ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში კიევს ეწვევა.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა შევასუსტოთ, პირიქით, დროა მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდებ
ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშვებული ქალი კლინიკაში გადაიყვანა.
მედიის ცნობით, ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
იპნ
დღესდღეობით, ყველა ვინც თავისუფალ სამყაროში თავს ნეიტრალურად წარმოაჩენს ან უკრაინისა და რუსეთის მიმართ თანაბარ დისტანციას ინარჩუნებს, პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ყველაზე ბნელ ადგილს იმსახურებს , - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის იბრძვის.
„ეს ლოზუნგი არ არის. ეს ცარიელი სიტყვები არ არის იმის შესახებ, რომ აქ თავისუფალი სამყაროს ბედი წ
"კორუფცია და კორუფციასთან ბრძოლა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ყოველთვის ვილაპარაკებთ და უკომპრომისოები ვიქნებით."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1459175771662307/
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნებზე მისი პარტია არავისთან ალიანსს არ გეგმავს და მონაწილეობას მარტო მიიღებს.
“არავისთან გაერთიანებას არ ვგეგმავთ, არ ვაპირებთ და არანაირი გაერთიანება არავისთან 2024 წლის არჩევნებისთვის არ იქნება. დაივიწყეთ ეს. ამათ ალაპარაკებთ შიში და მერე ცდილობენ ხან იქ მიგვაწებონ, ხან ამას მიგვაწებონ, იქ რაღაც ზღაპრები მოყვნენ. არანაირი გაერთიანებები არ იქნება. ამ არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარ
კორუფციაზე საუბარი სურს ივანიშვილს? - მოიყვანოს გენერალური პროკურორი და წარადგინოს ანგარიში;
ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს? - შეიტანოს კონსტიტუციაში ცვლილება და ხალხმა აირჩიოს პირდაპირი წესით პრეზიდენტი;
პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დამბალანსებლის მითის გამყარება უნდა? - აქ არის გახარია, რომელმაც პოლიტიკური დებატები შესთავაზა, დაუჯდეს და ელაპარაკოს;
არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, ივანიშვილს არ ეყო პოლიტიკური გამბედაობა გამოსულიყო და ეპ
"ივანიშვილი ბიზნესიდანაც ისე წავიდა, როგორც ქართული პოლიტიკიდან ? დაარქვას ყველაფერს თავისი სახელი. სად არის საუბარი ლაგუნა ვერესთან, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიებთან დაკავშირებით? როგორც ჩანს, ამაზე იმიტომ არ საუბრობს, რომ თავისივე ბიზნესინტერესებთან არის დაკავშირებული."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3608842902777510/
საქართველოს სახალხო დამცველმა არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებელთა კარიერული ზრდის მიმართულებით გამოკვეთილი პრობლემების აღმოფხვრისა და დისკრიმინაციის თავიდან აცილების მიზნით, ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აპარატის ცნობით, სახალხო დამცველის აპარატს არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების 461 მასწავლებელმა მიმართა, ისინი მიუთითებდნენ რომ განათლების სისტემაში გატარებული რ
19 იანვრიდან აია სოფიაში ახალი წესები მოქმედებს, ერთმანეთისგან განცალკევებულია შესასვლელები მომლოცველთათვის და ტურისტებისთვის, რომელთაც აია სოფიას დათვალიერება უნდათ.
ცვლილებები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ წამოწყებული სარესტავრაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა. ისინი, ვინც მოსალოცად მიდიან აია-სოფიაში, სულთანაჰმეთის მოედნის იმპერიული კარიბჭიდან შევლენ. ისინი კი, ვისაც ისტორიული აია სოფიას მონახულება სურს, ტურს აჰმედ III-ის შადრევნის მოპირდაპირე მხარეს კარიდან დაიწ
საქართველოს მთავრობის სხდომაზე რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე აშენდება მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება.
მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა, ნაწილი დასაქმდება და „ა
24 წლის ერნა შკოიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მეექვსე კურსის სტუდენტია. ნეტგაზეთთან იგი საკუთარ ამბავს ჰყვება იმის შეახებ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ეთნიკური სომხებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ახალგაზრდები და რისი ცოდნა აშორებთ მათ საქართველოს სხვა მოქალაქეებისგან.
