Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.100.178

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჩემი და კონტაქტზე არ გამოსულა, არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – სამირა ისაევას ძმა

შოვში, მეწყერის განვითარების დღეს, 18 წლის სამირა ისაევაც იმყოფებოდა სამ მეზობელთან ერთად. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამირა კონტაქტზე გამოვიდა და დახმარება ითხოვა. „ბათუმელები“ სამირას ოჯახის წევრებს, მის ძმას და ბიძაშვილს ესაუბრა, რომლებიც აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. „არ არის ეს ინფორმაცია სწორი, თითქოს სამირა თავის მასწავლებელს დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. კავშირის საშუალება რომ ჰქონოდა, პირველ რიგში დედაჩემს ან მამაჩემს დაურეკავდა. მასწავლებლებს ყ

ვურჩევ გაეროს, ნუ სპეკულირებენ ბენეფიციარების სახელით - სუბარი

უმრავლესობის წევრი და პრორუსული „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი საქართველოში გაეროს წარმომადგენლობების განცხადებას ეხმაურება. გუშინ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში. ასევე, გაეროში ამ

გიორგი შარაშიძე - "ოცნება" ჩვენ შეთავაზებაზე დუმს, რადგან მათ პროპაგანდისტულ ნარატივს გამჭირვალობაზე სრულად ანგრევს (ვიდეო)

როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი, ნებისმიერ შემთვევაში "ოცნება", რომელმაც გაბედა და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ჩვენ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზეთ, ორი ალტერნატიული კანონპროექტის სახით "ოცნებას", მაგრამ რა თქმა უნდა, ამაზე სდუმან, რადგან მათ პროპაგანდისტულ ნარატივს გამჭირვალობაზე სრულად ანგრევს.    გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/955308

გორელი აქტივისტი, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა

გორელი მოქალაქე, ვახო ფიცხელაური ამბობს, რომ სამმა ნიღბიანმა გაიტაცა, გაძარცვა და სცემა. კერძოდ, ფიცხელაურმა “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლთან ახლოს იყო და მაღაზიაში მიდიოდა. “მანქანა არ დამიძვრია, უნდა გავსულიყავი. აქ იდგა ფურგონი. უნდა გადავსულიყავი, რომ გავეტარებინე. თითქოს ვერ მიდიოდნენ და უნდა მივხმარებოდი, მივწოლოდი. ჩამსვეს ფურგონში და გამიტაცეს. აქედან დაახლოებით 6 კილომეტრში გამიტაცეს, ზემოთ მინდორია, იქ. უნდა მოვეკალი, გამოვექეცი. ვიცით ვინ

“შეშფოთებული ვართ ბაქოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით” – Amnesty International

საერთაშორისო ორგანიზაციამ, “Amnesty International-მა” გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ “დიდი ხანია შეშფოთებული არიან აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობით”. “მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები,”- ნათქვამია ანგარიშში. ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებების ფართოდ დარღვევები და სისხლის სამართლის სისტემის პოლიტიკური

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს. ინტერპრესნიუსი

„დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48-მდე გაუგრძელა“ – საია-ს თავმჯდომარე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულებს შსს-მ დაკავების 24 საათიანი ვადა 48 საათამდე გაუგრძელა. ქურდოვანიძე განმარტავს რომ ეს წესი 2 წლის წინ შეიცვალა და პარლამენტმა შსს-ს უფლება მისცა დაკავების ვადა ერთჯერადად, 24 საათით გაეგრძელებინა: „კანონის თანახმად, ეს მხოლოდ მაშინ უნდა იყოს შესაძლებელი, თუ მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შსს ასაბუთებს, რომ დაკავების ვადის გაგრძელება მიზანშეწონილია.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, 27 იანვარს, საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში, ხვალ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრებენ, - ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. ამასთან, საგარეო საქმეთა საბჭო ევროკავშირისა და აშშ-ს

პირველადი ინფორმაციით ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, აგრძელებს შიმშილობას - ადვოკატი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან დღეს ციხეში შესული იყო მისი ადვოკატი, გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ პირველადი ინფორმაციით, ამაღლობელის მდგომარეობა ნორმალურია, იმ ფონზე, რომ ის უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. ადვოკატის განცხადებით, მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, სანამ ორგანიზმი შესაძლებლობას მისცემს. ამაღლობელი მხოლოდ წყალს იღებს. ადვოკატის განცხადებით, როგორც ამაღლობელმა აღწერა, საკანში არის კამერა, რომლის საშუალებითაც ზედამხედველობის ქვეშაა,

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებას” მიმართავენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, დაკავებულები რეჟიმის პატიმრები არიან. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას, ხულოელები შეუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის უნივერსიტეტიდან აბაშიძის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს”.   იპნ

კანადამ უკრაინაში Leopard 2-ის ტანკები გაგზავნა

კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი ანიტა ანანდი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება. „დღეს, კანადის საჰაერო ძალების თვითმფრინავი გაფრინდა, რომელსაც მიაქვს პირველი Leopard 2 - საბრძოლო ტანკი, რომელსაც კანადა უკრაინაში აგზავნის “, - წერს ანანდი. მან დასძინა, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას". „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, რომელიც სჭირდებათ გამარჯვებისთვ

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე კორპუსში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, იყალთოს ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 70 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რეზნიკოვის შემცვლელი რუსტემ უმეროვი იქნება. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში პარლამენტს შესთავაზებენ მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. "გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებას

7-8 მარტის აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა - შსს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა. დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალად

გახარია - რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე

2008 წლის ომის დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პუტინთან დაკავშირებით კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიროფოა და ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას უკრაინაში და საქართველოში ჩადენილ ომის დანაშაულებზე. ყველა, ვინც პუტინის მხარეს დადგება, ასევე იქნება პასუხისმგებელი!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პატრია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს. 

