საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ხელმოწერით, გამოქვეყნდა ბრძანება საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და დანამატებს.
მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო დაანგარიშდება შემდეგი კ
„ქართული ოცნების” წევრი, ბექა დავთულიანის თქმით, „არა უშავს”, თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია.
ის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი შეჩერებულია, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკისვე განცხადებით, შეჩერდება ევროკავშირის მიერ საქართველოს თავდაცვის სექტორის 30-მილიონევროიანი დახმარება. მიზეზი რუსული კანონი და მმართველი პარტიის არადემოკრატიული ნაბიჯებია.
ბექა დავითულიანის შეფასებით, ევროკავშირის ამ გადაწყვ
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სამივე სარჩელი ერთ წარმოებად გაერთიანდება და ისე განიხილება.
ამის შესახებ დღეს, 29 ივლისს, ჟურნალისტებს განუცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები შეტანილი აქვთ:
პრეზიდენტს,
121 მედია და სამოქალაქო ორგანიზაციას,
საპარლამენტო ოპოზიციას
როგორც ტურავამ განაცხადა, საკონსტიტუციო სასამარ
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმაკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
„თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
იპნ
ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ.
ამის შესახებ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზუ
როცა წარმატებას აღწევ, მადა გეხსნება და მეტი გსურს - რაც მთავარია, მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ ბევრი შეუძლიათ, - ამის შესახებ ერთა ლიგაზე ჩეხეთთან პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა.
როგორც სანიოლმა აღნიშნა, ჩეხეთის სპეციფიკური გუნდი ჰყავს და საქართველოს ნაკრებს წარმატებისთვის შეიძლება უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდეს, ვიდრე ჰამბურგში.
„მოგეხსენებათ, მეტოქის რიგებში, ფაქტობრივად, იგივე ფეხბურთელები ითამა
“49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფინანსდება ისეთი დაავადება, რომელიც პროგრამით განსაზღვრული არ არის” – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები:
პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები;
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა.
ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 1
პარტია "გახარია საქართველოსთვის" - საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოცნების ზონდერაქტივი ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ.
ასე გამოიყურება ოცნების მოჩვენებითი „მშვიდი და სამართლიანი“ წინასაარჩევნო გარემო.
თბილისში, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრებს თავს დაესხნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უც
არ უნდა შეგვეშინდეს, არჩევნებზე აუცილებლად უნდა მივიდეთ. ვერავინ ჩვენ ხმებს ვერ აკონტროლებს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1696565177788920/
საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს.
„რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით რუსეთმა საქართველოში გაიმარჯვა, რადგან ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზას რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობა არჩია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ დღეისათვის საქართველოში რუსეთმა მოიგო. მათ ჯერ მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, მერე შეცვალეს პოლიტიკა, შეცვალეს მთავრობა და ახლა იქ პრორუსული მთავრობაა, პრორუსული პოზიციები. ა
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე რეაგირება უნდა მოხდეს დარღვევებზე.
„ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მისწრაფებების გვერდით. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს. [პრეზიდენტ ზურაბიშვილთან] საუბარში ხაზი გავუსვით დიალოგის საჭიროებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – წერს იგი.
გარეკანის ფოტო: EPA
ნეტგაზეთი
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი მიიჩნევს, რომ საქართველო წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი ხდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ბევრი ქართველისთვის “ქართული ოცნება” – “რუსული ოცნებას” უდრის. რა მოხდა და, სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საქართველოში დასრულებულია. საქართველო ხდება წმინდად ავტოკრატიული რეჟიმი.
უკანასკნელი ინსტიტუტი, რომელიც ჯერაც დამოუკიდებელია, საპრეზიდენტო ინსტიტუტია. მომავალ თვეში ს
“რასაც ახლა ამ დემონსტრაციებით ვცდილობთ, არის ის, რომ არ გავფორმდეთ ბანანის რესპუბლიკად” - ამის შესახებ „ექსპო-ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ამბავს ერთადერთი პოზიტივი ის აქვს, რომ საზოგადოებამ, მათ შორის ბიზნესმაც გამოიღვიძა.
