ჟურნალისტები მზია ამაღლობელს სთხოვენ, შეწყვიტოს შიმშილობა.
საერთო განცხადებაში ნათქვამია:
„ბათუმელების” დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის ხელის დარტყმის გამო 11 იანვარს დააკავეს.
ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ბათუმელების” დამფუძნებელს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ამასთან, გამოცხადებული აქვს შიმ
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დადგენილების თანახმად, მზია ამაღლობელს აჭარის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეზე „შურისძიების მოტივით“ თავდასხმას ედავებიან – ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი „თავს დაესხა ირაკლი დგებუაძეს, ძლიერად მოქაჩა და სახეში დაარტყა“.
პროკურატურა, რომელიც სხდომაზე პატიმრობას მოითხოვდა, აცხადებდა, რომ „ა
ვაპირებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოზეც ვისაუბროთ. გვექნება შეხვედრა, განხილვა. ვისაუბრებთ შეერთების პერსპექტივაზე, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და გვახსოვდეს, რომ მას აქვს უსაფრთხოების სპეციფიკური საკითხები, რადგან მისი ტერ
ევროკავშირი მზადაა, დაარღვიოს ტაბუ, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის შეჭრის მოგერიებაში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა Der Standard-ს განუცხადა.
"საკუთარი თავის დასაცავად და რუსი აგრესორის მოსაგერიებლად, უკრაინას არა მხოლოდ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, მას სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, რადგან იარაღი უსარგებლოა ჭურვების გარეშე", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
მის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
„ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კა
ვლადიმერ ჟირინოვსკის „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი, ლეონიდ სლუცკი, აქებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროინტეგრაციაზე.
„თბილისი არ შედის მოლაპარაკებებში ევროშანტაჟისტებთან. ქართველებმა არ გაიმეორეს უკრაინელების შეცდომები და არ მისცეს საშუალება, თავიანთი ქვეყნიდან დასავლეთის მარიონეტი აქციონ. ღირსეული და პატივსაცემი წინააღმდეგობაა“, – წერს სლუცკი.
ნეტგაზეთი
თბილისის დროით 17:00 საათზე, ამერიკული იუთუბ-არხის საშუალებით, ქართული ანიმაციური სერიალის, “ჟირაფი ჟოზეს” პირველი სერიის პრემიერა შედგება ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის.
“ჯერ ზუსტად არ ვიცი, რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან. მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია”, – დაწერა ჟოზეს შემქმნელმა გიორგი მარშანიამ ფეისბუკის პირად გვერდზე.
“ჟირაფი ჟოზე” სკოლამდელი და დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის განკუთვნილ
თბილისში ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სავარაუდოდ, შეიარაღებული დაპირისპრების საქმეზე, რომელშიც ახალგაზრდები მონაწილეობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთი მანქანა ეჯახება მეორე მანქანას, ირგვლივ რამდენიმე ახალგაზრდაა შეკრებილი. ისმის გინების ხმა, ასევე, სავარაუდოდ გასროლის ხმაც.
შსს-ში მედიასთან ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ხულიგნობას
ზურაბ ჟვანიას მოედნის, ასევე ყაზბეგისა და პეკინის გამზირების ახალი გეგმარებითი სქემის მიხედვით, ტრანსპორტის გადაადგილების სქემაში გარკვეული ცვლილებები შედის, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„კერძოდ, 3 აპრილის 20:00 საათიდან ონიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება და ავტომობილები გადაადგილდებიან მხოლოდ ბუდაპეშტის ქუჩის მიმართულებით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.
თბილისში, ზურაბ ჟვანიას მოედანზე, 20 დღის ვადაში ხმოვანი შუქნიშნები მოეწყობა. იგეგმება რელიეფური ფილების მოწყობაც, თუმცა ჯერ უცნობია, როდის. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თბილისის მერიაში მიაწოდეს.
