Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.103.001

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მხოლოდ ბოლო 4 წელში "გრინსერვის+-ს" თბილისში 86 მილიონ ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული

კომპანია "გრინსერვის+", რომლის დირექტორიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 წლის მარიტა მეფარიშვილის დაღუპვის საქმეზე დააკავა, თბილისის მერიის და მის დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრაქტორია. ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, მისი შესრულებულია პარლამენტის წინ მოედნის განახლების სამუშაოები, მელიქიშვილის ქუჩის დემონტაჟი რეაბილიტაციამდე და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ამ კომპანიას 86 მილიონ

ღარიბაშვილმა მსოფლიო ვარსკვლავების მომავალი კონცერტების დასაგეგმად შეხვედრა გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და კულტურის მინისტრმა მომავალი ორი წლის განმავლობაში საქართველოში გასამართ კონცერტებზე, რომელშიც მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას, შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. "პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები თბილისში, ბათუმსა და "ბლექ სი არენაზე" გაიმართება... შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოშ

მიხაილო პოდოლიაკი - უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა

უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა. მისი თქმით, რაკეტების გაშვების მიზანი რაც შეიძლება მეტი სამოქალაქო პირის მოკვლა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაა. „29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა. ველით

პრემიერმაირაკლი ღარიბაშვილმა კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური მემორიალზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად მივიდა. საბჭოთა ოკუპაციიდან 102 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს

დაუშვებლად მიგვაჩნია თანამოქალაქეებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება - „მწერალთა სახლი"

„მწერალთა სახლს“ დაუშვებლად მიაჩნია საქართველოში უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღება და ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მედიისა და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ შეურაცხმყოფელი დამღის დადება”, – ამის შესახებ ისინი განცხადებას ავრცელებენ.

9 აპრილი - შენახული მოგონებები

მათზე ჰყვებიან და საგულდაგულოდ შენახულ თითო-ოროლა ნივთს უფრთხილდებიან. ვინ როგორ ინახავს 9 აპრილის მსხვერპლთა მოგონებებს.   ქურთუკის სახელოები ლაგოდეხის რაიონის სოფელ კართუბანში ერთი სახლია. სახლი იმ ქუჩაზე დგას, რომელსაც ახლა მამუკა ნოზაძის სახელი ჰქვია.     მამუკა ამ სახლში ბოლოს 1989 წლის 1 აპრილს შევიდა. მის დას ეს ზუსტად ახსოვს. მამუკა სტუდენტი იყო, თბილისში ცხოვრობდა და მშო

„როდესაც შოვი, როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო.. ამიტომაც ეს ღვარცოფი ვერ შეეხო და არის უვნებლად“ - რას წერს არქიტექტორი შოვის სტიქიაზე

არქიტექტორი თემურ ტომარაძე სოციალურ ქსელში კურორტ შოვის განაშენიანების შესახებ წერს. როგორც თემურ ტომარაძე აღნიშნავს, „თავის დროზე, როდესაც შოვი როგორც კურორტი აშენდა, ღვარცოფის მსგავსი მოვარდნა გათვალისწინებული იყო“. „ბავშვობის ზაფხულები შოვში პირველ კორპუსში (გერმანელი ტყვეების მიერ ნაგები, თანაც ულურსმნოდ) მაქვს გატარებული. ვინც შოვში ნამყოფი ხართ, გემახსოვრებათ, სად დგას და რა სავალალო მდგომარეობაში. შესაბამისად, კურორტის ყველა ძველი (მე-2, მე-3, მე-4) კორპუსი ტყის პირზეა, შემ

ნათია მეზვრიშვილი - "ოცნების" პროგრამა მინიმუმია, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის და ევროინტეგრაციის პროცესის დამრღვევი - უარი მას დააბრალოს, სტატუსის მიღება - არ გაუნაწილოს

