Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.436

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კაცი, რომელსაც არასრუწლოვნების გაუპატიურებაში ადანაშაულებენ, შსს-მ ელ. სამაჯურით გაუშვა — “საფარი”

18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს, რომელიც გოგოების ინტერესებს იცავს. ორგანიზაციის ცნობით, გოგოებმა პოლიციას 9 დღის წინ, 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედ

პარლამენტში ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა დაიწყო

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო. დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს. აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა. დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში

„ჰამასის“ ტყვეებისადმი სოლიდარობის ნიშნად თბილისში ებრაული შაბათის სუფრა გაშალეს

თბილისის დიდმა სინაგოგამ „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სოლიდარობის ნიშნად ტრადიციული ებრაული შაბათის სუფრა გაშალა. მაგიდაზე განთავსებულია ტყვეების ფოტოები, მათი სახელებით, ასაკითა და წარწერით „გატაცებულია“ [Kidnapped]. „21 დღეა რაც 229 ისრაელელი მძევლად ჰყავს „ჰამასის“ ტერორისტებს. ჩვენი 229 შვილი, ძმები, დები, დედები და ბაბუები ჯერ კიდევ არ არიან ჩვენი შაბათის სადილის მაგიდასთან. მადლობა ებრაულ თემს ამ მნიშვნელოვანი აქტისთვის და შეხსენებისთვის, რომ ჩვენი მაგიდები ჯერ კიდევ

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვია

ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა. მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ

გამოკითხულთა 77% ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს - IRI

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ. კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონი

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი

რა თქმა უნდა, ველოდები და იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს და მოგვიანებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება. „ველოდები და იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში საქართველოს მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცოტა ხნის წინ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან ნა

ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტო 2,85 მილიონს გამოყოფს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო აცხადებს გამარტივებული წესის ტენდერს პორტის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებისთვის. ტენდერის აღწერაში ვკითხულობთ, რომ 2 850 000 ლარი გამოყოფილია კონსულტანტებისთვის, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლებისთვის, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავებისთვის, შერჩევის პროცესის წარმართვისთვის და სხვა [სამუშაოებისთვის]“. მსგავსი სახის მომსახურების

შარლ მიშელი ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ივნისში ევროპის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატად იყრის კენჭს, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიშელი აპირებს ევროპარლამენტში მანდატის მოპოვებას თუ მას აირჩევენ, ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მის მემკვიდრეზე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ქვეყანაც ივლისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საბჭოს შეხვედრებს

პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე“, - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს. მარიუშ კამინსკის დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტ

ოსტინი: ეჭვი არ შეგეპაროთ, აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას. „კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპ

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით (ვიდეო)

პარტია „საქართველოსთვის" პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7154945844623512/

სალომე ზურაბიშვილი - ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული ვარ 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაცები კიდევ რაღაცას დამაბრალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას იხდის. „დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ამდენი მოლოცვისთვის, ამდენი სითბოსთვის, ამდენი კეთილი სურვილისთვის. მინდა, ასევე, გითხრათ, რომ მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი, ბედნიერი იმითაც, რომ ვარ დაბადებული 18 მარტს და არა 5 მარტს, თორემ ვიღაც

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით

ოლაფ შოლცი - ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მას არ მიიღებს საქართველო

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „მას შემდეგ რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღის წესრიგში“. „ახალი კანონპროექტი, ფაქტობრივად, არ შეცვლილა და ის თითქმის იგივეა, რაც შარშან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალ

გიორგი გახარია - დავიცვათ ქვეყანა, პირველ რიგში რუსული კანონისგან და დავიცვათ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისგან

"დღეს ჩვენ გვაქვს ორი პრობლემა. ეს არის ოცნება, რომელიც ცდილობს, თავს მოახვიოს საქართველოს მოქალაქეებს ეს გაუგებარი რუსული კანონი და მეორე მხარეს, რადიკალური ოპოზიციის ის ფრთა, რომელიც შეიძლება შეეცადოს, რომ ეს სწორ ფასეულობებზე დაფუძნებული საპროტესტო ტალღა და მუხტი, გამოიყენოს პროცესების რადიკალიზაციისთვის. ევროპაში ვერავინ გაგვცემს პასუხს, რა უფრო დააზიანებს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეს რუსული კანონი, თუ ნებისმიერი სამოქალაქო დაპირისპირება თბილისის ქუჩებში. ამიტომ უნდა გვესმოდეს,

6 წლამდე ციხე 150-ლარიან ზიანზე — სადავო ნორმა, რომელიც მარტის აქციების შემდეგ მიიღეს

„250 ლარი ზიანი — 150 ლარი ხელობა“, – ასეა აღწერილი ბრალის დადგენილებაში ის ზარალი, რის გამოც 19 და 23 წლის ახალგაზრდებს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათ გამოძიება ედავება რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების დღეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან განთავსებული დროებითი ჯებირის დაზიანებას. როგორც ადვოკატი გვიყვება, დროებითი კონსტრუქციის ეპიზოდზე დაკავებული ორივე ახალგაზრდა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 19 წლის ახალგაზრდა ჯარში მსახურობდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულე

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. 2024 წლის ათეულის წევრები არიან: ნუკრი კარკაძე – ბაღდათის N1 საჯარო სკოლის და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა პროკურატურამ გამოიძიება დაიწყო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „ფორმულას“ ცნობით, თბილისში, ყაზბე

გახარიას თქმით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს. “როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულ

მედია - რუსეთის პრიმორიეს მხარეში 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა პანიკაშია

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებ

შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს და შიმშილობა დაიწყეს

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. 3-მა მათგანმა დღეს, 1-ლ სექტემბერს პირიც ამოიკერა. მათი თქმით, თუ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან დღეს რეაგირება არ იქნება, ხვალ პროტესტის ამ ფორმას მეტი ადამიანი მიმართავს. შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. შუქრუთის მცხოვრებლები იმ პირობების შესრ

სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. „1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მას

შონ ო’ მალი - პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი

ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. "პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.   იპნ

ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე (ვიდეო)

“ოცნება” დღეს არის დაბნეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული. სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1321784392135518/

თეონა აქუბარდია - არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ გაყალბებულ არჩევნებს და პარლამენტს - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა

არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება. მისი თქმით, მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებაა, რაც მხოლოდ ერთობით დ
×
×
  • შექმენი...