ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ: ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინელები შეძლებენ მტრის განდევნას ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან.
„ჩვენ დავინახავთ ჩვენს საზღვრებს და მტრის ზურგს. ჩვენ დავინახავთ, როგორ ანათებს ჩვენი ხალხის თვალები და ოკუპანტების ქუსლები. ეს იქნება ჩვენი ერთობლივი გამარჯვება!“, - წერს ზელენსკი.
ნიდერლანდები და დანია უკრაინას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცემენ. აღნიშნულის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა 20 აგვისტოს, თავის ქვეყანაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თვითმფრინავების გადაცემა მნიშვნელოვანი მოტივაცია იქნება უკრაინის ძალებისთვის, რომლებიც რუსეთის ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევას აწარმოებენ.
როგორც ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უთხრა ზელენსკის, თვითმფრინავების გადაცემის ვადებ
ადრეული ქორწინების მსხვერპლის, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს.
სამართალდამცველებმა, 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული ა.ს.-ს ბიძა – 1972 წელს დაბადებული ა.ა. და ბიძაშვილი 1997 წელს დაბადებული ბ.ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.
ამავე საქმეზე უკვე დაკავებულები არიან მოკლული დედა და ბიძა.
ნეტგაზეთი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია.
ipn
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს.
თსუ-ს რექტორობაზე განცხადება მხოლოდ ერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32-მა წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო აკადემი
ლეგენდარული პიანისტი, ევგენი კისინი საუბრობს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პოლიტიკაზე.
52 წლის რუსი პიანისტი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისა და „გრემის“ პრემიის ორგზის ლაურეატი, ევგენი კისინი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთში ცხოვრობს. ის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ღიად აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას, ომის აქტიური მოწინააღმდეგეა
აჭარაში ექიმებმა სპეციალურ ბრიფინგზე გამართეს და მოითხოვეს, რომ სანდო, მრავალპროფილური ექიმები დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. ექიმებმა ბრიფინგზე განმარტეს, რა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას შიმშილობა.
მზია ამაღლობელი ციხეში უკვე მე-17 დღეა, შიმშილობს.
კიდევ ერთმა ექიმმა ბრიფინგზე თქვა, რომ შეიძლება თანდათანობით ამაღლობელის ჯანმრთელობა ისეთი ზიანი მიადგეს, რომელიც გახდება შეუქცევადი.
პუბლიკა
აღმოჩნდა, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქციურია, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიების ფარგლებში მხოლოდ ერთი მოწმე გამოიკითხა ფორმალურად, რაც პარტიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ თავდასხმა ივანიშვილის მიერ არის დაკვეთილი.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას - ვიდეო ჩანა
მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.
დედაქალაქის მერიის ცნობით, მელიქიშვილის გამზირზე, ვარაზისხევის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, გზის მარჯვენა მხარეს, 19 ნოემბრის 00:00 საათიდან გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მელიქიშვილის გამზირიდან და გამზირისკენ მოძრაობისას, გადაადგილება შეიზღუდება პეტრიაშვილის, შა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.
„სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამ
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერზე“ თავად იუწყება.
„სასიამოვნოა კიევში დაბრუნება. სადაც ჩვენთვის ძვირფას ღირებულებებს ყოველდღე იცავენ. ამიტომ, ეს არის ღირსეული ადგილი „ევროპის დღის“ აღსანიშნავად“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ის მიესალმება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას, უკრაინაში 9 მაისის „ევროპის დღედ“ გამოცხადებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა კიევის
ოსკარის რიგით 95-ე დაჯილდოება ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართა. ღონისძიების წამყვანი ჯიმი კიმელი იყო.
წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი, 7 ჯილდოს, მათ შორის წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისურის და სცენარის, მფლობელი დენიელ ქუანისა და დენიელ შაინერტის „ყველაფერი ყველგან ერთდროულად“ გახდა.
მიშელ იეომ, ამ ფილმის ვარსკვლავმა მოიგო საუკეთესო ქალი მსახიობის ჯილდო და გახდა პირველი აზიელი მსახიობი და მალაიზიაში დაბადებული პირველი შემსრულებელი, რომელმაც ამ კატეგორიაში ოსკარი მიიღო.
საუ
შოვში სტიქიისას დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
ინფორმაცია კიდევ ერთი ცხედრის პოვნის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს, შოვში მეწყერის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან. ნეტგაზეთი ამ სტატიაში სიახლეებს პერიდოულად განაახლებს.
რა ვიცით სტიქიაზე შოვ
დღეს საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაჩანჩალა გახდა ამათ გამო., ჩვენ ასე არ ვიყავით 3-4 ელის წინ. დღეს აზერბაიჯანი თავის სტრატეგიულ მიზნებს აღწევს, მან ტერიტორიული მთლიანობა აღადგინა და უკვე ძალიან დიდ გლობალურ როლს ეთამაშება ეს სახელმწიფო. სომხეთმა თავის გეოპოლიტიკური არჩევანი განაცხადა და ევროპული მომავალი გახადა მთავარ მიზნად. ჩვენ ვართ გაურკვეველი იდიოტების ხელში, რომლებიც გვაკარგვინებენ არამხოლოდ ევროპულ, ცივილიზებულ მომავალს. მინდა მოქალაქეებს ვუთხრა, შორსაა ის დრო კი არა, ჩვენ უკვე იქ ვართ
ყოფილი პრემიერ–მინისტრი და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.
