Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    899.277

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებაზე - ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო. „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ო

პრეზიდენტი ეროვნული ბანკის წევრებად წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს უკან გაიწვევს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, სანამ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას ბრძანება არ გაუქმდება. აღნიშნულის თაობაზე გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებთან კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კანდიდატურების საკითხი უნდა განეხილათ. მისივე თქმით, ხომერიკი და ყეინიშვილი კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდნენ, რაც მათ პიროვნულ გა

პრეზიდენტი ემიგრანტებს - თქვენს ხელშია ხვალინდელი მომავალი - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი, თუ ქვეყანა დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას

თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენს და თქვენს შვილებს დაბრუნების სურვილი არ გექნებათ, - ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დ

პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს - ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოსა და კავკასიი

პრეზიდენტი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავ

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებთან. არსებული ინფორმაციით, 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“.

პრეზიდენტი ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. „თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლე

პრეზიდენტი დღეს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე - ეს მხოლოდ იმისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს - ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე

ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიზანია, რომ ხალხი შეშინდეს და არჩევნებზე არ წავიდეს.

პრეზიდენტი დიპლომატებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა. შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა შეხვედრებს მართავს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. იპნ

პრეზიდენტი დიასპორას - აუცილებელია, მიიღოთ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს

აუცილებელია, ყველამ იაქტიუროს, რომ მიიღოთ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში იმისთვის, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა აქამდე, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს, ამიტომ რაც უფრო ინფორმირებული იქნებით და დროულად მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში და საჯაროდ იქნება ცნობილი, რომ მონაწილეობთ, უფრო დაცული იქნება მთლიანად ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, სადა

პრეზიდენტი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე იმყოფებოდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა. პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა. შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ს

პრეზიდენტი გიტანას ნაუსედას - საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია

ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია. ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ

პრეზიდენტი განცხადებას გააკეთებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი. ბრიფინგის თემა უცნობია. იპნ

პრეზიდენტი გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს. სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.   ipn

პრეზიდენტი ბრიფინგს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ბრიფინგი 19:00 საათზეა დანიშნული. იპნ

პრეზიდენტი ბიჭვინთის აგარაკების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან

დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოხმაურება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა. მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოე

პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე - ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა - ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. როგორც ზურაბიშვილმა, le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“. „ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძ

პრეზიდენტი აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი. მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს. იპნ

პრეზიდენტი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე - ეს ქვეყანა არასოდეს იყო და არასოდეს იქნება პრორუსული

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსო

პრეზიდენტი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უცნობია აუდიენციის დეტალები.   ipn

პრეზიდენტი აქციის მონაწილეებს - არის რაღაც გეგმები, პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ - მინდა, მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ. „მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილა

პრეზიდენტი აქციებზე - ეს არის მშვიდობიანი, მასობრივი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოძრაობა და ორ რამეს მოითხოვს - დამიბრუნე ჩემი ხმა, რადგან მოპარული არჩევნები ჩატარდა და რაც მთავარია, ჩემი ევროპული მომავალი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს. ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი

პრეზიდენტი არჩევნებზე დამკვირვებლებს ხვდება

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან. „მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნ

პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008
×
×
  • შექმენი...