Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.488

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავტომანქანის პარკირების გამო მოქალაქის დაჯარიმების შესახებ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს. როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო. მათივე განცხადებით, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგ

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს! - საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!

გთხოვთ, არასდროს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს იქნება მიღებული ჩემს მიერ, ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია - თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რ

მამუკა მდინარაძე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია, ღმერთმა ქნას, ვცდებოდე

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები იმიტომ წავიდნენ, რატომაც გახარია წავიდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრემიერი აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც „ნაცებისთვის“ გადადგა.       „თქვენი აზრით, გახარია რატომ წავიდა? – რაც მომავალმა აჩვენა, გახარია წავიდა „ნაცებისთვის“. ჩემი აზრია, რომ ეს იყო გარკვეული კოორდინაციის შედეგი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი კი არ

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, დააკავეს

კაცი, რომელსაც არასრულწლოვანების გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ, პოლიციამ კი „საფარის“ ინფორმაციით ელექტრო სამაჯურით გუაშვა, გუშინ ღამით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესაებ „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თავდაპირველად ორგანიზაციამ 28 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმ

პარლამენტმა მაუწყებლობის კანონში სადავო ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 79 ხმით, 3-ის წინააღმდეგ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა. კანონპროექტით, სიძულვილის ენის და უხამსობის შემცველი პროგრამა და რეკლამა კომუნიკაციების კომისიის რეგულირების სფეროში ექცევა. უხამსობა და სიძულვილის ენა აქამდეც არ იყო დაშვებული, თუმცა მასზე თავად მაუწყებლები რეაგირებდნენ თვითრეგულირების მექანიზმის საშუალებით. საკითხის თვითრეგულირებიდან რეგულირების სფეროში გ

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია

ისრაელმა თურქეთიდან დიპლომატიური წარმომადგენლები გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს. “თურქეთიდან მომავალი მძიმე განცხადებების გათვალისწინებით, მანდედან დიპლომატიური წარმომადგენლების დაბრუნების ბრძანება გავეცი, ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გადაფასების მიზნით,” - წერს კოენი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მიმდინარე მოვლენებში მთავარი დამნაშავე

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო AFP-ი ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. ipn

“ოცნება” ყველაფერს აკეთებს "ნაციონალური მოძრაობის" გასაძლიერებლად თუ არა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მაინც (ვიდეო)

“პოლიტიკურ ველს , რომ შეხედოთ “ნაც.მოძრაობაზე” უკეთესი პარტნიორი დღეს “ოცნებას” არ ჰყავს, ერთმანეთს აძლიერებენ. რომ დააკვირდეთ, “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, რომ “ნაც.მოძრაობა” თუ არ გაძლიერდეს, სიცოცხლე მაინც შეინარჩუნოს, მეორე მხრივ კი “ნაც.მოძრაობაც” ყველაფერს აკეთებს “ოცნების” დასახმარებლად და ამის კონკრეტული ფაქტებიც არსებობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის, საკრებულოებში მათი ერთობლივი მუშაობის სახით.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. 

ეკა ჩავლეიშვილმა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო მოიპოვა

ელენე ნავერიანის ფილმში „შაშვი შაშვი მაყვალი” განსახიერებული როლისთვის ეკა ჩავლეიშვილმა მოიპოვა დუბლინის კინოკრიტიკოსთა წრის ჯილდო. მსახიობმა გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო მსახიობი ქალი. ეკა ჩავლეიშვილი აქამდე საუკეთესო მსახიობ ქალად  დასახელდა სარაევოს, ბელფასტის, ხიხონისა და კოტბუსის ფესტივალებზე. იგი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე. „შაშვი შაშვი მაყვალი” ელენე ნავერიანის მესამე სრულმეტრაჟიანია ფილმია, რომლის პრემიერაც გაიმართა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე

ზურაბიშვილი: ოდესაზე თავდასხმა რუსეთის მშიშარა ტაქტიკის მორიგი მაგალითია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ოდესაზე რუსეთის თავდასხმას მაშინ, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა. რუსებმა ოდესა გუშინ იმ დროს დაბომბეს, როცა ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად სტუმრობდა. შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა – უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერი თავდასხმის შედეგად არ დაშავებულან. CNN-ის ინფორმაციით, ოდესაში უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი მ

ორგანიზაციები შსს-ს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მოქალაქეთა ფიზიკური ანგარიშსწორება

საზოგადოებრივი ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება. ხელმომწერები: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი ადამიანის უფლებათა ცენტრი უფლებ

გთხოვთ მაღალი დონის ვიზიტებს, რომ ხალხს დაანახოთ, საქართველო მარტო არაა - პრეზიდენტი ელჩებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა ელჩებსა და მათ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბიშვილმა ელჩებს ბოდიშიც მოუხადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათი ქვეყნების მიმართ „თავდასხმის გამო“. ზურაბიშვილის თქმით, რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს მისი პარტნიორების მხრიდან არასდროს ურგძვნია დომინანტობა ან რომელიმე ამ ქვეყნისგან დამონების მცდელობა.

