ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6740 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6646 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8446 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0159 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ზესტაფონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელებს როგორც იქნა ეღირსათ სათამაშოები. 21-ე საუკუნეში საბავშვო ბაღში რომ სათამაშოს ქონა გაგიხარდება ადამიანს, იქ კომენტარიც ზედმეტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ზესტაფონის საკრებულოს წევრი მაია კახნიაშვილი წერს.
მისივე განცხადებით, პარტია საკრებულოს ყველა სხდომაზე აყენებდა საკითხს საბავშვო ბაღებში არსებულ პრობლემების შესახებ.
"კერძოდ: ინვენტარის (თეფშები, ლამბაქები და ფინჯნები), სათამაშოების
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.
ზელენსკი განცხადებას "ტვიტერზე" ქართულ ენაზე აქვეყნებს.
„ღრმად თანავუგრძნობთ საქართველოს საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ყველა დაშავებულს“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.
ქობულეთი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილები თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც მსუბუქ ავტომობილში ისხდნენ.
მათივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.
მომხდარის გამო, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადად და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს არ დაუდგინა დარღვევა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე. გადაწყვეტილება დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა.
საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას. პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:
მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლ
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტზე ხორციელდებოდა ძალადობრივი შტურმი და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული დანაშაულები.
მეორე, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მელია დასაკავებელი იყო და მისი დაკავების საფუძველი იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და კანონიერი და იქ არ შეიძლება, რაიმე კითხვა არსებობდეს.
მესამე, ის ფაქტი, რომ დღეს ამ უმძიმესი დანაშაულის ორგანიზატორები და მონაწილეები არათუ დაუსჯელები, რამედ ამნისტირებული არიან, ეს ყველაფერი არის „ოცნების“
ლას-ვეგასის პოლიციამ 27 წლის წინ მოკლული ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაკურის საქმესთან დაკავშირებით კაცი დააკავა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ.
Associated Press-ის თანახმად, საუბარია 60 წლის დუეინ დევისზე, რომელიც პარასკევს, დილის საათებში დააკავეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ხსენებული პიროვნება გამომძიებლებისთვის კარგა ხნის მანძილზე იყო ცნობილი. დევისს, რომელიც კალიფორნიაში მოქმედი ერთ-ერთი ბანდის წევრი იყო, მე
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, სახლში წყლის გამაცხელებელი აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ამ დროისთვის უცნობია, აფეთქების დროს იმყოფებოდა თუ არ ვინმე საცხოვრებელ სახლში.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აზუსტებს.
იპნ
“კანდიდატის სტატუსი არის ჩვენი მოქალაქეების დამსახურება, რომლებმაც არაერთხელ დააფიქსირეს, რომ ამ ქვეყნის უპირობო არჩევანი არის ევროკავშირი და არა რუსეთი. ჩვენი მოქალეების დამსახურება არის იმიტომ, რომ ჩვენმა მოსახლეობამ და ქართველმა ხალხმა განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ფასი გადაიხადა იმისთვის, რომ ამ ქვეყანას ქონდეს ევროპული მომავალი.
ჩვენი ევროპელი მეგობრები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი დატოვონ მარტო და პირისპირ რუსეთთან.”
19 ნოემბერს, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ვარშავის თასი”.
საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი პირველ ადგილზე გავიდა როგორც მოკლე, ისე თავისუფალ პროგრამაში, რის შედეგადაც, მათ თითქმის 40 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილოსან ბრიტანულ წყვილს და მოიგეს ოქროს მედალი.
ბერულავასა და მეტელკინასთვის ეს არის ერთად სრიალის პირველი სეზონი. აქამდე ისინი ასპარეზობდნენ სხვადასხვა მეწყვილეებთან – ლუკა ბერულავა – კარინა საფინ
საქართველოს კინოცენტრმა რეტროსპექტივის, „თანამედროვე ქართული კინოს“ სიიდან სამი ფილმი ამოიღო. როგორც „პუბლიკას“ ორგანიზაციაში განუმარტეს, სია ავტორის მოთხოვნით შეიკვეცა. რეტროსპექტივა 2005-2023 წლებში შექმნილი ქართული ფილმების მონაწილეობით იმართება. ფილმების განახლებულ სიაში აღარ იძებნება უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“, ასევე – ზაზა ხალვაშის „ნამე“ და „სოლომონი“.
