Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.104.303

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო

აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო. მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა. „ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, პასუხი აგონ.

ევროკავშირის ელჩი - სანქციები მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა

მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ, ევროკავშირს, არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩ

გიორგი გახარია - ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გიო

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი: საქართველოში რუსეთის ჩარევით ევროპული იდეაა თავდასხმის ქვეშ

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, მათი ინტერესები, ევროპის საზღვრებთან მყოფი ქვეყნების სტაბილურობაა თავდასხმის ქვეშ. „დამკვირვებლებმა ცხადად თქვეს, ეს არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“ – თქვა მინისტრმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სენატში საუბრისას. მისი თქმით, არჩევნებში „პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, 54%-ს ითვლის,

Fox News - აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა - მას საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო კამალა ჰარისს 226 ხმა

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. Fox News-ის ცნობით, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 277 ხმა აქვს, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატს, კამალა ჰარისს 226 ხმა. სენატორი ჯეი დი ვენსი აშშ-ის 50-ე ვიცე-პრეზიდენტი გახდება.   იპნ

ცესკოსთან ქალების აქცია იმართება - შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

ცესკოს შენობასთან ქალების აქცია მიდინარეობს – ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული, სამართალდამცველები დგანან შენობის შესასვლელთანაც. როგორც იქ შეკრებილები აცხადებენ, პოლიციამ ძალის გამოყენებით შესასვლელი გადაკეტა და აქციის მონაწილეებს გარკვეული დროის განმავლობაში ეზოში შესვლის საშუალება არ მისცა. აქციის მონაწილეებს სურთ, ცესკოში ფარულობის დარღვევების შესახებ განცხადებები შეიტანონ. რამდენიმე დღის წინ ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ახალი კამპანი

ღამით ხმაური იყო თსუ-ში - სტუდენტების თქმით, დაცვის სამსახური შენობაში გადაადგილებას უზღუდავდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ დაცვის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გადადგილება აუკრძალეს, რაც სტუდენტებმა გააპროტესტეს, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. სტუდენტები ამბობენ, რომ სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლების გარდა უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მ

შსს დღევანდელი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“ დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. ტიტუშკები ორ პირს თავს დაესხნენ, მათ შორის კობა ხაბაზს

კოალიცია „ცვლილებისთვის“ ოფისში ე.წ. „ტიტუშკები“ შეიჭრნენ და ორ ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრი, კობა ხაბაზი. მისივე თქმით, ოფისის ლიფტიდან გამოდიოდა, როდესაც 50-მდე ადამიანი თავს დაესხა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ოფისში შესულ პირებს ნიღბები ეკეთათ, ამიტომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოახერხეს. ბესიკის ქუჩაზე, პარტია ახალის ოფისში ე.წ. ტიტუშკების შეჭრას აშუქებდა „ტვ პირველის“ ჯგუფი, რა დროსაც არხის ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპე

საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ესპანეთი საბრძოლო თვითმფრინავებს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში

ესპანეთი აცხადებს, რომ 14 საბრძოლო თვითმფრინავს განათავსებს ბულგარეთსა და რუმინეთში, იმ ფონზე, როცა ნატო განაგრძობს აღმოსავლეთის მხარის გაძლიერებას, რეგიონში რუსეთის აგრესიული ქმედებების პირისპირ. ეს ინიციატივა ესპანეთის თავდაცვის სამინისტრომ 22 ოქტომბერს გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრის, დიმიტარ სტოიანოვის მიერ ორი დღით ადრე გაკეთებული განცხადება, რომ მადრიდი მზად იყო უახლოეს დღეებში ბულგარეთში რვა საბრძოლო თვითმფრინავამდე განეთავსებინა. ესპანეთის განცხადები

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით, 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში - ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფ

9 აპრილი - შენახული მოგონებები

მათზე ჰყვებიან და საგულდაგულოდ შენახულ თითო-ოროლა ნივთს უფრთხილდებიან. ვინ როგორ ინახავს 9 აპრილის მსხვერპლთა მოგონებებს.   ქურთუკის სახელოები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ერთი სახლია. სახლი იმ ქუჩაზე დგას, რომელსაც ახლა მამუკა ნოზაძის სახელი ჰქვია.     მამუკა ამ სახლში ბოლოს 1989 წლის 1 აპრილს შევიდა. მის დას ეს ზუსტად ახსოვს. მამუკა სტუდენტი იყო, თბილისში ცხოვრობდა და მშო

