პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილის პოლიტიკა ამ ქვეყნის მომავალს პრობლემას უქმნის, იგი კონფლიქტშია შესული ახალგაზრდობასთან, 19-20 წლის სტუდენტებს აცემინებს ზონდერებს და მოძალადეებს.
ბიძინა ივანიშვილი დღეს არის სუსტი სახელმწიფოს სიმბოლო.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627059914803781/
იუსტიციის სამინისტრომ რუსული კანონის აღსასრულებლად კანონქვემდებარე აქტების გამოქვეყნება დაიწყო.
როგორც იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მიერ გამოცემული ბრძანებით ირკვევა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულად ემატება ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი. სწორედ ამ დეპარტამენტის უშუალო უფლებამოსილება იქნება კანონთან დაკავშირებული საკითხები.
დეპარტამენტი შედგება ორი სამსახურისგან:
რეგისტრაციის სამსახური;
დეკლარირების მონიტორინგის სამსახური.
დეპარტამენტი
მიშა დაუშვილი მამუკა ხაზარაძეზე და „ლელოზე":
„მამუკა ხაზარაძემ და „ლელომ" ეს პროექტი ჩვენს დასაზიანებლად ბევრჯერ გამოიყენა. ბევრი ტყუილი თქვეს.
ამ ყველაფერს კი ცივი წყალი გადაასხა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ და ტყუილში ამხილა. პოლიტიკური სპეკულაციების გაგრძელების ნაცვლად, გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, სადაც პირდაპირ წერია, რაზე იმსჯელა სასამართლომ. ნუ მალავენ ამ გადაწყვეტილებას."
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4997963
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიის ერთი წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ რაჭაში 2023 წლის 3 აგვისტოს განვითარებულმა უმძიმესმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა ბუნებრივი კატასტროფების მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია, მათ შორის, კანონმდებლობის აღსრულებასთან, პოლიტიკის შემუშავებასთან, საზოგადოების ინფორმირებასთან და მომხდარის ეფექტიან გამოძიებასთან.
საია პრობლემურ
ფონდი „სიკეთის რევოლუციის“ განცხადებით, რუსული კანონის გამო ფუნქციონირებას წყვეტენ.
ფონდი „სიკეთის რევოლუცია“ ემსახურება ოჯახების დახმარებას საკვებით, ტანსაცმლითა და სხვა საყოფაცხოვრებლო ნივთებით. ფონდი 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე ოჯახს დაეხმარა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატო-ს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს.
„3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან ნატო-ს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს.
შეგახსე
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია.
„კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეე
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის შედეგად, საქართველო 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.
უკრაინაში ომში, ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა. ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამის არხი „АМРА-life“.
„ცოტა ხნის წინ ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა, ისინი სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა. ეს არის ადამიანისა და მებრძოლის შესაფერისი გმირული საქციელი".
კონსტანტინ ივანოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ოკუპირებუ
„სამხრეთის კარიბჭე“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე, სამცხე–ჯავახეთში აქტიურად მომუშავე პარტიებს და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობს. მომდევნო ეპიზოდის სტუმარი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი.
წინასაარჩევნო გადაცემების სერიებში, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: როგორ აფასებენ პარტიები წინა მოწვევის პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას; რას ფიქრობენ ისინი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“; რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან ისინი მო
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” თბილისში საპროტესტო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის, მუშაობაში ხელის შეშლის და ტექნიკის დაზიანების ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები აკრძალულია როგორც საერთაშორისო სტანდარტით, ისე არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
დღეს, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა იძალადეს ჟურნალისტებზე: დაარტყეს „პულიკის” ჟურნალისტ მინდია გაბაძეს,
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, მშვიდობიან აქციაზე მოსვლით, ხმა გააგონოს პარტიას, რომელსაც მისი თქმით, პრივატიზებული აქვს სახელმწიფო.
გახარია ამბობს, რომ ოქტომბრის არჩვენები იყო საჩუქარი და შესაძლებლობა “ოცნებისთვის“, ქართველი ხალხისთვის დიდი დაძაბულობა, რომელიც ბოლო წლებში დაგროვდა, მოხსნილიყო, მაგრამ კიდევ უფრო დამძიმდა და ქვეყანა შევიდა ჩიხში.
“იმის ნაცვლად, რომ ახალ ეტაპზე გადავსულიყავით, დავრბუნდით უკან“, - განაცხადა გახარიამ.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს.
„ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი.
მის
საქართველო, რომელიც იყო ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, დღეს არის იმ რეალობაში, სადაც "ოცნების" რეჟიმმა გამუოხურა კარი ევროკავშირის წევრობის შესაძლებლობას.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
სრული ეთერის ლინკი: https://youtu.be/iMBoghMuqiM
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხრა პირი დააკავა.
ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
13 ოქტომბერს, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მისი ამოღების დროს, სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა. ორი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, რომლებიც კლინიკებიდან უკვე გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექს
გიგი ხოჯევანიშვილი - საინტერესო ინტერვიუ და გამოცდილება გამოვიდა საერთაშორისო ტელევიზია Afghanistan INTERNATIONAL -ზე უკრაინაში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტელევიზიას სათავო ოფისი აქვს ლონდონში, ასევე ფილიალი ვაშინგტონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში და მაუწყებლობენ მსოფლიოს მასშტაბით, მთავარი სამიზნე აუდიტორია მაინც ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებია, ამიტომ ინტერვიუს ახლავს უცხოური თარგმანი, ხოლო ქართველი მაყურებლისთვის დავურთე ქართულ ენაზე სინქრო
10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექთნებისა და სანიტრებისთვის სახელფასო ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, აქცია გაიმართა.
მედიცინის მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და წერილობით მიმართეს ჯანდაცვის მინისტრს, როგორც სანიტრებს, ასევე ექთნებს ანაზღაურება გაეზარდოთ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რევაზ კარანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში საარსებო მინიმუმი 220 ლარია, სანიტრების ანაზღაურება კი 150 ლარს შეადგენს. ისინი ხელისუფლებას საკითხის გადასაწყვეტად 2-კვირ
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი უკრაინაში ჩავიდა, რათა შეისწავლოს უკრაინის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რუსეთის სარაკეტო დარტყმებთან და დრონებით თავდასხმებთან დაკავშირებული გარემოებები. როგორც Reuters-ი იტყობინება, ამ იერიშებს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ენერგო და წყალმომარაგების სისტემების დაზიანებამ კი პრობლემები შეუქმნა უკრაინის მილიონობით მოსახლეს.
რუსეთი აცხადებს, რომ ლეგიტიმურია დარტყმები, რომლებიც მოწინააღმდეგის
იმპიჩმენტის პროცედურა მოსალოდნელი არ არის, სალომე ზურაბიშვილი, როგორც პიროვნება, არ განიხილება საპირისპირო ძალად, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, პრეზიდენტთან არსებული განსხვავებების გამო, ხომ არ შეიძლება მივიდნენ იმპიჩმენტის პროცედურამდე.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება აღმოჩნდეს მექანიზმი გარკვეული პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ "ქვეყანა შეარყიონ".
„ჩვენ ვუყურებთ ამას როგორც პრეზიდენტის ინსტიტ
ივანიშვილის ეჭვი, რომ ვიღაცას დაუსაბუთებელი ქონება გააჩნია, საკმარისი საფუძველი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამოძიება დაეწყოთ და 4 თვეში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ბრალდება წარედგინათ ადამიანისთვის, მაშინ, როდესაც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნაზე პარლამენტში უარი განაცხადეს, რადგან წლებია ერთად აკეთებენ ბნელ ოთახში ფულს!, - ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, გადაცემაში "პირველი ხაზი"
ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.
ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.
„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს,
უნდა მოვიდეთ გონს, დავინახოთ, სად არის ჩვენი საერთო საფრთხე და ერთად ვებრძოლოთ საერთო მტერს და არა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მანამდე იმყოფებოდა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც შოვის სტიქიისა და აგვისტოს ომში დაღუპულთათვის ლოცვა შესრულდა.
„ახლა მოვდივარ სვეტიცხოვლიდან, სადაც პანაშვიდი იქნა გადახდილ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპლიკაცია Yandex.Go-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო.
ინფორმაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არს