წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.
ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა
არსებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში 35 წლამდე მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა.
მამაკაცი სხვადასხვა დაზიანებებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი. სამართალდამცავებმა ის უკვე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 11
წალენჯიხის მერის მოადგილის, თამარ ბელქანიას ცნობით, ინწრას ხეობაში პოლონელი ტურისტი ჩანჩქერში გადავარდა და დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
პუბლიკა
ძლიერმა წვიმამ იმერეთის რეგიონში პრობლემები შექმნა. სტიქიამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სათავსოები დატბორა.
ადგილობრივების თქმით, დაუზიანდათ ტექნიკა, ავეჯი, პროდუქტი. წყალმა დახოცა შინაური ფრინველი და გაანადგურა სახნავ-სათესი სავარგულები. მოსახლეობის თქმით, მოსავლის გარეშე დარჩნენ და დახმარებას ითხოვენ.
„ძლიერი წვიმა მოვიდა, მთელი ღამე წვიმდა, დილით წყალი მოვარდა, სახლები და სათავსოები დატბორილია. სახლებში ვერ შევდივართ. განადგურდა ტექნი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთისხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრალური გზა დატბორა.
საავტომობილო გზის ნაწილზე გადაადგილება შეუძლებელია - წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ მანქანების ნაწილი წაიღო.
გურჯაანი
წვიმის შედეგად დატბორილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის ნულოვანი სართულ
აფხაზეთში, გაგრაში 8-9 ივნისს ძლიერმა წვიმამ გაგრაში 800-მდე სახლი დატბორა. როგორც აფხაზური მედია წერს სტიქიის შედეგებს ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა სამსახური ამ დრომდე ებრძვის – მაშველები შენობებში დაგროვებულ წყალს ტუმბავენ.
უწყების ოფიციალური ცნობითვე, სტიქიამ როგორც კერძო სახლები, ასევე მაღალსართულიანი სახლები და ქუჩები დატბორა. ასევე, ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა გზები, რკინიგზის ლიანდაგი და 250-მდე ავტომობილი.
დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას განცხადებით, ძლიერმა წვიმამ, საერთო
ძლიერი წვომა თბილისში - დატბორილია ქუჩები, ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. ვიდეო გადაღებულია გლდანში, სადაც წყალმა ავტობუსშიც შეაღწია.
ნეტგაზეთი
372905440_269844422486267_8479632896927238246_n.mp4
უხვი ნალექის გამო ქუთაისში საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილობრივი მედიის “ქუთაისიპოსტის” ცნობით, ძლიერი წვიმის გამო, ქუთაისის იუსტიციის სახლიც დაიტბორა. ასევე, რამდენიმე ქუჩაზე შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, უწყების სპეციალური სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში
გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, რომ დღეიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი: ზოგან სეტყვა, ზოგან ქარი, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლჭყაპი.
მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი:
7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა;
8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტე
ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე რეისი ვერ მიიღო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „ტავ ჯორჯიაში“ განუცხადეს, „ფლაიდუბაის“ ორი რეისიდან ერთი ბაქოში გაფრინდა.
რაც შეეხება ტაშკენტი-თბილისის რეისს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, თბილისის ნაცვლად, სოჭის აეროპორტში დაჯდება.
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია +100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მეოთხედფინალის ბოლოს მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.
დისციპლინარული კომისიის შეფასებით, ქართველი ძიუდოისტის ქცევა ეწინააღმდეგებოდა ძიუდოს სულისკვეთებას.
შედეგად თუშიშვილს, ძიუდოს ნებისმიერ საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობა ეკრძალება, სანამ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინური კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
„+100 კგ წონით კატეგორიაში ტედი რინერსა და გ
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.
ცოტა ხნით ადრე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.
დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (7
გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.
გორის კლუბმა „გოლდენ გორმა“ მე
ერთი წლის წინ ძველმანების ბაზრობაზე ნაპოვნი დიდი ჩემოდნიდან გაცოცხლებული 1930-იანი წლების თბილისისა და არამარტო თბილისის ყოველდღიურობის ამსახველი კადრები 6 დეკემბერს არტარეას სივრცეში გამოიფინა.