“ეს კანონი სიმბოლოა არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის” – მარგუს ცახნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცახნა ამბობს, რომ რუსული კანონი სიმბოლოა არჩევანისა, რაც საქართველომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის უნდა გააკეთოს. ამის შესახებ ცახნამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე თქვა, რომელიც ესტონეთის, ლატვიის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შედგა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ესტონეთსა და საქართველოს შორის ისტორიულ მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ როგორც მეგობარი მეგობარს, ურჩევს საქართვე

რა თანხა შევიდა ბიუჯეტში მოსახლეობის გადასახადებიდან

მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 9.559 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31.2% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის. ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მაისში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 2.982 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 2.529 მლრდ ლარი. ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 2.982 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 34.032 მლნ ლარი მ

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება

ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ. შეხვედრას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებაც დაესწრება. მოგვიანებით, მინისტრები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გა

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. არსბეული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით შეფერხებული იყო, თუმცა ის ამ დროისთვის აღდგენილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. IPN

გიორგი გახარია - დამისხდნენ დებატებში... ნახევარი საათი მჭირდება ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი

"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუ

პარტია "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა (ვიდეო)

25 "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე : https://forgeo.ge/ka ვიდეო: https://www.facebook.com/61565348820977/videos/1502509127128200

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი" | გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების 3 სავარაუდო სცენარი დაასახელა

"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა: 

ჰელსინკის კომისია - საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება

საქართველოს „ქართული ოცნების“ მთავრობამ ახლახან უფრო ღიად არალიბერალური და პრორუსული ორიენტაცია მიიღო, რაც მისი მოსახლეობის დიდწილად პროდასავლურ განწყობებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი. „სამხრეთ კავკასიის რეგიონი, რომელშიც აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო შედის, თავისი ისტორიის გარდამტეხ მომენტშია, შესაძლებლობისა და საფრთხის ზღვარზეა. სამხრეთ კავკასია ამჟამად ღრმა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ძვრებს გ

პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს პარლამენტთან შეიკრიბონ

ხვალ, 25 ნოემბერს, 9:00 საათზე პარტია საქართველოსთვის პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავს. “25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრენიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ის

მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 500 000 ლარზე ნაკლები თანხის სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ელი იანვრიდან შევა. ამასთან, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმისათვის, რომ ჭარბი ლიკვიდობა სესხების დოლარიზაციაში არ გადაიზარდოს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდა. “საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომი

ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს

თუ რუსეთი ბირთვულ დარტყმას მიიტანს უკრაინის პრეზიდენტის ოფისზე, ამას მსოფლიომ რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრზე დარტყმით უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა. “ჩვენ მუდმივად გვესმის მოწოდებები, რომ რუსეთმა დარტყმა უნდა მიიტანოს [უკრაინის] გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე. როგორ უნდა უპასუხოს მსოფლიომ? მნიშვნელობა არ აქვს უკრაინა ნატო-ს ქვეყანაა თუ არ არის ნატო-ში. ეს დღეს ევროპულ კონტინენტზე ხდ

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა დნიპროს რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც, თავდასხმის ადგილზე, ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვალენტინ რეზნიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. "რუსებმა დნიპროს დაარტყეს. ქალაქში რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. რაკეტები კერძო საწარმოს მოხვდა, განადგურდა საწარმოო ობიექტები, გაჩნდა ხანძარი“, - წერს რეზნიჩენკო. მისი ინფორმაციით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, დარტყმის დეტალები ზუსტდება. IPN

CNN - FIFA-მ უარით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობაზე გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე

FIFA-მ უარით უპასუხა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას, გაეზიარებინა მსოფლიო მშვიდობის შესახებ გზავნილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, ზელენსკის ადმინისტრაცია კატარში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრებისთვის ვიდეომიმართვის ინიციატივით გამოვიდა და გაკვირვებული დარჩა უარყოფითი პასუხით. წყარო არ აკონკრეტებს ზელენსკის მიმართვა პირდაპირ ეთერში უნდა ყოფ
×
×
  • შექმენი...