Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.624

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბექა ლილუაშვილი - ჩინეთთან თანამშრომლობა არ უნდა ხდებოდეს ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხარჯზე

ჩვენ ეკონომიკურ თანამშრომლობას ჩინეთთან ვერავინ ვერ გვასწავლის, ნებისმიერ სარგებელს, რომელსაც მივიღებთ ჩინეთიდან მხარს დავუჭერთ. თუმცა, ეს თანამშრომლობა არ უნდა ხდებოდეს ჩვენი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების ხარჯზე. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/965802748955280/

ირაკლი ზარქუა - კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში

კლანი არის არასამთავრობო ორგანიზაციებში, რამდენიმე მდიდარი არასამთავრობო შეიკრიბა და ჰგონიათ, რომ აკონცენტრირებენ საზოგადოებრივ აზრს, სინამდვილეში რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებებია საზოგადოებაში, ეს მათ შორის, NDI- ის კვლევებშიც ხომ გამოჩნდა? - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას და გამოთქმულ მოსაზრებებს, რომ იუსტიციის საბჭოში ამით კლანი კიდევ უფრო გაძლი

ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. პელოსიმ ამის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა. 82 წლის პელოსი არის პირველი ქალი, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერი გახდა. ის მუშაობას კონგრესში კალიფორნიის შტატის წარმომადგენლად განაგრძობს. წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას მიიღებენ და ნენსი პელოსის სავარაუდოდ კევინ მაკარტი შეცვლის. ამ

უკრაინის გენშტაბი - უკრაინა ფრონტზე ორი მიმართულებით წინ მიიწევს

რუსულმა ძალებმა, გასული 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით, წარუმატებელად სცადეს დაკარგული პოზიციის აღდგენა კურდიუმოვკას დასავლეთით, ანდრეევკას სამხრეთით და დონეცკის ოლქის კლეშჩიევკას დასავლეთით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. გენშტაბის ცნობით, ფრონტზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 44 შეტაკება მოხდა. მარინკას მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსული ჯარების შეტევის შეკავებას ქალაქ მარინკას მიდამოში. ასევე, გენშტაბის ცნობით,

კელი დეგნანი - 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით რომც არ შესრულდეს, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ამოცანები - დასაკარგი დრო არ არის, საქმის მიხედვის დროა

ევროკავშირის წევრი ქვეყნები აკვირდებიან როგორ ასრულებს საქართველო რეფორმებს და შეუძლია თუ არა ქვეყანას გაერთიანება ამ რეფორმებზე სამუშაოდ. საქართველოს ჯერაც აქვს დრო ამის საჩვენებლად. 12-ვე რეკომენდაცია ასი პროცენტით რომც არ შესრულდეს, ვფიქრობ, წევრი ქვეყნები აკვირდებიან, რამდენად მოწადინებულია საქართველო შეასრულოს ეს ამოცანები, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ბევრ სფეროში ჩანს კარგი პროგრესი, მაგრამ ეს პროცე

ლანჩხუთის მერი - ლანჩხუთში ერთ ბავშვს ვეძებთ, რომელიც სახლში იყო, სახლი კი სტიქიის შემდეგ მიწაში დაიმარხა, ტექნიკაც ვერ მუშაობს, ძალიან დიდი ლაფია და ტალახია - გზები კატასტროფულ მდგომარეობაშია, ხიდები ფაქტობრივად მოწყვეტილია, ზღვა მდინარეს აღარ იღებს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, მის მუნიციპალიტეტში ერთ მოზარდს ეძებენ. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სტიქიის ზონაში სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მეწყერსაშიში ზონებიდან მოქალაქეები გამოჰყავთ. „მთელი ღამის განმავლობაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში გადაუდებელი წვიმა იყო გუშინ, 21:00 საათზე რომ დაიწყო, არ გაჩერებულა. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მაქსიმალურად იყვნენ გასულები. ყველგან მუშაობდნენ, მაგრამ ფიზიკურად უძლურები იყვნენ. მეწყერმა

გარემოს ეროვნული სააგენტო - გურიის მხარეში საფრთხის დონე სტიქიის პირველ დღესთან შედარებით შემცირებულია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, 9 სექტემბრის მდგომარეობით, შეფასდა 18 ინფრასტრუქტურული ობიექტი, 19 დასახლება და 80 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 35 ოჯახზე გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის შესახებ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სპეციალისტების

საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ევროპული გზის საბოტაჟი - კრამონი

ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში გამართულ დეპატებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ევროპული გზის საბოტაჟი.

