ლილოს დასახლებაში, 21 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხაძემ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.
მისი თქმით, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელია.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზ
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო ხომალდი „სერგეი კოტოვი“ უკრაინის სამხედრო დაზვერვის თავდასხმის შედეგად განადგურებულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის დაზვერვა ავრცელებს.
მათივე ცნობით, თავდასხმის დროს რუსული ხომალდი ყირიმში, ქერჩის სრუტესთან ახლოს იმყოფებოდა.
რუსულ გემზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე ღამით აფეთქებების შემდეგ გავრცელდა, რის გამოც დაიხურა ქერჩის ხიდი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმთან 38 უკრაინული დრონი ჩამოაგდე
რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციამ ნატოს ქვეყნებიდან ღვინის იმპორტის გადასახადის 200 პროცენტით გაზრდა მოითხოვა.
ამის შესახებ RIA-ს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი პლოტნიკოვმა განუცხადა.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად”, – განაცხადა სააგენტოსთან პლოტნიკოვმა.
ასოციაციამ ასევე ინიციატივით გამოვიდა, გაუქმდეს საქართველოდან ღვინის იმპორტზე დაწესებული შეღავათიანი რეჟიმ
"ივანიშვილის 30 დეკემბერს გამოსვლის შემდეგ "ოცნებაში" სრული ქაოსია. სამწუხაროდ, არ გვაქვს მოლოდინი, რომ "ოცნება" უკეთესი გახდება. კოალიცია ჩვენთვის ნაცმოძრაობასთან წითელი ხაზია, დღევანდელ "ოცნებასთან" ლურჯი."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/25637873809137113/
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 7.5 მილიონი ლარი გამოიყო.
მთავრობის განკარგულებას, რომელიც 18 მარტს გამოიცა, პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
ამავე განკარგულებით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამ თანხის გადარიცხვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ევალება.
„გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით,
ამერიკის შეერთებული შტატების „დემოკრატი“ სენატორი, რიჩარდ ბლუმენტალი წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის საგარეო დახმარების დამტკიცებას მიესალმება და აცხადებს, რომ ეს არის გზავნილი მსოფლიო დიქტატორებისთვის.
„ვფიქრობ, ამერიკა კვლავ შეტევაზეა და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ ორპარტიულად ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისთვის და გავუგზავნოთ გზავნილი ვლადიმერ პუტინს, სი ძინპინს, მსოფლიოს დიქტატორებს - ჯერ ადრეა შამპანურის გახსნა, ამერიკა დემოკრატიის დაცვ
აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების შედეგად, მოსკოვის ბირჟას (MOEX.MM) ევროსა და დოლარით ვაჭრობის გაჩერება მოუწია. ოთხშაბათს აშშ-მა გააფართოვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და ჩამონათვალში შეიყვანა მოსკოვის ბირჟაც.
ვაშინგტონის მიერ შემზღუდავი ზომების გამოცხადებიდან ერთ საათში მოსკოვის ბირჟამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვაჭრობა და ანგარიშგება დოლარსა და ევროში შეჩერებულია.
MOEX-ზე დოლარი-რუბლით ვაჭრობა დღეში 1 მილიარდ რუბლს,
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე რეალურად ზრუნავდეს, დაკავებულია ფართო მასებში პროპაგანდის წარმოებით და ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს ახორციელებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/458381073504306/
ჩვენ ყველა პარტიას, რომელიც განაცებული არ არის, ვგულშემატკივრობთ, რომ პარლამენტში მოხვდნენ. ჩვენი ინტერესია, რომ ასეთი პარტიები რაც შეიძლება მეტად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებული.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/835847015090412/
საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა და გამოაქვეყნა გერმანიის მეოთხედფინალში გასვლის შესახებ ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ევრო 2024-ზე მერვერდფინალურ მატჩში გერმანიამ დანია ანგარიშით - 2:0 დაამარცხა.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს. სწორედ საქართველო-ესპანეთის შეხვედრაში
თუ მაგალითად თბილისში მუშაობ ან სწავლობ და არჩევნებში ხმის მისაცემად რაიონში წასვლა თქვენთვის დამატებითი გამოწვევაა, აგიხსნით, როგორ შეძლებ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას;
ახალ მისამართზე გადაწერა შესაძლებელია როგორც დისტანციურად, ასევე იუსტიციის სახლში მისვლით.
ორივე შემთხვევაში უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:
თუ ბინის მესაკუთრე თავად ხართ, ცხადია, რეგისტრაციის ადგილის შეცვლისთვის მხოლოდ საკუთარი მონაცემები დაგჭირდება.
ხოლო თუ რეგისტრირდებით, მაგალითად, ნათესავთან, დაგჭირდებათ ბი
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საჭიროა დაჩქარდეს იარაღისა და ჭურვების მიწოდება პარტნიორებისგან, კერძოდ, საჭიროა გამოცხადებული პაკეტების დროული ლოგისტიკა.
