Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.387

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

BBC-ი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ფილმს აქვეყნებს, რომელშიც დავით კეზერაშვილი საქართველოში ქოლცენტრების დამფუძნებლად სახელდება და მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ

ე.წ. ქოლცენტრების თაღლითურ სქემაზე BBC-ის ფილმში დავით კეზერაშვილი საქართველოში მდებარე ბევრი ქოლცენტრის დამფუძნებლად სახელდება. BBC-ის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ქოლცენტრების უმრავლესობა ე.წ. პიქსელის შენობაში მდებარეობდა და ბევრი მათგანი საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ იყო დაფუძნებული ან დარეგისტრირებული. ფილმში მას “მისტერ ოფშორად” მოიხსენიებენ. BBC-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი ქოლცენტრის ოფისში ქართველი სამართალდამცავების მიერ ჩატარებულ სპ

ვიოლა ფონ კრამონი სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტის გაუქმებაზე - ძალიან სამწუხაროა - იმედია შემდეგ სესიაზე შეძლებს, მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება

ძალიან სამწუხაროა, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის გაუქმებას. “ძალიან სამწუხაროა. სურვილი მქონდა, რომ ჩვენ (ევროპარლამენტში საქართველოს ძალიან ბევრი მეგობარია) მივიღებდით მას [ზურაბიშვილს] პლენარულ სხდომაზე საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლისთვის. იმედია შემდეგ სესიაზე შეძლებს. მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირის დღის წესრიგში დატოვება,” - წერს ფონ კრამონი. 18 აპრილს, სტრასბურგში ს

ანა ბუჩუკური - ვადასტურებ, ნამდვილად არსებობდა იდეა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები სტრასბურგში პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ

იდეა ნამდვილად არსებობდა, რომ სხვადასხვა პარტიის ქალი დეპუტატები პრეზიდენტთან ერთად წასულიყვნენ სტრასბურგში, თუმცა, იცით, საბოლოო ჯამში, როგორ განვითარდა მოვლენები,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. ბუჩუკური ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტთან ერთად ქალი დეპუტატების სტრასბურგში გამგზავრებაზე სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. „თქვენ იცით, ბოლო პერიოდში პრეზიდენტს ჰქონდა სხვადასხვა ქალ დეპუტატებთან კომუნიკაცია,

პეტერ ფიშერი - არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა, ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია

არ ვიცი, რომელია „გლობალური ომის პარტია“, ნაგულისხმებია გერმანია? ევროკავშირია ნაგულისხმები? - ეს სისულელე იქნებოდა. ზოგიერთი განცხადება ანტიდასავლურია, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში აცხადებს. ელჩი „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის" სურვილის თაობაზე ნარატივს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მიზანი არა ომის ესკალაცია, არამედ მისი დასრულებაა. „მე ამას ასე არ გამოვხატავდი. ჩვენ გვესმის ასეთი სახის განცხადებები, ზოგჯერ რაღაც „

საავტომობილო გზების დეპარტამენტი - რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ამჟამად მოძრაობა თავისუფალია და, ავტოტრანსპორტის მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე, გადაადგილება შენელებულია მხოლოდ სურამისა და ვერტყვიჭალის კვანძებთან, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, რიკოთის მონაკვეთზე მონიტორინგის ჯგუფები აგრძელებენ 24-საათიან მკაცრ მონიტორინგს. „რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მოძრაობდა მისაბმელიანი, ნახევრად მი

ბუნდოვანი დეტალები მთავრობის წინ მშენებარე სკვერის ირგვლივ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე დღეა, რაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ სკვერის მოწყობა იგეგმება. თუმცა, მთავარი დეტალები, მაგალითად, რა დაჯდება მისი მოწყობა, როდის დასრულდება ან როგორი იქნება საბოლოო პროექტი – უცნობია. სკვერის მოწყობის გადაწყვეტილება დროში დაემთხვა სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან გახშირებულ საპროტესტო აქციას მთავრობის ადმინისტრაციის წინ და გააჩინა განცდა, რომ ტერიტორიის შემოღობვით საპროტესტო სივრცეს ართმევენ აქტივისტებსა და ოპოზიციას. შემოღობვამდე დროი

პაპუაშვილმა ვენეციის კომისიას “დეოლიგარქიზაციის” განახლებული კანონპროექტი გაუგზავნა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას სთხოვს “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტზე მოსაზრება დაჩქარებულ ვადებში შეიმუშაონ. 12 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. ვენეციის კომისიის დასკვნის გამო მეორე მოსმენაზე დაბრუნებულ კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის პაპუაშვილი სწორედ ამ სიახლის შესახებ ატყობინებს და წერ

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა წელს 257,7%-ით გაიზარდა

2023 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.6-ჯერ გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გასულ 3 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 257.7%-ით არის გაზრდილი. უფრო კონკრეტულად, 2023 წლის 1-ელ კვარტალში რუსეთიდან საქართველოს 256 787 ვიზიტორი ეწვია, მაშინ როცა 2022 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 71 793 იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ

ბექა ლილუაშვილი - ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა

ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა (როგორც ჩანს მოლაპარაკებები "წარმატებით" დაასრულეს ჩვენებმა) შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.   როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, პირველი ფრენა 18 აპრილს განხორციელდება.

