პროფკავშირების ჩართულობით, მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის, შეთანხმება შედგა. სპეციალური რეჟიმი გაუქმდა და ჭიათურის მაღარო მუშაობას პირველი აგვისტოს ნაცვლად, პირველი ივლისიდან განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პროფესიული კავშირების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, 1-დან 5%-ის ჩათვლით, ხელფასები ავტომატურ მატებას ექვემდებარება, ხოლო, თუ ინფლაციას მაჩვენებელი ამ პროცენტულ მაჩვენებლებს გაცდა, მოლაპარაკების საგანი გახდება.
„პროფკავშირებ
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამგეობის სხდომის პარალელურად, შენობასთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანამ კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „პუბლიკასთან“ საუბარში ერთ-ერთი დაშავებული, გიორგი კობახიძე ამბობს, დაპირისპირება გამგეობის სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. კერძოდ, მისი თქმით, ორგანიზაცია „ლაბორის” (აგრო მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი) იურისტს გამგეობის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცა.
პროფესორი დიმიტრი შველიძე აჩერებს მუშაობას უახლესი ისტორიის XII კლასის სახელმძღვანელოზე, რომლის რედაქტორიც „ქართული ოცნების” წევრი და რუსული კანონის მხარდამჭერი გიორგი სოსიაშვილია.
სახელმძღვანელო, რომლის შედგენაც კონკურსის გარეშე გადაწყდა, საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ სხვა წიგნებით სკოლებში აღარ ასწავლიან.
მასზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარ
„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ცნობით, ხანგრძლივი პროტესტის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.
მოძრაობა აღნიშნავს, რომ ამ მიზნით უნივერსიტეტში შეიქმნა ორი სამუშაო კომისია, რომელიც, სტუდენტებთან ერთად, შეისწავლის მიწისა და კალკულაციის საკითხებს. დასკვნის საფუძველზე კი უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები.
მოძრაობა აღნიშნავს, რომ პირველი საცხოვრებელი უნდა აშენდეს იმ განწყობით, „რომ პარალელურად, სახელმწიფო და უნივერსიტეტები დაიწყებე
გასულ ღამეს, მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მე-13 ღამეს მორიგი 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.
ინფორმაციას ნეტგაზეთს შსს-ში უდასტურებენ.
10-11 დეკემბრის ღამეს აქცია სრულიად მშვიდობიანად დამთავრდა. არ გამოყენებულა არც პიროტექნიკა და პოლიციის წარმომადგენლებიც კი არ მდგარან დემონსტრანტების სიახლოვეს, როგორც ჩვეულებრივ დგანან ხოლმე პარლამენტის მოსაზღვრე ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე. თუმცა ძალოვნების სანადირო ოპერაციამ აქციის დაშლის შემდეგ კიდევ 6 ადამიანი მო
„ეს სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს ისეთი, როგორიც არის, თავისი სპონტანურობით და თავისუფლებით, და თვითორგანიზებით. არ სჭირდება არანაირი პოლიტიკური პარტიების ჩარევა, არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მხარდაჭერა რაში უნდა გამოიხატებოდეს? – ზურაბიშვილმა რამდენიმე ასპესქტზე გაამახვილა ყურადღება:
publika
მას შემდეგ რაც პოლიციამ ძალადობრივად დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, გაუსწორდა მოქალაქეებს მეტროში და დააკავა მათი ნაწილი, პროტესტი ჭავჭავაძის გამზირზე გაგრძელდა.
მზიურთან მოქალაქეებმა ქუჩა გადაკეტეს, თუმცა აქაც გამოჩნდა პოლიცია, რომელმაც ერთი მოქალაქე ძალადობრივად დააკავა.
მოქალაქეები შეიკრიბნენ ვაკის პარკთანაც.
netgazeti
ბათუმის ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება აქცია, რომლითაც მოქალაქეები რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის ქალაქში შესვლას აპროტესტებენ. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული, რომელმაც ჯერ კიდევ 30 ივლისის ღამით ბარიკადები განალაგა, რათა მოქალაქეებს გემთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდათ.
31 ივლისს, დაახლოებით 10:20 საათზე, ტერიტორიიდან ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები გამოვიდნენ, რასაც შეკრებილთა მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები, ზოგ შემთხვევაში კი კვერცხებისა და ბოთლების სროლა
რუსუდან თევზაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, განათლების ექსპერტი.
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
პროტესტი - რა ხდება სასწავლებლებში
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ, კომისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს დაკითხავენ.
როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დღეს დასაკითხი მოწმე მნიშვნელოვან ჩვენებას მისცემს სასამართლოს. სწორედ აღნიშნული პირი იყო 2005-2007 წლებში კომისიის წევრი და კომისიის სხდომის მდივანი.
პროკურორ ხატია გოგრიჭიანის განცხადებით, მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას დედამ, ეგანა მაგარამოვამ გაქცეული შვილი მანქანაში სხვისი ძალდატანების გარეშე ჩასვა და იმ სახლში დააბრუნა, საიდანაც ის გამოიქცა.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარისთვის და სასამართლოსთვის ცნობილი გახდა ფაქტი, რომ ბრალდებული ეგანა მაგარამოვა ჩასული იყო ბადიაურში და სხვისი ძალდატანების გარეშე შვილი ჩასვა ავტომანქანაში და წაიყვანა იმ სახლში, საიდანაც გამოიქცა. ვინაიდან დღეს დაკითხული მოწმეები იმ სახლში არ იმყოფ
პროკურორი, გიორგი მუკბანიანი ამბობს, რომ სისხლის სამართლის წესით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე და ონისე ცხადაძე „ჯოხს ისროდნენ” პოლიციელების მიმართულებით. პროკურორი ამტკიცებს, რომ ამით ისინი „საფრთხეს უქმნიდნენ” მათ ჯანმრთელობას. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძისა და ონისე ცხადაძის პროცესი მიმდინარეობს.
ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურის, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილს საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ვინაიდან საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.
როგორც პროკურორმა მაია სილაგაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე მალხაზ პაქსაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
„სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ბრალდებულის სახით დაკავ
ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.
როგორც სასამართლო პროცესის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, რისთვისაც „პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს“.
„პროკურატურისვე მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყვე
ბრალდებული ადასტურებს ფაქტს, რომ მისი მხრიდან ორჯერ განხორციელდა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტი და ასევე ადასტურებს პოლიციის ბალანსზე არსებული ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდების ფაქტს, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.
პროკურორის თქმით, საქმეზე მოპოვებულია ვიდეოჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, ჩატარებულია ს
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეებთან არანაირი შეხება არ ჰქონია.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოთარ ფარცხალაძემ თანამდებობა 2013 წელს დატოვა, ხოლო პირველად სისხლისსამართლებრივი დევნა მიხეილ სააკაშვილის მიმართ 2014 წლის 28 ივლისს დაიწყო.
„ამ ცილისმწამებლური კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ ოთარ ფარცხალაძის ამ საქმესთან დაკავშირებაა, რაც მარტივად გარკვევად
საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუ
არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 წლის მ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვანი სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით.
კერძოდ, ტრანსნაციონალური
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგოს, ანი იანუშაიტიტეს სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიების ფარგლებში ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურის განმარტებით, ანი იანუშაიტიტეს გვამიდან აღებული მასალების სავარაუდოდ, შენახვის პირობების დარღვევამ საკვლევ მასალაზე ობის მაგვარი დანაშრევების წარმოშობა გამოიწვია.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პ
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც თავს პროკურატურის თანამშრომლად და საქართველოს გენერალურ პროკურორთან დაახლოებულ პირად აცხადებდა.
აღნიშნულის შესახებ პროკურორმა ირაკლი ცირეკიძემ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა არაერთი დაზარალებული პირის კუთვნილ ფულად თანხებს - ჯამში 295.650 ლარისა და 135.000 აშშ დოლარ
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა.
უწყების განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.
პროკურატურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ორგანიზე
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება.
ბრიფინგი უწყებაში 20:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.
დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.
ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის ს
საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ,
საქართველოს პროკურატურამ ტყიბულში მომხდარი ოჯახური ძალადობის ფაქტზე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 15 იანვარს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, საცხოვრებელ სახლში, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეზე ფი