Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.078

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კვირის აქცენტი: "გახარია საქართველოსთვის"

„სამხრეთის კარიბჭე“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე, სამცხე–ჯავახეთში აქტიურად მომუშავე პარტიებს და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობს. მომდევნო ეპიზოდის სტუმარი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი. წინასაარჩევნო გადაცემების სერიებში, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: როგორ აფასებენ პარტიები წინა მოწვევის პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას; რას ფიქრობენ ისინი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“; რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან ისინი მო

საია: მედიისთვის ხელის შეშლა არღვევს ევროპულ კონვენციას და საქ-ოს სისხლის სამართლის კოდექსს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პულიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს,

“ოცნების“ ყველაზე დიდი დანაშაულია, რომ არათუ გააყალბა არჩევნები, არამედ ფასი დაუკარგა - გახარია

“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო. გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“,  ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში. “იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. “საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომი

საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს. „ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი. მის

თეონა აქუბარდია - საქართველო, რომელიც იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, დღეს არის იმ რეალობაში, სადაც "ოცნების" რეჟიმმა გამუოხურა კარი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას

საქართველო, რომელიც იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, დღეს არის იმ რეალობაში, სადაც "ოცნების" რეჟიმმა გამუოხურა კარი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას.     თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.     სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/iMBoghMuqiM

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს

ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს

გიგი ხოჯევანიშვილის ინტერვიუ Afghanistan INTERNATIONAL -ზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით (ვიდეო)

გიგი ხოჯევანიშვილი - საინტერესო ინტერვიუ და გამოცდილება გამოვიდა საერთაშორისო ტელევიზია Afghanistan INTERNATIONAL -ზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტელევიზიას სათავო ოფისი აქვს ლონდონში, ასევე ფილიალი ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და მაუწყებლობენ მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი სამიზნე აუდიტორია მაინც ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებია, ამიტომ ინტერვიუს ახლავს უცხოური თარგმანი, ხოლო ქართველი მაყურებლისთვის დავურთე ქართულ ენაზე სინქრო

ყველა მსურველისთვის სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაა

CNN - FIFA-მ უარით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობაზე გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით. წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფ

ექთნებმა და სანიტრებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა. მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირ

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა, რათა შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს. რუსეთი აცხადებს, რომ ლეგიტიმურია დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგის

ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს

ბრიტანელი ტელეწამყვანი და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჰარი ლინეკერი, ტელეკომპანია BBC-ის ეთერიდან, პოლიტიკური განცხადებების გამო, მოხსნეს. ცოტა ხნით ადრე, ლინეკერმა სოციალურ ქსელ ,,ტვიტერზე“ ბრიტანეთის მთავრობის მკაცრი ანტიემიგრანტული რიტორიკა ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას შეადარა. საუბარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, სუელა ბრავერმანის ინიციატივაზე, რომელმაც წამოაყენა საკითხი, იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის თხოვნის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ,  რომლებიც გაერთიანებულ სამეფ

გია ვოლსკი - იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად

იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე. ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".   „ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტ

ბერდია სიჭინავა - სამართალიც კი შერჩევითია ამ ქვეყანაში: ელიტებისთვის არსებობს, ვიღაცებისთვის არა (ვიდეო)

ივანიშვილის ეჭვი, რომ ვიღაცას დაუსაბუთებელი ქონება გააჩნია, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ და 4 თვეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდება წარედგინათ ადამიანისთვის, მაშინ, როდესაც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში უარი განაცხადეს, რადგან წლებია ერთად აკეთებენ ბნელ ოთახში ფულს!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, გადაცემაში "პირველი ხაზი"

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს. ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან. „გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს,

პრეზიდენტი - თუ სახელმწიფო გვინდა, უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს

უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მანამდე იმყოფებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შოვის სტიქიისა და აგვისტოს ომში დაღუპულთათვის ლოცვა შესრულდა. „ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არს

კელი დეგნანი - რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის - მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ

12 რეკომენდაციის შესასრულებლად რეფორმები, რომელიც საქართველოს განსახორციელებელი აქვს, არ არის ევროკავშირისთვის, ეს არის საქართველოსთვის - მოქალაქეებს სურთ დამოუკიდებელ, თავისუფალ, ღია საზოგადოებაში ცხოვრება, ეს დნმ-ში აქვთ, - ასე უპასუხა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკასა და ევროკავშირისა და აშშ-ის ღირებულებებთან საქართველოს თავსებადობას ეხებოდა. როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქარ

ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. „აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციუ

არასამთავრობო ორგანიზაციები - საქართველოში კლეპტოკრატიის მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებებმა ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლო დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციისა დაპრემიერ-მინისტრის მიერ პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ უნდა გაასაჯაროოს რეისთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის, ხელშეკრულება მხარეების მითითებით, ასევე, ხარჯთაღრიცხვასა

ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება

მწერალთა სახლის ახალი მენეჯმენტის მიმართ მწერლებისა და გამომცემლების ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, არ იქნება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო 2007 წლიდან მონაწილეობს, 2018 წელს კი საპატიო მასპინძელი ქვეყანა იყო. წელს ფრანკფურტის წიგნი ბაზრობა 18 ოქტომბერს უნდა გაიხსნას. ყოველწლიურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით ეწყობოდა. როგორც

რა უჯდება საქართველოს კომბოსტოს იმპორტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თითქმის 60%-ით გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა. კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშ

მიხეილ დაუშვილი - მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს დროულად დაბრუნების საშუალება მიეცეთ

მოვუწოდებთ მთავრობას, დაგეგმოს რამდენიმე ჩარტერი ისრაელიდან საქართველოში და ჩვენ მოქალაქეებს, ვისაც ამის სურვილი აქვთ, მიეცეთ საშუალება, დროულად დაბრუნდნენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელიდან საქართველოში დაბრუნება ბევრ ბარიერთან არის დაკავშირებული, მათ შორის ფინანსური კუთხით. "ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში რაც ახლა სასწრაფოდ სჭირდებათ და სადაც სჭირდებათ ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა, ეს არის ის, რომ ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში

მაია კოპალეიშვილი - დასკვნა არის ტენდენციური, საკონსტიტუციო სასამართლო მთლიანად შევიდა პოლიტიკურ პროცესში - დასაბუთებაში ძირითად არგუმენტებს აკეთებს ხედვაზე, იმედი აქვს, რომ შესაძლოა პარლამენტმა არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა არის ტენდენციური. როგორც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ სრულად ერთი-ერთში გაიზიარა კონსტიტუციური წარდგინების ავტორების მოსაზრებები, ისე, რომ რაიმე ცვლილებაც კი არ შეიტანა მათ მოსაზრებებსა და ტერმინებში. პრეზიდენტის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასა
×
×
  • შექმენი...