Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    986.786

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო

პოლონეთმა ევროკავშირის გაყინული ფონდებიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი, კატაჟინა პელჩინსკა-ნალეჩი ავრცელებს. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ პოლონეთმა ახლახან RePowerEU პროგრამიდან 5 მილიარდი ევრო მიიღო, რომელიც აღდგენის ეროვნული გეგმის ნაწილია. ეს არის თანხა იაფი მწვანე ენერგიისთვის“, - განაცხადა პოლონეთის ფინანსთა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრმა. ცნობისთვის, პოლონეთს დემოკრატიული პროცესების უკან დახევის გამო ევრო

პოლონეთმა გერმანიას მიმართა მისთვის შეთავაზებული Patriot-ი უკრაინას გადასცეს

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 23 ნოემბერს განხორციელებული მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა გერმანიას მიმართა, უკრაინას გადასცეს პოლონეთისთვის შეთავაზებული საჰაერო თავდაცვის სისტემები Patriot-ი. ბლაშჩაკის წინადადებაა, რომ ეს სისტემები განთავსდეს უკრაინის დასავლეთ საზღვართან. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანახმად, უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემა ქვეყანას დაიცავს შემდგომი მსხვერპლისა და ენერგომომარაგების შეწყვეტისგან და გაზრდის უსაფ

პოლონეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი - რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა

რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე 40 კილომეტრის სიღრმეში შემოვიდა და სამი წუთი მანევრირებდა, - ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა მაცეი კლიშჩმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, წინა ღამე “რთული იყო” უკრაინისთვის და “დაძაბული იყო პოლონეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა ელემენტისთვის”. კლიშჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრენის მთელ გზას პოლონეთის რადიოლოკაციური სისტემები ადევნებდნენ თვალს. მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარ

პოლონეთის ყოფილმა შს მინისტრმა დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო

პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო. „როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე“, - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს. მარიუშ კამინსკის დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტ

პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს გმობს

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩის თეატრი აპროტესტებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის სამეფო უბნის თეატრის მსახიობებს მხარდაჭერას უცხადებს. „საქართველოში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველებს, მათ შორის ჩვენს მეგობრებს სამეფო უბნის თეატრიდან. კანონპროექტმა შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს იზოლირება საერთაშორისო ასპარეზზე და შეფ

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

პოლონეთის სენატმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. ინფორმაცია ამის შესახებ სენატის ვებგვერდზეა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ტერორისტულ რეჟიმად აღიარების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული, მას 85-ვე სენატორმა დაუჭირა მხარი. რეზოლუციაში პოლონეთის სენატი “მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიას და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, აღიარონ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ტერორ

პოლონეთის სეიმში, უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, საპარლამენტო ასამბლეის სესიის დახურვისას რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს

ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი სესიის ბოლოს, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით უკრაინელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. „ეუთო-ს შემოდგომის სესია ჩატარდა ვარშავაში. ეს არის ქალაქი, რომელიც ნანგრევებიდან აღდგა. მეორე მსოფლიო ომის დროს სრულიად განადგურებული, აღდგა და დღეს წარმოადგენს ადამიანების გადარჩენის ნების ცოცხალ მაგალითს. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერ

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის სეიმმა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამის რეზოლუციას მხარი 443-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ დღეს უკრაინა იცავს არა მხოლოდ თავის სახელმწიფოებრიობას, არამედ საერთო ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია და წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართალზე. პოლონელი კანონმდებლების განცხადებით, ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს, რასაც პოლონეთი სრულიად უჭე

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო. მიღებულ დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი „სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორისო სამართალს, გაერო-ს ქარტიასა და სხვა ვალდებულებებს, თავს ესხმის სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებს, ახორციელებს შეიარაღებულ თავდასხმებს, სამხედრო დანაშაულსა და გენოციდს, ენერგეტიკის სფეროში მტრულ ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა“, რის გამოც „რუსეთი იზოლირებული უნდა იყოს საერთაშორისო არენაზე“. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთია „პასუხისმგებელი 201

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას მონახულების უფლება არ მისცეს

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერს მალგოჟატა გოშევსკას არც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და არც ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრის უფლება არ მისცეს. მალგოჟატა გოშევსკას თქმით, მას ამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას უთხრეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი და არც ქართველი დეპუტატია. „მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, კიდ

პოლონეთის საელჩო - პოლონეთი დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის უსამართლოდ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის

პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის , - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩოს ავრცელებს. “ღრმად შეშფოთებულები ვართ ისტორიებით, რომლებსაც პროტესტების დროს დაკავებულებისა და დაპატიმრებულების ოჯახების წევრების ყვებიან. პოლონეთი სოლიდარობას უცხადებს დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით

პოლონეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთის დელეგაციას პოლონეთში დაგეგმილ ეუთო-ს შეხვედრაში მონაწილეობის საშუალებას არ მისცემენ

პოლონეთი არ დაუშვებს რუსეთის დელეგაციას ეუთო-ს წევრი ქვეყნების მინისტრთა სხდომაზე, რომელიც მომავალ თვეში გაიმართება. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განაცხადა „ფრანსპრესის“ კითხვის საპასუხოდ - ეტყვიან თუ არა უარს მოსკოვს დეკემბერში დაგეგმილ ეუთოს შეხვედრაზე დასასწრებად, რომლის წევრი რუსეთიც არის.   კითხვაზე, ელოდებით თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს პოლონეთში, იასინამ უარყოფითად უპასუხა.   წელს, პოლონეთი, როტაციის წესით

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს

ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქ

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უწყებიდან МГИМО-ს კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გათავისუფლდა, ეს ინსტიტუტი საბჭოთა იმპერიალიზმის დიდი პროექტის ნაწილი იყო

