Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.106.509

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

უკრაინელებმა 6 ოლქში რუსების მიერ გაშვებული 22 დრონიდან 21 ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა უკრაინას წუხელ Shahed-131/136 ტიპის 22 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 21 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. „საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფების ეკიპაჟებმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებმა კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას ოლქებში 21 „შაჰედ

უკრაინელებმა დონბასში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული “სუ-25” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც უკრაინელი დამცველების პოზიციებს ურტყამდა, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცას“ „ტელეგრამ“ არხი იუწყება. „პოკროვსკის მიმართულებით ჩვენმა უკრაინელმა სამხედროებმა რუსული თვითმფრინავი „სუ-25“ ჩამოაგდეს, რომელიც თავდაცვის ძალების პოზიციებს ბომბავდა. ახლა ის უკრაინის დონბასის სტეპებში იწვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავი გენერალ მარ

ქუთაისის მერი თანამდებობას ტოვებს

ქუთაისის მერი, იოსებ ხახალეიშვილი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ხახალეიშვილი თავად ავრცელებს. ის წერს, რომ „ქართული ოცნების” გუნდში და „ქვეყნის სამსახურს სხვა რანგში” გააგრძელებს.

ნათია მეზვრიშვილი პროკურატურას - ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით, ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას

ძალიან ვწუხვარ, რომ აქამდე დაეცით. ვწუხვარ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მფარველობას სწირავთ პროკურატურის რეპუტაციას - მაგრამ, მიხარია, რომ გამოვიცანი, რომ ტყუილსაც იკადრებდით, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ვინაიდან ნათია მეზვრიშვილის განცხადების შინაარსი არ შეიცავს

რეესტრის უფროსი ადასტურებს, რომ NGO-ებს საჯარო უწყებებზე მეტ ინფორმაციას სთხოვენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე ადასტურებს, რომ რუსული კანონი არასამთავრობო ორგანიზაციებს, საჯარო უწყებებთან შედარებით, ბევრად უფრო დეტალური ინფორმაციის გასაჯაროებას ავალდებულებს. ამის შესახებ მან დღეს, 30 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლოში ისაუბრა, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. კითხვა იმის შესახებ, არსებობს თუ არა საჯაროობისა და გამჭვირვალობის იგივე სტანდარტი საჯარო უწყებების მიმართ, რაც რუსული კანონით არას

აშშ-მა დიმიტრი კისილოვსა და რუსულ მედიაჰოლდინგს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ მედიაჰოლდინგ “რასია სეგოდნიას” და მის დირექტორ დიმიტრი კისილოვს სანქციები დაუწესა. ეს მედიაჰოლდინგი აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. ჰოლდინგში შედიან: რაშა თუდეი რია ნოვოსტი ტვ-ნოვოსტი Ruptly სპუტნიკი რაშა თუდეი აშშ-ს წარსულში უკვე ჰყავს სანქცირებული, თუმცა 13 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს ახალი

ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინის ენერგო სისტემა რუსეთის თავდასხმების გამო აღმოჩნდა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. „ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურ

XII კლასის უახლესი ისტორიის წიგნის რედაქტორი „რუსული კანონის" მხარდამჭერი დეპუტატია

მე-12 კლასისთვის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი „რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონის მიღების სასარგებლოდ ხმა სამივე მოსმენით მისცა. ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე არიან. ისტორიკოსის და მასწავლებლის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს ისტორ

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნებაში“ არანაირი პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ, ერთადერთი, რაც ჩანს, არის შიში, მარცხის გააზრების მტკივნეული პროცესი - პანიკაში არიან

“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. მეზვრიშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე ქვეყანაში და ყურადღება გაამახვილა იმ „მწვავე განცხადებებზე“, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის ინტენსიურად. ამ კონტექ

პრეზიდენტის თქმით, არჩევნების დღეს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა სადაც კიდევ ერთხელ ისუაბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორაზე და აღნიშნა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შეფერხება არ იყოს და მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყალბების “მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაა. „არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამ

უკრაინული მედია - რუსებმა კურსკში ცხრა უკრაინელი ტყვე დახვრიტეს

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს. Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. „კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერი

გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ემსხვერპლა

გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ანა ქართლელიშვილი. როგორც პარტია „ახალის” და კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღეს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია.

ჯოზეფ ბორელმა კიევში, საჰაერო განგაშის გამო, თავშესაფარს შეაფარა თავი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - წერს ბორელი.

ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. „ეს ბრძოლა იქნება ხანგრძლივი და რთული. ჩვენ შევდივართ ლაბირინთში, მაგრამ გპირდებით, რომ გავარღვევთ მას. გპირდებით, რომ ზღაპრის ბოლო იქნება კეთილი, მაგრამ ამისთვის ახალგაზრდებს ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობა უნდა გამოგვყვეთ ამ ბრძოლაში. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. მეორე დღეა, სტუდენტებ

XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. პარლამენტის პრესსამსახურის თანახმად, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცეს

EU-ის ელჩები მზია ამაღლობელის საქმეზე ნეტგაზეთისა და ბათუმელების რედაქტორებს შეხვდნენ

„ევროკავშირის შეხვედრა ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძესთან მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც დაკავებულია და შიმშილობს მაშინ, როდესაც ის დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ უკანონოდ დაკავებული ადამიანების გათავისუფლებისკენ“, – ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელ X-ში, საქართველოში საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი, რომელიც ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ნესტან ცეცხლაძესა და ეთერ თურაძეს შეხვდა. „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მზია ამაღლობელი დაპატიმრებულია და უკვე მე-

„გახარია საქართველოსთვის“ - უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში

უკან დასახევი გზა აღარ გვაქვს - ერთად აღვადგენთ სამართლიან წესრიგს და მშვიდობას ქვეყანაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის განცხადებაში აღინიშნება, რომ „მოძალადე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ადამიანებზე ძალადობა, მათი მძევლად აყვანა“ ადასტურებს, რომ მათთვის საქართველოს მოქალაქეების „უწყვეტი პროტესტი ყველაზე დიდი პრობლემაა, პროტესტი, რომელიც ვერაფრით ჩაახშო“. „გამოხატვის თავისუფლების ფორმების სახელდახელოდ კრიმინალიზება, საკანონმდებლო ძალადობა პროტე

ირანში გრძელდება გაფიცვები, საპროტესტო გამოსვლები

22 ოქტომბერს ირანში ქარხნებისა და მაღაზიების თანამშრომლები გაიფიცნენ, იმ ფონზე, როცა უკვე მეექვსე კვირაა გრძელდება მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დაპატიმრებული ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილით გამოწვეული საპროტესტო აქციები. 22 წლის ამინის სიკვდილმა ბიძგი მისცა ყველაზე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყოფილა ისლამურ რესპუბლიკაში. აქციების ლიდერები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებიც იხსნიან თავსაბურავებს, სკანდირებენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს და ქუჩებ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფ დორ კედმის მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელიდან ცნობილ ფოტოგრაფს, დორ კედმის მასპინძლობს. პრესტურის ფარგლებში ფოტოგრაფი თბილისს, თელავს, სიღნაღს, უდაბნოს და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ეწვია. დორ კედმიმ ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. ცნობილი ფოტოგრაფი ისრაელის პოპულარული გამოცემისთვის HAARETZ National Newspaper ფოტო კოლაჟს მოამზადებს, რომელსაც საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი სტატიებისთვის გამოიყენებენ. ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპუ

100 მილიონ დოლარზე ნაკლებია გრანტები, რომლებსაც სახელმწიფო უცხოური წყაროებიდან იღებს - კობახიძე

უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შეახსენეს, რომ საქართველოს მთავრობაც იღებს უცხოურ გრანტებს, რომლითაც სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა ეს დახმარებაც ჩაითვალოს უცხოურ გავლენად და რა განსხვავებაა მასსა და კანონპროექტით გათვალისწინებულ დაფინანსებას შორის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უცხოური დაფინანსება საქართველოს ბიუჯეტის, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს და ხელისუფლება ფილტრავს და

ჩემპიონთა ქარხანა - IJF-მა ქართული ძიუდოს შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა #1TVSPORT

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) ოფიციალურ ვებგვერდზე ნიკოლას მესნერის სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ქართულ ძიუდოსა და მისი აღორძინების პერიოდზე მოგვითხრობს. „საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილისთვის ყველაფერი ნათელია“, – აღნიშნავს წერილის ავტორი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე

რუსუდან თევზაძე - არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი

არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და  განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.   როგორც რუსუდან თევზაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრი ასრულებს პარტიის საშინაო დავალებას და ახორციელებს პარტიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ განათლების პოლიტიკას.   "გუშინ გამოქვეყნდა სკოლის დირექტო

„მცდარი ინფორმაცია გაავრცელა აპარატის მანდატზე“ – ომბუდსმენის მოადგილის PAC-ში გამოსვლას აკრიტიკებენ

ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჯულაყიძის გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ. განსაკუთრებით კრიტიკის ქვეშ ომბუდსმენის მოადგილის გამოსვლის ის ნაწილი მოექცა, სადაც ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მანდატსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე საუბრობდა. რა თქვა სახალხო დამცველის მოადგილე

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებზე შეტევით ოპერაციას აგრძელებენ და მიღწეულ პოზიციებზე მაგრდებიან

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, ფრონტზე 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 4 სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 86-ჯერ გაუხსნეს. "რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულე

უკრაინაში ევროკავშირის ელჩი - უკრაინამ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპებში უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა

ევროკავშირში ინტეგრაციის სიჩქარის მხრივ უკრაინამ უკვე ბევრი ევროპული რეკორდი მოხსნა. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა მატი მაასიკასმა განაცხადა. კითხვაზე პასუხისას, თუ როდის გახდება უკრაინა ევროკავშირის წევრი, მაასიკასმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არავის არ შეუძლია “რომელიმე ზუსტი თარიღის” დასახელება. “რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპები მეტწილად კანდიდატ ქვეყანაზე ან მოლაპარაკებებში მონაწილე ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. როდესაც მოლაპარაკებები დაი
×
×
  • შექმენი...