Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.482

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მედია - „დიდი შვიდეულის“ ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა

აშშ-მა, გაერთიაებულმა სამეფომ, კანადამ, იაპონიამ და საფრანგეთმა შექმნეს ალიანსი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას ბირთვული ენერგიის საერთაშორისო ბაზრიდან. მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას იაპონიის ქალაქ საპოროში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში მიაღწიეს. ხუთი ქვეყანა შეთანხმდა, რომ გამოიყენებდნენ შესაბამისი რესურსები და შესაძლებლობები თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეარყიონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე. ბრიტანეთის მთავრობის

ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტის დადგმის ინიციატივით, ახალციხის მერს "გახარია - საქართველოსთვის" დეპუტატმა მიმართა

ახალციხის საკრებულოში, ოპოზიციური პარტიის „გახარია - საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მარინა აბულაძემ მერს, ირაკლი ლაზარაშვილს ახალციხის ტბაზე წყლის ბიუვეტების დადგმის ინიციატივით მიმართა. აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. „თუ არის შესაძლებელი, რომ „ახალციხის ტბაზე“ სადაც უამრავი ხალხი დადის და დასალევი წყალი ფიზიკურად არ არსებობს, ორი პატარა ფანატნი გაკეთდეს. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ეს ვინც ყოველ საღამოს დადის მათი აზრიცაა“,– თქვა საკრებულოზე მარინა აბულაძემ.

გიორგი გახარია - კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება რუსეთის ნარატივს იმეორებს

კოსოვოსა და საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლებით ხელისუფლება იმეორებს რუსეთის ნარატივს, რითაც კრემლმა 2008 წელს საქართველოს და 2014 წელს უკრაინის ოკუპაცია „დაასაბუთა“. ამის შესახებ ყოფილი პრემიერი, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება რუსული სახელმძღვანელოს მეთოდებით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. იპნ

ანდრეი ერმაკი - რუსეთის შეჩერება შესაძლებელია მკაცრი სანქციებით - ყველა ქვეყანას შეუძლია მეტი გააკეთოს, თუ დაბლოკავენ იმ ჯაჭვებს, რომლითაც რუსეთი სანქცირებულ კომპონენტებს იღებს

რუსებმა კვლავ სცადეს თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, ჩვენს პორტებზე, მარცვლეულის ელევატორებზე. ისინი ყველაფერს აკეთებენ სანქციების გვერდის ავლისა და იარაღის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოსაპოვებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი "ტვიტერში" წერს. მისი თქმით, რუსებს სურთ გაზარდონ იარაღის რაოდენობა, რათა დახოცონ ადამიანები, გაანადგურონ ინფრასტრუქტურა და გამოიწვიონ შიმშილი. "ამის შეჩერება შესაძლებელია უფრო მკაცრი სანქციებით, რომელი

The Killers-ის საქციელისა და ქართველი მსმენელის პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა

The Killers-ის საქციელისა და ქართველი მსმენელის პროტესტის ამბავი ყველა გავლენიანმა გამოცემამ გააშუქა.  "შეძახილები და დარბაზის დატოვება მას შემდეგ, რაც The Killers-მა საქართველოს აუდიტორიას უთხრა, რომ რუსები მათი "ძმაა", — წერს The Guardian.  "The Killers-მა ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ შოუს დროს საქართველოში სცენაზე რუსი დრამერი გამოიყვანეს, თაყვანისმცემლებს კი "ძმები და დები" უწოდეს, რამაც მაყურებლის გაბრაზება გამოიწვია", — წერს Reuters.  გაიგეთ მეტი: https://go.on.g

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე - ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება

ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ. მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს. „საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა. როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხატია წილოსანმა განმარტა, ქვეყანაში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას და ეს კანონპ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები ცენტრისთვის ფართის გამოყოფას ითხოვენ

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს, 25 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში  განცხადება შეიტანეს. მშობლები, რომელთა შვილებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსში განთავსებულ ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გადიოდნენ თერაპიას, პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფით მოთხოვნით მიმართეს. როგორც ერთ-ერთი ბავშვის მშობელი და ორგანიზაციის“ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” დამფუძნებელი მარი კორკოტაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას ამბობს, ცენტრი შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა და აუ