სოფელში ცხოვრება და ქართული ენა
დავიბადე ნინოწმინდაში, სოფელ ეშტიაში, ტრადიციულ სომხურ ოჯახში. იქ გავიზარდე და სკოლაც იქ დავამთავრე. ჩვენთვის, ბავშვებისთვის სოფელ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის გალერეაში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე იზრუნოს.
„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორის
პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად - ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ დონალდ ტუ
გასული წლის ბოლო სამ თვეში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 971 პირზე გაიცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 978 განცხადებაა განხილული, საიდანაც 971-ზე თანხმობა გაიცა, 7-ზე კი - უარი.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი - 565 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (166); საბერძნეთ
პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას პოლონეთის პრემიერის ოფისი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტუსკის პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც მან პოლონეთის პრემიერის თანამდებობა დაიკავა.
პოლონური მედია იუწყება, რომ დონალდ ტუსკი, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.
იპნ
მოვუწოდებთ „ოცნებას“, პარლამენტში მოიწვიოს გენერალური პროკურორი და მისი მონაწილეობით განიხილოს ელიტური კორუფციის ფაქტების გამოძიებაზე, კორუფციონერთა დაკავებასა და ბრალდებაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების - პროკურატურის საქმიანობის ანგარიში, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მეზვრიშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მმართველ პარტიასთან დაახლოებული ელიტური ოჯახები სულ უფრო მეტად მდიდრდებიან, საქართველოს პარ
ავღანეთში ჩამოვარდა სამგზავრო ჯეტი, რომელიც ინდოეთიდან რუსეთში ჩარტერულ რეისს ასრულებდა. რუსული მედიის ცნობით, ხომალდი რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრში ირიცხება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი და 2 მგზავრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის ზუსტი მიზეზების დასადგენად შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრა გამომძიებელთა ჯგუფი. თუმცა, პირველადი ცნობებით, თვითმფრინავმა კურსიდან გადაუხვია და მთას შეეჯახა.
ნეტგაზეთი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხო
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.
„თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს,
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა 500 000 უკრაინელის მობილიზება.
„პირადად მე, დღეს ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ჯერ არ მინახავს საკმარისი მკაფიო დეტალები, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მობილიზაცია საჭიროა, რათა მოხდეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლება.
წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, 21:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე, თორნიკე ერისთავის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება, კერძოდ:
„ავტობუსი N308 და მიკროავტობუსები N512 და N531 გლდანიდან იმოძრავებენ მეტროსადგურ „დიდუბის“ ზედა გასასვლელამდე და უკან;
ავტობუსი N381 და მიკროავტობუსი N431 ავჭალის დასახლებიდან იმოძრავებენ
ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და "პლაზა" კინოლოგები მივიდნენ. ისინი შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
ოთხივე სავაჭრო ცენტრიდან მოქალაქეებისა და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია ცოტა ხნის წინ განხორციელდა.
სავაჭრო ცენტრებთან მყოფი თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე სამართალდამცავები დაახლოებით 17:30 წუთზე გამოჩნდნენ, ბათუმის ოთხივე სავაჭრო ცენტრში მუშაობა შეჩერებულია და შენობები ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, სადაც შესვლა დროები აკრძალულია
ბათუმში, სავაჭრო ცენტრებიდან - “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” და "პლაზა" ევაკუაცია მიმდინარეობს.
როგორც “გრანდ მოლის” ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრმლებმა დროულად შენობის დატოვება სთხოვეს, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებიათ.
ერთ-ერთი ვერსიით, სავაჭრო ცენტრებიდან ევაკუაცია ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებას უკავშირდება.
“რამდენიმე წუთის წინ, ადმინისტრაციის უსაფრთხოების თანამშრომელი მოვიდა და მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ სასწრაფოდ
საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია აქვთ საქართველოს მთავრობასთან, თუ როგორ უჭერს მხარს მათი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
აღნიშნულის შესახებ საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობაში პირველ არხს განუცხადეს.
„აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაო