Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    870.199

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ გამოვთქვამთ ინიციატივას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესი

ფრაქცია „მარტვილი საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:   "მიმდინარე წლის 24 აპრილს ქ. მარტვილში მიუსაფარმა ძაღლებმა დაკბინეს ადამიანები. მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობის საკითხი მარტვილის მუნიციპალიტეტში დღემდე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მარტვილის მუნიციპალიტეტში მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარების სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად, აუცილებელია შეიქმნას დროებითი სამუშაო ჯგუფი საკრებ

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელძმღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. „ვიზიტის ფარგლებში, ფრანგი დიპლომატი შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, რის შემდეგაც, გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, კატრინ კოლონა ასევე შეხ

ადვოკატი დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის გოგონაზე - სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება - ოჯახი დარწმუნებულია და ექსპერტიზის ამ დასკვნამ კიდევ უფრო განამტკიცა ვერსია, რომ ის მოკლულია

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნის მიხედვით, სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატმა, ელისო რუხაძემ განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, გოგონას ოჯახი აღნიშნული ექსპერტიზის პირველადი დასკვნის შემდეგ, უკვე დარწმუნებულია, რომ მოზარდი მოკლულია. რუხაძის თქმით, გარდაცვლილს სახეზე მრავლობითი დაზიანებები, ასევე მრავლობითი ექსკორაციები და სისხლნაჟღენთები აქვს.

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა. მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ. მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე. იპნ

17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტიდან მიიღო

17 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ჩარიცხვის დამადასტურებელი წერილი და ჯამში $500 000-მდე სტიპენდიის შეთავაზება 7 უნივერსიტეტისგან (Webster University Geneva, Webster Leiden Campus (Netherlands), American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University, Albion college) მიიღო.   გურამ შენგელია სწავლას, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში გააგრძლებს.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა ევროპასთან თავისი კავშირი და მიჯაჭვულობა - ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში

საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კატრინ კოლონას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველო და ევროპა არის ერთიანი. „მე ჩამოვედი იმისთვის, რომ გადმოგცეთ მხარდაჭერის მესიჯი. ჩვენ ამ ვიზიტით გვსურ

გიორგი გახარია - საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. „საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 2008

თინანო მოზაიძე - განცხადებით მივმართე ახმეტის წყალმომარაგების სერვის-ცენტრს და მოვითხოვე გაარკვიონ, რატომ მოსდის ახმეტის მოსახლეობას გაზრდილი გადასახადი

ახმეტელი მაცხოვრებლების უმრავლესობას წყლის გადასახადი მოსდით არა მრიცხველიდან აღებული ჩვენების მიხედვით(როგორც ირკვევა),არამედ ფაქტიური დანახარჯიდან მკვეთრად აცდენილი ციფრებით., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ახმეტის საკრებულოს წევრი თინანო მოზაიძე წერს. მისი თქმით, როგორც საკრებულოს დეპუტატი, ვალდებულია  ამომრჩევლის წინაშე, მათი პრობლემები მიიტანოს ყველა ინსტანციამდე, შესაბამისად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, განცხადებით ახმეტის წყალმომარაგების სერვი

სალომე ზურაბიშვილი - საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა - სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ თანხის გადახდა დაეკისრა. „მორიგი გარდამტეხი გამარჯვება - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის

პრეზიდენტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კატრინ კოლონასთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და საფრანგეთის მხარდაჭერის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ასეთ მნიშვნელოვან ეტაპზე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობა ურყევად უჭერს მხარს ქვეყნის ევროპაში ინტ

საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები გაიხსნა 10 მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია. ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად მზად არის, კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება დღევანდელ არჩევნებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. „პირველ

წამალი ბავშვებს! – დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება

დღეს, 29 აპრილს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის პრეპარატის დაფინანსებას კიდევ ერთხელ მიოთხოვენ. „მშობლები უკვე წელიწადნახევარია ველაპარაკებით სახელმწიფოს. წელიწადნახევარი გავიდა უშედეგო საუბარში. სახელმწიფოს გულგრილობამ მშობლები ქუჩაში გამოგვიყვანა.ჩვენ, კვირაზე მეტია, ღია ცის ქვეშ, ვათევთ ღამეს კანცელარიასთან, და ვითხოვთ ელემენტარულს – ყურადღებას ხელისუფლებისგან. ყურადღების ნაცვლად, მშობლები პასუხად ვიღებთ დე

მაკა ჩიჩუა: 3 წელია სამინისტრო შვილისთვის თერაპიის დაფინანსებაზე უარს მეუბნება

ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა აცხადებს, რომ შვილისთვის ადრეული განვითარების ცენტრში შესაბამისი თერაპიის დაფინანსებას ითხოვს, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო მესამე წელია უარს ეუბნება. ამის შესახებ მან დღეს, 27 აპრილს ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ისაუბრა. მაკა ჩიჩუას თქმით, აღნიშნულის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა განცხადებით, მაგრამ უშედეგოდ: “თემო დამყავს ადრეული განვითარების ცენტრში. აბსოლუტური უფლება მაქვს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადი შევიტანო, რომ და