პაველ ჰერჩინსკი: ვიმედოვნებ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა განახლდება. განცხადება მან ეროვნულ ბანკში ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მოქალაქეებისთვის დასავლური სანქციების აღსრულების წესი შეცვალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო. თუმცა, IMF-ის პროგრამა რამდენიმე თვის წინ შეჩერდა და ეს უშუალოდ ოთარ ფარცხალაძეს არ უკავშ

სუს-ში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით, სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრი გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში მათი გამოკითხვა 15:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუციით დაგმო ოჩამჩირეში ბაზის საკითხი: რას აპირებს ქართული პარლამენტი

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, გმობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და მოსკოვის სურვილს, ააშენოს საზღვაო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირეში. რეზოლუციის სახელწოდებაა “შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ”. დოკუმენტის დასაწყისში ნათქვამია, რომ ასამბლეა უმკაცრესად გმობს რუსეთის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, ისევე როგორც “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 212 მძევალი იმყოფება.­ თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, 212-ვე მძევლის ოჯახი ინფორმირებულია. ეს მონაცემი არ მოიცავს ჯუდით რაანანსა და მის ქალიშვილ ნატალის, რომლებიც „ჰამასმა“ გაათავისუფლა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ ეს რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაციის მოძიებას განაგრძობენ.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში 222 მძევლის ყოფნა დადასტურდა

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ღაზაში, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი 222 ადამიანი იმყოფება. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, დანიელ ჰაგარმა ასევე განმარტა, თუ რატომ იზრდებოდა მძევლების დადასტურებული რაოდენობა. მისი თქმით, მძევლებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ ოჯახებთან დაკავშირებას დრო სჭირდება. „ჩვენ ყველანაირად ვმუშაობთ მძევლების გასათავისუფლებლად და სახლში დასაბრუნებლად“, - აღნიშნა ჰაგარმა. შეგახ

ისრაელი გაეროს გენმდივნის გადადგომას ითხოვს „ჰამასის“ თავდასხმის საფუძვლებზე საუბრის გამო

ისრაელი გაეროს ენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის გადადგომას ითხოვს და აცხადებს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლებზე ვიზებს აღარ გასცემს, იტყობინება The Times of Israel. ისრაელის პროტესტის მიზეზი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე 24 ოქტომბერს გუტიერეშის გამოსვლა გახდა, რა დროსაც მან ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მხრიდან ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის საფუძვლის ახსნა დაიწყო. მისი თქმით, „ჰამასის თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა“. გუტიერეშმა ამ კონტექსტში ისრაელისა და პალესტინის კონფ

პატივცემულო ხელისუფლებავ, ამ უნიჭო სცენარს დღევანდელი კინოცენტრის კომისიაც კი დაიწუნებდა - „ქართული კინო საფრთხეშია"

„ჩვენს წინააღმდეგობას ასეთი კონსპირაციებით ვერ შეასუსტებთ, რადგან ეს პროტესტი გულწრფელი და სამართლიანია, – მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია” ეხმაურება „ტრენინგების საქმეს” და მას კრიტიკული აზრის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს. გთავაზობთ განცხადებას: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს. უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედო

გახარიას პარტია: რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს

რუსთავის მერი არა რუსთაველების ინტერესებზე, არამედ „ოცნების“ შავ ყულაბაზე ზრუნავს, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია "საქართველოსთვის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ: "30 ოქტომბერს რუსთავის მერმა სპეციალური ბრიფინგი გამართა თემაზე - რომ რუსთავის საკრებულო, კალაძის მეჯვარის - ილია წულაიას კომპანია „არქს“ არ უზრდის კ2 კოეფიციენტს ქალაქის ურბანული დამახინჯებისთვის, და გვამცნო, რომ ამის გამო, არც მეტი, არც ნაკლები მერია საკრებულოს სასამართლოში უჩივის. უფრო კ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი ღაზას ჰუმანიტარულ დახმარებას 25 მილიონი ევროთი უზრდის

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას კიდევ 25 მილიონი ევროთი გაზრდის, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების საერთო რაოდენობა 100 მილიონ ევროს მიაღწევს. „ჩვენ ვმუშაობთ ისრაელთან, ეგვიპტესთან და გაეროსთან, რათა მეტი კოლონა შევუშვათ ღაზაში, მათ შორის დერეფნების გავლით და ჰუმანიტარული პაუზების საშუალებით. დახმარება ახლა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტით შედის, მაგრამ მისი მოცულობა ძალიან მცირეა ღაზაში ჰუმანიტარული საჭიროებების და