ფილმების რეტროსპექტივის სიიდან ამოღებას ბოიკოტის მონაწილეები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ საჯაროდ მოითხოვდნენ, თუმცა კინოცენტრის Face
28 თებერვალს, პარლამენტში, საქართველოში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის მოსმენა იგეგმება. ამერიკელ დიპლომატს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.
საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ეს არის თემა, რომელზეც რობინ დანიგანი საქართველოს პარლამენტში ისაუბრებს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ასევე გამოვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც დეპუტატებს საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) და ASEAN-ის საპარლა
ხელისუფლება იღებს კანონს, რომლითაც ქვეყნის ისტორიულ მტრებსა და ისტორიულ მოკავშირე მეგობრებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს - არჩევნები მალე მოვა, თქვენ შეიცვლებით, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება ისტორიას დარჩება! - ასე მიმართა “ქართული ოცნების“ უმრავლესობას პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ლილუაშვილის თქმით, უმრავლესობის კანონპროექტის რეალური მიზანი ევროპის მტრად გამოცხადება, ხალხის დაყოფა და დაპირისპირებაა.
მისივე თქმით, ხელის
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სენაკში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა რომ, სენაკის მუნიციპალიტეტში, წარსულში არსებული კონფლიქტის შედეგად, ბრალდებულსა და მის სამეგობროს, კონფლიქტი მოუვიდათ, 1998 წელს დაბადებულ თ.გ.-სა და მის მეგობრებთან, რის შედეგადაც ბრალდებულმა თ.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. მომხ
საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველით, გიორგი ქოჩორაშვილით ინგლისის პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა, – ამის შესახებ ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.
„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი მენეჯერებისთვის სატრანსფერო ბაზარი უფრო საინტერესო გახდა. გამოჩნდა, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს.
კონკრეტული მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, რომლითაც ინგლისის პრემიერლიგის კლუბია დაინტერესებული. მე, როგორც საფეხბურთი მენეჯერი, გ
დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 5კმ-ის დაშორებით, სოფელ ლენინოვკაში იყო.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
იპნ
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი ხუბუას შეხვდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი.
ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულე
“ოცნებამ” ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მთავარი ინტერესი დღეს არის არჩევნების დაცვა და ქართველი ხალხის ამ მხრივ დახმარება. ბუნებრივია ეს “ოცნებაში” გარკვეულ შიშებს აღძრავს, იმიტომ, რომ “ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს, ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/887188736606018
“ოცნების” ხელისუფლება მარცხდება და არანაირი რესურსი არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ უბრალო უმრავლესობის მოპოვების აღარ აქვთ.
“ოცნებას” სასაუბრო არაფერი არ აქვს, მხოლოდ ცუდ წარსულზე საუბრობენ და ამისთვის “ნაც.მოძრაობა” არის საუკეთესო გამოსავალი, ამიტომაც არიან ისინი ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები.
ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1194680458403699/
The Washington Post საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სარედაქციო სტატიით ეხმაურება, სადაც „ქართულ ოცნებას“ პრორუსულ და ავტორიტარულ ჯგუფად მოიხსენიებს.
სტატიაში საუბარია, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და ნათქვამია, რომ ეს შესაძლოა ბოლო მოწოდება იყოს ქართული დემოკრატიისთვის, ხოლო აშშ-ს შეუძლია მეტი გააკეთოს მის გადასარჩენად.
ამასთან, The Washington Post წერს რუსული კანონის შესახებ და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ შემუშავებულ
2024 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნულ
ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე.
„ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.
იპნ
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სჭირდება.
ნაუსედას აზრით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ საქართველოს ინსტიტუტები მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებენ.
„ამჯერად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არაა. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ [არჩევნების] შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და
ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება.
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1970864730096148
ისაკო დევიძე, რომელსაც 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს შეფარდებული, კლინიკა ვივამედში გადაჰყავთ.
როგორც პუბლიკას მისმა ადვოკატმა უთხრა, იზოლატორიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ სასწრაფო გამოიძახეს და ისაკო დევიძე კლინიკაში გადაჰყავთ, ადვოკატი ამ წუთებში მიემართება „ვივამედისკენ”.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც 8-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული, მშრალი შიმშილობა დაიწყო.
19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ, რაც პოლიციამ თბ