ინტერვიუ კელი დეგნანთან სანქციებზე, მედიაზე, პროპაგანდაზე და ა.შ.

მესამე წელია, საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციას კელი დეგნანი იკავებს. მას ვადა მალე ეწურება, თუმცა სწორედ მის ელჩობას დაემთხვა აშშ-ის გადაწყვეტილება, რომელიც უკანასკნელ დღეებში ერთ-ერთი მთავარი თემაა როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის, ისე მედიისთვის: სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველი მოსამართლე დაასანქცირა.  12 აპრილს ჩაწერილი ინტერვიუს დიდი ნაწილიც სწორედ სანქციებსა და ქართულ მართლმსაჯულებას ეხება, თუმცა “ნეტგაზეთმა” ელჩს არაერთი კითხვა დაუსვა სხვა პროცესებზეც, მათ შორის, მმართველი

ამერიკის საელჩო - 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ

გაერო-ში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა, - ამის შესახებ დედაენის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის საელჩოს მილოცვაშია აღნიშნული. „გაეროში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერის ხილვისას ნათლად ჩანს, რომ ქართველი ხალხისთვის ენა „ღვთაებრივი საუნჯეა“. 45 წლის წინ თქვენ არა მხოლოდ საბჭოთა რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს დაანახეთ, რომ სიამაყეს, რომლითაც ქართული ენის სიყვარულს დაატარებთ, ვერავინ წაგართმევთ. გილო

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი არის ნატო-ში, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე, თუ აირჩევთ იყოთ ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება

ყველა დამოუკიდებელი ერის ადგილი ნატო-შია, საქართველოდან მოლდოვამდე, უკრაინიდან ბოსნიამდე და ნებისმიერი სხვა დემოკრატიის ევროპაში, თუ აირჩევთ იყოთ ევროატლანტიკური ალიანსის ოჯახის წევრი, ეს ოცნება ახდება, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჯოანა მირჩამ  ბუქარესტში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ჯოანა მირჩამ აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონი თითქმის 10 წელია რუსეთის აგრესიის სამიზნეა, რაც მისი თქმით, ზე

„ჯორჯიან ეარვეისი“ - არ ვადასტურებთ ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, მსგავსი ცრუ ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. „მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

მედიის ცნობით, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროებაში ეჭვმიტანილ ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი. ის ბოსტონში ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგა. მედიის ინფორმაციით, ტეიშეირას ბრალი წაუყენეს ეროვნული თავდაცვის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის უკანონო მოპოვებაში, შენახვასა და გადაცემაში. 21 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის ს

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას მხარი დაუჭირა. რეფორმა, რომელიც მაკრონმა პარლამენტის გვერდის ავლით გასულ თვეს დაამტკიცა, საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებით, კანონპროექტის ზოგიერთ მუხლს აქვს სამართლებრივი ხარვეზები. სადავო საპენსიო რეფორმის გამო, საფრანგეთში იანვრიდან მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მთავრობის განცხადებით, ინიცირებული ცვლილებები

სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი საქართველოსა და მოლდოვაში „მეორე ფრონტის” გახსნას ცდილობს. ამის შესახებ მან უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი საკუთარ სამხედრო-პოლიტიკურ და დიპლომატიურ გეგმებში ითვალისწინებს დასავლეთის მცდელობებს გახსნას “მეორე ფრონტი” საქართველოსა და მოლდოვაში, ასევე პოლონეთში ბელარუსის საზღვართან მდებარე სამხედრო კონტინგენტს. „ამ ფაქტორების ერთიანობა არავის არ აძლევს მოსვენების უფლებას, ჩვენ

სერგეი ლავროვი - საქართველოში პროტესტი სრულიად გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, რომლის თანახმად, თუ საზღვარგარეთიდან იღებ ფულს და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას ეწევი, გთხოვთ, გაგვაგებინე, საიდანაა ფული

საქართველოში პროტესტი სრულიად ნათელი, გასაგები კანონპროექტის წინააღმდეგ იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უზბეკეთში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. „ის, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს დასავლეთს ამა თუ იმ ხელმძღვანელობისადმი, ნათლად გამოჩნდა, როდესაც მოლდოვაში პრეზიდენტისა და მთავრობის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო პროტესტები, ეკონომიკის განვითარების ინტერესების იგნორირების წინააღმდეგ პროტესტები. დასავლეთმა ეს ლამის როგორც კანონიერი ხელ