გიორგი შარაშიძე - რომელმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს კვლევა, ფაქტია, არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” მონაცემები დიდად არ იცვლება. ერთადერთი მზარდი რეიტინგი ვისაც აქვს, ეს არის პარტია “საქართველოსთვის” (ვიდეო)

“რომელმა ორგანიზაციამაც არ უნდა ჩაატაროს ესა თუ ის კვლევა, ფაქტი არის ერთი- არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ოცნების” მონაცემები დიდად არ იცვლება. ერთადერთი მზარდი რეიტინგი ვისაც აქვს, ეს არის პარტია “საქართველოსთვის”. “ გიორგი შარაშიძე, პარტია “საქართველოსთვის” თბილისის საკრებულოს წევრი.  384776143_205286505773975_5268074084238267226_n.mp4

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი სასამართლომ განსახილველად მიიღო

კინოცენტრის ყოფილი თანამშრომლების სარჩელი საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, – ამის შესახებ „პუბლიკას” დამოუკიდებელ პროფკავშირ „გილდიაში” განუცხადეს. სასამართლოში მათ ინტერესებს სწორედ „გილდია” იცავს. სასამართლოს კინოცენტრის დირექტორის პირველმა მოადგილემ, მაია ჭილაშვილმა, დირექტორის ყოფილმა მოადგილემ ნინო კუხალაშვილმა, პორტალის მენეჯერმა, დავით დავითიანმა და კინოკომისიის მიმართულების მენეჯერმა, დავით ვაშაძემ მიმართეს.  ისინი გათავისუფლების შესახებ დირექტორის ბრძანების ბათილად ცნობა

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა

პარტია „საქართველოსთვის“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში რუსთავში შეხვედრა გაიმართა პარტიის ქვემო ქართლის რეგიონის წარმომადგენლებთან, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიასთან, რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებთან და პარტიის აქტივისტებთან., - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ავრცელებს.    როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვემო ქართლის რეგიონული წარმომადგენლობის გუნდს შეხვდნენ პარტიის თავმჯდომარ

ანა ბუჩუკური - ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ (ვიდეო)

ძალიან მკაფიოდ გვაქვს გაკეთებული განცხადება, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას არ ვაპირებთ. დამერწმუნეთ მედია და საზოგადოება იქნება პირველი, ვინც ჩვენგან გაიგებს ვაპირებთ თუ არა ვინმესთვის კარის გაღებას.  როცა ვამბობთ, რომ “ნაცებმა” და “ოცნებამ” ჯამში 50%-ზე ნაკლები უნდა აიღონ, ეს ხედვა არის რეალური. ფაქტია, მათ აღელვებთ, რომ “ნაცების” და “ოცნების” 20 წლიანი მმართველობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ნებისმიერი კვლევა, მათ შორის ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ამ ქვეყნის

„დირექტორმა გოგოებს შარვლის ჩაცმა აუკრძალა“ - სახალხო დამცველის წინადადება

სახალხო დამცველის განცხადებით, ხელვაჩაურის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების წარმომადგენელმა სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენისთვის მიმართა. საქმის მიხედვით, სკოლაში წლებია მოქმედებს ქვედაბოლოსგან და თეთრი ზედატანისგან შემდგარი უნიფორმა. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მოსწავლეები მოითხოვენ, ფორმას დაემატოს გოგოებისთვის შარვალიც და მათ არჩევანის უფლება მიეცეთ. განმცხადებელი ხაზს უსვამს ასევე იმას, რომ ზამთარში კაბის ტარება მოსწავლეებს დისკომფორტს უქმნის. განმცხადებლის განმარტებით,

გიორგი გახარია: ვერთიანდებით საქართველოსთვის და ყველას წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს!

