რუსეთში ბომბსაფრებს ამზადებენ, იგივე ხდება პოლონეთშიც. გერმანიამ ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო. ბოლო დღეებში უკრაინის ქალაქების დაბომბვის ფონზე, დასავლეთში სულ უფრო მატულობს გაურკვევლობა - გამოიყენებს პუტინი ბირთვულ იარაღს და თუ კი, რა იქნება შემდეგ?
მოსკოვში ადგილობრივი ხელისუფლება ცივი ომის დროინდელ ბომბსაფრებს ამოწმებს და ამზადებს ახლებს. ამის შესახებ წერს ოპოზიციური გამოცემა “ვაჟნიე ისტორიი”. მოსკოვის რამდენიმე უბანში მოსახლეობას სთხოვეს, 18 ოქტომბრამდე დაცალონ მიწისქვეშა პარკირებებ
გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები გამოვიდნენ მოწოდებით მნიშვნელოვნად გაიზარდოს უკრაინის არმიისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება, იმ ფონზე, როცა უკრაინა თავს იცავს იქ შეჭრილი რუსეთის ძალების აგრესიისგან.
თავდაცვის მინისტრი, კრისტინ ლამბრეხტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ფინანსთა მინისტრს, კრისტიან ლინდნერს სწერენ, რომ უკრაინისთვის 2023 წელს უკვე დაგეგმილი, 697 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება უნდა გაიზარდოს 2.17 მილიარდ დოლარამდე.
წერილს 22 ოქტომბერს
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების მოხვედრის შესახებ ცნობები “მიზანმიმართული პროვოკაციაა”. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება “ტელეგრამში” ავრცელებს.
„პოლონური მედიისა და ოფიციალური პირების დასახელებულ პუნქტ ფშევოდუვთან თითქოსდა “რუსული” რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები მიზანმიმართული პროვოკაციაა ვითარების ესკალაციისთვის. პოლონეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან რუსეთის ძალების მიერ არანაირი დარტყმები არ განხორციელებულა. პოლონური მედიის მიერ და
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პარტიების შემოწირულობები დათვალა.
1 944 073 ლარის შემოწირულობიდან 666 000 ლარი (34%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით.
„გამჭვირვალობის“ ცნობით, მმართველი პარტიის მიმართ გაცემული შემოწირულობების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ტერიტორიული რეზერვის პროგრამას განაგრძობს. ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადას ახალი ქვედანაყოფი შეემატა. 104-ე
ბატალიონი პირველად ჩამოყალიბდა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ რაბათის ციხეზე დადეს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, რეზერვისტებმა საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით
პატივი მიაგეს. თავდაცვის ძალების წ
პარლამენტის ოპოზიციის წევრმა ქალმა დეპუტატებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გვაქვს ფემიციდის, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევა, თუმცა სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ რანგზე ფემიციდის საკითხს არ აყენებს.
„არ გვაქვს ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები, არ გვაქვს მა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე სამშვიდობო მოლაპარაკება მალე უნდა გაიმართოს, რათა დამანგრეველი მესამე მსოფლიო ომის რისკი შემცირდეს.
ვეტერანმა ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ "სამშვიდობო პროცესმა უკრაინა ნატო-ს უნდა დაუკავშიროს".
გარდა ამისა, კისინჯერმა დასძინა, რომ რუსეთის დაშლაზე ოცნებებმა შეიძლება ბირთვული ქაოსი გამოიწვიოს.
IPN
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, უკრაინამ სისტემატურად უნდა დაასუსტოს რუსეთი, რისთვისაც მას ევროატლანტიკურ და ევროპულ სტრუქტურებში აქტიური ინტეგრაცია სჭირდება.
ბუდანოვმა უპასუხა შეკითხვას, როგორ ხედავს უკრაინისა და რუსეთის ურთიერთობების მომავალს. მისი თქმით, „ეს იქნება ძალიან რთული პროცესი“.
„ჩვენი ამოცანები, უკრაინის ამოცანები არის რუსეთის ფედერაციის სისტემური და სახელმწიფო დასუსტება. ამისათვის ჩვენ აქტიურად უნდ
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა გააკრიტიკა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომელმაც ფსონი ომში რუსეთის გამარჯვებაზე დადო საგარეო პოლიტიკასაც ამ ლოგიკით ავითარებს. გახარიას თქმით, „ოცნება“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მოქალაქეების ევროპულ არჩევანს და აპირებს, აგენტი უწოდოს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა მიმართა „ოცნების“ წევრებს,
რუსეთი გახდა ტერორის სინონიმი და გახდება დამარცხების და სამართლიანი სასჯელის მაგალითი, – ამის შესახებ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რაკეტები და არტილერია, უპილოტო საფრენი აპარატები და ნაღმმტყორცნები – ბოროტების სახელმწიფო სხვადასხვა იარაღს იყენებს, თუმცა ერთი მიზნით – გაანადგუროს სიცოცხლე და არ დატოვოს არაფერი ადამიანური. ნანგრევები, ნამტვრევები, მიწაზე ჭურვებისგან დატოვებული ღრმულები – ეს რუსეთის ავტოპორტრეტია, რომელსაც ის ხატავს
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს პოსტით ეხმაურება და აცხადებს, რომ დღითი დღე მოსკოვისა და ოცნების გზავნილები ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთის პათოსს.
როგორც კახაბერ ქემოკლიძე აღნიშნავს, მოსამართლეების დასანქცირება, დამატებით “ჟანგბადს” მიაწვდის სასამრთლო სისტემაში დარჩენილ კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რომელთაც ოცნება დღითიდღე “გუდავდა”.