გიორგი გახარია:
–ქართული ოცნების საგარეო კურსი აგებულია იმაზე, რომ ფსონი აქვთ დადებული უკრაინის დამარცხებაზე, ეს არის უმძიმესი სტრატეგიული შეცდომა. რუსეთმა, ღმერთმა ნუ ქნას, ფიზიკურად ამ ომში რამე წარმატებას რომ მიაღწიოს, გეოპოლიტიკურად, რუსეთს უკვე უდიდესი დამარცხება აქვს მიღებული. ჩვენი ეს ვითომ პოლიტიკოსები ამას ვერც ხვდებიან. ეს არის პრინციპული და ჩ
“რატომ ხდება ისე, რომ უკონტროლო მიგრაციის პროცესში სარგებელს იღებს რუსი, ხოლო საქართველოს მოქალაქე რჩება თამაშგარე მდგომარეობაში. ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებული ეპითეტები არის იმ ჰიბრიდული ომის ნაწილი, რომელიც საკუთარ მოსახლეობას გაუჩაღა “ოცნებამ” და ამასთან, ისტორიულ მტერს არქმევს მეგობარს.
მილიონ ორასი ათასი ადამიანი სახელმწიფოს რომ მიმართავს და თავს წარმოადგენს უკიდურესად ღატაკ ადამიანად, ითხოვს დახმარებას - ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც “პრაგმატული” პოლიტიკის შედეგია რუ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს.
სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან ა
ფოტო გადაღებულია სტიქიის პირველ წუთებში. თავდაპირველად ის "მთის ამბებმა" გაავრცელა.
ფოტოზე ასახულია ჯელაძეების ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, რომელიც შოვში სხვა ადამიანებთან ერთად მოყვა 3 აგვისტოს ღვარცოფცში.
გადარჩენილებმა თქვეს, რომ თითქმის სამი საათის განმავლობაში დამოუკიდებლად და ასევე ადგილობრივების დახმარებით ცდილობდნენ გადარჩენას. მათივე თქმით, სამაშველო სამსახურები იმ დროს გამოჩნდნენ, როცა, პრაქტიკულად, უკვე შედარებით უსაფრთხო ადგილას იყვნენ.
სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ რომნის ერთ-ერთ სკოლაზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად. უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაღუპული პედაგოგი იყო. მაშველები შენობის ნანგრევებში მოყოლილი კიდევ 2 ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დღეს დილით ქალაქ ხერსონზე საავიაციო დარტყმის შედეგად განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა. დაიჭრა 6 ადამიანი.
რადიო თავისუფლება
„3 თვე მოპარული არჩევნების წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით არჩევნებზე დამკვირვებლების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვითხოვთ უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლებას”!
ისმის შეძახილები - “ვითხოვთ ახალ არჩევნებს”, “ძირს რუსული რეჟიმი", “არა ხელისუფლების მიტაცებას", “ყველგან პოლიცია, არსად სამართალი".
მოქალაქეებს მოტანილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
21 მარტს Google-მა თავისი ჩატბოტი Bard ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი გამოყენება ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოშია შესაძლებელი, ახალ ჩატბოტზე კი ჩვენს ქვეყანაში ხელი არ მიგვიწვდება.
ასევე იხილეთ: როგორია Google-ის ახალი ჩატბოტი Bard და რით განსხვავდება ChatGPT-ისგან?
ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში უჩვეულო ქცევა მოხშირდა: სხვადასხვა Facebook გვერდი სახელს იცვლის და Google Bard ხდება. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში აღნიშნულ ანგარიშებს გვერდით ვერიფიკაციის ნ
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.
ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები. ის მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმ
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დღეს ციხეში შესული იყო მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, იმ ფონზე, რომ ის უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს.
ადვოკატის განცხადებით, როგორც ამაღლობელმა აღწერა, საკანში არის კამერა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობის ქვეშაა,
რუსეთში საქართველოს, მოლდოვასთან ერთად, „შედარებით მეგობრულ სახელმწიფოდ“ მიიჩნევენ. ამის შესახებ მოსკოვში არსებული კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის ანგარიშში არის ნათქვამი, რომელიც მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმის მეგობრულობის რეიტინგს განსაზღვრავს. მონაცემებს „კომერსანტი“ ავრცელებს.
მეზობლების მხრიდან რუსეთის მიმართ მეგობრული ურთიერთობების მონიტორინგს მოსკოვის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს. შესწავლილი 14 ქვეყნიდან რვა მეგობრულად იქნა აღიარებული, ოთხი - ესტო
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია.
როგორც პარტიაში აცხადებენ, პროკურატურამ მათ არ მისცა ვიდეომტკიცებულების გაცნობის შესაძლებლობა.
„გიორგი გახარიას დაზარალებულად ცნობა მოვითხოვეთ ერთადერთი მიზნით: გვენახა საქმის მასალები და გავცნობოდით უმთავრეს მტკიცებულებას – ვიდეოჩანაწერებს. დღეს გიორგი გახარიას წარმომადგენელი ბათუმში ჩავიდა საქმის გასაცნობად. აღმოჩნდა, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ფიქტიურია. ვიდეომტკიც