ვფიქრობ, ოცნების პროგრამა მინიმუმია საკონსტიტუციო სასამართლოს (რომელიც დიდი ხანია აღარ არის დამოუკიდებელი) მეშვეობით პრეზიდენტი გააფორმოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევი და ევროინტეგრაციის პროცესის დამაზიანებელი, რომ სტატუსზე უარი მას დააბრალოს, ხოლო სტატუსის მიღება მას არ გაუნაწილოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, სასამართლოს სხვა საკითხებთან ერთად,  შესაფასებელი აქვს  საჭ

ვვარაუდობ, რომ არ მოხდებოდა – თურნავა ფარცხალაძის მიერ ბანკებიდან თანხის გატანაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ვვარაუდობს, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე ქართული ბანკებიდან თანხის გატანას ვერ მოახერხებდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. ჟურნალისტმა ნათია თურნავას ჰკითხა, ხომ არ აქვს ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის მიერ ქართული ბანკებიდან თანხის გატანის შესახებ, რაზეც თურნავამ უპასუხა, რომ კლიენტის კონფიდენციალურობის გამო კონკრეტულად ვერაფერზე ისაუბრებს. „რაც შეეხება ეჭვებს, რა

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, 36 წლის კაცს ცეცხლი ახლობლის სამძიმრიდან გამოსვლის შემდეგ გაუხსნეს. გარდაცვლილი კობა მეფარიშვილია. მას ათზე მეტი ტყვია აქვს მოხვედრილი. მეფარიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. რას უკავშირდება მომხდარი უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეფარიშვილი ე.წ. კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხ

ბექა ლილუაშვილი - ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს (ვიდეო)

"ამ ხელისუფლებას არანაირი რესურსი იმისა, რომ დაიცვას ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, მისი მოქალაქეებს ინტერესები, აღარ აქვს. მის არსენალში მხოლოდ ერთი ინსტრუმენტია - ლანძღვა-გინება." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  396191219_1258046658218723_5577489314334996573_n.mp4

2023-ში გაცემული სამშენებლო ნებართვების ფართობი 37%-ით არის გაზრდილი – „გალტ & ტაგარტის“ კვლევა

2023-ის ნოემბერში თბილისში 3300 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 14.9% და თვიურად 0.8%-იანი კლებაა, აცხადებენ „გალტ & ტაგარტის“ მკვლევრები. უძრავის ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულად რჩება საშუალო ზომის (51-80 კვადრატული მეტრი) ბინები. რაც შეეხება ფასებს, ახალ ბინებზე მათი ზრდა გაგრძელდა, მეორეულ ბინებზე – მცირედი კლება. „მოსალოდნელია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ახლად მინიჭებული სტატუსი დადებითად აისახება თბილისის უძრავი ქონების ფასებზე უახლოეს მომავა

იაპონია უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს ფონდში 37 მილიონ დოლარს შეიტანს

იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა. „იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ამასთან, მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების

პარტია "საქართველოსთვის" - პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი უნდა დაბრუნდეს (ვიდეო)

პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: " 30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში.   დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და, რაც მთავარია, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის

სპეცრაზმელს შვილების თანდასწრებით ცოლზე ძალადობის ბრალდება წარუდგინეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა. „2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდე

ბელგია უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად 200 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვერასდროს ვერ შევედრებით იმ მსხვერპლს, რაზეც უკრაინა ყოველდღიურად მიდის, მაგრამ შეგვიძლია პრეზიდენტ ზელენსკის მივცეთ ის, რასაც ითხოვს - მეტი იარაღის რუსი აგრესორისგან დაცვისთვის”, - წერს დე კროო. დე კროოს თქმით, ბელგია უკრაინისთვის 800 000 საარტილერიო ჭურვის შეძენის ჩეხეთის ინიციატივას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საზანოში მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა. ერთი თანმხლები პირი კი ხმელეთზე დარჩა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად მდინარეში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, ერთს კი ამ დრომდე ეძებენ. მდინარიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი

