Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.270

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინელებმა რუსების გაშვებული 15 დრონიდან 14 გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა, წუხელ რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 14 დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დრონები მიკოლაივის, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და ხმელნიცკის ოლქებში ჩამოაგდეს. რუსულმა ძალებმა წუხელ რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან უკრაინის ტერიტორიისკენ Shahed-ის 15 დრონი გაუშვეს. ipn

ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი გაუძვირდა - სად რა ფასად ვყიდულობთ პროდუქტს

ნოემბერში საქართველოს შაქრის იმპორტი წლიურად 40%-ით, ერთი თვის განმავლობაში კი 8%-ით გაუძვირდა. ამის მიზეზი, ერთი მხრივ შესაძლოა, იყოს მსოფლიო ბაზარზე პროდუქციაზე ფასის მატება, მეორე მხრივ კი საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწესებული ის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შაქრის იმპორტზე დამატებითი გადასახადი დაწესდა. ცნობისათვის, მთავრობის დადგენილებით, 20 ნოემბრიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განი

საქართველოში 23 ერთეული Ferrari მოძრაობს - რომელია ყველაზე პოპულარული მოდელი

Aston martin, Ferrari, Lamborghini, Rolls Royce, Bentley - ეს ის 5 ძვირად ღირებული ავტომობილია, რომელიც საქართველოს გზებზე მოძრაობს. საქსტატის მონაცემებით, მათი რაოდენობა საერთო ჯამში 84 ერთეულს შეადგენს. ყველაზე მეტი კი აქედან Ferrari-ა - დღეის მდგომარეობით საქართველოში ამ ბრენდის 23 ერთეული მანქანაა რეგისტრირებული. „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, Ferrari-ს რომელი მოდელებია ყველაზე პოპულარული ქვეყანაში და როგორია მათი ღირებულება: ყველაზე მეტი, 13 ერთეული არის მოდელი - Ferrari SF90 Strada

ხერსონის ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა, დაშავებულია 62 ადამიანი

ქალაქ ხერსონზე რუსეთის მასშტაბური იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათამდე გაიზარდა. დაშავებულია 62 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ხერსონის ოლქის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს. პროკუდინმა 23 დეკემბერი „თავისუფალი ხერსონისთვის რუსული ტერორის ბნელ დღედ“ შეაფასა. მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის არმიის მიერ ხერსონზე შეტევის შედეგად, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის, გაზსადენი და საავადმყოფო.

თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია ნინოშვილის ქუჩაზე ქარის შედეგად სახლის სახურავის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ადგილზე მცხოვრები ოჯახები არ საჭიროებენ ქირით გაყვანას, ხოლო ახალი სახურავი უახლოეს მომავალში მოეწყობა. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ე.წ. კრიტიკული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ნინოშვილის ქუჩა N21-ში ძლიერი ქარის გამო დაზიანებული სახურავის შედეგად, ღია ცის ქვეშ დარჩენილი მცხოვრებლების ბედ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი. „კერძოდ, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, ექვს ბალამდე შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარ

მოლდოვის პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ამის შესახებ მაია სანდუმ მოლდოვის პრეზიდენტად არჩევის სამი წლისთვის აღსანიშნავად გავრცელებულ საგანგებო მიმართვაში განაცხადა. „ჩვენ კიდევ ბევრი რამის გაკეთება მოგვიწევს, რაც მთავარია მშვიდობისა და უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათი შვილებისთვის. ჩვენ ასეთი მომავალი გარანტია მხოლოდ ევროკავშირის წევრად ყოფნის პირობებში გვაქვს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ აუც

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს. ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალცი

უამინდობის შედეგად შექმნილი პრობლემების გამო ბათუმი-თბილისის მიმართულებით რამდენიმე სარკინიგზო რეისი შეყოვნდა

ბათუმი-თბილისის მიმართულებით მატარებლის მოძრაობა შეფერხებულია. ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რომელიც 08:00 საათზე ბათუმის რკინიგზის სადგურიდან უნდა გასულიყო, ამ დრომდე შეყოვნებულია. მგზავრები “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებენ, რომ მათთვის უცნობია, როდის აღდგება ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა. ბათუმის რკინიგზის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურის მონაკვეთზე საკონტაქტო ქსელი ხეებმა დააზიანა. მათი ინფორმაციით, ბათ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად

რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ამ კვირას ჩვენ კვლავ დავამტკიცეთ თუ რამდენად ეფექტიანია ჩვენი საჰაერო ფარის გაძლიერება. არა მხოლოდ ქალაქებისა და სოფლების რუსული დრონებისგან და რაკეტების დასაცავად, არამედ ფრონტის ხაზზე მუშაობისთვის. რუსეთის ავიაგამანადგურებლების ჩამოგდების შესაძლებლობა ერთ-ერთი გასაღებია ომის დასასრულებლად, სამართლიანად დასასრულებლა

სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, თბილისის კლასიკური გიმნაზიიდან განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან გადაინაცვლეს, სადაც საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერეს. როგორც მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აღნიშნავს, უფასო სასკოლო კვება შიმშილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი პირობაა. „ჩვენს ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ზოგავს თანხას საკვებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უმეტესი საჭიროება დაუკმაყოფილებელია.

„ფარმაცევტულ ბაზარზე რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ახლა რა პროცესიც დაიწყო, ეს გამოიწვევს „შავი ბაზრის“ გაჩენას საქართველოში,“ - ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ბოლო დღეებში მთავრობისა და ფარმაცევტული სექტორის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს. „ვფიქრობ, ეს არის პოპულისტური შეტევა ფარმაცევტულ ბაზარზე, რასაც საბოლოო ჯამში არ მივყავართ იმ შედეგამდე, რაზეც უნდა იყოს გათვლილი. საერთოდ, როდესაც ბაზარი არის ლიბერალიზებული, არც არის ხელისუფლების საქმე ფასების რეგულირება. როგორ შეიძლება, შენ ბიზნესს უკარნახო ფასები

სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

სტიქიამ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ამ დროის ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქარმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. სტიქიის ზონაში იმყოფებიან ყვარლის მერი და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. გარდა ყვარლისა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ახმეტასა და ლაგოდეხის ზოგიერთ სოფელში, მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა და ცენტრალური გზები ჩახერგა. ასევე, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს და გზის გაწ

გუდაური –კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დეპარტამენტის ინფორმაციით, აკრძალვის მიზეზია გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ნეტგაზეთი

ანალიტიკოსები ხსნიან, რას უქადის საქართველოს რუსული პორტი ოჩამჩირეში

ოჩამჩირეში რუსული მუდმივი საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა მნიშვნელოვან რისკებს უქმნის როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის რეგიონს, მიიჩნევს ლონდონის კინგს კოლეჯის კონფლიქტებისა და უსაფრთხოების პროფესორი ტრეისი ჯერმანი. „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ [GIP] თხოვნით დაწერილ მოსაზრებაში იგი აღნიშნავს, რომ მოსკოვის ეს ნაბიჯი ასევე ზრდის საქართველოსთვის „ომში ჩათრევის რისკს“. ანდრეი მაკარიჩევი, ტარტუს უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი, GIP-ის კითხვების საპასუხოდ ასევე საუბრობს „ო

ერთი პირი დავაჯარიმეთ, მეორის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო - შსს მარტინენკოსა და მახარაძეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ერთი პირი დააჯარიმეს, მეორის მიმართ კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა ირაკლი მარტინენკომ და ზურა მახარაძემ გუშინ დაწვეს. „თბილისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე, დაჯარიმებულია 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 174-ე 18 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო მეორე პირის მიმართ და

2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს აბორტი 83 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. ბოლო 7 წლის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლამდე იკლებდა, თუმცა 2022 წელს წინა წელთან შედარებით 13-ით გაიზარდა. ჯამში, 2022 წელს აბორტი 29 წლამდე ასაკის 16 619 პირს გაუკეთდა. აბორტების რაოდენობის ასაკის მიხედვით განაწილება ასეთია: 15-24 წელი - 2 867; 15-29 წელი - 6 671. იპნ