ვოლოდიმირ ზელენსკი - ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა - ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში მყოფი ქვეყნის მართვის მამობასთან დაბალანსება შეუძლებელი ამოცანაა. „ხალხი ამბობს, რომ არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისივე თქმით, არ აქვს უფლება, რომ ომისგან დაისვენოს, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომ უკრაინელები ომს შეჩვეულები არიან. „ყველა ტრაგედია გადამაქვს. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ“, - აღნიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - უკრაინამ ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 50-მდე შეტევა მოიგერია

რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. უწყების ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ მონაკვეთებზე 48 შეტევა მოიგერიეს. გენშტაბში აცხადებენ, ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში რჩებიან, სადაც უკრაინელი სამხედროები თავდაცვის ხაზს ინარჩუნებენ. „ბახმუტის მიმართ

მამუკა მდინარაძე - ოპოზიციამ ვერ გაგვიბედა, რომ შუალედურ არჩევნებში კონკურენტები დაეყენებინა - დღეს ამომრჩეველთა რაოდენობა იქნება იმაზე მეტი, ვიდრე IRI-იმ „ქართულ ოცნებას“ დაუწერა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თერჯოლა დღეს მანუჩარ რობაქიძეს მერის თანამდებობაზე აირჩევს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე წარმატებული იქნება. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს თერჯოლაში განუცხადა, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება. ამასთან, მან ისაუბრა არჩევნებში ტექნოლოგიების გამოყენებაზე და აღნიშნა, რომ ამ მხრივ არჩევნები წარმატებით მიმდინარეობს. „გარკვეულწილად სატესტო რეჟიმშია ის ახალი ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ კანონმდებლობით ვნერგავთ. ამ მიმართ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად, მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პარლამენტისკენ მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობენ, როგორც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და ახლობლები, ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების თქმით, ისინი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან მედიკამენტის მიღების მოთხოვნით სიტყვით გამოვლენ. მსვლელობის დასრულები

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საარჩევნო სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებია

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა გაიმარჯვოს იმ კან

სამინისტრო მზად არის, დაჩქარებულად შექმნას აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლი და გაიდლაინი - გაბუნია

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას კომენტარს ავრცელებს. თამარ გაბუნია ასევე ამბობს, რომ აუცილებელია, პროცესები კონსტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, რათა არ შეფერხდეს აქონდროპლაზიის მართვის სისტემის დანერგვის მიზნ

ევროპის სოციალისტური პარტია „ოცნებასთან“ პარტნიორობის გადახედვას განიხილავს

ევროპის სოციალისტური პარტია(PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს. „ქართული ოცნების“ შესახებ PES-ის ლიდერებმა გუშინ, 28 აპრილს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს. კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა და „ქართული ოცნების“ ქმედებებით. „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთებას იწვევს  უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო

თამარ გაბუნია - ნებისმიერი დესტრუქციული ქმედება და ესკალაცია საფრთხეს უქმნის აქონდროპლაზიის მკურნალობის პროტოკოლის დანერგვის პროცესს

ორგანიზაციის „პატარა ადამიანები საქართველოდან“ წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ როგორც იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს, ისე აქონდროპლაზიის საკითხებზე მომუშავე მულტიდისციპლინურ ჯგუფის მუშაობაში. სწორედ სამუშაო ჯგუფებში ჩართულობა იყო აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

"ხალხის მხარდაჭერას ველოდები" - ამბობს ახალციხის საკრებულოს არჩევნების ერთადერთი კანდიდატი

ახალციხეში, საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტის მსგავსად, არჩევნები ტარდება - ამ ქალაქის საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. ხმა უკვე მისცა არჩევნებში მონაწილე ერთადერთმა კანდიდატმა როინ ნებაძემ, რომელიც მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა.   "არჩევნები მნიშვნელოვანია მარტო ჩვენთვის არა, ხალხისთვისაც. ჩემთვის პირადად იმიტომ, რომ არჩევნებზე მხარდაჭერას ველოდები. კონკურენტი არ მყავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ უნდა მოვ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16“-ის ტიპის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც

მამუკა მდინარაძე - IRI-ის კვლევით, „ქართულ ოცნებას“ 19 პროცენტი დაუწერეს, უკონკურენტო არჩევნებში ამომრჩევლების რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტს

უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე მიმდინარე არჩევნებში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კანდიდატების დაყენება. მდინარაძე

გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო

გიორგი გახარიამ რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრები დაიწყო.   პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა.   შეხვედრების მთავარი მიზანია პარტიის საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება, საკრებულოებში არსებული პლატფორმების აქტიურად გამოყენება, რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახ
×
×
  • შექმენი...