Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.027

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჰელსინკის კომისია: მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხეში აგდებს საქართველოს მომავალს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე, კომისიის წარმომადგენლები, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ ვეისი და დაფნა რენდი. განცხადებაში ასევე ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები და MEGOBARI ACT, რომლის ინიციატორიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვ

დიმიტრი ცქიტიშვილი - არალეგიტიმური პარლამენტი, არის დიდი საფრთხე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

დღეს ქვეყანა არის ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, რაც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. არალეგიტიმური პარლამენტი, არის დიდი საფრთხე, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=1276864193664929

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან

ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას. „ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ვხვდებით ყველაზე მთავარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, მათ შორის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკურ

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე დღეა, სტუდენტებ

თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა

დღეს, თბილისში, ამ დროისთვის, ორი აქცია დაიგეგმა. აქციის მონაწილეები 17:00 საათზე საქართველოს „პირველი არხის“ შენობასთან შეიკრიბებიან, ლოზუნგით - „ხალხის ტელევიზიაა“, ხოლო 19:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას - „ჩემი შვილია, ხელი გაუშვი“. პროტესტის მონაწილეები მივლენ პარლამენტთანაც, თუმცა რომელ საათზე დაიწყებენ მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას, ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰ

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები

22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებ

“ამ კანონს მე არ დავემორჩილები… ჩამსვან ციხეში” – ბიძინა გუჯაბიძე

„კანონი სადაურია ვერ გეტყვით, რუსულია თუ ამერიკული. დიდი აზრი მაგას არ აქვს, რადგან არის კატასტროფა. საშინელებაა, საბჭოთა კავშირში მიბრუნება, ალბათ ეს თუ მიიღეს, ასევე გააგრძელებენ შემდეგ ნაბიჯებს, მაუზერებით სირბილს… ტროიკა და დანოსები…“ – უთხრა „ნეტგაზეთს“ ალპინისტმა ბიძინა გუჯაბიძემ. ბიძინა გუჯაბიძის თქმით, ქვეყანას ახლა მსგავსი კანონი არაფერში სჭირდება. „მაგიჟებს, მაცოფებს, რომ არიან ადამიანები, ალბათ ჩვენს ირგვლივაც ჩემი ახლობლებიც, რომლებიც ამას შეიძლება მხარს უჭერდნენ. კატ

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, ვერ არის, ეს არ არის ალტერნატივა, რომელიც უნდა განიხილებოდეს ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის - ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს ძველ მიზანს, რომ უზრუნველყოს დასავლური ინვესტიციების შემოდინება

ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია, ის ქმნიდეს დამატებით გარანტიებს ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან უნდა არსებობდეს. ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორი ვერ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინურ ინვესტიციების ჩადებაში პრობლემას ვერ ხედავენ. მისი თქმით, ჩინეთ

ლილუაშვილი - ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის პრემიერ-მინისტრია, სახელმწიფო ბიუჯეტი კი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები ისევ ხალხის სარგებელისთვის და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს (ვიდეო)

"ღარიბაშვილს გააზრებული არ აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის არის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი. სახელმწიფო ბიუჯეტი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები, იმისთვის, რომ მათვე მიიღონ სარგებელი და არა იმისთვის, რომ  ხელისუფლებიდან ვინმე გამდიდრდეს."   ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, დეპუტატი. 372962081_143101832197109_4400962185295229762_n.mp4

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ცენტრისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში  განცხადება შეიტანეს. მშობლები, რომელთა შვილებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში განთავსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გადიოდნენ თერაპიას, პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფით მოთხოვნით მიმართეს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ცენტრი შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა და აუ

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება. განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო. თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშ

ბერდია სიჭინავა - მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე ფიქსირებული თანხის მოთხოვნა, ბიზნესთან კორუფციულად შეზრდილი მთავრობის პოზიციაა - ჩარტერი დაიდოს!

მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე ფიქსირებული თანხაო, დანარჩენებმა ჩაუჩხრიალეთ ფული გაიაშვილს ჯიბეში, რამდენსაც მოგთხოვთო! აი, ესაა ბიზნესთან კორუფციულად შეზრდილი მთავრობის პოზიცია! საქართველოს მთავრობა ჩარტერი დაიდოს! ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 222 მძევლის ყოფნა დადასტურდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება. „ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ჰაგარმა. შეგახ

ისრაელი გაეროს გენმდივნის გადადგომას ითხოვს „ჰამასის“ თავდასხმის საფუძვლებზე საუბრის გამო

ისრაელი გაეროს ენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ვიზებს აღარ გასცემს, იტყობინება The Times of Israel. ისრაელის პროტესტის მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 24 ოქტომბერს გუტიერეშის გამოსვლა გახდა, რა დროსაც მან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის საფუძვლის ახსნა დაიწყო. მისი თქმით, „ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა“. გუტიერეშმა ამ კონტექსტში ისრაელისა და პალესტინის კონფ

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის. ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“. მსგავსი სახის მომსახურების

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7154945844623512/

ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად  დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. იგი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. „შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით

ლოიდ ოსტინი - აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინისთვის 6 მილიარდი დოლარის ოდენობის ყველაზე დიდ სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა “რამშტაინის” ფორმატში 21-ე შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-მა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც კიევს იარაღი აშშ-ის არმიის მარაგებიდან გადაეცემა.   „ასევე მოხარული ვარ დღეს 6 მილიარდი დოლარის ოდ

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორე

რა თანხა შევიდა ბიუჯეტში მოსახლეობის გადასახადებიდან

მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 9.559 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31.2% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 2.982 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 2.529 მლრდ ლარი. ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 2.982 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 34.032 მლნ ლარი მ

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა. შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთა

როგორ შეგიძლიათ გაიგოთ, არის თუ არა უცხო პირი თქვენს მისამართზე ჩაწერილი

„აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში 7 უცნობი პირია რეგისტრირებული“; „მეც დამჭირდა ვიღაც უცნობის ამოწერა; „მეც ეს პრობლემა მაქვს; „ერთმა ადამიანმა თავის მისამართზე 19 უცხო ადამიანი აღმოაჩინა“… – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და წუხან, რომ მათ სახლში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები. გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ზოგადად მარტივი პროცედურაა, შესაძლოა ეს პოლიტიკური ანდაც სხვა ინტერესის მქონე პირებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და მეპატრონის გვერდის ავლით დარ

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. 2024 წლის ათეულის წევრები არიან: ნუკრი კარკაძე – ბაღდათის N1 საჯარო სკოლის და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარ
×
×
  • შექმენი...