უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, რიგით მეცხრე, მასშტაბური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისკენ 70-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი, 60 რაკეტა, საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალა, თუმცა ნაწილმა სამიზნეს მაინც მიაღწია, რის შედეგადაც დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკოვის, დნეტროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
ამასთან, ო
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. სტოლტენბერგმა თურქ ხალხს დამანგრეველი მიწისძვრის გამო მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ნატო და მოკავშირეები თურქეთის მხარდაჭერას განაგრძობენ. მისი თქმით, ამჟამად ალიანსი უსახლკაროდ დარჩენილებისთვის დროებით თავშესაფრებს აწყობს.
„თქვენი გაჭირვების დროს ნატო თურქეთის გვერდით დგას“, – განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, 6
ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, მადრიდში დანაშაულებრივი დაჯგუფების 25 წევრი დააკავა, რომლებსაც ქვეყანაში 14-მდე სახლის ძარცვა ედებათ ბრალად, - ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში სახლებში შვიდი ჩხრეკა ჩატარდა, ამოღებულია სამკაულები, ძვირფასი ქვები, მობილური ტელეფონები, ელექტრონული პლანშეტები, ლეპტოპები, ძვირადღირებული ტანსაცმელი და აქსესუარები, მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა ნივთები.
ესპანური მედიის ი
ბერლინის 73-ე კინოფესტივალზე გამარჯვებული ფილმები გამოვლინდა.
ჯილდო ,,ოქროს დათვი“ დაიმსახურა რეჟისორ ნიკოლას ფილიბერის ფრანგულმა დოკუმენტურმა ფილმმა ,,ადამანტზე,“ (On Adamant). ფილმი მოგვითხრობს პარიზის უნიკალურ ფსიქიატრიულ კლინიკაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში, სენის ნაპირზე მცურავ შენობაში მდებარეობს. მისი პრემიერა კინოფესტივალის ფარგლებში 24 თებერვალს შედგა.
საუკეთესო რეჟისურისთვის ,,ვერცხლის დათვი“ ფრანგ რეჟისორს ფილიპ გარელს გადაეცა, დრამისთვის ,,გუთანი,“ ხოლო მთავარი როლისთვის ფილმ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით კიდევ 10 პირი დააკავა.
როგორც უწყება წერს, აღნიშნული პირები შეჩერებული იქნენ სამართალდამცველების მიერ, რადგან როგორც პოლიციელებმა შენიშნეს, მათ თან ჰქონდათ გარკვეული კანონსაწინააღმდეგო ნივთები და ხელკეტები.
შსს-ის განმარტებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რომლის მიხედვითაც სამართალდამცველი უფლებამოსილია განახორციელოს პირის ზედაპირული შემოწმება მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით,
უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კიდევ 600 რუსი სამხედრო, რუსეთის ერთი ვერტმფრენი და 5 ტანკი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 230 260 ჯარისკაცს, 4 057 ტანკს, 7 899 ჯავშანტექნიკას, 4 220 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 309 ვერტმფრენს, 6 834 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 573 უპილოტო საფრენ აპარატს, 5
მოქალაქე გიორგი კაცელაშვილი სოციალურ ქსელში ჯუთასკენ მიმავალი გზის ფოტოებს აქვეყნებს და საქართველოს მთავრობას უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, გზა ამორტიზებულია, ფერდობის ქვეშ კი მდინარე გადის და ამ მიმართულებით გადაადგილება უდიდესი რისკისშემცველია.
„ჯუთასკენ მიმავალ გზაზე, სულ რაღაც რამდენიმე ასეულ მეტრში ჯუთიდან, გზის სავალი ნაწილის ქვეშ მდინარეს მიწის ნაწილი აქვს ჩამოშლილი, გზა ჰაერშია, ზედა მხარეს კი მეწყრული პროცესია დაწყებული
“დღეს ყველაზე მთავარი ჩვენს ქვეყანაში არის უსაფრთხოების საკითხი. ოჩამჩირეში სამხედრი ბაზის გახსნა არის უდიდესი გამოწვევა. რუსეთს საქართველოში მეორე ფრონტი გადმოაქვს. ოცნება კი ცდილობს იმპიჩმენტის საკითხით გადაფაროს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესები. “
მიხეილ დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
387833185_580294170833724_8977370477246911512_n.mp4
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
კანონს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდა – 3.
კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით განიხილა და I მოსმენით გუშინ, 18 ოქტომბერს დაამტკიცა, II და III მოსმენით კი ერთ დღეში განიხილა.
მთავარი ცვლილება, რომელიც მედიისთვის საფრთხის შემცველია, გულისხმობს „უხამსობისთვის” პასუხისმგებლობის დაკისრებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიას ენიჭება მასზე რეაგირების უფლებამოსილება.
