Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.271

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური -  ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკულ გამოხმაურებას ვუყურებდით ჩვენს პოზიციაზე მათ ბელადთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, კი “ოცნების”, რადგან არ აქვს პასუხები ჩვენს კითხვებზე (ვიდეო)

“გარდა იმისა, რომ “ოცნება” და “ნაცები” ბევრი რამით დაემსგავსნენ ერთმანეთს, ერთ-ერთი ნიშანდობლივი მსგავსებაა, ის ვინთ მათიანი არარის და ფიქრობს განსხვავებულად აგენტებს გვეძახიან , ერთი ამერიკის აგენტს, მეორე კი რუსეთის. ამ მსგავსების ამოსავალი წერტილი, გარდა იმისა, რომ ისინი ერთი ჯოხის ორი ბოლო არიან, არის ბელადომანია.  ერთის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ისტერიკულ გამოხმაურებას ვუყურებდით ჩვენს პოზიციაზე მათ ბელადთან დაკავშირებით, მეორეს მხრივ, კი “ოცნების”, რადგან არ აქ

კახაბერ ქემოკლიძე -  “ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება (ვიდეო)

ჩვენი ბრიფინგის ძირითადი მიზანი იყო ქართული საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ის საინფორმაციო სპეცოპერაცია, რომელსაც ახორციელებს “ოცნება” საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამიტომ ატივტივებენ სააკაშვილს მუდმივად ზედაპირზე.  “ოცნება” ცდილობს ევროინტეგრაციის პროცესი ისე განხორციელდეს, რომ რეფორმები არ გტარდეს ქვეყანაში, ასე გაწევრიანების პერსპექტივა დაიხურება. მაგალითად თურქეთი 1999 წლიდან კანდიდატის სტატუსს ფლობს , მაგრამ გაწევრიანებაზე არ მიმდინარეობს საუბარი. ამიტომ მნიშვნელოვანია ვ

მიშა დაუშვილი - “ოცნება” სააკაშვილს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მას პრივილეგიას აძლევს, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით სასამართლო პროცესზე პირდაპირი ეთერით ალაგოს პარტიული გეგმები (ვიდეო)

“ოცნება” სააკაშვილს იყენებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად და მას პრივილეგიას აძლევს, საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით სასამართლო პროცესზე პირდაპირი ეთერით ალაგოს პარტიული გეგმები. ამაზე ვთქვით, რომ ეს არასწორია და მიუღებელია. ამაზე თუ ვინმე გვედავება, წაიკითხოს საპროცესო კანონმდებლობა.  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GIVYrRgNaKK5LVUCADCjwpWKeDdpbmdjAAAF.mp4

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

მაგული ჩხობაძემ, ნოემბერში გარდაცვლილი ქუთაისელი ჟურნალისტის, ქეთი ბერძენიშვილის დედამ, ჯანდაცვის სამინისტროს 25 დეკემბერს გამართული ბრიფინგის საშუალებით მიმართა. ქეთი ბერძენიშვილის ოჯახი მოითხოვს, უწყებამ შეისწავლოს ჟურნალისტის გარდაცვალების მიზეზი და დაადგინოს, რამდენად სწორად ჩატარდა ოპერაცია და წარიმართა პოსტოპერაციული მკურნალობა ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში. „დოკუმენტებითაც დადასტურებულია, რომ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს არა სიმსივნე, არამედ შემდგომი ჩირქოვანი

ბერდია სიჭინავა -  რუსთავის ბიუჯეტი ჩვენმა გუნდმა დაუმტკიცა რუსთაველებს (ქალაქს) და არა “ოცნებას”

როგორც ჩანს, მოგვიწევს თვითმმართველობის ანა-ბანა ავუხსნათ და გამრუდებული ხაზი გავუსწოროთ ზოგიერთს:      რუსთავის ბიუჯეტი ჩვენმა გუნდმა დაუმტკიცა რუსთაველებს (ქალაქს) და არა “ოცნებას”.      ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის, ყოველთვის გამოვიყენებთ “ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”. გაგრძელება იქნება ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

ბექა ლილუაშვილი - თუ დასავლეთის ქარი იქნება, ვარკეთილის დროშასავით წაიღებს ამ ხელისუფლებას (ვიდეო)

“თუ დასავლეთის ქარი იქნება, ვარკეთილის დროშასავით წაიღებს ამ ხელისუფლებას."     ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. GICWmAB5uuRL8LUDAClXRtpHAHcZbmdjAAAF.mp4