Wizz Air ბოდიშს იხდის აფხაზეთის სახელმწიფოდ მოხსენიების გამო

ავიაკომპანია Wizz Air ბოდიშს იხდის საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო. კომპანიის განცხადებით, ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია და მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. “გვინდა ბოდიში მოვიხადოთ აპრილ-მაისის საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია. მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ცვლილებების განსახორციელებლად. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნ

ვნუკოვოს აეროპორტმა ჯერ დააანონსა და შემდეგ წაშალა ცნობა მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებზე

ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ ვებგვერდზე ჯერ გამოქვეყნდა ცნობა, რომ 18 აპრილიდან მოსკოვიდან თბილისში პირდაპირი რეისებით იქნება ფრენა შესაძლებელი, შემდეგ კი წაიშალა.     “ვნუკოვოს” აეროპორტის ვებგვერდზე მითითებული იყო, რომ პირდაპირ ფრენებს ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს ყოველდღიურ რეჟიმში. თუმცა ამ ავიაკომპანიის ვებგვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იყო განთავსებული. ბილეთის დაჯავშნის საშუალებას არც ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდი გაძლევდა. BM.GE-სთან საუბარიში ჯორჯიან ე

სოსო პავლიაშვილმა სტავროპოლში ომში დაშავებულებს უმღერა – მედია

მუსიკოსმა სოსო პავლიაშვილმა იმღერა სტავროპოლის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც უკრაინაში, ომში დაჭრილი რუსი სამხედროებიც მკურნალობენ. სტავროპოლის ჰოსპიტლის გახსნიდან 80 წელი შესრულდა, სწორედ ამას მიეძღვნა, რუსული მედიის მიხედვით, ღონისძიება, რომელშიც პავლიაშვილიც მონაწილეობდა. არტისტმა რამდენიმე ჰიტი შეასრულა და გამოელაპარაკა სპეციალური სამხედრო ოპერაციის (რუსეთში ასე უწოდებენ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას) მონაწილეებს. ასევე ფოტოები გადაიღო მათთან. მებრძოლებმა მისი მიმართვები ტელეფ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია

უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩავატარე სხდომა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, უკრაინისა და ნატო-ს პოტენციალების გაერთიანების გარდაუვალობის შესახებ. არსებითი სხდომა იყო - [ესწრებოდნენ] უმაღლესი რადას თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის საგარეო პოლიტიკური ბლოკი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი,” - განაცხადა ზელენს

დენის შმიგალი - ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო

ვაშინგტონში გამართული ნაყოფიერი შეხვედრების შედეგად უკრაინამ პარტნიორების მხრიდან დამატებით 5 მილიარდი დოლარის დაფინანსების დაპირება მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა მედიასთან ისაუბრა. დახმარების ახალი დაპირებები უკრაინამ შვეიცარიის, დანიის, ესპანეთის, ირლანდიის, იაპონიის, ლატვიისა და ლიეტუვისგან მიიღო. ამას გარდა, უკრაინულმა მხარემ ამერიკულ კომპანია „ბოინგთან“ მიაღწია შეთანხმებას უკრაინული კომპანიებისთვის 200 მილიონი დოლარის დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

დმიტრო კულება - ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეები თუ შემოგვთავაზებენ დადებით წინადადებებს, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებისკენ, ჩვენთვის მიუღებელი იქნება

უკრაინა ნატო-ს მომდევნო სამიტზე ალიანსში გაწევრიანებისკენ მიმართულ რეალურ ნაბიჯებს ელოდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. „თუ მოკავშირეები ვილნიუსში, ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე უბრალოდ 130-ედ დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკას, მაშინ უკრაინისთვის ეს სამიტის მიუღებელი შედეგი იქნება. თუ ისინი შეეცდებიან ვილნიუსში შემოგვთავაზონ ნატო-სთან თანამშრომლების გასაღრმავებლად დადებითი წინადადებები, მაგრამ არცერთ ნაბიჯს არ გადადგამ

აღდგომის ღამეს მეტრო მგზავრებს 04:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ღამეს, მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო დილის 04:00 საათამდე იმუშავებს. ამავე ღამეს, 23:00 საათიდან დამატებითი დროის განმავლობაში მეტრო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. ამასთან, 16 და 17 აპრილს დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტები, რომლებიც 08:00-დან 20:00 საათამდე იმოძრავებენ მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით. აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები მგზავრებს მოემს

VIDEO: ემოციური შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია - ,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტუმრნენ

,,პრაიმ ჰაუსელები" მოხუცებულთა სახლს ესტრუმნენ. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც უცრემლოდ არ ჩაუვლია. მაყურებელმა დღეს პროექტის მონაწილეები სულ სხვა კუთხით დაინახა. ემოციებით ატირებული ახალგაზრდებისა და მოხუცების სიხარულის ცრემლები გაერთიანდა. ნახეთ, ,,პრაიმ ჰაუსის" ყველაზე ემოციური ვიდეო: prime time
×
×
  • შექმენი...