აკო თოლორდავა - კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ახალგაზრდებთან და ჩვენს ლიდერთან - გიორგი გახარიასთან... ჩვენ ვართ თაობა, რომელიც შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისაკენ

კიდევ ერთი წარმატებული შეხვედრა ახალგაზრდებთან და ჩვენს ლიდერთან - გიორგი გახარიასთან, ჩვენ ვართ თაობა, რომელიც შეცვლის ჩვენი ქვეყნის მომავალს უკეთესობისაკენ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ჩხოროწყუს ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკო თოლორდავა წერს და შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს. ცნობისთვის, აღნიშნული გასვლითი ტრენინგ კურსი წყალტუბოში, 5-6 მაისს ჩატარდა. ახალგაზრდები უკეთ გაეცნენ არჩევნების შემდგომი სამუშაოების სპეციფიკას და გამოცდილებებს . ასევე, აღნიშნულ

ქობულეთში ადიდებულმა მდინარემ ქუჩები დატბორა

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქში გუშინ ძლიერი წვიმა იყო, ადიდდა მდინარე აჭყვა და დაიტბორა ქუჩები. რამდენიმე სოფელში კი მეწყერული პროცესები განვითარდა.    

გახარია გამყრელიძეზე: ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელზე, ამირან გამყრელიძეზე, საუბრის დროს ამბობს, რომ "დაუფასებლობა არ უნდა გახდეს ნამდვილი პროფესიონალებისთვის დემოტივაციის მიზეზი". ასე ეხმიანება გახარია იმ კრიტიკულ წერილებს, რომლებიც გამყრელიძემ ჯანდაცვის უწყების მოქმედ მაღალჩინოსნებს გაუგზავნა. "სამწუხაროდ ადამიანების დაუფასებლობის წესად ქცევას ცდილობს ხელისუფლება ჩვენს ქვეყანაში. კოვიდპანდემია იყო მსოფლიო გამოწვევა და ჩვენ ყველა

დათო ტურაშვილი ახლა უკეთაა, თუმცა დღეს კლინიკაში დარჩება – ანაკო ტურაშვილი

მწერალი დათო ტურაშვილი ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ემოციური გამოსვლის შემდეგ შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარების ბირგადამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ნეტგაზეთს მწერლის შვილმა ანაკო ტურაშვილმა განუცხადა, დათო ამჟამად შედარებით უკეთ არის, თუმცა მას დღეს მაინც დატოვებენ კლინიკაში. “გულის კლინიკაშია, ახლა ნორმალურად არის, მაგრამ ძალიან ინერვიულა და გული აწუხებს, ალბათ, იცით და მაქსიმალურად ყველას ვთხოვ არ დაურეკოთ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”, – უთხრა ანაკო ტურაშვილმა ნეტ

დონორებმა საქართველოს დაბალი ათვისების 7 პროექტისთვის 2.4 მლნ-ის “ვალდებულების გადასახადი” დააკისრეს

ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტების ათვისებაზე. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 7 პროექტში, რომელთა ათვისებაც 130 მილიონი ლარი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ 30.6 მილიონით შესრულდა. ამ პროექტების დაბალი ათვისების გამო, საქართველოს მთავრობამ დონორების მიმართ 2.4 მილიონი ლარის ოდენობით გადაიხადა ე.წ. Commitment Fee, რაც ამ პროექტებში ათვისების დონის გათვ

ჩხოროწყუში ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. მათივე ინფორმაციით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი უკვე ამოყვანილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. იპნ

გახარია - გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები

"ნუ გვეტენებით" - გახარია კოლეგა ოპოზიციონერების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას განმარტავს. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „გაიხსენეთ, რეები აქვთ ჩემთვის ნაწოდები, ან დაბრალებული ან უსაფუძვლოდ რაღაც საშინელებები ნალაპარაკები“. გახარიას თქმით, ხელოვნურად შექმნილი ერთობების არ სჯერა. გახარია ეხმაურება გვარამიას განცხადებას, რომლმაც არჩევნების შემდეგ გახარიას პოლიტიკურ გუნდთან ერთად კოალიცია არ გამორიცხა.

სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს სცემეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სპეცრაზმელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი სცემეს. ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. მისი ცნობით, სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს.   პუბლიკა

7 აპრილს PACE საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებაზე იმსჯელებს

7 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) საქართველოში არსებულ სიტუაციაზე დებატებს გამართავს და „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველოს ეროვნული დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში ნაწილობრივ არის აღიარებული — ზამთრის სესიაზე PACE-მ საქართველოს დელეგაციის შეზღუდული უფლებამოსილება ცნო 2025 წლის აპრილის სესიაზე გადაწყვეტილების გადახედვის პირობებით. PACE-მ რეზოლუციით მოითხოვა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებისთვის პირობ

სლოვაკეთი და პოლონეთი MiG-ებს მიაწვდიან კიევს

სლოვაკეთს და პოლონეთს უკრაინისთვის MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიწოდება სურთ, - ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ის საშუალებით სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა 9 მარტს. ნადმა მოიხმო წინა დღით პოლონელ კოლეგა, მარიუშ ბლაშჩაკთან სტოკჰოლმში შეხვედრის შინაარსი და დაადასტურა, რომ „პოლონეთმა ოფიციალურად განაცხადა თანხმობა, რომ ჩვენ ერთად MiG-ებს მივაწვდით უკრაინას.“ ნადს ვადები არ დაუსახელებია. მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ თავისი ქვეყნის პრინც
×
×
  • შექმენი...