Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.885

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კურსკის ოლქში ბელოვსკის რაიონის მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

კურსკის ოლქის რეგიონულმა ოპერატიულმა შტაბმა ბელოვსკის რაიონის მცხოვრებლების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ტრანსპორტის რეგიონულ სამინისტროს დავავალე, მოამზადოს დამატებითი ტრანსპორტი. ავტობუსები უკვე მორიგეობენ უსაფრთხო ადგილებში. ახლა მთავარია დასახლებული პუნქტების მოსახლეობას დროულად ვაცნობოთ ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობის შესახებ“, - წერს გუბერნატორი. ბელოვსკის რაიონის ხელმძღვანელმა ნიკოლაი ვოლობუევ

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ირანს ისრაელზე თავდასხმისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ

დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ნებისმიერ თავდასხმაზე, რომელმაც შესაძლოა მეტად გაამწვავოს რეგიონული დაძაბულობა, პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. განცხადება გაავრცელეს: ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა – ისინი ირანს და მის პარტნიორებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ემხრობიან მედიატორების აშშ-ის, ე

მედია - რუსეთის პრიმორიეს მხარეში 2 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - მოსახლეობა პანიკაშია

რუსეთის პრიმორიეს მხარეში ელექტროენერგიის მასიური გათიშვა მოხდა.­ მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის გარეშე 1,8 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი. შორეული აღმოსავლეთის ქსელის სადისტრიბუციო კომპანიის ცნობით, ავარიის მიზეზი პრიმორიეს სახელმწიფო რაიონული ელექტროსადგურის აღჭურვილობის ტექნოლოგიური გაუმართაობაა. გამოცემა Meduza წერს, რომ ვლადივოსტოკში და რეგიონის რიგ სხვა ქალაქებში არ მუშაობს ბანკომატები და შუქნიშნები, არ მუშაობს მატარებლები და ელექტრომატარებლები, ხალხი ლიფტებ

თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია პარტიას - „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა. აქუბარდია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. „მოგეხსენებათ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა საარჩევნო კამპანია და სულ მალე იქნება საშემოდგომო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში. მინდა გაცნობოთ, რომ ქალბატონი თეონა აქუბარდია შემოუერთდება წინასაარჩევნოდ ჩვენს გუნდს. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია, რადგან საყოველთაოდ ცნობილია მისი პროფესიონალიზმი, ის დიდი ხანია მუშაობს უსაფრთხოების სფ

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ. ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა. იპნ

სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა აფხაზეთს გარკვეული ფინანსური დახმარება შეუჩერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან აფხაზეთის დაფინანსება შეზღუდა და აფხაზურ მხარეს გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. შამბას თქმით, მოსკოვში, არაერთხელ განაცხადეს, რომ „აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული სანქციები“. „1-ელი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რომელიც ეხება ექიმებს, მას

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებული 20 369 ფიზიკური პირია დარეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი. მათი ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900

ნათია მეზვრიშვილი - სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე (ვიდეო)

“ოცნება” დღეს არის დაბნეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული. სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1321784392135518/

Fox News - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა. სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება.   იპნ

ნათია მეზვრიშვილი - კარგად გვახსოვდეს, არჩევნების გაყალბებაში და ახლა მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში ცესკოსთან ერთად პროკურატურა და სასამართლო მონაწილეობს - როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს

"ამბავი იმისა, თუ როგორ დააყადაღა/მძევლად აიყვანა ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება: -არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში. -29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულე

რაზე ისაუბრა ოპოზიციამ ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ირგვლივ არსებული კითხვები იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ისაუბრეს როგორც არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე, ისე პოტენციურ სანქციებზე, რაც შეიძლება დასავლეთმა დაუწესოს “ქართული ოცნების” ლიდერებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ხელმძღვანელ პირე

პრეზიდენტი საკონსტიტუციოს მოსამართლეებს მიმართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რომლებმაც უნდა განიხილონ მისი სარჩელი არჩევნების გაბათილებაზე. „საკმარისია, იმ სამ მოსამართლეს, რომელიც ჩემი იმპიჩმენტის დროს დადო განსხვავებული მოსაზრება, დაემატოს სამი ადამიანი და ამ ქვეყნის სტაბილურობას და ევროპულ მომავალს გადაარჩენენ. მინდა მივმართო, დაფიქრდით – 1 თუ 2 წელი, რაც დაგრჩათ, ღირს იმისთვის, რომ შეხვიდეთ ისტორიაში, როგორც მოღალატე? თუ როგორც ნამდვილი გმირები? არ გინდათ, ქვეყნის სიყვარული დაიმს