ომბუდსმენის შეფასება ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლისას შსს-ს ქმედებებზე

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება. ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას: აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უ

კახაბერ ქემოკლიძე - რუსული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი (ვიდეო)

“რუსული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. აშშ-ს და ევროპის კავშირებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს 20%? ტატუნაშვილი და ოთხოზორიაც მათ აწამეს? და ისინი აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენს სუვერენიტეტს? ეს კითხვები დაუსვით ღირსება დაკარგულებს.” კახაბერ ქემოკლიძე , პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი 357531795_1227977711220892_1150952526128230043_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის

ხელისუფლების პოლიტიკური კორუფციის ჭაობი, უკვე ყველა სანიაღვრე მილიდან ამოდის, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი წერს.   მისი თქმით, სახელმწიფო კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია დედაქალაქში სანიაღვრე არხებისა და სადრენაჟო სისტემის გაწმენდა, მოვლა პატრონობა და ა.შ. სწორედ შპს "თბილსერვის ჯგუფია".   "ინფორმაციისთვის ეს ის კომპანიაა, რომელზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაწერა არაერთი კორუფციუ

შალვა კერესელიძე - ესმის კი ხელისუფალს მთა რა არის? ფრთხილად იყავით, წინა ხელისუფლების მსგავსად, ერთ გუდაში ნაყარ ხელისუფლების სახელით არ შემორჩეთ მთასა და სამშობლოს

შალვა კერესელიძე, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი:   ,,ოღონდ ნუ იქნება მთიულეთი-ნამთიულარი, ხევსურეთი- ნახევსურალი, ფხოვი-ნაფხოვარი, ხევი-ნახევარი, კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის- ნახევარი და შენ, კუზიანო დედამიწავ, რამდენიც გენებოს, იტრიალე!“ გოდერძი ჩოხელი ჩემს სამაჟორიტარო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, საქართველოს კარიბჭის მცველ მთის მოსახლეობას შევხვდი. შევხვდი ადამიანებისგან დაც

მერია ნარიყალის ციხის რეაბილიტაციას გეგმავს და ამისთვის 5.5 მლნ-ს დახარჯავს

თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი. მერიის ცნობით, პირველი ე

ოპერა: გაფიცული თანამშრომლების ხელფასის მინიმალური ოდენობა შეადგენს 650 ლარს, მაქსიმალური - 1100 ლარს

თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდაა „რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.“ ადმინისტრაციის განცხადებით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია. „2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავ

2024-ში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება — კალაძე

2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდება. „პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქ

გიორგი კეკელიძე - აფხაზი თავადების არქივები საქართველოში ბრუნდება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესპანეთში იმყოფებიან. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია აფხაზი თავადების, ჩხოტუების ესპანეთში დაცული უნიკალური არქივის საქართველოში ჩამოტანა. მათივე ცნობით, არქივი ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში დაიდებს ბინას. ვიზიტის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს: „გილოცავთ ეპოქალური საქმის დასაწყისს! აფხაზი თავადები

გიორგი გახარია - ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ (ვიდეო)

"ივანიშვილმა იცის, რომ ამ პატარა,მშიშარა ბიჭებს, ის ბევრგან უკვე ჩაშვებული ჰყავთ." გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.    GIac-hjA9933bBUIANodRNBmztJlbmdjAAAF.mp4

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რო

ნიკა გაგნიძე მოსკოვის ლოკომოტივში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა – Geo Team

Geo Team-ის ინფორმაციით, გორის „დილის“ ფეხბურთელმა ნიკა გაგნიძე მოსკოვის ლოკომოტივში კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. მათივე ცნობით, ფეხბურთელს რუსეთის ჩემპიონატში თამაში არ სურს. „გორის დილას 23 წლის კაპიტანმა უარი სერიოზულ ფინანსურად უკვე გამზადებულ კონტრაქტზე თქვა“, – წერს Geo Team. ნეტგაზეთი

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორე
×
×
  • შექმენი...