თბილისიდან გურიამდე - „რა? სად? როდის?“ ახალგაზრდებს ევროკავშირთან აკავშირებს

ინტელექტუალურმა თამაშმა სახელწოდებით “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” საქართველოს მასშტაბით 3 ათასზე მეტი სკოლის მოსწავლე უკვე გააერთიანა. თამაშების მარათონი, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით ხორციელდება, ზაფხულში აჭარიდან დაიწყო და ქვეყნის ექვსი რეგიონი მოიცვა; “რა?სად?როდის” გაზაფხულამდე მთელს საქართველოში ჩატარდება და რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს საინტერესო და უნიკალურ გამოცდილებას შესძენს. “რა? სად? როდის? ევროპის შესახებ” პოპულარული თამაშის ადაპტირებული

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თელავთან, კურორტ თორღვას აბანოსთან იყო. ბიძგები 09:26 საათზე დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა. იპნ

სურსათის ეროვნული სააგენტო წინასაახალწლოდ მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის. ხ

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან

აშშ დაასანქცირებს ბანკებს, რომლებიც რუსულ არმიას საქონლის შესყიდვაში ეხმარებიან, - ამის შესახებ განკარგულებას აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა ხელი. განკარგულების ტექსტი თეთრი სახლის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო მდივანთან და საჭიროების შემთხვევაში, ვაჭრობის მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ უფლება ეძლევა დაასანქციროს უცხოური ფინანსური დაწესებულება, თუ იგი გადასახადებით ეხმარებოდა რუსეთის ტექნოლოგიურ ან თავდაცვის სექტორთან დაკა

მიხეილ დაუშვილი სააკაშვილზე - ჩვენ „ოცნებასთან“ გვაქვს პრეტენზია, რომ თუ ეს კაცი ცუდადაა, დროზე უმკურნალეთ, თუ კვდება, პოლიტიკურ პროცესებში რანაირად არის ჩართული? - თუ პრივილეგირებულია, გვითხარით

დღეს {მიხეილ სააკაშვილმა} განცხადება მოგვიძღვნა, სადაც ადამიანურობაზე საუბრობს. ადამიანობასა და მორალზე ვინ მესაუბრება? - სასამართლოზე საქმეზე უნდა ისაუბროს და არა პოლიტიკაზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა. აღნიშნულით მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება შეაფასა, რომელიც კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას ეხებოდა.

„არ მინდა და არ გპასუხობთ“ - გორის მერი რუსეთში სავარაუდო ვიზიტზე

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა რუსეთში თამაზ გინტურის დაკრძალვის დღეს. „სხვა კითხვები თუ გაქვთ, გიპასუხებთ. სხვა კითხვებზე გადავიდეთ, მსგავს კითხვებზე აღარ გიპასუხებთ, გითხარით უკვე. არა, არ გიპასუხებთ, არ მინდა და არ გპასუხობთ. თქვენი დოკუმენტები შეგეძლოთ გამოგექვეყნებინათ და გამოაქვეყნეთ, რა დოკუმენტებიც გქონდათ უკვე და არ ვაპირებ ამაზე საუბარს. პრინციპულად მე არ გეტყვით მსგავს კითხვებზე, ჩემს შვებულებებზე, არასამუშაო საათებზე და ასე შემდ

ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი? (ვიდეო)

სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან მიმართებით. ჩვენ ვხედავთ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობა ნებით დათმო, სასამართლო სხდომიდან ატარებს საარჩევნო კამპანიას. პატიმარი რას გვიპასუხებს, ჩვენ სააკაშვილთან არ გვაქვს კითხვები, ხელისუფლებასთან გვაქვს კითხვები და ხელისუფლებამ უნდა გაქვცეს პასუხი, რატომ არის პრივილეგირებული სააკაშვილი?      დღეს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს, “ნაც.მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილს გვერდით უნდა მივუ

პირველი რესპუბლიკის მოედანსა და რუსთაველის გამზირის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოებისა და ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში, 23 დეკემბრის, 07:00 საათიდან მომავალი წლის 4 იანვრის 23:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე შემავალ გზებზე მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მ. ჯავახიშვილის ქუჩაზე ამსვლელი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება მარჯვენა მოხვევით, რესპუბლიკის მოედნისკენ. შესაბამისად, ავტ
×
×
  • შექმენი...