"ბოლო ამბებზე ბლიც ანალიზი 6 პუნქტით:
1. ოცნების მოსამართლეების დასან
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, უკრაინას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და ყველამ უნდა გაიგოს, რომ თუ უკრაინას არ დაეხმარებიან, მაშინ რუსეთი უკრაინაში ან მოლდოვაში არ გაჩერდება.
მოლდოვის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ უკრაინას მალე მეტი მხარდაჭერა ექნება, რათა ქვეყანამ თავისი ტერიტორიები დაიბრუნოს და „ჩვენ ამ გიჟური ომის დასასრული ვნახოთ“.
შეგახსენებთ, მოლდოვა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყანა უკრაინას ესაზღვრება და რუსეთთან სერიოზული და
ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე, საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„მინდა, მოგმართოთ თქვენ, საქართველოს საზოგადოებავ, რადგან მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული. ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. ვიცი, რომ
მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია „როსია“თბილისში ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
ვებგვერდის მონაცემებით, რეისები დღეში ორჯერ შესრულდება.
გარდა ამისა, „როსიას“ შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. როგორც შერემეტიევოს აეროპორტის მონაცემებიდან ირკვევა, პირველი რეისი სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.
„ნებართ
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვა არ შეეხება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რუსული ავიაკომპანიების ფრენების განრიგს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ კომპანია Azimuth-სა და Red wings-ზე ნებართვები გასცა, რადგან ისინი ევროკავშირის შავ სიაში არ იმყოფებიან.
სააგენტოს ცნობით, „აზიმუტის“ ფრენების განრიგს სოჭი, მინვოდი და ბათუმი ემატება.
სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანია Azimuth Airlines-ი ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან (29 ოქტომბრიდან) გააგრძელებს ოპერირებას მოსკოვი – თბილისი – მოსკოვის მიმართულებით.
სააგენტო განმარტავს, რომ საქართველოსა
“დღეს ლავროვმა პირდაპირ დაადასტურა, „ოცნების“ ხელისუფლება „ჩაუშვა“, რომ რეალურად ეს იყო არა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, არამედ ეს იყო შეთანხმებული მოქმედება, “ოცნების“ ხელისუფლებასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.”
მიხეილ დაუშვილი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი.
384752305_1736015380178597_3200447196257494685_n.mp4
პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.
ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომლის განხორციელებაც „ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.
რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენ
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა.
მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-მდე ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
იპნ
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გაფართოებას და მასში თამაზ გინტურის მკვლელების სახელების შეყვანას თვალისწინებს.
კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნების“ პრინციპული პოზიციაა, რომ მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის არცერთ დოკუმენტს, რომელიც ოკუპაციასა და საგარეო პოლიტიკას ეხება.
„ჩვენი პოზიცია ოკუპაციასთან და აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით აბსოლუტურა
ცნობილი ხდება სად გაუშვებს სელფი 5G მომსახურებას საქართველოში პირველად. მიმდინარე წლის დეკემბერში, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, 5G ხელმისაწვდომი იქნება ბაკურიანსა და გუდაურში. ეტაპობრივად სელფის 5G საქართველოში სხვა ლოკაციებსაც მოიცავს, მათ შორის თბილისს.
სელფი ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელმაც მოიპოვა ლიცენზია 5G-ის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში. ამასთან, სელფი იქნება რეგიონში პირველი კომპანია, რომელიც 5G ქსელის დანერგვას განახორციელებს.
ახალი ტექნოლოგია გამოირ
ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე — ესაა ის საკითხები, რასაც საქართველოს მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ასახელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის გამოწვევებს შორის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მე-4 ადგილზეა.
ჩამოთვლილთაგან, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ სამი პასუხი) – NDI-ს კვლევა
განათლება
NDI-ის კვლევის ფარგლებში ცალკე დაისვა კითხვა განათლების სისტემაში არსებულ პრობლ
"ადეიშვილის ხილვა გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე არის "ოცნების" უსუსურობა და დადასტურება იმისა, რომ სამწუხაროდ, მათ სიტყვას საერთაშორისო დონეზე ფასი არ აქვს. ასევე გავახსენებ საზოგადოებას, რომ "ოცნების" მეგობარმა ორბანმა მოახდინა ადეიშვილის რეაბილიტაცია, ამიტომ ორბანს მოკითხონ ეგ საკითხი."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/426141926524351/
"იმ პარტიას წარმოვადგენ, რომელსაც ოლიგარქი არ მართავს, ამ შემთხვევაში მხოლოდ "ოცნებას" არ ვგულისხმობ, იგივე შემიძლია ვთქვა კოლექტიურ "ნაც.მოძრაობაზე". ამ ორი პარტიის დაფინანსება მოდის ერთობლივად ნაშოვნი კორუფციული ფულიდან, ამის ნათელი მაგალითია ქოლ-ცენტრების საქმე, რომელზეც საგამოძიებო კომისია მოვითხოვეთ, "ოცნებამ" და "ნაც.მოძრაობამ" კი ერთად არ შეგვაქმნევინა კომისია."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/Fo
უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღების, ხელისუფლების [აფხაზეთის დე ფაქტო – რედ.] მისამართით სოციალურ ქსელებში ცილისწამების შესახებ კანონპროექტის განხილვისა და სხვა, საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების გამო, აფხაზეთში უკმაყოფილების ტალღა იზრდება.
აფხაზეთში ოპოზიციის ნაწილი გააქტიურდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეკრებაში მონაწილეობა არ მიუღია ვეტერანთა გაერთიანება “არუაას” წევრებს. თუმცა, ქართულ-აფხაზური ომის წევრები შეხვედრის მთავარ