Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.316

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გახარიას გუნდი ივანიშვილს: გახსენით თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პოლიტიკური დებატებისთვის. ნუ ატყუებთ მოსახლეობას!

მივმართავთ ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ტელევიზიების (იმედის, რუსთავი 2-ის, საზოგადოებრივი მაუწყებელის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს: ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია ოცნების პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად. ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია ნაცმოძრაობის ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს., - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბ

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა

დანიის ახალი მეფე ფრედერიკ X გახდა. ფრედერიკ X-მ სამეფო ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც დედამისმა, დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ხელი მოაწერა გადადგომის დეკლარაციას და შვილს გვირგვინი ოფიციალურად გადასცა. ტახტის გადაცემა დღეს, 14 იანვარს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ქრისტიანსბორგის სასახლეში შედგა. ამის შემდეგ კი, ტრადიციისამებრ, ქრისტიანსბორგის სასახლის აივნიდან დანიის-პრემიერ მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა, ახალი მეფის ტახტზე ასვლის შესახებ საჯაროდ გამოაცხადა. ისტორიული მომენტ

საბერძნეთში ქართველები დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით

საბერძნეთში ქართველები დააკავეს, რომელთაც ბრალად ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა ედებათ. როგორც ბერძნული მედია წერს, 7 დაკავებულს შორის ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. მედიის თანახმად, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში კიდევ 13 უცხოელი იმყოფება, რომელთაგან 7-ზე დეპორტაციის პროცედურები დაიწყო. მედიის ცნობით, პოლიციამ სახლების და საწყობების ძარცვის 35 ფაქტი, 1 ყაჩაღობის და გამოძალვის 2 ფაქტი გახსნა. მათივე ცნობით, ამოღებულია პისტოლეტი, რევოლვერ

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი პირი დააკავეს

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გორში ერთი მოქალაქე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ძაღლს კისრის არეში სანადირო იარაღით გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. ვეტერინარებმა ძაღლის გადარჩენა შეძლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცხოველის წამებას და სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი - არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის, იქნება მეტი დრონები - გამარჯვების პოტენციალი გვაქვს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. „ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.

არავის მისცეთ უფლება ის ფასეულობები, რაც ამ დროშის ქვეშ არსებობს, შეგვიცვალოს – ზურაბიშვილი ახალგაზრდებს

დღეს, 14 იანვარს, ორბელიანების სასახლის ეზოში საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. საზოგადოებას ორბელიანების სასახლიდან მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო დროშა მხოლოდ მატერიალური სიმბოლო არაა და ერთიანობის გამოხატულებაა. ამიტომ მისი თქმით, ყველას ევალება დროშის პატივისცემა და ყველა უნდა გრძნობდეს იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თავი

გორში ძაღლი მოკლეს, დაწყებულია გამოძიება

გორში ძაღლი მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკი მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ცხოველის დაღუპვის შემთხვევაში სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ერთიდან ორ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ერთიდან ოთხ წლამდე ვადით. ნეტგაზეთი

ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ – უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს

უკრაინის საელჩო ქართველებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. „ძვირფასო ქართველო ძმებო! გულწრფელად გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – ნათქვამია უკრაინის საელჩოს განცხადებაში. 14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. ხუთჯვრიანი დროშის დამტკიცებით დასრულდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფოებრივი სიმბოლოს ისტორია. სანამ ჩაანაცვლებდნენ, არაერთი გარდამტეხი ისტორიული მოვლენის მომსწრე გახდა: ნახა როგორც რეს

ამაზონის ჯუნგლებში 2500 წლის წინანდელი ქალაქები აღმოაჩინეს

ლაზერულ-სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით, ტროპიკული ტყეების ეკვადორის ნაწილში თიხის ბორცვებისა და დამარხული გზების ქსელი გამოავლინეს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ამაზონის ჯუნგლებქვეშ, ამ დაკარგულ ქალაქებში, 2000-ზე მეტი წლის, წინ სულ მცირე 10 000 ადამიანი ცხოვრობდა. ეს თიხის ბორცვები და დამარხული გზები ეკვადორში დაახლოებით 30 წლის წინ პირველად შეუმჩნევია საფრანგეთში კვლევების ეროვნული სააგენტოს არქეოლოგ სტივენ როსტეინს, რომელიც მაშინ ორ დასახლებაში აწარმოებდა გათხრებს. “მაგრამ მაშინ