რაგბი ევროპის ჩემპიონატი | ზედიზედ მეორე მოგება - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი სტუმრად, ამსტერდამში ნიდერლანდების წინააღმდეგ ჩაატარა და მეტოქე 40:8 დაამარცხა.     ამ შეხვედრამდე ნიდერლანდებთან ჩვენს გუნდს ექვსიდან ხუთი თამაში მოგებული ჰქონდა. ერთადერთი წარუმატებელი შეხვედრა შორეულ 1995 წელზე მოდის – ეს „ბორჯღალოსნების“ ერთ-ერთი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელიც ამსტერდამში მეტოქემ 55:3 მოიგო. აქედან მოყოლებული 2000-2002 წლებში საქართველომ ნიდერლანდებს

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია

საქართველოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ ეწვია. პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. თეიმურაზ ჯანჯალიას განცხადებით, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ზბიგნევ რაუს ვიზიტი და პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „შეხვედრების დროს განხილული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები, რაც არის ევროკავშირსა და ნატო

ხარაგაულში, მიწის მასაში მოყოლილი კაცის ცხედარი იპოვეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. 72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ. მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ipn

აკაკი გვიანიძე - "ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს

"ოცნება" ძალადობის ორგანიზებული კამპანიით "ნაციონალების" ხელისუფლებაში დაბრუნებას უწყობს ხელს., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი  აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ამ პროცესების მართვა უკვე შეუძლებელია.   "თითქოს აბსურდულად ჟღერს, მაგრამ ქართველი ხალხის უმრავლესობა ყოველთვის დაჩაგრულს გულშემატკივრობს, ვერ იტანს რა უფრო სუსტის ჩაგვრას. რა საჭიროა პოლიტიკურად განადგურებულ და ხაბეიშვილის პირველკაცობას (თუნდაც ფორმალურად)

კახაბერ ქემოკლიძე - რუსული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი (ვიდეო)

“რუსული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. აშშ-ს და ევროპის კავშირებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს 20%? ტატუნაშვილი და ოთხოზორიაც მათ აწამეს? და ისინი აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენს სუვერენიტეტს? ეს კითხვები დაუსვით ღირსება დაკარგულებს.” კახაბერ ქემოკლიძე , პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 357531795_1227977711220892_1150952526128230043_n.mp4

დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით გამოძიების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს

დღეს, პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა: ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა, გენერალურ პროკურატურას ოფიციალურად მიმართეს წერილობით. პარტია “საქართველოსთვის” გენერალური პროკურატურისგან მოითხოვს კორუფციული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყებას თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.   

ენტონი ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ

შეერთებული შტატები, ომის დაწყების შემდეგ პირველად, რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადასცემს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „უკრაინას, პირველად გადავცემთ სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომლებიც ახლა უკრაინელი ომის ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება“, - აღნიშნა ბლინკენმა. საუბარია 5.4 მილიონ აშშ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიმდინარე საარჩევნო საკითხებს გაეცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. მათივე ცნობით, 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისა და 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო დღეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ახალი პლატფორმის ფარგლებში გამართული მორიგი სამუშაო შეხვედრა დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯ

30 წელი სოხუმის დაცემიდან — რას ამბობენ პოლიტიკოსები

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 30 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღს ქართველი პოლიტიკოსები განცხადებებით გამოეხმაურნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, “სოხუმის დაცემით დასრულდა თანამედროვე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მოვლენა, აფხაზეთის ომი”. “ომმა მძიმე კვალი დააჩნია ჩვენს ქვეყანას – ეთნიკურმა წმენდამ ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, რაც ყველაზე სამწუხაროა, ტრაგიკულად შეიწირა მრავალი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე

სახელმწიფო მხოლოდ საარსებო შემწეობის გაცემით მიჯაჭვულობას ქმნის ოჯახებთან, ბავშვებთან – ნინო წულაძე

საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. „პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.

გიორგი გახარია - ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ (ვიდეო)

"ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.    GIac-hjA9933bBUIANodRNBmztJlbmdjAAAF.mp4

ოსტინი: ეჭვი არ შეგეპაროთ, აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას. „კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპ

ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე საერთაშორისო გამოძიებას 43 ქვეყანა ითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ში ევროკავშირის ელჩი, ლოტე კნუდსენი ავრცელებს. „ჩვენ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთებულები ვართ. მისი მოულოდნელი გარდაცვალების გარემოებების შესახებ რუსეთმა დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიება უნდა დაუშვას“, - განაცხადა ლოტე კნუდსენმა. გაერო-ში ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ გამოძიებას 43 სახელმწიფო
×
×
  • შექმენი...