Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.929

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. იპნ

ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ მოაწერა გახარიას პარტიამ ხელი “ქართულ ქარტიას”

პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის „ქართული ქარტის“ ხელმოწერით პარტია კომპრომისზე წავიდა, მას შემდეგ, რაც „ძლიერ საქართველოსთან“ გაერთიანება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ მან დღეს, 23 სექტემბერს, „ფორმულაზე“ ისაუბრა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი პარტიისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არც „ქართული ოცნება“ დარჩენილიყო ხელისუფლებაში და არც „ნაციონალური მოძრაობა“ მობრუნებულიყო და ამ ამოცანის შესრულებას პრეზიდენტის ქარტიაც პასუხობს, რომელიც არჩევნ

გიორგი გახარია - ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა

შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გიო

საოლქო კომისიებში სარჩელების განხილვის შემდეგ საარჩევნო დავა სასამართლოში გადაინაცვლებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჩივრების დაკმაყოფილებაზე საოლქო კომისიების უარის შემდეგ დავას სასამართლოებში აგრძელებენ. საოლქო საარჩევნო კომისიებმა არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარდგენილი სარჩელების განხილვა დაიწყო. სარჩელების თემა ძირითადად ხმის ფარულობის დარღვევის გამო შედეგის ბათილად ცნობაა. გუშინ, 31 ოქტომბერს საჩივრების განხილვა უმეტესად ხმაურის ფონზე წარიმართა. მაგალითად, ზუგდიდში საოლქო კომისიის

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი: საქართველოში რუსეთის ჩარევით ევროპული იდეაა თავდასხმის ქვეშ

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის ჩარევით ევროპული იდეა, მათი ინტერესები, ევროპის საზღვრებთან მყოფი ქვეყნების სტაბილურობაა თავდასხმის ქვეშ. „დამკვირვებლებმა ცხადად თქვეს, ეს არაა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები“ – თქვა მინისტრმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სენატში საუბრისას. მისი თქმით, არჩევნებში „პრორუსული „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, 54%-ს ითვლის,

გერმანია: უნდა გადაფასდეს EU-ის ურთიერთობა საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან. მათ შორის, გერმანიის თანახმად, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის მხარდამჭერი ზომები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში. ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭო შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგშია რუსეთ

ღამით ხმაური იყო თსუ-ში - სტუდენტების თქმით, დაცვის სამსახური შენობაში გადაადგილებას უზღუდავდა

ხმაური და დაპირისპირება იყო ღამე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტები პროტესტის ნიშნად ღამეს ათევდნენ. როგორც სტუდენტები ამბობენ, მათ დაცვის თანამშრომლებმა უნივერსიტეტის შიდა სივრცეში გადადგილება აუკრძალეს, რაც სტუდენტებმა გააპროტესტეს, სწორედ ამას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება. სტუდენტები ამბობენ, რომ სასწრაფოს გამოძახებაც გახდა საჭირო. სტუდენტების თქმით, დაცვის თანამშრომლების გარდა უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ უცნობი პირები, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ და მ

შსს დღევანდელი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, „წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია მიიღებს ყველა შესაბამის სამართლებრივ ზომას უკანონო ქმედების აღსაკვეთად.“ დღეს, 24 ნოემბერს თბილისში დაგეგმილია ოთხი საპროტესტო მარში. 15:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყება ქა

უკრაინული მედიის ცნობით, უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა

უკრაინის უმაღლესმა რადამ იჩქერიის რესპუბლიკა რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარა. რადა ასევე გმობს რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდს. ინფორმაციას უკრაინული მედია ერთ-ერთი პარლამენტარის, იაროსლავ ჟელეზნიაკის ტელეგრამ პოსტზე დაყრდნობით ავრცელებს. „რადამ მხარი დაუჭირა ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიად აღიარებას და დაგმო რუსეთის მიერ ჩეჩენი ხალხის გენოციდი“, – წერს დეპუტატი. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 287-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მეუფე ნიკოლოზი განმარტავს, რატომ მიულოცა ილია მეორემ დაბადების დღე რუსეთის პატრიარქს

ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი და ამ კავშირში ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვის ფაქტი. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ პატრიარქი კირილე ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქია, მეუფე ამბობს, რომ ის ოკუპანტი ქვეყნის პატრიარქი მაშინაც იყო, როდესაც საქართველოში ხდებოდა

ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები განუწყვეტლივ მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით. გადაადგილების სპეციალური რეჟიმები ამ დროისთვის მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გ

სოფიო ხორგუანი - სახალხო დამცველის ოფისში რომ ვმუშაობდით, სული მხოლოდ უცხოური გრანტებით გვედგა (ვიდეო)

სოფიო ხორგუანი: "ქვეყანაში ყველა სფეროში პრობლემაა, რომლის მოგვარების უნარი ხელისუფლებას არ გააჩნია… სახალხო დამცველის ოფისში რომ ვმუშაობდით, სული მხოლოდ უცხოური გრანტებით გვედგა" - სტუმრად „“ჯორჯიან თაიმსში,“ გადაცემა, "ტელეგრამი" - 2023 წელი. 10000000_3351059595154659_8685677250920218959_n.mp4

2022 წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა

გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს. ამასთან, IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.    