ნავალნის პრეს-მდივანი: ის მოკლეს. ვითხოვთ, ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს ოჯახს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პრეს-მდივანი მის სიკვდილს ადასტურებს. ამასთან, აცხადებს, რომ ის მოკლეს. კირა იარმიში X-ზე წერს, რომ ნავალნი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 წუთზე. ასევე, იარმიში ითხოვს, ალექსეი ნავალნის ცხედარი დაუყოვნებლივ გადაეცეს მის ოჯახს. რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგ

ევროკავშირი ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენებას აკრძალავს

ევროკავშირში აიკრძალება ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლისა და შეფუთვების გამოყენება. აღნიშნული ითვალისწინებს პლასტმასის შეფუთვას ახალი ხილისა და ბოსტნეულისთვის, სასტუმროებსა და სწრაფი კვების ობიექტებში ჰიგიენური საშუალებების შეფუთვებს. POLITICO-ს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს ევროკავშირში ერთჯერადი შეფუთვების ნარჩენების მზარდი რიცხვის შემცირებას. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს ერთ ადამიანზე 188,7 კილოგრამი შესაფუთი საშუალებების ნარჩენი დაგროვდა.

ეპიზოდი #11: გიორგი გახარია „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე (ვიდეო)

ეპიზოდი #11: „ოცნების“ შავ ფულზე, ტელევიზიებზე, დამალულ ივანიშვილზე:    

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: ქართული კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი აცხადებს, რომ  „ქართული ოცნების“ ინიციირებული კანონპროექტი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის. ელჩის განცხადებით, საქართველოს შეუძლია მიიღოს ის კანონმდებლობა, რაც სურს, მაგრამ საფრანგეთი,  აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, ევროკავშირის ღირებულებებს არ შეესაბამება. ამასთან, შერაზ გასრიმ ჟურნალისტის კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა სატელევიზიო დებატებში რუსულ კანონთან დაკავშირებ

„გამარჯვება გარდაუვალია" - ქართული მუსიკალური სივრცეების საერთო განცხადება

„ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს”, – ქართული მუსიკალური სივრცეები, ფესტივალები და კოლექტივები საერთო განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერები: 2702 Meetings (Kutaisi) / 303Hz / 4GB /ABSEA Radio (Batumi) /Ambient.ge / Aprili /Aqtushetii (Tusheti) / Arteria / Atoms Audio / Bassiani / Bjaminoli (Zugdidi) / Black Dog (Gudauri)/ Bloom Music / BUDE (Kutaisi)/ Café Gallery / CES / CES Records / .clime

ხვალ დილის 11 საათიდან მოქალაქეები პარლამენტის უკან შეიკრიბებიან

ხვალ, 28 მაისს, რუსულ კანონზე ვეტოს განხილვის პარალელურად, პარლამენტთან მოქალაქეები დილიდან შეიკრიბებიან. პარლამენტის უკან 11 საათიდან მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდებს ახალგაზრდული მოძრაბა „დაფიონი“. „ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე ხვალ საქართველოს დაცვა რუსული კანონისგან და რეჟიმისგან, ამიტომ ხვალ ყველა ჩვენგანი უნდა ვიყოთ პარლამენტის უკან. გადავდოთ ყველა საქმე საქართველოს დასაცავად“, – წერს „დაფიონი“. მოქალაქეებს დილის 12 საათიდან პარლამენტის უკან მისვლისკენ მოუწო

აქტივისტი: ჩემს თანამებრძოლს, ლერი დარჯანიას „ტიტუშკები” დახვდნენ

აქტივისტი, დათუნა დანელია ავრცელებს ინფორმაციას, რომ თავს დაესხნენ მოქალაქეს, ლერი დარჯანიას. დანელია თავდასხმას ე.წ. ტიტუშკებს უკავშირებს. TV პირველმა გაავრცელა თავდასხმის სავარაუდო კადრები – ვიდეოში ჩანს თავდასხმაში სავარაუდო მონაწილე სამი პირი და მანქანა, რომლითაც დარჯანიას ჩაუსაფრდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. პუბლიკა

ბათუმში 2 წლამდე ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, 2 წლამდე ბავშვი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდა – მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა. „პუბლიკას” შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...