2024 წლის 9 მარტს გაიმართა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (პარტია) „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული კონფერენცია, სადაც კონფერენციის დელეგატებს წარედგინათ პარტიის პროგრამული ხედვა - „ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის“.    შეხვედრაზე გუნდის ლიდერმა გიორგი გახარიამ  მიმართა კონფერენციის წევრებს და განაცხადა:             დემოკრატიულად ჩატარებული თავისუფალი არჩევნებით საქართველო კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს მსოფლიოს, რომ საქართველო უკვე დღეს იმსახურებს ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრო

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად მუშაობდა. უწყების განმარტებით, თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის, მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. „მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე თავდაცვის სამინისტროში დავ

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. აღნიშნულ ღონისძიებაზე გელოდებათ იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს - იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები.   ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც იაპონური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.   დამთვალიერებელი იაპონური კულტურის თემატიკაზე რუსუდან ფეტვ

“მიუღებელია” – პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონზე

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონთან მიმართებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მიუღებელია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებად ითვლებიან. “პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს

აშშ, EU და 14 ევროპული ქვეყნა რუსულ კანონს ერთობლივი განცხადებით გმობენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი ევროკავშირთან და 14 ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი რუსული კანონის შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებას, რომელშიც რუსული კანონია მოხსენიებულია, როგორც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის ამსახველი კანონი, ხელს აწერენ:  ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, იტალიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები, ასევე: ევროკავშირი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი,

პაპუაშვილმა ჰომოფობიური და ცენზურის დამწესებელი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა

რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ „ქართული ოცნება” ჰომოფობიურ კანონმდებლობას დაუბრუნდა. დღეს, 4 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა 19 კანონისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც „ერთნაირსქესიანთა ქორწინების აკრძალვას”, ისე მაუწყებლების და ხელოვნების ცენზურას და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას. პაპუაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით, რომელიც დღეს დარეგისტრირდება: დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის დარეგისტრირება,

ნათია მეზვრიშვილი - დღეს რა მეთოდებსაც იყენებს “ოცნება” ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ზუსტად ისე დაასრულებს თავის მმართველობას, როგორც დაასრულეს "ნაცებმა" (ვიდეო)

დღეს რა მეთოდებსაც იყენებს “ოცნება” ზუსტად იგივე მეთოდებს იყენებდა "ნაციონალური მოძრაობა" და ზუსტად ისე დაასრულებს თავის მმართველობას, როგორც დაასრულეს "ნაცებმა". ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/816562243892002

ანა ბუჩუკური - ის, რომ ოპოზიციაში იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის “ოცნების” ოცნება (ვიდეო)

ის, რომ ოპოზიციაში იყოს მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ეს არის “ოცნების” ოცნება. ივანიშვილისთვის ყოველთვის მომგებიანი პოზიცია იყო, რომ მეორე მხარეს არჩევანი ყოფილიყო მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა”. დღევანდელ “ოცნებაში” ნახევარზე მეტი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებოდნენ და აფინანსებდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2619261984943365/  

თეონა აქუბარდია - ივანიშვილმა შეძლო, რომ საქართველო დასავლეთისგან ჩამოეშორებინა (ვიდეო)

ივანიშვილმა შეძლო, რომ საქართველო დასავლეთისგან ჩამოეშორებინა. 26 ოქტომბრამდე მოცემულობით ჩვენ კარი გვაქვს დაკეტილი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოსი და ვხედავთ ამას როგორ იყენებს რუსეთი და შეწყობილად როგორ მუშაობს “ოცნებასთან” სუვერენიტეტის წინააღმდეგ. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1047101446880962/

პაველ ჰერჩინსკი - საქართველომ უკვე დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით - თუ ქართველები გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, დაკარგავს მთელ ფულს

თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მონაცემები გასულ კვირას გამოქვეყნდა. „საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ

თოლორაია: პირადობების ჩამორთმევას შეუძლებელია ჰქონდეს კეთილშობილური მიზნები

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა” წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ დარღვევებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს გავრცელებული ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს. როგორც ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ განაცხადა, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის შესახებ არსებული ინფორმაცია აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ მისი მიზანი სხვა პირების მიერ არჩევნებში მონაწილეობის გზით არჩევნების გაყალბებაა. ამასთან, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ პრობლემად იკვეთება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პერსონალური მონაცემების

პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უცნობია აუდიენციის დეტალები.   ipn
×
×
  • შექმენი...