„საჭიროა მოწოდების დაჩქარება ჩვენი პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ. ომს არ აქვს შვებულება. საჭიროა გადაწყვეტილებები, დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, დღეს არის კარგი შედეგები, უკრაინისთვის საჭირო
სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
პუბლიკა
„აზოვის“ მებრძოლებმა დონეცკის ოლქის ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი დაიბრუნეს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის "აზოვის" ჯარისკაცებმა ტორეცკის მიმართულებით ნიუ-იორკის დასახლების ნაწილი თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ დააბრუნეს და უკრაინელი სამხედროები რუსული ალყიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას „აზოვი“ „ტელეგრამ“ არხზე ავრცელებს.
„ბრიგადის მებრძოლების მაღალი საბრძოლო სულისკვეთების, გამბედაობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, "აზოვმა" მოახერხა სიტუაციის სტაბილიზაც
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ეხმაურება პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და ღირსების შემლახავი კანონის მიღებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიწვიოს ის.
პარლამენტმა მესამე მოსმენით, საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური კანონების პაკეტი.
კენჭისყრაზე მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. ასევე კენჭი უყარეს ამ კანონის თანმდევ პროექტებსაც, რომლებმაც უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღო.
ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის გამო სხდ
“პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები”, – ამბობს, ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა.
მისი ინფორმაციით, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველთა სათვისტომო არ მიუწვევიათ.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აჯანყების წლისთავს საფრანგეთის ქართული სათვისტომო ყ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს.
იპნ
“ოცნებამ” არ დატოვა არც ერთი დამოუკოდებელი ინსტიტუტი, რომლის გამოძიებასაც შეიძლება საზოგადოება ენდოს.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8379633272146884
ჩვენ კიდევ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ერთმანეთს. აქციებზე ხალხი არ უნდა შემცირდეს. უნდა გავცდეთ თბილისს, ბათუმს, ქუთაისს და გავიდეთ რეგიონებში. რეგიონებში ადამიანებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება არ მიეცათ და ეს უნდა გამოვასწოროთ.
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
გადაცემა "რეაქცია"
კრემლმა 18 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინის ოთხ რეგიონს, რომელთა მიერთების შესახებაც რუსეთმა გასულ თვეში გამოაცხადა, რუსეთის ბირთვული არსენალი იცავს, იტყობინება Reuters-ი.
არსებული ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვაზე, იცავს თუ არა ამ რეგიონებს რუსეთის ბირთვული ფარი, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ასე უპასუხა: „ყველა ეს ტერიტორია რუსეთის განუყოფელი ნაწილია და ისინი დაცვის ქვეშ არიან. მათი უსაფრთხოებაც იმ დონეზეა უზრუნველყოფილი, როგორც რუსეთის დანარჩენი ტერიტორია“.
რუსეთის პრეზიდენტმ
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათიამეზვრიშვილი განმარტავს, თუ რატომ არის ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების დაწესება უკიდურესად საშიში.
მისი თქმით, ევროპული სტანდარტის საფარქვეშ, ავტორიტარული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება მივიღოთ რუსული სტანდარტი.
"ხელისუფლება ცდილობს მისი ინიციატივა ჟურნალისტების არაეთიკური ქცევით ახსნას, რაც ლეგიტიმური იქნებოდა (ოღონდ აქაც პროპორციული ზომებით) რომ არა კ ო ნ ტ ე ქ ს ტ ი, რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როცა ავტორი
ვანო მერაბიშვილს შეუძლია, არაფორმალური მმართველების წრეს მიეთვალოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, „მერაბიშვილის ინტერვიუ სხვა არაფერი იყო, თუ არა მისი როლის დადასტურება „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში, მათ შორის დღევანდელი მენეჯმენტის ფორმირებაში და მმართველობაში“.
„ამ განცხადებით მერაბიშვილმა გამოავლინა თავისი მოტივი, რომ გაეძლიერებინა თავისი შესუსტებული პარტიის ახალი მმართველობა. ვანო მერაბიშვილი ამ ქვეყნის გუშინწინდელი
საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენის აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს.
კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ მიიჩნევს მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციას [თუ მის მიერ „წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა“] და არ ეხება მთავრობას. ანუ სამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც მიიღებენ უცხოეთიდან დაფინანსებას/გრანტებს, მაგრამ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, მთ
თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მათ შორის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის თანამშრომელია.
ახალგაზრდები მსუბუქი ავტომობილით თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შედეგად ორივე პირ ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
,,უცხოეთის გავლენის აგენტის შესახებ“ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მოწინააღმდეგე საზოგადოების ნაწილი ხვალ, 6 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბება და თავის სათქმელს ხმამაღლა იტყვის. ხვალინდელ საპროტესტო აქციაზე გასვლას აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის“ ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი, ლია თოდუა, რომელიც მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონით ხელისუფლებას რაიმე ახლის აღმოჩენა კი არა, მათთვის აგენტის სტატუსის მიწე