პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.
პრეზიდენტი ამბობს იმას
,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ადებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში განმარტავს, ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!".
პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, მაშინ, როცა მოქმედი სამი ვიცე პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, რასაც პრაქტიკა ადასტურებს
სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება, დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება - მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშსს წარადგენს.
მისივე თქმით, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები, მათ შორის საკრუიზო გემის ბათუმში „პარპაში“, „სტა
ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე შექმნილ ვითარებას.
ის ხელისუფლების ქმედებას დესტაბილიზაციის რუსულ სტრატეგიად აფასებს.
„თბილისში მასობრივი პროტესტის მეორე დღე რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინება, რომ გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის სურვილის საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტი
ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა - უნდა იცოდე, ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წინასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტირების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს - მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას.
პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოში გაზრდილი ინფექციური ეპიდემიების საფრთხის ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბედავს და შეგნებულად უკიდურეს მდგომარეობაში
მე წინ გავუძღვები პროევროპულ ფრონტს ამ არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება - არა ჩემი პირდაპირი ჩართულობით არჩევნებში, არამედ ამ პროდასავლური და პროევროპული პოლიტიკური პარტიების ფრონტისა და სამოქალაქო საზოგადოების გარანტორი ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოში არსებული ვითარება განსხვავდება უკრაინისგან, თუმცა მეთოდები მსგავსია, ის, თუ როგორ იქცევა რუსეთი.
“ძალიან მსგავსი მეთოდები
ეს ომი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროპის სტაბილურობა და უსაფრთხოება მიუღწეველია თუ ეს ყველაფერი არ გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ლისაბონიდან თბილისამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე მიმართვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება.
„ჩემთვის დიდი პატივია კიდევ ერთხელ შემოგიერთდეთ ამ გადამწყვეტ დღეს და საქართველოსა და ქართველი ხალხ
ჩვენი პარტნიორებისთვის გადამწყვეტი იქნება არჩევნები. არაფერს ჩაგვიკეტავენ, როგორც ქვეყანას. ამათ შეიძლება ჩაუკეტონ, მაგრამ ჩვენ ქვეყანას, საზოგადოებას არაფერს ჩაუკეტავენ არჩევნებამდე! ამიტომ, ჩვენ უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე. ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა თავის ადგილას იყოს, ყველამ ეს პასუხისმგებლობა გაითავისოს ბოლომდე იმიტომ, რომ რუსეთის გეგმა არის ზუსტად ეს - ჯახი, არეულობა, დესტაბილიზაცია, -ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია "პირველის“ ეთერში განაცხადა.
მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას, მადლიერებას და ნდობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ქვეყანაში თავდაცვის ძალების მნიშვნელობაზე და როლზე გაამახვილა ყურადღება.
„დღეს,როგორც ყოველ წელს, თქვენთან ერთად შევიკრიბეთ და სიამაყით აღვნიშნავთ თავდაცვის ძალების დღეს, თუმცა, ეს დღე არ არის და არც უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური ცერემონიალური თუ პა
მაქვს გეგმა შემდეგი ქვეყნების, სადაც უნდა ჩავიდე, რათა იქ მივიტანო თქვენი სურვილი, თქვენი ოცნება, თქვენი მომავლის დაცვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო რუსეთის „ფეხქვეშ“ აღარასოდეს არ უნდა დადგეს და ეს მიზანი ყველას ერთად გვაქვს დასაცავი.
პრეზიდენტის განცხადებით, ეს იქნება ერთიანი მუდმივი სვლა, ვიდრე არ გავალთ ფონს და არ მივალთ იქ, სადაც არის საქართველოს ადგილი, რაშიც პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთად
მიმაჩნია, რომ წარმოშობით ყველა ქართველს აქვს უფლება, დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა, რომელმაც ძალიან კარგად შეძლო თავის დიასპორასთან ურთიერთობა და მისი გაძლიერება, ისრაელია.
„აგერ იყო ნათქვამი, რომ ერთი მილიონი [ქართველი] არის რუსეთში, აღარ არის ერთი მილიონი რუსეთში, ეს კარგად ვიცით. დაახლოებით, ნახევარი მილიონი თუ არის
გაჩნდა ჩვენ შესახებ - ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის სრულიად შეურაცხმყოფელი კითხვა და ეჭვები - ,,ნუთუ საქართველო მიჰყვება თავის გაცხადებულ ორიენტაციას თუ უბრუნდება რუსეთის ორბიტას“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადდა.
