Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.659

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი ხმის ფარულობაზე - ქურდოვანიძე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი ხმის ფარულობის უფლებაზე. ნონა ქურდოვანიძე წერს, რომ სარჩელი არ დააკმაყოფილეს არც სხვა ქალაქების მოსამართლეთა უმეტესობამ. „ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საია-ს სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმ

მოსამართლემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნათია გუდაძემ 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდებიის პატიმრობა ძალაში დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ დამდგარი ზიანი – 400 ლარი ორგანიზაცია DRI-იმ ივლისში გადაიხადა, მოსამართლე გუდაძე აღკვეთის ღონისძიებას არ ცვლის და ახალგაზრდებს ციხეში ტოვებს. 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. მათ მათ დაკავების დღიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდ

„გახარია საქართველოსთვის“ - ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად

ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული. პარტიის განცხადებითვე, კონკრეტული მიზნების მისაღწევად, პირველივე დღიდან მონაწილეობენ კოორდინაციის ფორმატში და თანამშრომლობას ახლაც აგრძელებენ. „ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი საერთო მიზნების მ

კრემლის პროპაგანდისტი სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს

რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი აცხადებს, რომ სომხეთში ჩასვლა აუკრძალეს. სიმონიანმა ეს ინფორმაცია ტელეგრამით გაავრცელა. კრემლის პროპაგანდისტი გამოეხმაურა რუსეთის დუმის დეპუტატის, „მრავალი წლის განმავლობაში სომხეთის გააფთრებული მხარდამჭერის“, კონსტანტინ ზატულინისთვის სომხეთში ჩასვლის აკრძალვას. სიმონიანი წერს, რომ ზატულინს ჩასვლა აუკრძალა „სომხეთის ამჟამინდელმა უფროსმა“ და დასძენს: „სხვათა შორის, მეც“.   რუსეთის

დაითხოვეს რუსი გენერალი, რომელიც შხამების შექმნაზე პასუხისმგებელ ინსტიტუტს კურირებდა - The Insider

თანამდებობიდან გაათავისუფლეს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის გენერალი ედუარდ ჩერნოვოლეცი, რომელიც იმ გასაიდუმლოებულ სამეცნიერო-ტექნიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, სადაც შხამების შექმნაზე მუშაობდნენ. ამის შესახებ The Insider-ი იუწყება, რუსეთის სპეცსამსახურის წყაროზე დაყრდნობით. მრავალრიცხოვანი გამოძიების თანახმად, აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, ვლადიმირ კარა-მურზასა და მწერალ დმიტრი ბიკოვის მოწამვლაში.

გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 148 130 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღეს

რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი უკვე დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღის განმავლობაში.   შესაბამის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 თებერვლამდე, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს ასევე 3381 ტანკს (+6 გასულ დღეს), 6615 ჯავშანტექნიკას (+6), 2380 საარტილერიო სისტემას (+7), 475 მრავალჯერადი გასროლის რაკეტას. 247 - საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 - თვითმფრინავი, 288 - შვეულმფრენი,

ბექა ლილუაშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე - სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3.1 პუნქტით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი ვარდნაა

პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება (შალვა პაპუაშვილი - ეკონომიკური თავისუფლების 2023 წლის ინდექსში საქართველო 35-ე ადგილზეა, რითიც უსწრებს ევროკავშირის 11 წევრ ქვეყანას და ყველა კანდიდატ ქვეყანას) და წერს: "აი ესე აწვდის ოცნება მოქალაქეებს ინფორმაციას! ამბობენ მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მათ აწყობს - იმ აქცენტებით, რომელიც რეალურად უმნიშვნელოა." მისი თქმით, სინამდვილეში, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოს ქულა 3

ლავროვის თქმით, დასავლეთის დახმარებით NGO-ები „მორიგ ფერად რევოლუციას" ამზადებენ

სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არაერთხელ ახსენა საქართველო. მან აქცენტი გააკეთა თანამშრომლობის ფორმატზე „3+3“ და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ამასთან ლავროვი ხელშემშლელ ფაქტორად დასავლეთის მოქმედებას ასახელებს. „დასავლეთმა მოახდინა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაცია. ჩვენ მშვენივრად ვხედავთ, რა მიზნით მოქმედებს სამხრეთ კავკასიაში. არც კი მალავს, დეკლარირებას ახდენს, რომ სურს მოსწყვიტოს რუსეთს. რუსე

გიორგი გახარია ცხოველთა უფლებების დასაცავად 18 ივნისს 19:00 საათზე პარლამენტთან დაანონსებულ აქციას უერთდება - ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ (ვიდეო)

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპწრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხმეგა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იმისთვის რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდი შევიკრიბოთ კვირას 7 საათზე პარლამენტის წინ“, - ამის შესახებ  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  354064746_1519553085244143_3711029704197424490_n.mp4

თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში მომხდარი სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაწყებულია. აღნიშნულის შესახებ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს სტიქიის ადგილზე განუცხადა. როგორც ის განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. „ინციდენტის პირველივე წუთებში დაიწყო სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება, ორი მუხლით არის საქმე აღძრული, თუმცა, გამოძიების მიმდინარეობის დროს, მუხლები

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი. ამ დროისთვის, შოვში, სტიქიის ზონაში 7 პირს ეძებენ.