ჯო ბაიდენი - თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თუკი კონგრესში „რესპუბლიკელები“ უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების პროგრამას არ დაამტკიცებენ, ეს ნაბიჯი ძვირი დაუჯდებათ. „თუ ჩემი „რესპუბლიკელი“ კოლეგები უკრაინას არ დააფინანსებენ, ბევრის გადახდა მოუწევთ”, - აღნიშნა ბაიდენმა. მან იმედი გამოთქვა, რომ კონგრესში „რესპუბლიკელები“ საბოლოოდ მიიღებენ პაკეტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც უკრაინის დახმარებას, ასევე გააძლიერებს ამერიკის საზღვარს მექსიკასთან. “ვფიქრობ, საზღვარზე მნიშვნელოვანი

დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. საქართველოს პრეზიდენტის ადიმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ორბელიანების სასახლეში 16:00 საათზე ღონისძიება გაიმართება, აღიმართება სახელმწიფო დროშა, დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება ოფიციალურ ცერემონიას დაესწროს. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,

აშშ-ს საელჩო - ვულოცავთ ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს. "ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!", - წერია განცხადებაში. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება. იპნ

მიშა დაუშვილი - 2012 წლის მერე წარმოიდგენდით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს დაიცავდა კეზერაშვილის მოადგილეებით, კობახიძეებით და ამ გაურკვეველი ხალხით? წარმოიდგინეთ, რამხელა შიშთან გვაქვს საქმე

"დღევანდელ ბიძინას შეხედეთ ვინ იცავს, კეზერაშვილის მოადგილე, ირაკლი კობახიძე. 2012 წლის მერე წარმოიდგენდით, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს დაიცავდა კეზერაშვილის მოადგილეებით, კობახიძეებით და ამ გაურკვეველი ხალხით? წარმოიდგინეთ, რამხელა შიშთან გვაქვს საქმე."  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

თოვლი, წვიმა, ქარბუქი, ყინვა – ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამინდი 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქალი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული და ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინვა. 14-15 იანვარს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დედაქალაქში 13 იანვარს ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება, 15 იანვარს კი -2 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4- ბალიანი შტორმული ღელვ

ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში

აშშ-ის მხრიდან სამხედრო დახმარების მიღების შესაძლებლობას ახლა უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ, ვიდრე დეკემბერში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას: უფრო მეტი პოზიტივით ვუყურებ ამას, ვიდრე ეს დეკემბერში იყო. ვფიქრობ, რომ შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ცალკე აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევრო

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ ამ მინიონებს ამოეფარება უკან, რომელთა სიტყვასაც ფასი არ აქვს და ირაკლი კობახიძისგან შეიკერავს აბჯარს, ესე არ გამოვა. ამის უფლებას არ მივცემთ

"ადამიანი, თუ ფიქრობს, რომ ამ მინიონებს ამოეფარება უკან, რომელთა სიტყვასაც ფასი არ აქვს და ირაკლი კობახიძისგან შეიკერავს აბჯარს, ესე არ გამოვა. ამის უფლებას არ მივცემთ. რატომ გამოვიდა ივანიშვილი? იმიტომ, რომ ამ მინიონებს არ აქვთ რესურსი ეს ადამიანი სამალავში ამყოფონ.  ივანიშვილი არის საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი. 2012 წლის იდეალებთან დამარცხებული ადამიანი. ივანიშვილს, პირველ რიგში, ხალხთან აქვს სალაპარაკო, მაგრამ სათქმელი რომ არაფერი აქვს, ამიტომ ჰყავს გამოყრილი ეს მინიონები

ბერდია სიჭინავა - ჩვენ არც ოლიგარქი გვყავს, არც მილიონები გვაქვს და არც საკუთარი მედია გაგვაჩნია. ჩვენს პარტიას რაც აქვს არის: კეთილსინდისიერება; იდეა და სიმართლე და ამას ვერაფერი გააჩერებს

ჩვენ არც ოლიგარქი გვყავს, არც მილიონები გვაქვს და არც საკუთარი მედია გაგვაჩნია. ჩვენს პარტიას რაც აქვს არის: კეთილსინდისიერება; იდეა და სიმართლე და ამას ვერაფერი გააჩერებს.  როცა დასჭირდებათ, ივანიშვილს ზუსტად იგივე სიტყვებით მოიხსენიებენ, როგორც დღეს გახარიას მოიხსენიებენ. პირველივე დახლზე გაყიდიან ივანიშვილს და ეს თავად ივანიშვილმაც კარგად იცის. ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. 