ამ კონტექსტში სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ შეილახა ქვეყნის რეპუ
უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა პრობლემას არც აქამდე არ წარმოადგენდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ
უკრაინის გამარჯვების გარეშე არ იქნება ჩვენი წინსვლაც და ჩვენი თავისუფლებაც , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში ქართულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტმა უკრაინას გამარჯვება კიდევ ერთხელ უსურვა და განაცხადა, რომ უკრაინელების ბრძოლა არის ბრძოლა "ჩვენი ერთობლივი თავისუფლებისთვის".
"მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და უკრაინას ვუსურვო გამარჯვება, რამეთუ უკრაინის გამარჯვების გარეშე ჩვენი წინსვლაც არ იქნება და ჩვენი
დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა.
მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება.
“დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს.
„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი.
წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულე
სეპარატისტებს საშუალება არ მივცეთ, ეს მოვლენები იმისათვის გამოიყენონ, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება, საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ მოუწოდა.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყნის პარტნიორებთან მჭიდრო კომუნიკაციის გ
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან მთავრობის რიტორიკა უეცრად შეიცვალა, დარწმუნებული არ ვარ, რომ ამისთვის სწორი ახსნა გამაჩნია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ში დისკუსიის ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, მთავრობის "ორაზროვან პოზიციაზე" პასუხი არ აქვს, თუმცა კარგია, რომ რიტორიკა შეიცვალა.
“არ ვიცი იმ კითხვაზე პასუხი, თუ რატომ არის [საქართველოს] მთავრობა ამ ორაზროვან პოზიციაში.
დარწმუნების გარეშე თუ რამდ
ევროპის სიმტკიცე ჩვენთვის ფუნდამენტურია, რათა ევროპული პერსპექტივა კანდიდატის სტატუსად გადაიქცეს, რეალობაში, როცა რუსეთი ცდილობს ომი, რომელსაც უკრაინაში აგებს, ჰიბრიდული ფორმით აქ განახორციელოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Rencontres Économiques d'Aix-en-Provence-ის ეკონომიკური ფორუმზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროპის ერთიანობაზე, მისი თქმით, ევროპამ უკვე აჩვენა, რომ ძალა შეინარჩუნა და შეინარჩუნებს.
ეკონომიკური გამოწვევების კონტექსტში
საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, "ოქსფორდის კავშირში" "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექცია წაიკითხა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ყურადღება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩემთვის დიდი პატივია ვიმყოფე
საქართველოს მოსახლეობა თავის მომავალს მხოლოდ ევროპასთან ერთად და ევროპაში ხედავს და მას არასოდეს გადაუხვევია ამ ეგზისტენციური არჩევანიდან, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე პლენარული სესიის მონაწილეებს, რომლებისთვისაც პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის თაობაზე მოსალოდნელმა გადაწყვეტილებამ, „კიდევ უფრო უნდა მიაბას საქართველო ევროპას, გააძლიერო
საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება; ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის სასიცოცხლო მნიშვნელობაზე ისაუბრა.
,,ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქართული დიპლომატიის დღეს ულოცავს.
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღე არამხოლოდ პროფესიონალი დიპლომატების, არამედ ყველასია.
„მინდა ეს დღე მივულოცო უცხოეთში მყოფ ჩვენს დიპლომატებს, რომელთა წვლილი საქართველოს ინტერესების დაცვაში ძალიან მნიშვნელოვანია, და მით უფრო, დღევანდელ დღეს.
არ მინდა, ამ დღის აღნიშვნა ისე დავიწყოთ, რომ არ გავიხსენო ორი ადამიანი: ერთი, დიპლომატიის დღის დაარსების იდეის ავტორი, იმ დროისთვის, საგარეო საქმეთ
გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ, ყველას ძლიერად, მშვიდობიანად,დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს „რუსულ კანონს“. ეს არის და ეს, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის, ვერანაირი გათვლა თუ გადათვლა, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან აქციაზე მყოფი ხალხის რაოდენობას.
„ძალიან სასაცილოა, როცა პო