სალომე ზუაბიშვილი - მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის - გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგასთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. „მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტურნე, რომლის მიზანი ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება. ქართველ ხალხს თავისი ევროპული მომავლის სჯერა“, - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, გერმან

ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობს – წვრთნებმა სხვა ადამიანად მაქცია

„მეტი რა უნდა მოხდეს ცხოვრებაში, რომ ვერ გავუძლო? რის ატანას ვეღარ შევძლებ ამის მერე? იცი, რა კარგია, როცა სირთულეებს დაძლევ და ასე იწყებ ფიქრს? ვფიქრობ ახლა ასე. ორთვიანი სამხედრო წვრთნების გავლის შემდეგ ამერიკის საჰაერო ძალებში მოსახვედრად. წარმოიდგინეთ, ტეხასის 45 გრადუსი სიცხე, 18 საათი დგახარ ფეხზე და ღამით საშუალოდ 5 საათი გძინავს. გწვრთნიან ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. გაართმევ თუ არა წვრთნებს თავს, დამოკიდებულია იმაზე, კრიტიკულ მომენტში რამდენად სწორ დროს შეძლებს შენი გონება სწორი გა

"საქართველოსთვის" - მივმართავთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია

მოქმედი სისტემის პირობებში, კორუფციის გამოძიება პროკურატურის მანდატია. მივმართავთ საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პრემიერ-მინისტრის მიერ ჩადენილ შესაძლო კორუფციულ დანაშაულზე და საზოგადოებას უმოკლეს ვადაში მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია, - ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოსთვის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს. პარტიაში „საქართველოსთვის“ მიიჩნევენ, რომ მომხდარს ობიექტური გამოძიებით დადასტურება-უარყოფა სჭირდება, რაც პროკურატურის კომპეტე

სლოვაკეთის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა პრორუსმა პოპულისტებმა აიღეს

სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარცხენე-პოპულისტურმა, პრორუსულმა პარტია  Smer-SSD-მა ხმების თითქმის 24% მიიღო, რითაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. შესაბამისად, მას მთავრობის ფორმირებისთვის მოლაპარაკებების დაწყება შეუძლია. მეორე ადგილზე 17%-ით გავიდა პარტია „ლიბერალ-პროგრესული სლოვაკეთი“. პირველ ადგილზე გასულ პარტიას მთავრობის ჩამოყალიბების და შესაბამისად, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი იმ შემთხვევაში ექნება, თუ კოალიციის ჩამოყალიბებას შეძლებს მესამე ადგილზე გასულ მემარცხენე-ცენტრ

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებით, იმპიჩმენტი პარლამენტში ღია კენჭისყრით ჩატარდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები „ოცნებიდან“ და „ხალხის ძალიდან“ აინიციირებენ რეგლამენტის პროექტს „რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომლითაც იცვლება პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევის თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. კენჭისყრისას ფარულობის წესი შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მ

სალომე ზურაბიშვილი - მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ მოგზაურობას არ შევწყვეტ

მუქარა მუდმივად არის - შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა თავისუფლად მოგზაურობა მას შემდეგ, რაც მისი იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნული საქმე დღეს დახურულია. „მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსტ

დაკავებულია პირი, რომელიც ცოლსა და შშმ პირს მათხოვრობას აიძულებდა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. გამოძიება საქ

ომბუდსმენის თქმით, შსს-მ “არგუმენტებით გააქარწყლა” გოგა რაზმაძის მონათხრობი

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება შსს-ს ყოფილი თანამშრომლის გოგა რაზმაძის საქმეზე წარმოების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. ომბუდსმენი დასაბუთებას სრულად არ აქვეყნებს პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ “წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწ####ბელი არგუმენტაცია”. ომბუდსმენის ასევე ადასტურებს, რომ საქმის წამროების ფარგლებში მოწმეები არ გამოუკითხავს. “სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ გა

მიშა დაუშვილი - როგორც სააკაშვილის დროინდელი, ისე დღევანდელი სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის წყარო არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა

"როგორც სააკაშვილის დროინდელი, ისე დღევანდელი სასამართლო სისტემის მთავარი პრობლემა და ამ პრობლემის წყარო არის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1449441716008781/

იენს სტოლტენბერგი ხვალ საქართველოს ეწვევა

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. ხვალ, 14:50 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაიმართება, რომლის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ასევე, ნატო-ს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. 17-19 მარტის პერიოდში, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აზერბაიჯანს, საქართველოსა

პარტია „საქართველოსთვის“ მმართველ გუნდს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვას სთავაზობს

შევცვალოთ კანონი შემდეგნაირად: საკრებულოს წევრობის კანდიდატი არჩეულად ჩაითვალოს თუ იგი მიიღებს ნამდვილი ხმების 40%-ზე მეტს, ან თუ მის მიერ მიღებული ნამდვილის ხმების რაოდენობა ორჯერ აღემატება მხარდაჭერის მიხედვით რიგით მეორე კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას - სხვა შემთხვევაში, გაიმართოს არჩევნების მეორე ტური, - ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რითაც მიმართა “ქართულ ოცნებას” საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ლილუაშვილის თქ

22 ევროპარლამენტარი - ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიას შეიძლება გაფართოების პროცესის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება მოუწიოს

ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების” პარტიის მიერ “უცხოურ აგენტებზე” კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში

შეურაცხმყოფელი შანტაჟი და ბუნდოვანი პერსპექტივის დაპირებები - „ოცნების“ პასუხი აშშ-ს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს Politico-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, შეერთებულ შტატებში განიხილება „Megobari” აქტის მიღება, რომელიც მთავრობის მიერ მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე უარის თქმისა და ადამიანის უფლებათა კუთხით უკუსვლის შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს. „ოცნება“ აცხადებს, რომ კანონპროექტი მიღებული არაა და

ბექა ლილუაშვილი - ერთხელ უკვე გავისტუმრეთ საჯარო მოხელეებზე მოძალადე "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში, ახლა "ოცნების" დროა (ვიდეო)

ერთხელ უკვე გავისტუმრეთ საჯარო მოხელეებზე მოძალადე "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში, ახლა "ოცნების" დროა.  ბექა ლილუაშვილი, "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1535471767388402/
×
×
  • შექმენი...