ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს.
ფრანგული მედიის ცნობით, ბეგბედერი 12 დეკემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე მივიდა.
მათივე ცნობით, გაუპატიურებაზე გამოძიება გასულ ზაფხულს დაზარალებულის მიერ დაწერილი საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
ნეტგაზეთი
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი ისეთი კეთილია, მოვა და რაღაცას გაჩუქებს, ცდება! არ შეიძლება ამ ხალხთან ცალმხრივ დათმობებზე წასვლა, არ შეიძლება! მარტივ მაგალითს გეტყვით: ჩვენს მთავრობას ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისე რომ არაფერი უთქვამს, წინაპრების საფლავების მოსანახულებლად, ვლადიკავკაზიდან, თრუსოს ხეობით შემოყვანილი ჰყავს ოჯახები, თავიანთი წინაპრების საფლავების მოსანახულებლად. პატრიოტები თუ არიან, ამდენი ქართველი რომ ვერ გადადის საკუთარი შვილის და მშობლების საფლავების მოსანახულებლად, რატომ არ იყ
გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ გეოლოგების 8 ჯგუფი საქართველოს მასშტაბით სტიქიის ზონებში სწავლობს ვითარებას.
მათი ცნობით, 6 თებერვლიდან გეოლოგების ჯგუფმა შეაფასა 189 ოჯახი.
„სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.
აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთშ
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის კომპეტენტურ უწყებებს მიმართა.
როგორც უწყება აცხადებს, მიმართვა საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.
„საქართველოს პროკურატურა, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას ახორციელებს საქართველოში დანაშაულის ჩამდენი პირების ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად, მიუხედავად მათი ადგილსამყოფელისა“, –
„ქართული ოცნება“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40%-იანი საარჩევნო ბარიერის გაუქმებას გეგმავს - პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც სხვებზე მეტ ხმას მიიღებს.
„საარჩევნო კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის თანახმად, მაჟორიტარული წესით არჩეულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც ხმების 40%-ზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების მეორე ტური ინიშნ
პარლამენტმა „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით, 83 ხმით მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობიდან „ქართული ოცნების“ 72 დეპუტატმა და „ხალხის ძალის“ 9 წევრმა, ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან“ ავთანდილ ენუქიძემ.
კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა:
გიორგი ბარვენაშვილი
გია ბენაშვილი
ირაკლი (დაჩი) ბერაია
რიმა ბერაძე
მაია ბითაძე
ანზორ ბოლქვაძე
ელისო ბოლქვაძე
მაკა ბოჭორიშვილი
ელგუჯა გოცირიძე
ბექა დავ
ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.
რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება, მანამდე კი დაგეგმილია დებატები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით.
რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ქართული კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, ასევე,
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ც
28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.
იპნ
„უცხოეთის აგენტების” შესახებ ახალ კანონს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, „რადიო თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ იოზვიაკთან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვაზე, ექნება თუ არა ასეთი კანონის მიღებას რაიმე კონკრეტული გავლენა ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, იენს სტოლტენბერგმა პასუხად თქვა, რომ:
რიკარდ იოზვიაკის კითხვაზე, დარჩება თუ არა საქართველო ალიანსის ასპირანტ ქვეყნად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „დიახ, საქართველომ წ
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმის ფონზე გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
აღინიშნება, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა, კიმბერლი ჩიტლმა გადადგომის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მოსმენიდან მეორე დღეს გამოაცხადა, რომელზეც კომიტეტის წევრებმა 13 ივლისს ტრამპზე მომხდარი თავდასხმის დროს საიდუმლო სამსახურის ქმედებები გააკრიტიკეს. მაშინ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა გადადგომაზე
მოსკოვის მმართველები ქალაქის მოსახლეებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ 22 000 აშშ დოლარს სთავაზობს.
როგორც BBC წერს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 1.9 მილიონი რუბლის ოდენობით ერთჯერადი ბონუსი დააწესა ქალაქის მცხოვრებთათვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან.
მოსკოვის მერიის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდებიან, სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ პირველ წელს, ჯამში, 5.2 მილიონ რუბლამდე მიიღებენ, რაც 59 600 აშშ დოლარია.
BBC აღნიშნავს, რომ
"ნაცები" ამბობენ, საქართველოს ევროპული გზა გადის სააკაშვილის თავისუფლებაზე, "ოცნება" ამბობს, ჩემი კორუმპირებული ხელისუფლება თუ არ დატოვე, ომი დაიწყება..."
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი.
FDownloader.Net_An9rINgnrxfQRmEtQMQHDYf9sAQdsGMR7L77cL5zjsX_U-uYbQATSQ7HURdGfbgfe_bLrK-BAIh3mwg5U5vwvyA8_720p_(HD).mp4
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები პარტიის 60%-იან რეიტინგზე ტყუილია.
გახარიას თქმით, “ოცნებას” რომ მართლა ამხელა რეიტინგი ჰქონდეს, მმართველი პარტია სულ სხვანაირად ჩაატარებდა საარჩევნო კამპანიას.
„პარტიას, რომელსაც აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ყოველთვის არჩევს, რომ ჩუმად იყოს. იქნებ, იქამდე მივიდეს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მათ 60% აქვთ“, – თქვა მან გადაცემაში „გახარიას კვირა“.
ყოფილი პრემიერის თქ
საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას ეხმაურება და მიმართავს მათ, ვისაც მოსწონს ულტრამემარჯვენე პარტია„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD).
ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის პროექტი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მოიცავდა.
ბუნდესტაგმა რეზოლუცია უკვე მიიღო. პროექტის საბოლოო ვერსიაში გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწე
"სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში ქართველ ამომრჩეველს ქართულ ენაზე მიმართავს.
პაველ ჰერჩინსკი ქართველებს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს.
"სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი. Go and vote, choose your future. წინ საქართველო, წინ" - აღნშნავს პაველ ჰერჩინსკი.
ასევე ნახეთ: თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, წადით არჩევნებზე, წინ საქართველო - ჰერჩინსკი
tv pirveli
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში დაიბარეს, თუმცა მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.
როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ის მზადაა საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად, თუმცა მას შემდეგ, რაც პროკურატურა მათ მიერ მიწოდებულ მტკიცებულებებზე ცალკე გამოძიებას დაიწყებს.
„პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარ
პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა:
პუბლიკა
მოსამართლე დავით კურტანიძემ 21 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მათე დევიძეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, 3 პოლიციელის ფიზიკურ დაზიანებას ედავებიან. ამის გამო მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
19 ნოემბრის დილას საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავა და დემონსტრანტებმა მელიქიშვილის გამზირზე გადმოინაცვლეს, პოლიციამ ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადა.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციის პოზიცია მანიფესტაციის და შეკრების უფლების დარღვევაა.
“ბარემ ეთქვათ ყველას დაგიჭერთო … ესეც კონსტიტუციის კიდევ ერთი და მთავარი პრინციპის, მანიფესტაციის და შეკრების უფლების – დარღვევა! რა მნიშვნელობა აქვს კანონით ზღუდავენ ამ უფლებას, თუ დადგენილებით! მუქარაც არაფერში ჯდება… რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთ დასტურია!,” – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
დღეს, 21:00 საათზე,
გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, „ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლის დაკარგვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც უვიზო რეჟიმის საკითხზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.
მისივე თქმით, ევროპაში თავისუფალი უვიზო მიმოსვლის დასაცავად ბრძოლა გაგრძელდება.
“გამოცხადებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, “ოცნება” ცდილობს წინასწარ შეგვაგუოს ევროპაში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლი
კახა კალაძეს მოვუწოდებთ, პიარკამპანიის ნაცვლად, მივიდეს საკრებულოში და გასცეს პასუხები საზოგადოებაში დაგროვებულ შეკითხვებს თბილისის მერიაში არსებული სისტემური პრობლემების შესახებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, გუშინ საზოგადოებამ იხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი ცხრა პირის დაკავების შესახებ, სამწუხაროდ, „ოცნება“ ცალკეული პირების დაკავებით, ცდილობს შექმნას რეაგირების მოჩვენებითი განცდა
გერმანიის მთავრობამ უკრაინას იარაღის მორიგი პარტია გადასცა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის მთავრობამ გაავრცელა, რომლის ცნობითაც, უკრაინულმა მხარემ მიიღო ხუთი საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2, შვიდი მძიმე და საშუალო პონტონური სისტემა, 167 ათასი ვაზნა ცეცხლსასროლი იარაღისთვის, 30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდი“, Stinger 500 საზენიტო რაკეტა, 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 350 ათასი დეტონატორი ასევე დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობა.
ამას გარდა, უკრაინამ გერმანიისგან მიიღ
უკრაინაში რუსების მასიური სარაკეტო თავდასხმების გამო დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ენერგოსისტემაში რჩება ენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი.
„ქვეყანაში სარაკეტო შეტევის რვა ტალღის შემდეგ დაზიანდა ყველა თბო და ჰიდროელექტროსადგური, დაზიანდა მაღალი ძაბვის ქსელის ობიექტების 40% სხვადასხვა ხარისხით”,- განაცხადა შიმგალმა და დასძინა, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ზამთარს „ელექტროენერგიის მოხმარებაზე მნიშ
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ვრცელდება.
„26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობა საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
1ტვ