„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების დავის განხილვის ვადით შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, „დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონის კერძო პირისთვის იჯარით გადაცემის შესახებ და კომპანიის შესარჩევად აუქციონი გამოაცხადა. ბალდის კანიონს საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
აუქციონში გამარჯვებული
„გაუქმდეს ლიცენზია” – ონში რაჭაში ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა, რის შემდეგად ორგანიზატორებმა ქალაქის ცენტრში კარავი დადგეს და 24-საათიანი მორიგეობა დაიწყეს.
რაჭის მოსახლეობა, აქტივისტები, დარგობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ტყის გადაცემას აპროტესტებენ და ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებაც მიმდინარეობს.
ე.წ. კარტოგრაფების საქმის მოწმე დავით ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტ
18 და 19 წლის გოგოები 60 წლამდე კაცს გაუპატიურებაში, პირადი ხასიათის ინტიმური შინაარსის ვიდეოს უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებაში, ასევე არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა კაცმა პოლიციის განყოფილება გამოკითხვის შემდეგ შემაკავებელი ორდერითა და ელექტრონული სამაჯურით დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს, რომელიც გოგოების ინტერესებს იცავს.
ორგანიზაციის ცნობით, გოგოებმა პოლიციას 9 დღის წინ, 19 სექტემბერს მიმართეს, თუმცა, მიუხედ
საქართველოში 16 წლამდე ასაკის 229 280 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს – ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტოს აგვისტოს ოფიციალური მონაცემები. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 28%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რა ხედვა აქვთ პოლიტიკურ პარტიებს ბავშვთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად და როგორ წარმოუდგენიათ ამ პრობლემის მოგვარება როგორც გრძელ-, ასევე მოკლევადიან პერსპექტივაში.
ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით,- ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა, რითაც ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ტერორსა და არაადამიანობას თანამედროვე სამყაროში ადგილი არ უნდა ჰქონდეს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული ისრაელში ვითარების უკანასკნელი ესკალაციითა და უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლის დანაკარგით. საქართვე
“ჩვენი ინტერესია მაქსიმალურად ხელი შევუშალოთ იმპიჩმენტის პროცესს, მათ შორის იმით, რომ დისტანცირდეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ პროცესისგან და მეტსაც გეტყვით, მინიმუმ გაუძვირდეს “ოცნებას” ეს ამოცანა.”
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე
391738657_707789234076504_3766836264346627235_n.mp4
პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის მოსმენა დაიწყო.
დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაფორმებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ კითხვებს უნდა უპასუხოს.
აღნიშნულ საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციამ დაიბარა.
დარჩიაშვილის სახელზე გაგზავნილ კითხვებში ხაზგასმულია, რომ დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს გაცხადებული საგარეო პრიორიტეტია და „ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა ასევე თანხვედრაში
თბილისის დიდმა სინაგოგამ „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული ტყვეების სოლიდარობის ნიშნად ტრადიციული ებრაული შაბათის სუფრა გაშალა. მაგიდაზე განთავსებულია ტყვეების ფოტოები, მათი სახელებით, ასაკითა და წარწერით „გატაცებულია“ [Kidnapped].
„21 დღეა რაც 229 ისრაელელი მძევლად ჰყავს „ჰამასის“ ტერორისტებს. ჩვენი 229 შვილი, ძმები, დები, დედები და ბაბუები ჯერ კიდევ არ არიან ჩვენი შაბათის სადილის მაგიდასთან. მადლობა ებრაულ თემს ამ მნიშვნელოვანი აქტისთვის და შეხსენებისთვის, რომ ჩვენი მაგიდები ჯერ კიდევ
ხელვაჩაურში, სოფელ მახოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა, რომელშიც 9 ადამიანი იმყოფებოდა.
მათივე თქმით, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, ხოლო შუახნის მამაკაცი კლინიკაში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც კითხვაზე, თუ რომელ ქვეყანას მიიჩნევენ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხის მქონეს, გამოკითხულთა 77%-მა უპასუხა რუსეთი, 12%-მა თურქეთი და 9%-მა აშშ.
კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი – 14 ოქტომბრის პერიოდში. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონი
ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება. დიახ, მართალია, იზრდება, მაგრამ ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის კეთილდღეობას ხმარდება და კონკრეტული ოჯახების ჯიბეში მიდის. ყველას ყველაფერი მოეკითხება,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ რეგიონის მოსახლეობასთან და მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას და დაუსჯელობას. ამასთან, განმარტავს, რომ „ოცნების“ ამოცანაა შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში სხვა არჩევანი არ არსე
პოლონეთის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ შიმშილობა დაიწყო.