გურამ წიბახაშვილი და ირაკლი ხვადაგიანი გამოფენაზე „ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან“. ფოტო: ნინა ბაიდაური/ნეტგაზეთი
“ფოტოგრაფი მეოთხე სართულიდან” – ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომელიც უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევრებს წარმოგვიდგენს: ქალაქის ყოფას, სპორტულ ღონისძიებებს, საქმიან სიტუაციებს, პორტრეტებს,
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ძველი კინოსტუდიის შენობაში ფასიანი პარკინგია გახსნილი.
ამის ამსახველი ფოტოსურათი თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა. პარკინგის სივრცის ფოტოები გადაიღო „პუბლიკამაც“. ტერიტორიაზე არავინ დაგვხვდა, თუმცა პარკინგის ნიშნულის გარდა შენობაში შესამჩნევი იყო თოკზე გადაფენილი ტანსაცმელი და სწრაფი კვების ცარიელი ჯიხური.
01 / 06
ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაძე შენობა ჩამოინგრა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ამასთან, ხარფუხის ქუჩაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის სახლები შენდება.
ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტით შენდება.
განცხადებების მიღება უკვე დაიწყო და 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებ
ძალიან მაღალი დონის სპეციალისტების ჩართვაა საჭირო იმის დასაგეგმად, თუ რა ნაბიჯებით უნდა გაგრძელდეს გელათთან ურთიერთობა. ვინაიდან გამოშრობის პროცესი შესაძლოა, ძალიან ხანგრძლივი იყოს, ამასობაში შეიძლება კედლებს მოსწყდეს ნალესი - მდგომარეობა ძალიან მძიმეა, - ასე აფასებს „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე გელათის მონასტერში არსებულ ვითარებას.
როგორც მან განმარტა, მძიმე მდგომარეო
ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.
მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.
მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.
იპნ
სამწუახროდ, ბოლო დროს ძალიან გახშირდა შემთხვევები, როცა ძაღლმა ადამიანი დაგლიჯა. ბოლო დროს კი მცირეწლოვანი ბავშვის დაგლეჯის ამბავმა შეძრა თბილისი. პატარა ისევ კლინიკაშია და მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
სოციალურ ქსელშიც გახშირდა იმ მოქალაქეების პოსტებიც, რომლებიც მეტ ყურადღებას ითხოვენ ქუჩის ძაღლების მიმართ. თუმცა უმეტესი პოსტით როგორც ირკვევა, ხშირად პატრონების მიერ ჩამოყვანილი ძაღლები უფრო აშინებთ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გათვალისწინებ
ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.
ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, რითიც ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო.
ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ 246, შემდეგ კი 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, ის მეხუთე ადგილზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 47
ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის პირველივე დღეს მარიამ მაისურაძემ (49 კგ.) საქართველოს ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 68/72 /74 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდის ჯამში (162 კილოგრამით) მარიამმა კვლავ უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მაისურაძემ რეკორდებიც დაამყარა – ატაცსა და ორჭიდში ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების საუკეთესო შედეგი მარიამ ორი კილოგრამით გააუმჯობესა.
ავტორი -
„არ ვაპირებ, ვისაუბრო შესაძლო სანქციებზე ან კონკრეტულ შემთხვევებზე. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის შექმნილი კომპლექსური სისტემა, რომელიც, თუ მუშაობას გააგრძელებს, მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ იდენტიფიცირება, თუ რუსეთთან ხდება აკრძალული ნივთებით ვაჭრობა“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯეიმს ო’ბრაიენმა ისაუბრა.
მან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარ
„საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც“, – განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა.
შონ პენი თბილისში ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ზე დასასწრებად ჩამოვიდა და აღნიშნული განცხადებაც ფესტივალზე გამოსვლისას გააკეთა.
„ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე
ცივ სეზონზე გააქტიურდა ვირუსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებით დომინირებს ბავშვებში.
რომელი ვირუსებია გავრცელებული მიმიდნარე წელს ბავშვებში, რა გამოვლინებებით ხასიათდება და როგორია პრევენციული ღონისძიებები - ამ საკითხებზე გვესაუბრება ავერსის კლინიკის პედიატრი თამარ ობგაიძე.
1. რომელი ვირუსებია ახლა გავრცელებული და ყველაზე ხშირად რომელი იწვევს ავადობას?
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები ეს არის ბავშვთა ასაკის ყველაზე უფრო ხშირი დაავადებები, რომლებიც საბავშვო ბაღი