სალომე ზურაბიშვილი 6 თებერვალს პარლამენტში მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა. „როგორც იცით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, უნდა შეთანხმდეს პარლამენტის თავმჯდომარესთან. პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს

ბექა ლილუაშვილი - კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას, ასე ვერ დაიცავენ ივანიშვილს - მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს? გახარია ამის საშუალებას არ მისცემს

კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას - ამ კაცმაც [ირაკლი კობახიძემ] და ბიძინა ივანიშვილმაც კითხვებზე პასუხი კარგად იციან, კობახიძეს ეს უბრალოდ რიტორიკისთვის თუ უნდა, ეს არის მისი ბზუილი გახარიასთან - გამოდიან მინიონები და ბიძინა ივანიშვილის დაცვას ცდილობენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი გა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Human Rights Watch - საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი, რომელიც შელახავდა გამოხატვის თავისუფლებას - ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა, პოლიტიკაში დომინირებდა დაძაბულობა

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა. პოლიტიკურ მოვლენებში დომინირებდა დაძაბულობა ხელისუფლების მიერ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან კრიტერიუმებს, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. „ხელისუფლება ცდილობდა მიეღო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონმდებლობა, რომელიც შელახავ

HRW - საქართველოში მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა

მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში მავნე ჩარევის ფაქტზე, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტო

ანა ბუჩუკური - კობახიძეს ვურჩევდი, "ტიკ-ტოკზე" ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს. მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება

მინიონების დასაცავი თუ გახდებოდა ოდესმე ივანიშვილი, ვერ წარმოვიდგენდი - კობახიძეს ვურჩევდი, „ტიკ- ტოკზე“ ჩემი ვიდეოების ყურება გააგრძელოს - მძიმე ეტაპი აქვს და განიმუხტება,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძეს უპასუხა. ბუჩუკურის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვიან "ქართული ოცნების" ლიდერები და გახარიასთან დაკავშირებულ საკითხზე თავად ივანიშვილმა უნდა ისაუბროს საჯაროდ. "მე არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური "

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან პოლიტიკაში, რაღაცები ისაუბრა, მათ შორის გახარიასთან მიმართებით და მიიმალა. ახლა გამოდიან მინიონები და ივანიშვილის დაცვას ცდილობენ. ჯერ ამათი დასაცავი რომ გახდა, ეს მისთვის ალბათ, მძიმე მოცემულობაა

ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან პოლიტიკაში, რაღაცები ისაუბრა, მათ შორის გახარიასთან მიმართებით და მერე უცებ მიიმალა. ახლა გამოდიან მინიონები და ივანიშვილის დაცვას ცდილობენ. ჯერ ამათი დასაცავი რომ გახდა, ეს მისთვის ალბათ, მძიმე მოცემულობაა.  თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, აგერ ვართ. მესმის, რომ კარგად გამოცდილი პიარტექნოლოგი ჰყავთ და ურჩევენ ამ საკითხებს, მაგრამ ასე ვერ დაიცავთ ივანიშვილს. მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს, ვინ მისცემს მათ ამის საშ

კახაბერ ქემოკლიძე - ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, პოლიტიკაში ისეთი ხალხის დაშვებაა, რომელთა ინტელექტის დონე საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა

წვრილ, უთავმოყვარეო “ლიფსიტებზე” კომენტირებით “კედელს” არ ვანაგვიანებ ხოლმე, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ ისიც იმიტომ, რომ გაცილებით უფრო მსხვილი პრობლემა მინდა ავსახო, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე წერს.  მისი თქმით, ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა, პოლიტიკაში ისეთი ხალხის დაშვებაა, რომელთა ინტელექტის დონე საშუალო სკოლის მოსწავლის ნიშნულს დაბლაა.   "ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა (და
×
×
  • შექმენი...