გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი.
მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩას
რუსეთმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის უკრაინული მარცვლეული მოიპარა.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg NASA-ს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„უკრაინამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ხორბალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მოიკრიფა”, - წერს Bloomberg.
აღსანიშნავია, რომ კვლევა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ჩატარდა, რომელმაც სატელიტური გამოსახულებები გააანალიზა და დაადგინა სად იყო ხორბლის მოსავალი აღებული.
ხორბლის თითქმ
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს ჩამონგრეული შენობების გამო გამოძიება 600- ზე მეტი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაღის ცნობით, 612 ეჭვმიტანილიდან 184 დაკავებულია და სასამართლო პროცესის მოლოდინში იმყოფება. დაკავებულთა შორის არიან სამშენებლო კონტრაქტორები, შენობის მფლობელები და მმართველები.
7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, თურქეთში დაახლოებით 6 000-მდე შენობა დაინგრა, მათ შორის, რამდენიმე ა
პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რასაც ახლა ოცნება კობახიძის პირით ცდილობს, უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია.
მისი თქმით, ამჯერად, ნაცებად და ქოცებად ყოფენ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს.
"სტუდენტების დაპირისპირება, ახალგაზრდების გახლეჩა, საბჭოთა პროპაგანდისტული მეთოდებით მათი დისკრედიტაცია, დემონიზება - უკიდურესად სახიფათო რუსული სცენარია. ნაცებად და ქოცებად ყოფენ ამჯერად სტუდენტებს, ახალგაზრდებს. ეს უკვე ნანახი გვაქვს უმძიმესი შედეგები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობის პარალიზებას 9 აპრილს დაგეგმილ აქციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებას არ სურს, აქციას დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანები შეუერთდნენ.
რიკოთთან იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ლაშა ფარულავა და ვასო ურუშაძე, რომლებმაც განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დააკისრეს და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.
„შექმნილი რეალობიდან გამომდინარე შეგვიძლია ვი
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო შოვში მეწყერის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში ტრაგიკული მეწყერის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ფიქრებით საქართველოს ხალხთან ვართ და დაკარგულთა უსაფრთხოდ გადარჩენის იმედი გვაქვს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.
შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების გ
სექტემბერში, საარსებო შემწეობა 435 578-მა ადამიანმა (122 416-მა ოჯახმა) მიიღო, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 226 328-ია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 200 191 ადამიანს (44 298 ოჯახს), 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა საარსებო შემწეობისთვის საჭირო ზღვრულ ქულას არ აღემატება და
“ყველანაირი უმსგავსობის რეკორდი მოხსნა კომიტეტის თავჯდომარემ დღევანდელ შეხვედრაზე.
მერე ეს ხალხი გამოდის და უხამსი შეფასებების შესახებ კანონპროექტს იღებს საქართველოს პარლამენტში. გამოდიან და გვასწავლიან ჭკუას ვაჟკაცობაზე, ქართველობაზე და ევროპელობაზე.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.
396971703_2103842706629297_8113675887281479571_n.mp4
"ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის აგრესიის პროპაგანდისთვის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც Kyiv Independent წერს, პატრიარქ კირილისთვის ბრალის დაუსწრებლად წაყენების შესახებ განცხადება უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 4 ნოემბერს გააკეთეს. უწყების განცხადებით, რუსეთის პატრიარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მმართველების გარემოცვის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში საჯაროდ დაუჭირა მ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
როგორ
2023-ის ნოემბერში თბილისში 3300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა, აცხადებენ „გალტ & ტაგარტის“ მკვლევრები.
უძრავის ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულად რჩება საშუალო ზომის (51-80 კვადრატული მეტრი) ბინები. რაც შეეხება ფასებს, ახალ ბინებზე მათი ზრდა გაგრძელდა, მეორეულ ბინებზე – მცირედი კლება. „მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავა
იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
იპნ
TI-ის ინფორმაციით, ხობის მერიამ 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის, დემურ გადელიას კომპანიას მოარგო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ხობის მერიამ გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 10,818,151 ლარი იყო. ზუსტად ეს თანხა, ორგანიზაციის ცნობით, ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ შესთავაზა, ეს სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სს „არქეოპოლისი” იყო.
თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ.
მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი
ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი.
„ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023
რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე.
“წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია.
ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონი
ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.
როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას.
ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ა
ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.
დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“.
Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპან
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მოკვლევის თანახმად, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე მარინე ცერცვაძე, რომელიც 2019 წლიდან უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, 2023 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებებს და ხელფასს არ უთითებს.
დარღვევა I – მარინე ცერცვაძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება:
60 კვ.მ ბინა ბათუმში, ყაზბეგის ქუჩაზე
71.7 კვ.მ ბინა თელავში, მშვიდობის ქუჩაზე
105 კვ.მ მიწის ნაკვეთი თელავში, მშვი
ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტან ოსაქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გამოეხმაურა:
„ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ევროკავშირი მტკიცე რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში“, – წერს X-ზე ევროკომისიის პრესსპიკერი, პიტერ სტანო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ეგრეთწოდებული საპარლამენტო არჩევნები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 ივნისს ღამის საათებში კახეთის რეგიონის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
პუბლიკა
დღეს, 28 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებს კიდევ სამი ქართველი სპორტსმენი გამოეთიშა.
მოცურავე ნოე ფანცხავამ 100 მეტრზე ცურვის შეჯიბრში 41 ადგილი დაიკავა და ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა.
ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი კი მერვედფინალში ფრანგ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.
რაც შეეხება მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს, ის ტაჯიკ სპორტსმენთან დავლატ ბოლტაევთან დამარცხდა და შეჯიბრს 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
გუშინ, 27 ივლისს, პარიზის ოლიმპიადაზე ოთხმა ქართველმა ს