ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს. გარდა ამისა,უცხოელი შემსრულებლების
კონცერტები აგვისტოში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“ იგეგმება.
კერძოდ, თავად "ბლექ სი არენას" ინფორმაციით, აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება:
NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena)
FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena)
Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space)
THE KILLERS - 15 აგ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას.
მისი თქმით, ამ პროცესებს გამჭვირვალობა და ღიაობა წაადგება.
„თქვენ იცით, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოსამართლეებთან დაკავშირებული თემაა. ამ საკითხის პარლამენტში გარკვევა მეც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. მესმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ
უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტიც აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგლი გულიაშმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, რაფსის და მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორცპროდუქტები“.
იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.
ცნობ
როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედს“ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას.
„სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართ
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კელი დეგნანის გუშინდელმა განცხადებამ ხალხს დაანახა, რომ აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას ემსახურება.
„ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხად
დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ.
ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უკრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.
ამავე დროს, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ლეოპარდ 1-ის“ მოდელის ასამდე ტანკს გადასცემს. აქედან 80 ტანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში წლის ბოლომდე იქნება.
„დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკე
ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა.
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს
1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სო
უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული.
„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუ
პარტია "საქართველოსთვის" წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.
ცნობისთვის, მშობლები საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანს და მათი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვენ.
„ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი კვლავ შეუშალა.
სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კენჭისყრა ვერც დღეს შედგა. მიზეზი კვლავ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ისინი კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობენ და ამიტომ, საჭირო ქვორუმი 76 დეპუტატით არ გროვდება.
როგორც რეგისტრაციის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,
ჩვენი მოსაზრებით, ეს ერთგვარი სპეცოპერაცია, რაც განხორციელდა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიმართ, წარმოადგენს წლების განმავლობაში წარმოებული ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანიის ერთგვარ შეჯამებას, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა.
როგორც დიმიტრი გვრიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში თუ საელჩო ერიდებოდა წინა პლანზე გამოსვლას და ამ პროცესის, კამპანიის სათავეში ჩადგომას, დღეს აღარ ერიდება.
ოპოზიციას ურჩევნია, რეგლამენტი წაიკითხოს. დღეს რასაც ლაპარაკობდნენ, იმის იქითაც უამრავი ბერკეტია, რომ მავნებლობა არ გაატანინო ოპოზიციას. რეგლამენტის ერთი ჩანაწერი მავნებლობას როცა ემსახურება, მეორე ჩანაწერი უნდა გამოიყენო ამ მავნებლობის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კენჭისყრის გასამართად რეგისტრაციის გავლაზე უარის გადაწყვეტილება მოსა
ნუ დაგენანებათ მთაში ფულის დახარჯვა, თორემ, ასეთი მიდგომით, მალე მთაში ახალგაზრდები აღარ ეყოლება ქვეყანას, - ამის შესახებ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა და დეპუტატმა შალვა კერესელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ მაღალმთიან დასახლებებში ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ.
"მთას ნამდვილად აქვს იმის რესურსი და ბუნებრივი პოტენციალი, რომ თავიდან ბოლომდე ჩამოკიდებული კი არ იყოს, მხოლოდ სუბსიდიებსა და
გახარიას გუნდს და მის წარმომადგენლებს არ აქვთ ელემენტალური მორალური უფლება, რაღაცებზე ილაპარაკონ. გიორგი გახარია ნიკა მელიას, „ნაცების“ გამო, მათი გაძლიერების გამო გადადგა და ნუღარ ლაპარაკობენ მაინც, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მდინარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „გააქტიურდა გახარიას პარტია ქოლცენტრების საქმეზე და ისმის ბრალდებები „ქართული ოცნების“ მიმართ, რას უპასუხებთ, რას უკავშირებთ გაა
დღეისთვის ბახმუტი არ არის დაპყრობილი რუსეთის ფედერაციის მიერ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინელი ლიდერის თქმით, უკრაინელი სამხედროები ბახმუტში ძალიან მნიშვნელოვან მისიას ასრულებენ.
„ჩვენ ვუძლებთ და ვიბრძვით ჩვენი მეომრების სიმამაცისა და მათი ცოდნის წყალობით. ჩვენ არ ვტოვებთ ადამიანებს სასიკვდილოდ, ჩვენთვის ხალხი ძვირფასია, ეს მთავარია, რაც გა
საქართველოში მცხოვრებ თითოეულ მუსლიმს გილოცავთ რამადან ბაირამის დღესასწაულს!, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, განსაკუთრებული და გამორჩეულია მათი წვლილი ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, რაც საბოლოოდ მუსლიმებს და მართლმადიდებელ ქართველებს ერთად მოგვაპოვებინებს დიდ წარმატებას, თავისუფლებას, ეკონომიკურ სიძლიერეს და ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობას, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და
მე არავითარი კითხვა არ მაქვს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძესთან - პირდაპირ ვდებ ბრალს, რომ ჩემი შვილი მან მოკლა, - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამამ, თამაზ მოლაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.
მან მოლაშვილის საქმის ერთ-ერთი მოსამართლის, მანუჩარ კაპანაძის უვადოდ დანიშვნაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შვილი მძიმე მდგომარეობაში არამხოლოდ კაპანაძის
კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფორმა დასაშვებია - აქციები და პროტესტის სხვა ფორმები არ უნდა გამოვრიცხოთ, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებას, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის მხოლოდ პარლამენტში დაყენება საკმარისი არ არის.
მისი თქმით, პირველ რიგში ოპოზიციამ 50 ხმის მობილიზება უნდა გააგრძელოს.
„კანონის ფარგლებში არსებული პროტესტის ყველა ფო
პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების შედეგი არ არის, პუტინის ომი ნატო-ს გაფართოების მიზეზია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში „რამშტაინის” ფორმატში ჩატარებული სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პუტინმა უხეში შეცდომები დაუშვა გაანგარიშებაში, როდესაც ერთი წლის წინ უკრაინაში შეიჭრა.
“მას ეგონა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევდა, მაგრამ უკრაინა მისი პარტნიორების დახმარებით მყარად დგას. პუტინს ეგონა, რომ ჩვენი ერთობა გაიხლიჩე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დღეს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს, რომლებმაც თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.
როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პოლიციის თანამშრომლების დაუყოვნებლივ გამოჩენისთანავე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს.
„ამჟამად მოქალაქეები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან დ
პარტია "საქართველოსთვის" აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დაფინანსებაზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:
"მოვუწოდებთ თბილისის მერიას, გადახედოს ნაგვის ურნების შესაძენად გამოცხადებულ 10 მილიონი ლარის ტენდერის პირობებს, გაანახევროს თანხა და 5 მილიონი ლარით დააფინანსოს იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობა
- სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრთან გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ადამიანი და მისი გასა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებ