ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიზანია, რომ ხალხი შეშინდეს და არჩევნებზე არ წავიდეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს ხვდება. დიპლომატებისა და პრეზიდენტის შეხვედრა ორბელიანის სასახლეში მიმდინარეობს.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განცხადებები არ გაკეთებულა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე რამდენიმე კვირაა შეხვედრებს მართავს, როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის თუ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან.
იპნ
აუცილებელია, ყველამ იაქტიუროს, რომ მიიღოთ მონაწილეობა კომისიების დაკომპლექტებაში იმისთვის, რათა ის მანკიერი ფორმა, რაც არსებობდა აქამდე, რომ საელჩოს წევრები, სიდედრები, შვილები თუ ბიძაშვილები აკომპლექტებდნენ კომისიებს, აღარ იყოს, ამიტომ რაც უფრო ინფორმირებული იქნებით და დროულად მიიღებთ მონაწილეობას კონკურსში და საჯაროდ იქნება ცნობილი, რომ მონაწილეობთ, უფრო დაცული იქნება მთლიანად ეს პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორასთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა, სადა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ს
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან, საქართველოს დიდი ხნის მეგობარსა და მოკავშირესთან. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოსათვის ამ გადამწყვეტ მომენტში, თქვენი ურყევი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.
ლიეტუვა ყოველთვის მტკიცედ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს განცხადებას გააკეთებს. პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზეა დაგეგმილი.
ბრიფინგის თემა უცნობია.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობისთვის მიმართვას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ-ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიფინგს გამართავს. პრეზიდენტი განცხადებას ორბელიანების სასახლეში, 20:00 საათზე გააკეთებს.
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი თავდაპირველად 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, თუმცა მოგვიანებით, განცხადების გაკეთება რამდენიმე საათით გადაიდო.
ipn
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში განცხადებას გააკეთებს.
ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
ბრიფინგი 19:00 საათზეა დანიშნული.
იპნ
დამოუკიდებლობის მაგალითი აფხაზი მოსამართლეებისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ ბიჭვინთის აგარაკების მესამე პირებისთვის გადაცემის აკრძალვის შესახებ კანონის გაუქმებას მხარი არ დაუჭირა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა გამოხმაურება სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე დაწერა.
მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ პრეზიდენტის სიტყვების ინტერპრეტირება არის საზოგადოე
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
როგორც ზურაბიშვილმა, le monde-სთან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“.
„ის ოლიგარქია, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა. ასე რომ, მენტალიტეტზე გავლენას ახდენს ის, რაც მან წარსულში გამოცადა. დღეს მსოფლიო ორად იყოფა. ის მათ რიგებშია, ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება, ამიტომაც ცდილობს წინასწარ მოერგოს რუსეთის გამარჯვებას, რომელიც შესაძ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში, 14:00 საათზეა დაგეგმილი.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩების გარდა, შეხვდება დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს ელჩებს.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპულ მომავალზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს იყო არასოდეს იქნება პრორუსული, ქართველი ხალხის აბსო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.
აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
უცნობია აუდიენციის დეტალები.
ipn
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს „ძალიან დიდი სიფრთხილისკენ“ მოუწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ.
„მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მასობრივად გამოდის ქუჩაში არა სოციალური პრობლემების გამო, არამედ როდესაც აღიქვამს თავისუფლებასთან, ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საფრთხეს.
ამის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს პროტესტი ახასიათებდა მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გრძნობდა, აღიქვამდა საფრთხეს ევროპულობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. საქართველოში არასდროს ყოფილა მასობრივი
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ,,ჩემმა ხმამ”, საიამ და ,,სამართლიანმა არჩევნებმა” დამკვირვებლების და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საჯარო შეხვედრა მოაწყო. დამკვირვებლები პრეზიდენტს არჩევნების დღეს აღმოჩენილ დარღვევებზე ესაუბრებიან.
„მინდა თქვენ ყველას მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რაც გააკეთეთ თქვენთვის, თქვენი მომავლისთვის, თქვენი ქვეყნისთვის. რეალურად თქვენ იყავით ამ ძალიან უსამართლო ბრძოლაში პირველ ფრონტზე და იყავით ის ჯარი, რომელიც იცავდა ჩვენს ხმებს. ახალი მტკიცებულებები ნ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკელ სენატორებს, ჯინ შაჰინსა და დიკ დურბინს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაცია, ომი უკრაინაში და შავი ზღვის რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.
მათი ცნობით, ამერიკელმა სენატორებმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ საქართველოს პრეზიდენტის როლსა და პოზიციას ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, რაზეც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის ქვეყნის ე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან კომუნიკაციის არქონის შესახებ ილაპარაკა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „TV პირველთან" ინტერვიუში. ის ამბობს, რომ მხოლოდ მინისტრებთან აქვს კომუნიკაცია.
„ძალიან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს მთავრობის ყველა მინისტრთან, გარდა ერთისა - მთავართან, პრემიერ-მინისტრთან", - თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სურვილი აქვს პრემიერთან კომუნიკაციის, თუმცა მთავრობის თავმჯდომარეს ეს არ სურს.
„არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალურ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
ამის შესახებ ზურაბიშვილის განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ნოვრუზ ბაირამს ვულოცავ აზერბაიჯანული წარმოშობის მქონე ჩვენს თანამოქალაქეებს! ბუნების სიცოცხლის განახლების სიხარული და კეთილდღეობა მოეტანოს ყოველი თქვენგანისთვის გაზაფხულის ამ ულამაზეს დღესასწაულს!“,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
იპნ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 5 აგვისტოს ორბელიანების სასახლის წინ პრესკონფერენციას გამართავს.აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რა საკითხთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცია.
„პრესკონფერენცია ორშაბათს, 5 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიწყება.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 ნოემბერს, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელს შეიტანს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის დარღვევას, რომელსაც ფარულობა და საყოველთაობა ჰქვია.
ზურაბიშვილის თქმით, მას არ აქვს სასამართლოს იმედი, თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ ყველა გზა უნდა სცადოს.
„ხვალ დილით შემაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი სწორედ იმ ორი კონსტიტუციური პრინციპის
ახლა არ შემიძლია არ გკითხოთ, სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედის გაძლიერების ნაცვლად, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის ამ მ