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ყველა თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ აცხადებს, აღნიშნული ზომა დეკომუნიზაციის ფარგლებში მიიღეს, რაც თავის მხრივ ლუსტრაციის კანონის შედეგია. მინისტრის თქმით, უკვე ორი თვეა, უწყებაში ასეთი კადრი აღარ ფიქსირდება. ზბიგნევ რაუ განმარტავს, რომ„ МГИМО-ს კურსდამთავრებულები იძულებული იყვნენ, რუსეთის იმპერიის სასარგებლოდ ემუშავათ“.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს წევრობა მხოლოდ თქვენი ინტერესი არ არის - ევროპისთვისაც ეს არის შანსი და არა საფრთხე

მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატო-ში არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც. ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე, –ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში ინტენსიური დიპლომატიური და პოლიტიკური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. "მიგვაჩნია, რომ სა

პოლონეთის საგარეო მინისტრი - თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება

თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა. „ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა რაუმ. მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება. „ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გახდა

პოლონეთის პარლამენტმა 11 დეკემბერს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მხარი დაუჭირა დონალდ ტუსკის კანდიდატურას.  მანამდე ამ თანამდებობას მათეუშ მორავეცკი იკავებდა, რომლის პარტიამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვეღარ შეძლო უმრავლესობის დაკომპლექტება.  ინფორმაციას ამის შესახებ საერთაშორისო მედია ავრცელებს.  ორშაბათს ტუსკის კანდიდატურას პარლამენტში 248 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 201 კი წინააღმდეგი იყო.  პოლონეთის სამოქალაქო პლატფორმის პარტიის ლიდერი დონალდ ტუსკი გამოდის სიტყვით მას შემდეგ რაც

პოლონეთიდან დეპორტირებულია საქართველოს 15 მოქალაქე

პოლონეთის სასაზღვრო დაცვამ საქართველოში ჩარტერული რეისით 15 მოქალაქე გამოუშვა. უწყების ცნობით,  დეპორტირებულებიდან 3, საზღვრის უკანანო კვეთის გამო, საშიშროებას წარმოადგენდა  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის. უცხო ქვეყნების მოქალაქეთა დეპორტაციის ოპერაცია, საქართველოს მოქალაქეების გარდა, მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან გადმოიყვანეს. პოლონური უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ოპერ

პოლონეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას წყვეტს

პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას იარაღას აღარ მიაწვდის. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი განმარტებით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ნაცვლად, ქვეყანა საკუთარი თავის უფრო თანამედროვე იარაღით შეიარაღებაზე ფოკუსირდება. "უკრაინა თავს იცავს რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან და მე მესმის ეს სიტუაცია, მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღარ მივაწვდით იარაღს უკრაინას, რადგან ახლა ვახორციელებთ პო

პოლონეთი უკრაინას 4 საბრძოლო თვითმფრინავს “უახლოეს დღეებში” გაუგზავნის

პოლონეთი ნატოს წევრი პირველი ქვეყანაა, რომელიც უკრაინას Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გაუგზავნის. ქვეყნის პრეზიდენტის, ანჟეი დუდას თქმით, კიევი საბჭოთა წარმოების ოთხ თვითმფრინავს უახლოეს დღეებში მიიღებს, დანარჩენებს კი — სამომავლოდ. როგორც BBC წერს, აღნიშნული მიწოდება ომში გარდამტეხ ცვლილებებს ვერ შეიტანს, თუმცა უკრაინაში მიესალმებიან პოლონეთის გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ვარშავის მაგალითს. რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის საბჭოთა წარმ

პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს კრძალავენ

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და ათობით სხვა საკვები პროდუქტის იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. აღნიშნული ქვეყნების მთავრობებში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი დაიცავს ადგილობრივ ფერმერებს ბაზარზე უკრაინული მარცვლეულის სიჭარბის ფონზე. ცენტრალურ ევროპაში ლოგისტიკურმა პრობლემებმა მარცვლეულის მარაგების სიჭარბე და ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის მუშაკების პროტესტი და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომაც კი მოჰყვა. პოლონეთის მმართველი კ

პოლკ „აზოვის“ მებრძოლს სეპარატისტული დონბასის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „უზენაესმა სასამართლომ“ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯა უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკ „აზოვის“ სამხედრო მოსამსახურეს, ალექსეი კირკალოვს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, კირკალოვი შეიარაღებული კონფლიქტის დროს აკრძალული მეთოდების გამოყენებასა და მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. კირკალოვი ბრალდებას უარყოფს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. გამოძიების ვერსიით, 2022 წლის 15 აპრილს კირკალოვმა, რომლის მეტსახელი იყო „ფრიცი“, ქალაქ მარიუპოლში მ

პოლიციურმა ძალებმა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაიკავეს

პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა. ამ დროისთვის, პოლიციური

პოლიციელის თქმით, ძვირადღირებულ ნივთებს ინახავდა მანქანაში, რომლის დაწვაშიც ლაზარეს ადანაშაულებენ

დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყო. პროცესზე დაიკითხა 2 მოწმე: ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. დაკითხვის საგანს წარმოადგენდა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი, რომელზე ცეცხლის წაკიდებასაც ლაზარე

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე - მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს, დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს - ბატონო პროკურორო, როგორ მოიქცეოდით, თავს რომ დაგსხმოდნენ, ქალისთვის დაერტყათ - გაატარებდით?

მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულმა საბა სხვიტარიძემ განაცხადა. მან დეტალურად ისაუბრა მისი საქმის გარშემო. „ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ მაქვს, პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. პატარა იმედი მაქვს, რომ სასამართლო პატარა ლოიალობას გამოიჩენს. დამაკავეს იმის გამო, რომ მე და ჩემთან ერთად მყოფებს თავს დაგვესხა ე.წ. ტიტუშკა, რომ
×
×
  • შექმენი...