Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.165

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო. მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება. IPN

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6740 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

ანდრია ჯაღმაიძე გელათზე - დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები

დასკვნები არ იძლევა სიმშვიდის საშუალებას და საფუძველს, ამიტომ მოსაძებნია საუკეთესო გზები, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განაცხადა. „ყველა მხრიდან უნდა შეწყდეს ამაზე, რამე პოლიტიკური დივიდენტების მოპოვების მცდელობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზი, რაც არის იმას უნდა მივყვეთ ყველა. ჩვენ ვუჭერთ მხარს, რომ საუკეთესო სპეციალისტები იყოს შერჩეული. ვნახეთ დასკვნები, ეს დასკვნები

ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი უკრაინაში ჩავიდა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა, რათა შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს. რუსეთი აცხადებს, რომ ლეგიტიმურია დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგის

ერთად გადავწყვიტეთ, რომ ძალისხმევა სხვა სწავლებებზე მივმართოთ - აშშ-ის საელჩო საქართველოს წვრთნებში არმონაწილეობაზე

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სწავლებაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და ძალისხმევას სხვა სწავლებებისკენ მიმართავენ. „შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. 2023 წე

ანდრეი ერმაკი - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მკაცრი სანქციებით - ყველა ქვეყანას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს

რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტვიტერში" წერს. მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი. "ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელი

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ. მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადად და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.   იპნ

პრეზიდენტი - ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი - თუ ხელისუფლება გაიგებს და შეეგუება, იქნება ძალიან კარგი, თუ არადა, ალბათ, მისი მომავალიც ამაზეა დამოკიდებული - თქვენი იმედი მაქვს და თქვენ ჩემი ი

მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად

ჯოზეფ ბორელი - ემოციურია იმ ადამიანების ცხოვრების ხილვა, რომლებიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ, უნდა დავეხმაროთ მათ, რითიც შეგვიძლია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, 15 წელია, უსაფრთხოების განცდას უზრუნველყოფს. „აქ უკვე 15 წელია, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი პატრულირებს, ამ ზონაში, ადმინისტრაციუ

ერგნეთის შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი დააყენეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 114-ე შეხვედრა გაიმართა, სადაც წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ას

დაუშვილი - ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ ფრენების აღდგენა, ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის (ვიდეო)

“დღეს ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ რეალურად ეს იყო არა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.” მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.  384752305_1736015380178597_3200447196257494685_n.mp4

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება.­ თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა“ გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

პრეზიდენტი - საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება - ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!

საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება; ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა. ,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ა

მეტელკინა/ბერულავას წყვილმა „ვარშავის თასი” მოიგო

19 ნოემბერს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ვარშავის თასი”. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, რის შედეგადაც, მათ თითქმის 40 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან ბრიტანულ წყვილს და მოიგეს ოქროს მედალი. ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინ

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე, როცა გამოდის და 3 სიტყვაში 2 სიტყვას გახარიას ამბობს, ეს არის მისი შიშის ინდიკატორი

"კობახიძე, როცა გამოდის და 3 სიტყვაში 2 სიტყვას გახარიას ამბობს, ეს არის მისი შიშის ინდიკატორი. კობახიძემ ყველაზე კარგად იცის, რომ 2021 წელს წკიპზე იყო „ოცნება”ძალაუფლების დაკარგვის, იმდენად წკიპზე იყო, რომ სააკაშვილის შემოყვანა მოუწიათ ქვეყანაში. ახლა შეიძლება ციხიდან გამოუშვან, მაგრამ ესეც აღარ უშველით." ბექა ლილუაშვილი, საპრლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.  

გიორგი გახარია - კითხვები ახლა დაიწყება! ეკონომიკა რომ იზრდება, რატომ მიდის ის 20-25 ოჯახის ჯიბეში? ყველას ყველაფერი მოეკითხება

ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას და დაუსჯელობას. ამასთან, განმარტავს, რომ „ოცნების“ ამოცანაა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსე

საქართველოში და რეგიონში პირველად, სელფის 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი

ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს. სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს. ახალი ტექნოლოგია გამოირ

ევროკავშირი ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენებას აკრძალავს

ევროკავშირში აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება. აღნიშნული ითვალისწინებს პლასტმასის შეფუთვას ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის, სასტუმროებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების შეფუთვებს. POLITICO-ს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირში ერთჯერადი შეფუთვების ნარჩენების მზარდი რიცხვის შემცირებას. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ერთ ადამიანზე 188,7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა.

„გამარჯვება გარდაუვალია" - ქართული მუსიკალური სივრცეების საერთო განცხადება

„ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს”, – ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები საერთო განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერები: 2702 Meetings (Kutaisi) / 303Hz / 4GB /ABSEA Radio (Batumi) /Ambient.ge / Aprili /Aqtushetii (Tusheti) / Arteria / Atoms Audio / Bassiani / Bjaminoli (Zugdidi) / Black Dog (Gudauri)/ Bloom Music / BUDE (Kutaisi)/ Café Gallery / CES / CES Records / .clime

სასამართლოში აქციაზე დაკავებული აშშ-ს მოქალაქის პროცესი იმართება - როგორი იქნება ვერდიქტი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამერიკის მოქალაქის საქმის განხილვა მიდის. გააწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ჩიკაშვილმა რამდენიმე წუთში უნდა გამოაცხადოს.  ანტირუსული აქციის მონაწილეს გზის გადაკეტვას და სამართალდამცველების შეუარცხყოფას ედავებიან. პატრიკ ჰერნანდესიი ერთ-ერთია, ვინც დაკავების მომენტში სპეცრაზმელებმა, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს. ინგლისური ენის პედაგოგი იხსენებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა წრეში შეათრიეს და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცემა დაუწყეს. ამ საქმეს კოკა კაციტაძის

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. „ოთხშაბათს, 26 ივნისს, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე ნატო-ს მომავალ გენერალურ მდივნად დანიშნოს, რომელიც იენს სტოლტენბერს შეცვლის. რუტე გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება, როდესაც ალიანსის სათავეში სტოლტენბერგის ათწლიანი ვადა ამოიწურება“, - ნათქვამია განცხადებაში. იენს სტოლტენბერგმ

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, 2 წლამდე ბავშვი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა – მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. „პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პუბლიკა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ­დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქა­ლაქ დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან 5კმ-ის და­შო­რე­ბით, სო­ფელ ლე­ნი­ნოვ­კა­ში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა. იპნ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი ხუბუას შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი. ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულე

მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე" - პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას

მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე":   „მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ" ეს პროექტი ჩვენს დასაზიანებლად ბევრჯერ გამოიყენა. ბევრი ტყუილი თქვეს. ამ ყველაფერს კი ცივი წყალი გადაასხა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ და ტყუილში ამხილა. პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4997963
×
×
  • შექმენი...