გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ბორელმა აღნიშნა, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანიების ფრენების განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია Azimuth-სა და Red wings-ზე ნებართვები გასცა, რადგან ისინი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან.
სააგენტოს ცნობით, „აზიმუტის“ ფრენების განრიგს სოჭი, მინვოდი და ბათუმი ემატება.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით.
სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა
თბილისში გამართულ აქციებზე დაკვირვებით იკვეთება, რომ იქ მობილიზებულ პოლიციელთა რაოდენობა არაპროპორციულია დემონსტრანტების რაოდენობასთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” (HRC) მოამზადა.
ორგანიზაციის მონიტორები, 2023 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში, 10 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ.
ავტორთა თქმით, არის შემთხვევები, როცა აქციის მონაწილეთა რაოდენობასთან შედარებით პოლიციელთა რაოდენობა თვალშისაცემად მეტია, ზოგჯერ კი პირიქით – იმდენად ნ
ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართვე
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის აგვისტოში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის მეორე ადგილზეა კომპოსტო, რომლის ფასიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 58,8%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 164%-ით შემცირდა.
კერძოდ, წელს 8 თვეში საქართველოში 3,042 ტონა (349.9 ათასი აშშ დოლარი) კომპოსტო შემოვიდა, წინა წლის იანვარ-აგვისტოში - 8,034 ტონა (795 ათასი აშ
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოსკოვის სურვილს, ააშენოს საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში.
რეზოლუციის სახელწოდებაა “შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ”.
დოკუმენტის დასაწყისში ნათქვამია, რომ ასამბლეა უმკაცრესად გმობს რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვ
„ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია, – მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია” ეხმაურება „ტრენინგების საქმეს” და მას კრიტიკული აზრის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს. გთავაზობთ განცხადებას:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.
უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედო
რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას თვალისწინებს.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება.
„ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან და აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით აბსოლუტურა
დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა სამშენებლო სექტორს შესაძლოა, არ შეეხოს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ კანონში ცვლილება უკვე დამტკიცებულია და დიდი გაბარიტების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აიკრძალება, დედაქალაქის გარკვეულ მონაკვეთებზე, 08:00-დან 11-მდე და 17:00-დან 20:00 საათის შუალედში.
„ცხადია, ეს შეზღუდვა სიახლე იქნება, ამას გარკვეული სირთულეები შეიძლება მოყვეს. ბევრი შეხვედრა გვქონდა
2023 წლის მარტის აქციების 1 წლისთავზე ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია ახალგაზრდებს მიმართავს და „ბრძოლის, ერთიანობისა და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის“ მადლობას უხდის.
თავის მიმართვაში ნანა მალაშხია ხაზს უსვამს ლაზარე გრიგორიადისის პატიმრობას.
მიმართვაში ნანა მალაშხია აღნიშნავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც და ახალგაზრდებს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს.
პუბლიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოდესაზე რუსეთის თავდასხმას მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა.
რუსებმა ოდესა გუშინ იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან.
CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი მ
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.
ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი, აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება.
ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებ
საზოგადოებრივი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება.
ხელმომწერები:
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ადამიანის უფლებათა ცენტრი
უფლებ
311 ხმა 112-ის წინააღმდეგ – რამდენიმე თვიანი განხილვისა და დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
პალატაში გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ზოგიერთმა მათგანმა უკრაინის დროშები ააფრიალა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და აღნიშნა:
„დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, სანამ ამერიკა მის დაცვაში დაეხმარებ
ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.
როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.
„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, მომხდა
ფოტო: AP
„ასოშიეტიდ პრესის“ ინფორმაციით, რუსეთის სასამართლომ ექვს-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რადიო თავისუფლების თათარ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ, ალსუ კურმაშევას, რომელიც დამნაჩავედ ცნეს რუსეთის არმიაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში. სააგენტოს ცნობით, სასამართლო სხდომა 19 ივლისს, გასაიდუმლოებულ ვითარებაში გაიმართა.
„ასოშიეტიდ პრესი“ წერს, რომ, კურმაშევა, რომელსაც აქვს აშშ-სა და რუსეთის მოქალაქეობა პრაღაში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები წარადგინა და ხაზი გაუსვა საჰაერო ძალების განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას.
მისი თქმით, ხშირად ისმოდა უკრაინის მისამართით სიტყვა „შეუძლებელი“, თუმცა უკრაინამ ეს შეძლო და ახლა F-16-ები უკრაინაშია.
„ჩვენ ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების განვითარების ახალ ეტაპზე ვართ. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ უკრაინის საჰაერო ძალების ახალ საავიაციო სტანდარტზე - დასავლურ საბრძოლო ავიაციაზე გადასაყვანად. ამ ომის
რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
IPN
ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
ზივზივაძემ ამ სეზონის 5 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „შალკესთან“ დღევანდელ დაპირისპირებაში 2 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს იგი 2 გოლით უსწრებს.
გარდა ამისა, ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერიცაა – 5 შეხვედრაში მათ 4 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ კი ფრე ითამაშეს და აქტივში 13 ქულა აქვთ.
ნეტგაზეთი
სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.
სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რ
25 "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა
პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე : https://forgeo.ge/ka
ვიდეო: https://www.facebook.com/61565348820977/videos/1502509127128200
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა სადაც კიდევ ერთხელ ისუაბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორაზე და აღნიშნა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შეფერხება არ იყოს და მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყალბების “მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაა.
„არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამ
"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა: