Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.084.899

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს

შოვში დაღუპულებს შორის 7 წლის ლუკა დუდაშვილი ამოიცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ. ლუკა შოვში დედასა და და-ძმასთან ერთად ისვენებდა, რომლებსაც მაშველები სტიქიის ზონაში ამ დრომდე ეძებენ. ლუკას მამა, გიორგი დუდაშვილი საზოგადოებამ სტიქიის პირველივე დღეს გაიცნო. გიორგი დუდაშვილი მედიასთან აცხადებდა, რომ ცოლსა და სამ მცირეწლოვან შვილს ეძებდა: „მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს ჩარჩენილი. არ ვიცი, რა სიტუაციაა, როგორ არიან… არ გვინდა ეს სამი მცირეწლოვანი ბავ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. publika

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინელებმა ხერსონში 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულ დასახლებებში სტაბილიზაციის ღონისძიებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დღეს განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ და წას

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია

საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. მონაცემები ცესკოს თავმჯდომარემ გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობას, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. „ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა. ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედ

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შეძენილი ბილეთების დაბრუნებას სთავაზობს

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა შეფერხებები ჰქონდეთ. ასევე მათი განცხადებით საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოსალოდნელია მცირე დაგვიანებები. მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს გაყიდული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური. ,,მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დ

„შაშვი, შაშვი, მაყვალი“ ევროპული კინოაკადემიის 2023 წლის ჯილდოს ნომინანტებს შორის მოხვდა

ელენე ნავერიანის ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ 2023 წლის დაჯილდოების ნომინანტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას ევროპის კინოაკადემია ავრცელებს. ნომინანტებს შორის 19 ფილმი მოხვდა. უახლოეს კვირებში ევროპის კინოაკადემიის წევრები დაიწყებენ შერჩეული ფილმების ყურებას და ხმის მიცემას. მონაწილე წევრების ხმების საფუძველზე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა 7 ნოემბერს გახდება ცნობილი. დაჯილდოების ცერემონია 9 დეკემბერს ბერლინში გაიმართება. ელენე ნავერიანის ფილმის „შაშვი შავი მაყვალის

ჩინეთმა ახალ ოფიციალურ რუკებზე რუსეთის ტერიტორიები „მიისაკუთრა“ – მედია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ გამოუშვა რუკების ოფიციალური კომპლექტი, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია მედიისთვის. ამ რუკებზე პეკინის მოკავშირე რუსეთის კუთვნილი ტერიტორიები აღნიშნულია ჩინეთის ტერიტორიად, იტყობინება რუსული დამოუკიდებელი მედია „ინსაიდერი“. რუკაზე ჩინეთს მიაკუთვნეს დიდი უსურიისკის კუნძული, რომელიც მდინარე ამურზე მდებარეობს. 2008 წლის შეთანხმებით იგი რუსეთმა და ჩინეთმა გაიყვეს, თუმცა რუკებზე ის სრულიად ეკუთვნის ჩინეთს. ინდოეთის შემთხვევაში, ჩინეთის კუთვნილებადაა ნაჩვე

ლევან გოგიჩაიშვილი - ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც (ვიდეო)

ჩვენთან ბრძოლაში ივანიშვილმა დაკარგა ღირსება, შემდეგში დაკარგავს ფულსაც და ძალაუფლებასაც. ივანიშვილისთვის სამშობლო არის ფული. ფულის გარდა არავის და არაფერს არ ცნობს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/927040442882965

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის იერიშების შედეგად, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება

რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. ზელენსკის თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. „რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი სახეობა – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოი

„სიტყვის ფეტიშები არიან“ - პაპუაშვილი მთავრობის 25 თებერვლის განცხადების კრიტიკაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს „TV პირველის“ ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ არ ახსენებს საქართველოს მთავრობა 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში საბჭოთა რუსეთს. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ყველამ იცის და ეს წერია ყველგან, სადაც კი საუბარია ქვეყნის ოკუპაციაზე. მან ასევე თქვა, რომ ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც ამაზე აპელირებენ „სიტყვის ფეტიში“ აქვთ. „ეს სიტყვის ფეტიშობაა, რომელიც გარკვეულ ჯგუფში არის დამყარებული, აჩვენებს თუ რამდენად

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა

უკრაინამ თურქეთიდან „აზოვის” ლიდერები დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს. „თურქეთიდან სახლში ვბრუნდებით და ჩვენს გმირებს ვაბრუნებთ სახლში. უკრაინელი ჯარისკაცები დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერჰი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო, დენის შლეხა. ისინი საბოლოოდ თავიანთ ახლობლებთან იქნებიან. დიდება უკრაინას!” - წერს ზელენსკი. იპნ

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი: საქართველომ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა, ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია

ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ საქართველოს მთავრობას ევროპული საბჭოს მიერ მიცემული 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 აქვს შესრულებული, ამიტომ ახლა ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ოქტომბერში მათი ანგარიში მზად იქნება. ,,ვფიქრობ ძალიან ცხადია, რა არის პირობები საქართველოსთვის, რომ კანდიდატი ქვეყანა გახდეს. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ძალიან ცხადი პირობები წამოაყენა. ვიმედოვნებ, საქართველო მათ შეასრულებს, რათა მათთვის დადებ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6410 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6410 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6393 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8813 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0068 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

არტისტის წარწერის საქმეზე დაწყებული გამოძიების მუხლი 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

არტისტ სანდრო სულაბერიძის მიერ კედელზე წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” უწყებაში დაუდასტურეს. როგორც შსს ამბობს, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. კერძოდ, გამოძიება დაწყებულია 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით, რაც კანონში ასეა განმარტებული: ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; აღნიშნულ

„შუაგული“, „აიტექნიკი“... - რა ბიზნესებს ფლობს აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე და მისი ოჯახი

„შუაგული“, „აიტექნიკი“ - ეს იმ კომპანიების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ყოფილი მოსამართლე, ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახი ფლობს. ვალერიან ცერცვაძე 6 წელია ქართული სასამართლო სისტემის ნაწილი აღარ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოში აშშ-ს საელჩოს განცხადებაში ისიც მოხსენიებულია, როგორც კორუფციული სისტემის ნაწილი, რომელიც ბღალავს სამართლის უზენაესობას. ყოფილი მოსამართლე, რომლის შვილიც 2013 წელს აშშ-ში დაიბადა და ამერიკის მოქალაქეა, ამბობს, რომ ბრალდებები დ

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია პარლამენტში იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები,

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, გიორგი ბურჯანაძესა და ნაზი ჯანეზაშვილს წარადგენენ

„ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ სახალხო დამცველის კანდიდატებად ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს წარადგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა კონსულტაციების შედეგად მიიღეს, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, „მათთვის ამოცანაა, რომ იყვნენ თანმიმდევრული, ხოლო დანარჩენს პროცესი აჩვენებს“. „არავის ვურჩევ „ქართულ ოცნებას“ შეუვსოს ის ორი ხმა, რომელიც აკლია.

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ლია ახეჯაკოვას ბოდიშს უხდის

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსანდრე მოლოჩნიკოვი მოსკოვის თაეტრ „სოვრმენნიკიდან“ რუსეთის სახალახო არტისტის, მსახიობ ლია ახეჯაკოვას გათავისუფლებას გამოეხმაურა და დაგმო ყველა იმ პირის საქციელი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა. ,,ჯანდაბას, ჩვენ, ახალგაზრდები, როგორმე გავარღვევთ ამ წრეს, მაგრამ იმისთვის, რომ უდიდეს არტისტებს, მოხუცებს  სცენის და კინოს ბოლო წლები მოპარეთ, თქვენ (კულტურის სამინისტრო, დეპუტატებო, თეატრის მენეჯერებო), ვინც მათ სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევთ,  ჯოჯოხეთის ცეცხლ

ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ქართული მხარის მიერ ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შეფასებას გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ყველა მცდელობისა, რომელიც აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ არის მიმართული, ,,რესპუბლიკა საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოებისკენ მიმავალ გზაზე თავდაჯერებულად აგრძელებს სვლას.“ ამის ნათელ დასტურად მას ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტის, ასლან ბჟანიასა და ბელორუსის პრეზიდენტი

ბერდია სიჭინავა - ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ

რეალურად, ეს ყვითელი ბარათები უკვე ნაჩვენებია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. - ბუნებრივია, ისინი შეეცდებიან შეცდომაში შეიყვანონ სანქციების ჯგუფის წარმომადგენლები, მაგრამ ეს იქნება უსუსური მცდელობა იმიტომ, რომ ყველამ ყველაფერი კარგად იცის შეერთებულ შტატებშიც, ევროკავშირშიც, რომ საქართველო შესაძლებელია იმ ნაცრისფერ ზონაში შედიოდეს, რომელიც გამოიყენება რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. - შესაბამისად, ჩვენ უნდა ველოდოთ მწვავე

ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი იარაღის ტარების უფლება ექნებათ

ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარების უფლება ექნებათ. პირებს, რომელთაც „იარაღის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ცესკოს წევრები ემატება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წარადგინეს. ამავე პროექტით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ცესკოს

პენიტენციური მზია ამაღლობელის ჯანმრთელობაზე პირველ კომენტარს აკეთებს

პენიტენციური სამსახური პოლიტპატიმარი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის, მალხაზ ურთქმელიძის თქმით, ამ ეტაპზე მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს. მზია ამაღლობელ

მიწისძვრიდან მეხუთე დღეს ნანგრევებში სასწაულით გადარჩენილები

თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეა, ადგილობრივი და მათ დასახმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სამძებრო-სამაშველო სამსახურები შეჩერებლად მუშაობენ. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარაშში პარასკევს, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი, 65 წლის მამაკაცი, 22 წლის ახალგაზრდა გოგო და მის უმცროსი და ცოცხლად ამოიყვანეს.  ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ,,გამოვიყვანეთ მამაკაცი, სახელად ჰუსეინი, რომელმაც გვითხრა, რ

ვაშინგტონი კიევს შეიარაღებისთვის კიდევ 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს

8 აგვისტოს შეერთებული შტატები უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. ახალი პაკეტი მოიცავს ნაღმებისგან გაწმენდის აღჭურვილობას, საზენიტო-სარაკეტო სისტემა „პეტრიოტისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს „ჯაველინებს“, სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსის“ რაკეტებს და სხვა სახის აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას. ეს თანხები გამოთავისუფლდა ბუღალტრული შეცდომის შედეგად - შეცდომა ადრე გამოყოფილი 6.2 მილიარდი დო

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება

ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, სხვას ეს კონსტიტუცია მაკულატურა ეგონება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი - მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, კონსტიტუცია ჩვენი დასაცავია. „თუ დავუშვით ის, რომ შეიძლება, ვიღაცამ საკუთარი გემოვნებით ან რაღაც კეთილშობილი მიზნებით თქვას, კონსტიტუცია კონსტიტუციაა, მაგრამ თუ პრეზიდენტი და სახელმწიფოს მეთაური ჩათვლის, რომ არის უფრო სხვა
×
×
  • შექმენი...