9 აპრილი - შენახული მოგონებები

მათზე ჰყვებიან და საგულდაგულოდ შენახულ თითო-ოროლა ნივთს უფრთხილდებიან. ვინ როგორ ინახავს 9 აპრილის მსხვერპლთა მოგონებებს.   ქურთუკის სახელოები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ერთი სახლია. სახლი იმ ქუჩაზე დგას, რომელსაც ახლა მამუკა ნოზაძის სახელი ჰქვია.     მამუკა ამ სახლში ბოლოს 1989 წლის 1 აპრილს შევიდა. მის დას ეს ზუსტად ახსოვს. მამუკა სტუდენტი იყო, თბილისში ცხოვრობდა და მშო

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს

ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს. კონსერვატორიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მუსიკოსს და კონსერვატორიელს!, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 

ანდრეი ერმაკი - საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაში მონაწილე 40-მდე ქვეყნიდან უმეტესობამ გადაწყვიტა, როგორ იმუშავებს მშვიდობისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, საუდის არაბეთში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შესახებ გამართული შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ გადაწყვიტა, როგორ შეიტანონ თავიანთი წვლილი მის განხორციელებაში. ერმაკმა შეხვედრის მონაწილე 40-მდე ქვეყანა დაასახელა, მათ შორისაა ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ესპანეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, გერმანია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი

ომბუდსმენის შეფასება ყვარელში ბერძენიშვილის ლექციის ჩაშლისას შსს-ს ქმედებებზე

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, 2023 წლის 15 იანვარს შსს-ს წარმომადგენლებმა არ შეასრულეს თავიანთი ვალდებულება და არ უზრუნველყეს ლევან ბერძენიშვილის ლექციის უსაფრთხოება. ამის შესახებ ლევან იოსელიანი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელზე დაწერილ წერილში წერს. იოსელიანი განმარტავს, რომ აპარატი აქტიურად ადევნებს თვალს გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებულ მდგომარეობას: აპარატი მიმართავს წინადადებით სამინისტროს, მომავალში გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება უ

გახარია - ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ - პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს

პარტია „საქართველოსთვის“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. „„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს. ეს გახლავთ გააზრ

საიას თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ სახელმწიფო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია

საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება უნდა დაიწყოს და გასაჯაროვდეს რეისის დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია. საიას თავმდჯომარის შეფასებით, მდგომარეობას ვერ ამსუბუქეს ის შემთხვევაც, თუკი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მომხდარა, რადგან კითხვები ჩნდება პრემიერის შემოსავალზე. ქურდოვანიძის თქმით, ქონებრივი დეკლარაცია

მერია ნარიყალის ციხის რეაბილიტაციას გეგმავს და ამისთვის 5.5 მლნ-ს დახარჯავს

თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი. მერიის ცნობით, პირველი ე

აზოვსტალის ქართველ მცველს ოკუპირებულ დონეცკში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა. მამუკა გაწერელია მარიუპოლში

ევროკავშირმა სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო, რომელიც 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. „საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მ

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რო

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდ

„არ დავდგეთ ცალ ფეხზე" — დიმიტრი გვრიტიშვილის პრეზენტაცია მოსამართლეთა კონფერენციაზე

დღეს, 24 მარტს, მოსამართლეთა რიგით 32-ე კონფერენციაზე ე.წ კლანის მოსამართლე დიმიტრო გვრიტიშვილმა „ვეტინგის” საწინააღდეგო პრეზენტაცია ჩაატარა. დიმიტრი გვტირიშვილმა ახსენა ნაზი ჯანეზაშვილი, „სასამართლოს გუშაგის” დამფუძნებელი და იუსტიციის საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, რომელიც „მოსამართლეთა კლანს” ეწინააღმდეგება. გვრიტიშვილმა ასევე ისაუბრა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ზოგ შემთვევაში კი მათი „ფეისბუქ-პოსტებიც” წარმოადგინა, რომლებშიც ასევე „კლანი” იყო გაკრიტიკებულ
×
×
  • შექმენი...