Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    986.797

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით სამი ახალგაზრდა დააკავეს

მარნეულში პოლიციამ დააკავა სამი ახალგაზრდა, რომელსაც გამოძიება სამართალდამცავებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მანქანის დაზიანებას ედავება. მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიების ვერსიით, მანქანამ, რომელშიც სამი ახალგაზრდა იჯდა 12 აპრილს მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა. ამ მიზეზით პოლიციამ მათ მანქანის გაჩერება სთხოვა, რასაც მძღოლი არ დაემორჩილა - გზა განაგრძო მარნეულის

პოლიციამ წაიყვანა რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა – მოქალაქე

მოქალაქე ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსლეში წერს, რომ რონდელის ფონდის მკვლევარი, ვატო ბჟალავა პოლიციამ ქუჩიდან აიყვანა. მისი თქმით, ადვოკატი და ოჯახის წევრები ახლა მას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ეძებენ. “რამდენიმე წუთის წინ აბაშიძეზე გაიტაცეს Vato Bzhalava, თავის ცუგას ასეირნებდა და ძაღლი ხეზე მიაბმევინეს (!!!) სახლშიც არ ააყვანინეს, ისე გაიტაცეს. არ არის ორთაჭალაში და ვეძებთ!!!”, – წერს ჩიქოვანი სოციალურ ქსელში. “ნეტაზეთი” ინფორმაციის მოძიებას შინაგან საქმეთა სამაინის

პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც პროტესტის მონაწილე მშობლებს წვიმისგან იცავდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა წვიმისგან თავის დასაცავად გააკრეს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბავშვებისთვის აუცილებელი წამალია. ცელოფანი მშობლებმა წინა ღამით გააკვრეს. ის ასე გამოიყურებოდა. ნეტგაზეთთან საუბარში მშობლები ამბობენ, რომ თავდაპირველად პოლიციამ მათ ცელოფნის შეტანის ნება დართო. მთავარი ფოტო: მთავარი არხი

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით, 15 წლის გოგო დააკავა

პოლიციამ შიდა ქართლში, 74 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 15 წლის გოგო დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2009 წელს დაბადებული გ.ყ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გ

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა

პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავა

პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს, მოქალაქეების ნაწილი მელიქიშვილის გამზირზე რჩება. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. „პუბლიკა” ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოწმებს. „მთავარი არხის” ცნობით, დაკავებულებს შორის არის მათი ოპერატორიც. ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, თენგო თევზაძე წერს, დაკავებულია მათი ოთხი წარმომადგენელიც. პოლიციამ ადგილზე შეკრებილებს ტერიტორიის დ

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში ძმის ცოლის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავა

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ ზ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღოინისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1955 წელ

პოლიცია პლაკატების გამო ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს და კიდევ 3 მათგანი დააკავა

თბილისში, პარლამენტის კიბესა და მიმდებარე ტროტუარზე, პოლიცია ანტისამთავრობო აქციის მონაწილეების დაკავებას განაგრძობს. მიზეზი ისევ საპროტესტო პლაკატებია, რომლებსაც ძალოვნები დემონსტრანტებს ხელიდან გლეჯენ. 2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ასეთი ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლ

პოლიცია პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილებს ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს

პოლიცია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან იმყოფებოდნენ, ტერიტორიას ძალის გამოყენებით ატოვებინებს. მათ შორის, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ამავე პარტიის სხვა წევრები. ამ წუთებში [21:15] პოლიციას ჩიტაძის ქუჩაზე ორი კორდონი აქვს მოწყობილი. პოლიციელების და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების ერთი ცოცხალი ჯაჭვი მოქალაქეებს ჩიტაძეზე რუსთაველის გმაზირ

პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები - PACE რეზოლუციას ხვალ უყრის კენჭს

ევროსაბჭოს რეზოლუციის ტექსტის პროექტში, საუბარია „ქართულ ოცნებისადმი“ ვადამდელი არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაზე. რეზოლუცია ჯერჯერობით მიღებული არაა, მას კენჭი ხვალ, 29 იანვარს ეყრება. ამას გარდა, რეზოლუცია ითხოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტპატიმრები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიამდე გაათავისუფლოს. რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ასამბლეა „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს:  დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტ

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ მზადყოფნას გამოთქვამს, ევროკავშირის დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, რის კონტექსტშიც პარლამენტის თავმჯდომარეს სამუშაო ფორმატების დროულად ინიცირებისკენ მოუწოდებს

პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წერილობით მიმართვას. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ გამოხატავს მზაობას, კვლავ მიიღონ მონაწილეობა ევროკავშირის რეკომენდაციებისა და დათქმების შესრულების სამუშაო პროცესში. ამ მიზნით, ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებენ, რომ დროულად მოახდინოთ შესაბამისი საპარლამენტო სამუშაო ფორმატების ინიცირება. „საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და შემდ

პოლიტიკური პარტიები დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტ

პოლიტიკური პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს ახალი წევრების მიღებას თბილისის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში

პოლიტიკური პარტია "გახარია საქართველოსთვის" აცხადებს ახალი წევრების მიღებას თბილისის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუ ხარ სრულწლოვანი, ცხოვრობ თბილისში და გაქვს სურვილი შემოუერთდე ჩვენს გუნდს შეავსე განაცხადი: https://docs.google.com/.../1FAIpQLSf0lTZ6bGGlGG.../viewform ინფორმაცია პარტია "გახარია საქართველოსთვის" ავრცელებს.

პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და მედიაზე ზეწოლა არ აძლიერებს დემოკრატიას – ნაუსედა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან. როგორც პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიტანას ნაუსედამ განაცხადა, მათ განიხილეს საქართველოში არსებული სიტუაცია, ასევე, ქვეყნის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. გიტანას ნაუსედას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართ

პოლიტიკა და ქალებზე ძალადობა. რატომ გაიზარდა ფემიციდის შემთხვევები (ვიდეო)

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტატა ხვედელიანი საუბრობენ ქალების მიმართ გაზრდილ ძალადობაზე ბოლო პერიოდში, სახელმწიფოს უმოქმედობაზე და ამ ფონზე საზოგადოებრივი კამპანიების აუცილებლობაზე, ასევე იმაზე, თუ რას აკეთებს გახარიას გუნდი ამ პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად.    

პოლარიზაცია, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თავდასხმები სამოქალაქო სექტორზე – წინასაარჩევნო გამოწვევები NDI-ს ანგარიშში

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს აქვეყნებს. რეკომენდაციები ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიამ საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთან, 19-25 თებერვალს შუალედში გამართული შეხვედრების შემდეგ შეიმუშავა. NDI-ს შეფასებით, არჩევნებამდე რვა, ხოლო წინასაარჩევნო კამპანიების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე ქვეყანაში არსებული გამოწვევებია: პოლარიზაცია; სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციები

პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი - 8-9 მარტის აქციის მონაწილეების დევნა აქტიურ ფაზაში შედის

"დღეს,პოეზიის საღამოს ნაცვლად გაიმართება ჩემი სასამართლო პროცესი. სჯობს, პოეზიის საღამოზე დაგპატიჟოთ",- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ბორ­ჯო­მის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი და პოეტი კოკა კობალაძე წერს. შეგახსენებთ,8-9 მარტის აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტიურად  მიმდინარეობს. გადაწყვეტილებები მოსამართლეებზეა, 15 დღიანი პატიმრობა თუ ჯარიმა? nation.ge

პოდოლიაკი კრემლზე დრონებით თავდამსხმელების 2 შესაძლო ვერსიას ასახელებს

მიხაილ პოდოლიაკის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, განცხადებით, თავდასხმა კრემლზე, რომელშიც მოსკოვი უკრაინას სდებს ბრალს, სავარაუდოდ „წინააღმდეგობის ადგილობრივმა ძალებმა“ მოაწყვეს. პოდოლიაკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, უკრაინისთვის მსგავსი თავდასხმები „არანაირ სამხედრო ამოცანას არ ხსნის“, რუსეთს კი უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის გამართლების საფუძველს აძლევს. გირჩე

პოდოლიაკი ირანის იარაღის ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით გამოდის

უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწე გამოვიდა ირანის იმ ქარხნების "ლიკვიდაციის" მოწოდებით, სადაც მზადდება დრონები და რაკეტები, და ასევე მათი მიმწოდებლების დაპატიმრების წინადადებით - იმ ფონზე, როცა კიევი თეირანს ადანაშაულებს რუსეთისთვის დამატებითი იარაღის მიწოდების გეგმის ქონაში. მიხაილო პოდოლიაკი შაბათს ტვიტერით წერს, რომ ირანი "უხეშად ამცირებს საერთაშორისო სანქციების ინსტიტუტს", და გამოდის მოწოდებით ამის პასუხად განადგურებულ იქნეს ირანის იარაღის ქარხნები. კიევი თეირანს ბრალს სდებს მოსკოვისთ

პიტერ ფიშერი - საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, საქართველოსგან ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით არსებულ შეშფოთებაზე რეაგირებას ელიან. ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური შეშფოთების საკითხები და არა შიდა საქმეები, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ვენის მექანიზმის გააქტიურებას ეხმაურება. „ვთანხმდებით: უსაფრთხოება შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და მოქმედი დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის

პიტერ ფიშერი - ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა გერმანიის პარლამენტის თანხმობას მოითხოვს, არსებულ ვითარებაში, შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს

ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს. შესაბამის განცხადებას გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. ფიშერის თქმით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა. “პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეებ

პიტერ ფიშერი - ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე უცვლელია: მისი მიღება შეუსაბამო იქნება ევროკავშირის მისწრაფებებთან, ნორმებთან და ღირებულებებთან

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. „ევროკავშირის, როგორც საქართველოს მეგობრის, პოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით უცვლელი რჩება: „კანონპროექტის მიღება შეუსაბამო იქნება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებთან და ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“. ამა

პიტერ სტანო კურსკში განვითარებულ მოვლენებზე - უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, - განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში რამ

პიტერ სტანო დიმიტრი მედვედევზე - სასიამოვნოა, რომ ადამიანი საჯაროდ გვიზიარებს ფსიქიკური მდგომარეობის დიაგნოზს - ვფიქრობ, ჩვენ მხოლოდ კონსულტაციისა და ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია

მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს. “როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ
×
×
  • შექმენი...