„თუ რამე პოზიტივი შეგვიძლია დავინახოთ მთელი ამ მიმდინარე პროცესებიდან, ერთ-ერთი არის გამოღვიძება და მათ შორის ბიზნესის მხრიდანაც. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი ბიზნესი ერთ-ერთი დაინტერესებული მ
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. უკრაინის დედაქალაქში შტაინმეირი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„უკრაინელებისადმი ჩემი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენს გვერდით, ჩვენ გავაგძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხით“, – განაცხადა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.
მან ასევე გერმანელებს მიმართა და მოუწოდა, არ დაავიწყდეთ, თუ რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის და რამდენი ტანჯვა, ნგრევა
გერმანულმა ავტოკონცერნმა Mercedes Benz-მა ოფიციალურად განაცხადა რუსეთიდან გასვლისა და ადგილობრივ ბაზარზე არსებული შვილობილი კომპანიის წილების გასხვისების თაობაზე, მათ შორის საუბარია პოდმოსკოვიეში მდებარე ავტოქარხანაზე.
სააგენტო Reuters-ი ციტირებს კონცერნის პრესმდივანს, რომლის თქმითაც, ეს არ შეეხება რუსულ საწარმო Камаз-ში არსებულ წილებს, ვინაიდან წლის ბოლოსთვის, გეგმის მიხედვით, ის Daimler Truck-ს გადაეცემა.
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰოლდი
მსოფლიოს ფეხბურთის ლეგენდის პელეს მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც გაცნობეთ, რამდენიმე კვირის წინ ბრაზილიელი გულის უკმარისობის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Infobae-ს ინფორმაციით, 82 წლის ლეგენდის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უკვე ოჯახის წევრები ემშვიდობებიან. წყაროს ცნობით, პელეს ლაპარაკი თითქმის აღარ შეუძლია... ამასთან ერთად ბრაზილიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დაიწყეს ფიქრი...
2021 წლის სექტემბერში ბრაზილიელს სიმსივნე ამოკვეთეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს.
sportall.ge
პარლამენტში, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.
ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს არ უშვებენ. პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამას მოჰყვა. მათ სცადეს, რომ მანდატურის სამსახურის კორდონი ძალის გამოყენებით გაერღვიათ.
აღსანიშნავია, რომ ორი კომ
ახმეტელი მაცხოვრებლების უმრავლესობას წყლის გადასახადი მოსდით არა მრიცხველიდან აღებული
ჩვენების მიხედვით(როგორც ირკვევა),არამედ ფაქტიური დანახარჯიდან მკვეთრად აცდენილი ციფრებით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ახმეტის საკრებულოს წევრი თინანო მოზაიძე წერს.
მისი თქმით, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებულია ამომრჩევლის წინაშე, მათი პრობლემები მიიტანოს ყველა ინსტანციამდე, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, განცხადებით ახმეტის წყალმომარაგების სერვი
„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, ის განხორციელდეს”, – ამის შესახებ დიმიტრი მედვედევი რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. მისი თქმით, „მოვლენების ასეთი განვითარება დასავლეთისთვის იქნება მორიგი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის კატასტროფულად დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო”.
მედვედევი საქართველოსთან დაკავშირებით ამბობს, რომ „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების ს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე.
კელი დეგნანი იმ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა და რითიც კონკრეტული ძალები ცდილობენ საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებას.
კელი დეგნანის თქმით, ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ შეხვ
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფლები არიან და უკვე გადმოვიდნენ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 25 აგვისტოს გაავრცელა.
როგორც სუსი აცხადებს, კახაბერ ნათაძისა და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად ყველა მექანიზმი გამოიყენეს, მოლაპარაკებების შედეგად კი დღეს გაათავისუფლეს.
საქართველოს მოქალაქე