„როგორც პოლიტპატიმარმა, პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა დავიწყე“, - ნათქვამია კამინსკის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში ვიზიტისას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, მარიუშ კამინსკი და მისი მოადგილე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, დააკავეს.
მარიუშ კამინსკის დაკავება პრეზიდენტის სასახლის წინ 300-მდე ადამიანმა გააპროტ
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინის ფორმატის უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-19 სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის გვერდით მტკიცედ დგომას და პუტინის იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პრინციპული ბრძოლის მხარდაჭერას.
„კრემლი კვლავ დებს ფსონს იმაზე, რომ ჩვენ, ყველა დავკარგავთ ინტერესს უკრაინისადმი, რომ ჩვენი მხარდაჭერა შესუსტდება და შემცირდება, თუმცა მე მტკიცედ ვარ განწყობილი, როგორც არასდროს და ვიცი, რომ თქვენც. ეს საკონტაქტო ჯგუფი რჩება მტკიცე, შეუპ
საქართველოს პრეზიდენტი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთი წლის თავზე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება აქციაზე გასული ახალგაზრდების დამსახურება იყო, წელს კი საქართველოს ევროპული მომავალი არჩევნებზე მისვლით წყდება.
„მე მაქვს სათქმელი ახალგაზრდებისთვის, რომ რასაც იცავდნენ შარშან ქუჩაში, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად, დიდი ნაწილი იმ გადაწყვეტილების, რაც იქნა მიღებული წლის ბოლოს, არის მათი დამსახურება. ეს იციან კარგად, იგრძნეს თავიანთი ძალა და იგივე უნდა მოხდეს ამ წელს, თ
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს.
როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბიულეტენები პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადდა.
უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი
311 ხმა 112-ის წინააღმდეგ – რამდენიმე თვიანი განხილვისა და დებატების შემდეგ წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას.
პალატაში გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ, ზოგიერთმა მათგანმა უკრაინის დროშები ააფრიალა.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და აღნიშნა:
„დემოკრატიას და თავისუფლებას ყოველთვის ექნება გლობალური მნიშვნელობა და არასოდეს დამარცხდება, სანამ ამერიკა მის დაცვაში დაეხმარებ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ირაკლი კობახიძე ლექციის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, აქციის მონაწილეებს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები უსწორდებიან.
„როგორც წინა შაბათს, კობახიძემ კვლავ მოაბილიზა თავისი ბანდა და როდესაც მივუახლოვდით კობახიძეს, რომ გაგვეგონებინა პროტესტის ხმა, მოგვიახლოვდნენ გინებით და ფიზიკური შეურაცხყოფით“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის მატჩში გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გახსნა.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ პირველი გოლი 45-ე წუთზე 11-მეტრიანით გაიტანა და ტაბლოზე საქართველო - ჩეხეთს შორის ანგარიში 1:0 დაფიქსირდა.
შეხვედრა ჰამბურგში, „ვოლკსპარკშტადიონზე“ მიმდინარეობს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. ამასთა
„აღმოვაჩინე, რომ ჩემს სახლში 7 უცნობი პირია რეგისტრირებული“; „მეც დამჭირდა ვიღაც უცნობის ამოწერა; „მეც ეს პრობლემა მაქვს; „ერთმა ადამიანმა თავის მისამართზე 19 უცხო ადამიანი აღმოაჩინა“… – ამის შესახებ მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ და წუხან, რომ მათ სახლში უცხო პირები არიან რეგისტრირებულები.
გამომდინარე იქიდან, რომ რეგისტრაციის ადგილის შეცვლა ზოგადად მარტივი პროცედურაა, შესაძლოა ეს პოლიტიკური ანდაც სხვა ინტერესის მქონე პირებმა არაკეთილსინდისიერად გამოიყენონ და მეპატრონის გვერდის ავლით დარ
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული ცნობილია. მათგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.
2024 წლის ათეულის წევრები არიან:
ნუკრი კარკაძე – ბაღდათის N1 საჯარო სკოლის და როკითის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი
გიორგი ლიპარიშვილი – თბილისის მე-6 საავტორო სკოლის, ათასწლეულის სკოლის, საერთაშორისო ქართული სკოლის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
„ალაზნის პირზე არის პრობლემა, ვერ შედიან კომბაინები, რომ ხორბლის მოსავალი აიღონ, წყალშია“,- ამის შესახებ მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, კომპანია "შირაქის" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ bpn-თან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ინტენსიურმა წვიმებმა ხორბლის მოსავლის ნაწილი გააფუჭა, რის გამოც აღების პროცესი გაჭიანურდა.
ამასთან, ნიკოლოზ ბენიაიძე აღნიშნავს, რომ ეს ფასზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ხორბლის ღირებულებას, ისედაც იმპორტირებული პროდუქციის ფასი განაპ
ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.
როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.
„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, მომხდა
ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა.
"პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
იპნ