ოდესაში რუსების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია

შაბათს ოდესაში ოკუპანტების თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 5 ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედიები წერენ, ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დასრულებულია – ორი ბავშვის ცხედარი ნანგრევებში გუშინ ღამით იპოვეს. დაღუპულთა შორის არიან 8 და 10 წლის ბავშვები, ასევე, 1 წლამდე ასაკის ჩვილი. რუსები ოდესას 2 მარტს დაესხნენ თავს – დრონების სამიზნე იყო საცხოვრებელი კორპუსი. მომდევნო დღეს ოლქში გლოვის დღე გამოცხადდა. პუბლიკა

ინგუშეთში სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულია 6 ადამიანი

ინგუშეთის ქალაქ ყარაბულაკში გაუქმდა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც 2 მარტის 19:30 საათიდან მოქმედებდა. რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქალაქ ყარაბულაკში სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია 6 მებრძოლი. „ბანდიტების ვინაობა დადგენილია. არსებული მონაცემებით, ისინი იყვნენ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის მიმდევრები და მონაწილეობდნენ არაერთ ტერორისტულ აქტში, მათ შორის საგზაო პოლიციის პოსტზე თავდასხმაში და სამი პოლიციელის მკვლელობაში 2023

სახელმწიფო სუროგატ დედებს მშობიარობას არ დაუფინანსებს

მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატ დედებს მშობიარობის და საკეისრო კვეთის ხარჯებს არ აუნაზღაურებს. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალსაა გამოქვეყნებული. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რო

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. „სატენდერო დოკუმენტაცია ე.წ. „დიდი ოთხეულის კომპანიებს“ (Boskalis, DEME, Jan De Nul, Van Oord) დაეგზავნათ. აღნიშნულ კომპანიებს საზღვაო სამუშაოების პროექტირების და წარმოების მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ პორტის საზღვაო სამუშაოების დიდ

ახალი კანონპროექტი - ოფშორიდან გადმოტანილი აქტივები გადასახადებისგან გათავისუფლდება

„ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა. კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან. როგორც „პუბლიკასთან” საუბრისა

“ივანიშვილმა რუსეთთან ყოფნა აირჩია” – კახა გოგოლაშვილი

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება “ქართული ოცნების” 29 აპრილის კონტრაქციაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას და თვლის, რომ ივანიშვილმა ღიად აირჩია რუსეთის მხარე. “წილი ნაყარია და ბიძინას აღარ აქვს იმედი, რომ დასავლეთი მას აპატიებს რუსეთთან კოლაბორაციონიზმს, ამიტომ გადაწყვიტა მხარის საბოლოოდ არჩევა. მან რუსეთთან ყოფნა აირჩია. ყველაზე დამთრგუნველი ისაა, თუ როგორ მდაბიოებივით ექცევა ის თავის მხარდამჭერებს, რომლებიც მთლად გონებაჩლუნგი ჰგონი

რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოს შესაძლოა პრეზიდენტმაც მიმართოს

ეკა ბესელიას ინფორმაციით, პრეზიდენტიც აპირებს, რომ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს. როგორც ფორმულას ეთერში იურისტმა განაცხადა, ჯერ უცნობია ტექნიკური დეტალები, პრეზიდენტი დამოუკიდებელ სარჩელს წარადგენს, თუ შეუერთდება მედიასა და არასამთავრობოებს, რომლებიც თავის მხრივ ასევე აპირებენ რუსული კანონის გასაჩივრებას. ეკა ბესელიას თქმით, ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ პრეზიდენტს მიემართოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის და შეიძლება სალომე ზურაბიშვილი გახდეს პირველი ვინც ა

ორბანმა ევროპარლამენტის არჩევნების წინ „მშვიდობის მარში“ გამართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანი მხარდასაჭერად ევროპარლამენტის არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. დემონსტრაციაზე, რომელსაც ორგანიზატორებმა „მშვიდობის მარში“ უწოდეს, ორბანის მხარდამჭერები მთელი უნგრეთიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს ბანერით „რა ომს“. Associated Press-ის ცნობით, ორბანს, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის 14 წელი მას ევროკავშირის ყველაზე ხანგრძლივ ლიდერად აქცევს, 9 ივნისის კენჭისყრისთვის თავისი კამპან
×
×
  • შექმენი...