ბექა ლილუაშვილი - საგადასახადო შეთანხმებებით და შეღავათებით, რომლებიც პირდაპირ კორუფციული სქემების შედეგია, 25 ოჯახი სარგებლობს (ვიდეო)

“საგადასახადო შეთანხმებებით და შეღავათებით, რომლებიც პირდაპირ კორუფციული სქემების შედეგია, 25 ოჯახი სარგებლობს. ეს არის ის რესურსი, რომელმაც უნდა შექმნას ქვეყანაში საყოველთაო სოციალური დაცვის სისტემა. განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე ხალხისგან, ჩვენ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო შეგვიმუშავებია, შესაბამისად ვიცით რა შეიძლება რეალურად გაკეთდეს ამ მიმართულებით.”        ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს - ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც პატრიარქისადმი პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, წლები, რომლებიც პატრიარქმა, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარა, რთული იყო როგორც საქართველოსთვის და ასევე მისთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის. „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამ

შავი ზღვის რეგიონს განვიხილავთ, როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს NATO-სთვის - კოლომინა

სამხრეთ კავკასიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა „პირველ არხთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ შავი ზღვის რეგიონი NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ის არის სამხედრო გეგმების შემადგენელი ნაწილი. მისი თქმით, როდესაც ალიანსი ხედავს რუსეთის მცდელობას, გაზარდოს წარმომადგენლობა NATO-ს სიახლოვეს, ეს შეშფოთებას იწვევს. ამავე ინტერვიუში მან ისაუბრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების პერსპექტივაზეც.

აუტიზმის მქონე სრულწლოვან პირთა მშობლები კომიტეტებს მიმართავენ

აუტიზმის მქონე პირთა მშობლები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, კომიტეტებს თხოვნით მიმართავენ, 18 წლის შესრულების შემდეგ აუტიზმის მქონე ადამიანების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ადგილი აღარ ჰქონდეს სერვისების წყვეტას. მშობლები მოითხოვენ, დაინიშნოს თემატური მოკვლევა 18 წლის და უფროსი ასაკის აუტიზმის მქონე პირების საჭიროებებების შესახებ, რათა იდენტიფიცირდეს გამოწვევები და შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაციები დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით. განცხადებას ხელს 230 მშო

„ნახევარი პური მაქვს" | ლარსთან რიგში მდგარი ტრაილერების მძღოლები დახმარებას ითხოვენ

ლარსის გამშვებ პუნქტთან, ტრაილერების რიგში მდგარი მძღოლები დახმარებას ითხოვენ. მძღოლები ამბობენ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ეწურებათ საკვებისა და საწვავის მარაგი. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც უამინდობის გამო უკვე მესამე დღეა, ჩაკეტილია. ლარსის გახსნას ელოდებიან რუსეთისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსის მგზავრებიც. დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუში

საპენსიო სააგენტო: 24.7 მილიონი ლარი Apple-ის აქციებშია ინვესტირებული

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1 476 780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1 297 661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118 044 მონაწილე შემოუერთდა. 2023 წელს პენსიით ისარგებლა 3 535 ადამიანმა, შედეგად  პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6 929 შეადგინა. დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20 811 344 ლარია, ხ

ქუთაისის ცენტრიდან ქუთაისის აეროპორტამდე ავტობუსი დაინიშნება — აეროპორტების გაერთიანება

2024 წლის აპრილიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს 3 უახლესი SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მათ ტენდერი გამოაცხადეს 3 ახალი, ექსპლუატაციაში არმყოფი, Euro 6 ემისიის სტანდარტის ძრავის მქონე, M3 კატეგორიის ავტობუსების შესყიდვაზე. ავტობუსების ღირებულება დღგ-ის გარეშე 1 383 408 ლარს შეადგენს. როგორც  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ა

საჯარო სამსახურებში მუშაობა 8 იანვრიდან განახლდება

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის უქმედ 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის[პარასკევის] ჩათვლით დღეები განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხე

ბაღდათში მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა

“ვეტერინარულ სამედიცინო ცენტრ ვეტ-მედში”, სადაც მძიმედ დაშავებულ ძაღლს ოპერაცია ჩაუტარდა, ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ოპერაცია საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. ოპერაციაში კონსულტანტების სახით ჩართულნი იყვნენ ნეიროქირურგები, რომლებიც ადამიანებთან მუშაობენ. “ჯერჯერობით დაზუსტებით არაფრის თქმა შეგვიძლია, ველოდებით. ტვინი ფუნქციონირებს. ჰემატომები მთლიანად მოშორებულია, ტვინი გათავისუფლებულია, აღარაა კომპრესია [შეკუმშვა, გაჭ####ტა, გასრესა – სინდრომი, რომელიც ვითარდება ქალაშიდა პათოლოგიური პროც

პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 6 სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. ნეტგაზეთი

„ვლოცულობთ ჩვენი მეომრებისთვის“ – უკრაინაში პირველად აღნიშნეს შობა 25 დეკემბერს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი ეპიფანე მოქალაქეებს შობას ულოცავს და დღესასწაულის აღნიშვნის თარიღის ცვლილების [25 დეკემბერი 7 იანვრის ნაცვლად] მიზეზებსა და შედეგებზე საუბრობს. მისი თქმით, ცხადი იყო ძველი კალენდრის ხარვეზები, თუმცა მთავარი არგუმენტი ცვლილებისთვის გახდა „შიდა ეკლესიური და საზოგადოებრივი მოთხოვნა კალენდრის ცვლილებაზე, რასაც მორწმუნეთა და საზოგადოების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი“. ეპიფანე ხაზს უსვამს, რომ ცვლილების მიუხედავად, ყველა იმ თემში, სად

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „საქართველოს რკინიგზა“ მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინ

ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს, ვის „აბოლებენ“ ამით?

ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას. „სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ ჩვენ რაც

თბილისში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა

თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი. იპნ

კირილ ბუდანოვი - უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების გადალახვა შეუძლია

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინელებს შობის დღესასწაული მიულოცა და 2024 წელს ბრძოლის ველზე რუსეთისთვის გამანადგურებელი მარცხის მიყენება უსურვა. მისი თქმით, მტრის ტერორისტული საოკუპაციო რეჟიმი ვერასდროს შეძლებს განახორციელოს თავისი გეგმა და გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, გაანადგუროს უკრაინის ტრადიციები და შეცვალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა. „უკრაინელები ძლიერი ხალხია, რომელსაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გზაზე ყველა დაბრკოლების

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - წლის განმავლობაში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა

მთელი წლის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში, მედიის წარმომადგენლებზე სხვადასხვა ტიპის ძალადობის, შევიწროებისა და დაშინების მცდელობის 45-მდე შემთხვევა საჯაროდ დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 30 ნოემბრის პერიოდში, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 14 სისხლის სამართლის საქმე

ბოლო ერთ კვირაში უკრაინაში 7 120 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

18 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 7 120 რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს, ასევე 927 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა. მათ შორისაა 119 ტანკი, 196 ჯავშანტექნიკა, 177 საარტილერიო სისტემა, ცხრა მრავალჯერადი რაკეტის გაშვების სისტემა, ორი სარაკეტო სისტემა, 256 სატვირთო მანქანა და 35 ერთეული სპეციალიზებული აღჭურვილობა. „გარდა ამისა, ჩვენმა დამცველებმა ჩამოაგდეს სამი საბრძოლო თვითმფრინავი, ო

„რუსულენოვანი მოსახლეობის ნახევარმა ბათუმი დატოვა, მასიურად იკეტება ან იყიდება მათ მიერ გახსნილი ობიექტებიც“ - თავართქილაძე

რუსულენოვანმა მოსახლეობამ აჭარა მასიურად დატოვა. როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში, ტურისტული კომპანია „აჭარა ტურის“ დირექტორმა და რესტორან „აკროპოლეს“ დამფუძნებელმა ირაკლი თავართქილაძემ განაცხადა, ბოლო თვეებში მათი რიცხვი განახევრდა. თავართქილაძის თქმით, მასიურად იკეტება და იყიდება მათ მიერ გახსნილი კაფეები და სხვადასხვა ტიპის მომსახურე ობიექტები. მიზეზებზე საუბრისას თავართქილაძე ამბობს, რომ მიგრანტების ნაწილი მობილიზაციის არარსებობის გამო რუსეთში დაბრუნდა, ნაწილმა კი აჭარიდან გაძვირებული ცხო
×
×
  • შექმენი...