დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე
უკვე ათ დღეზე მეტია საქართველოში მოქმედებს დადგენილება, რომელიც არეგულირებს ძალადობის მსხვერპლისა და ფემიციდის მსხვერპლი ქალების არასრულწლოვანი შვილებისთვის ფულადი კომპენსაციის გაცემის წესს. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან, მსხვერპლს, რომელმაც ძალადობის შედეგად მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება ან ფსიქოლოგიური ზიანი, შეუძლია მოძალადეს მოსთხოვოს ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მოძალადისგან ვერ მიიღებს სათანადო ანაზღაურებას, მაშინ მსხვერპლს ეძლევა საშუალებ
მსახიობი და რეპერi კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, რომელსაც სისხლის სამართლის სამი სხვადასხვა მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, ახალციხის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებს. ეს ინფორმაცია თავად ახალციხის მერიამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
“ნეტგაზეთი” ახალციხის მერს, ირაკლი ლაზარაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, იცის თუ არა მან, რომ კაბუ ბრალდებულია და რატომ მიიჩნია მიზანშეწონილად მისი მიწვევა ამ ბრალდებების მიუხედავად.
“უაზრო კითხვებია, პატივცემულო. ადამიანს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას.
საიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა
ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, ცხოველების წამებასა და სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი პროპორციულად გამკაცრდა და მათ მიმართ, ვინც ცხოველებზე ძალადობს, სახელმწიფოს ადეკვატური რეაგირება ექნე
საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის.
კერძოდ, შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
ამასთან, ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკურ
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ipn
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის საქმეზე ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა კადრები, სადაც პირი სასტიკად უსწორდება ძაღლს.
გამოძიების ინფორმაციით, 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის ს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების მეპატრონეებს სთავაზობს, რომ დაარეგისტრირონ ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში, რის შემდეგაც ცხოველის უფასოდ სტერილიზაცია - კასტრაციას შეძლებენ.
როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი განმარტავს, რეგისტრაციის საფასური 19 ლარს შეადგენს.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას სიახლეს ვთავაზობთ: თუ მოქალაქე მოვა მუნიციპალურ თავშესაფარში და აქ დაარეგისტრირებს ცხოველს, მუნიციპალური თავშესაფარი უფასოდ მოახდენს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის ინფორმაციით, შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.
„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეი
ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას” მოუწოდებენ, საბოლოოდ არ მიიღონ რუსული კანონი და არ დაძლიოს ვეტო.
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა მათ ფინანსურად არ ეხმარება, ამიტომ დამოკიდებული არიან უცხო ქვეყნების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეებზე და მცირე საერთაშორისო გრანტებზე.
ორგანიზაციების ხაზგასმით ამბობენ, რომ მათი ფინანსები გამჭვირვალეა. მათი თქმით, შემაშფოთებელია, რომ დაკისრებული საქმ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროში სააგენტო „რეს-ს" განუცხადეს, რომ ცხინვალში, კერძო სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული სამი პირი "რესპუბლიკის" ფარგლებს გარეთ საავადმყოფოში გადაჰყავთ. დე ფაქტო სამინისტროში ცხინვალის მედიას უთხრეს, რომ დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან.
„19 წლის გოგო და ორი ქალი, 41 და 70 წლისები, რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ჰოსპიტალიზებული იქნებიან“, - აცხადებენ სამინისტროში.
იქვე განმარტეს, რომ მეოთხე დაზარალებული კაცი შოკურ მდგომ
ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ.
“მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით პატიმრ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 26 დეკემბერს უკანონოდ დაკავებულ ალექსი მამულიასა და ვანო ჯაფიაშვილს ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ალექსი მამულია გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია.
მამულიას და ჯაფიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილით, „წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ”, არის აღძრული.
უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ოკუპირე
“2 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უფლება ეძლევა საყოფაცხოვრებო საქმიანობა განახორციელონ, კერძოდ, შეისყიდონ და გადმოიტანონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია ცხინვალის, ზნაურისა და ლენინგორის [ახალგორი –რედ.] რაიონების სასაზღვრო ზონაში შესაბამისი ნებართვის გარეშე”, – ამის შესახებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი აცხადებს.
ამასთან, როგორც უწყების ცნობაშია მითითებული, სასაზღვრო ზონაში გადასასვლელად მათ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერალური სამსახურის უახლოეს სამმართველოშ
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სოფელ ცხვარიჭამიაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მირიან კუკავას განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ხულიგნობისთვის ორ
პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი და საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტთან მიმდინარე შუქრუთელების პროტესტს ეხმაურება და მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
მისი თქმით, მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობაა, „უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”.
ცქიტიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანია „ჯორჯი
სახლთან ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ: ელექტრო შოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, - აღნიშნულის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, თბილისის საკრებულოს დეპუტატი ცოტნე კობერიძე სოციალურ ქსელში წერს.
„სახლთან, ავტობუსის გაჩერებაზე დამხვდნენ ელექტროშოკებით, ეცადნენ ცემას, ვერ შეძლეს, ბევრი კარგი ადამიანი ამომიდგა გვერდში. დიტო სამხარაძე კონკრეტულად, მე გპირდები, რომ ცუდად დაამთავრებ“, - წერს კობერიძე.
ipn
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.
ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთ
27 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
პროცესი კლინიკა ჯეო ჰოსპიტალში გაიმართა, სადაც ბრალდებული თვითდაზიანებების მიყენების გამოა მოთავსებული.
როგორც მოსამართლემ თქვა, ბრალდებულმა პატიმრობა თავადაც მოითხოვა.
ბრალდებულის ადვოკატის გიორგი ნადირაძის თქმით, კაცი ვერ იხსენებს შემთხვევის დეტალებს, „ვერ ყვება რა მოხდა”. – თქვა მან.
„დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე არის გარ
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ქურდობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულისთვის, რომელიც თელავის რაიონის სოფელ კონდოლში მდებარე ერთ-ერთ მეცხოველეობის ფერმაში მუშაობდა, ცნობილი გახდა,
ცნობილმა ირანელმა კინორეჟისორმა ჯაფარ ფანაჰიმ, რომელსაც შარშან ექვსი წლით პატიმრობა მიუსაჯეს, შიმშილობა გამოაცხადა. ის აპროტესტებს ციხეში მის გაჩერებას უკვე მას შემდეგ, რაც ადვოკატმა წარმატებით გაასაჩივრა მისი დაკავება.
ფანაჰი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი ირანელი კინორეჟისორია. მის ფილმებს მინიჭებული აქვს ბერლინისა და კანის კინოფესტივალების პრემიები, ლოკარნოს ფესტივალის „ოქროს ლეოპარდი“ და ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომი“.
შარშან მაისში ფანაჰიმ 300-ზე მეტ ირანელ ინტელექტუალთან და
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 12-მეტრიანი ავტობუსები 18-მეტრიანი ახალი ავტობუსებით N301, N302, N308, N314 მარშრუტებზე ჩანაცვლდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 18- მეტრიან ავტობუსებს ქალაქში გადაადგილების პრობლემა არ ექნებათ.
„ბევრი კომენტარი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით, „რა 18- მეტრიანი ავტობუსები თბილისის ქუჩებში, როგორ შეიძლება 18 მეტრიანი ავტობუსი გადაადგილდებოდეს თავისი გაბარიტებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იქნებაო“. ყველა იმ მარშრუტზე, რომელზეც იქნება დანიშნული აღნიშ
A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 10 წელზე მეტი ასაკის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ესენია - ილია ჭავ