საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მ
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულ
ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობ
თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”.
„არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თა
“ოცნება” კლასიკური ნეონაცების პარტია გახდა და საკუთარ ფასეულობებთან დამარცხდა."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/354355304114196/
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "სააქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/260859667037339/
29 იანვარს, პარლამენტის შენობაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს.
უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფ
51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს.
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-ამდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.
„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ:
„ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსე
ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის
გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა
ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან.
“ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდე
ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კვლავ იმყოფებიან სტუდენტები, „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები და დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სხვა მხარდამჭერები, რომლებსაც რექტორისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ.
ერთ-ერთი მოთხოვნა მათთან შეხვედრაა, დანარჩენ მოთხოვნებზე სასაუბროდ, თუმცა სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია ოთხ მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი კანცელარიაში დანარჩენებთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს, რომ მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტის კანცელარია, ვი
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს სამხედრო თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, უკრაინამ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა.
უკრაინაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მათი ძალების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული
შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა.
“მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”.
შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე
საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიზიტად მყოფ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა. ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამის
ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას!
ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის პატიმრობაში დატოვება არის იმ უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
თანაგრძნობა და მხნეობა გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პოლიციას, რომელსაც შინაგანი მოტივაცია აქვს ხალხს ემსახუროს და დაიცვას ადამიანები, დასაჯოს კრიმინალები და არა მოქალაქეები, რომელთაც მათგან მხარდაჭერა და მათი სამსახური სჭირდებათ.
#პარტიასაქართველოსთვის
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”. – ამბობენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მიმდი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნონ დარღვევებს და დაინახონ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი.
TI წერს, რომ ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად მიიჩნევა ფუ
"რაც არ უნდა პროპაგანტისტული განცხადებები და რეიტინგები წარმოადგინოს “ოცნებამ”, ხალხი მაინც ხედავს, რომ ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული და ეს ივანიშვილმა თავისი გამოსვლისას სიტყვიერადაც დაადასტურა."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1285433005723004/
თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს.
აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა.
ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც გამოსახ