„ქართუ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ, ნიუ იორკში, საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ" შეთანხმებას ხელი მოაწერა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაეროსთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენელმა - ფილბერტ აარონმა.
უწყების ცნობით, დოკუმ
91 ასაკში მსახიობი თენგიზ არჩვაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ავრცელებს.
თენგიზ არჩვაძე 1954 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი იყო. მას სულ 46 კინოროლი აქვს შესრულებული.
1967-1972 წლებში იყო რუსთავის თეატრის მსახიობი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: „მოკვეთილი“, „დედა“, „ღალატი“, „თვალი პატიოსანი“, „როცა ქალაქს სძინავს“ „მე ვხედავ მზეს“, „დღის წესრიგშია ერთი საკითხი“, „კვაჭი კვაჭანტირაძე“, „30 აგვი
მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
მათივე ცნობით, მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპე
სომხეთი და აზერბაიჯანი ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციაზე შეთანხმდნენ.
მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ერევანი ბაქოს ოთხ სოფელს დაუბრუნებს, რომლებსაც სომხეთი 1990-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ აკონტროლებდა.
საუბარია სოფლებზე - ბაღანის აირუმი, აშაღი-ასქიფარა, ხეირიმლი და ყიზილჰაჯილი, რომლებიც ქვეყნებს შორის კონფლიქტის გამო ბოლო წლებში მიტოვებული იყო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ფაქტს ისტორიულ მოვლენად აფასებენ.
მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხ
საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.
გთავაზობთ განცხადებას:
სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენ
ქართველი სპორტსმენი, ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ძიუდოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
გრიგალაშვილს ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალი აქვს მოპოვებული, მათგან 3 ოქრო და ერთი ვერცხლი.
“მიზანი შესრულებულია, ისტორია დაწერილია! გთხოვთ მიესალმოთ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს, ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსანს და ოთხგზის ფინალისტს. ტატოს ანგარიშზე ჯამში მსოფლიო ჩემპიონატის 4 მედალია, საიდანაც 3 ოქრო და ერთი ვერცხლია”, - აღნიშნ
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორში, დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე ჩავიდა.
პრეზიდენტმა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.
შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ-25 ტიპის საფრენმა აპარატმა კატასტროფა გეგმური სწავლების დროს, 2 ივლისს განიცადა. კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ს
გერქვას "ახალი", “ნაც.მოძრაობის” იდენტობას ატარებდე და გორბის კვლევების მეთოდებს იყენებდე, ცოტა უცნაური მიქსია.
ბექა ლილუაშვილილ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1150474476258720
უკრაინაში მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ზურაბ იაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის დაჭრის შემდეგ, ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში დაიღუპა.
„კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა. ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს ძმაო!“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე.
არსებული ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ადვოკატის დიმიტრი ნოზაძის განცხადებით, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა დამოუკიდებელ ჟურნალისტზე, რომელიც აზერბაიჯანში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ამხელს.
მისი განმარტებით, ოჯახის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება დღეს არ ჰქონდათ, რადგან ის აზერბაიჯანულ ენაზე იყო.
„სამწუხაროდ დღეს არ გვქონდა ის მტკიცებულება, რომელიც დღეს ოჯახმა აზერბაიჯანულ ენაზე წარმოადგინა. ეს არის მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც გაცემულია ივნისის თვეში, რომ მის წინააღმდეგ არა
გული მწყდება, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, და ქართველ ხალხს შეიძლება ევროკავშირში გაწევრიანება შეუჩეროს, რაც მძიმე შეცდომა იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი "ტვიტერის" პირად გვერდზე წერს.
მისი თქმით, „საქართველოს პარლამენტისთვის გვიანი არ არის, რომ კურსი შეაბრუნოს“.
„გული მწყდება, რომ საქართველოს „უცხოური აგენტების“ კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელ ჟურნალის
„ქართული ოცნების“ დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის განხილვას არ ესწრებიან. მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტს აპარატის თანამშრომლები ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენენ.
გუშინ, 28 აგვისტოს „ნეტგაზეთს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოში ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე დაესწრებოდნენ, თუმცა დღეს სხდომის დაწყების შემდეგ გაირკვა, რომ არცერთი მათგანი საკონსტიტუციო სასამ
რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაამატა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველ ეტაპზე მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ გამოწერილი ნივთები მიწოდების პუნქტებში ან კურიერის საშუალებით.
საქართველო მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, სადაც „ოზონი“ მიტანის სერვისი აქვს.
„ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამიე
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34%
ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2%
გახარია – საქართველოსთვის – 10.6%
ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8%
ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1%
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა.
ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირველად თანახმა იყო, თუმც
„ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს.
„ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა.