავშირთან ურთიერთობაში.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში საქართველოზე რეზოლუციის დებატებისას განაცხადა.
„მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია, საქართველოს მომავალი იხილონ ევროპაში. სწორედ ამიტომ მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, მთავრობა ამის წინააღმდეგ მოქმედებს. ბოლო წლებში საქართველო დაშორდა ევროკავშირს და გაიზარდა რუსეთის გავლენა.
გამჭვ