ზურაბ ჟვანიას მოედნის რეაბილიტაცია 6 თვის წინ დასრულდა, თუმცა ხმოვანი შუქნიშნები, ტაქტილური მანიშნებლები და რელიეფური ბილიკები ამ დრომდე არ დამონტაჟებულა. ამის შესახებ აქტივისტები ანა სიხაშვილი და ესმა გუმბერიძე საუბრობდნენ.
ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით 27 ოქტომბერს თბილისის მერიაში მივიდნენ
ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს 13 ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
ფრანგულ გამოცემა Mediapart-ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის მიხედვით, საუბარია გამოძიებაზე, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და 20 წლის განმავლობაში გადასაღებ მოედანზე მსახიობის ქცევას ეხება.
გამოცემის ცნობით, საქმეში 13 ქალის ჩვენება დევს, რომლებიც დეპარდიეს არაერთ ქმედებაში ადანაშაულებენ, მათ შორის არასასურველ შეხებასა და უხამს კომენტარებში. დოკუმენტების მიხედვით, დეპარდიე არასასურველად ეხებოდა როგორც ახალგაზრ
შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, როგორც კონფლიქტის მხარეს, დაუყოვნებლივ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ცალსახა ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე , - ამის შესახებ ჟენევაში გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფელ წორბისში, თავისუფალი სტილის ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა ტრენერმა ჯამბოლათ თედეევმა დადგა.
თავად თედეევს 2017 წელს პუტინისგან აქვს მიღებული ჯილდო “სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის”
როგორც ტელეგრამ baeston არხი წერს, თედეევმა ქანდაკების გახსნისას ვლადიმერ პუტინზე და 2008 წლის მოვლენებზე ისაუბრა.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის ომის შემდეგ აღიარა. მას შემდ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უშვებს იმ ადამიანების მობილიზაციას, რომელთაც მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი.
ამ დროს კრემლი აგრძელებს უკრაინაში ომისთვის სამხედროთა შეგროვებას ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ.
4 ნოემბერს მოსკოვში ახალგაზრდული და მოხალისეთა ორგანიზაციების წევრებთან საუბრისას, პუტინმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მან სექტემბერში მობილიზაცია გამოაცხადა ქვეყანაში, 318 000 ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში, მათ შორის, პუტინის თანახმად, 18 000 მოხალ
რუსმა სამხედროებმა დაამუშავეს მოწინააღმდეგის თავდასხმის საპასუხო მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
”რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სასწავლო გეგმის შესაბამისად, თქვენი ხელმძღვანელობით, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მართვისათვის წვრთნა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება დავალებები სტრატეგიული შეტევითი ძალების მიერ მტრის ბირთვული იერიშის საპასუხო მასიური ბირთვული დარტყმისთვის“,
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „კრემლი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც სანქციების გატარებითაც კი იმუქრება”.
პესკოვმა ეს განცხადება რუსული კანონის შეფასების დროს გააკეთა.
დღეს, 14 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდა. 13 მაისს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილთან სანქციების პაკეტი
რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს ბელარუსში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა ინტერვიუში, რომელიც შაბათს გადაიცა ტელეარხ „როსია-24“-ის ეთერით.
პუტინის თქმით, ბელარუსის ხელმძღვანელი ალიაქსანდრ ლუკაშენკა უკვე დიდი ხანია სთხოვს მას ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებას. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, 1 ივლისისთვის უნდა დასრულდეს ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის საცავის მშენებლობა. გარდა ამისა, პუტინის სიტყვებით, ბელარუსს გადაეცემა სარაკეტო კომპლექსი „ი
პუტინის დაპატიმრება მსოფლიოს 123 ქვეყანაშია შესაძლებელი - სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის წევრი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. თავად რუსეთს რომის სტატუტი რატიფიცირებული არ აქვს.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.
მთავარი
გარდა იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ლიდერი უზარმაზარ პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს, მათ კარიერის განმავლობაში შეძლეს და მილიონებიც გამოიმუშავეს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ნაწილი ხალხს უყვარს და გულშემატკივრობს, ნაწილის ბედი კი საზოგადოებას ნამდვილად არ აღელვებს.
ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი საოცრად მდიდარია, თუმცა მისი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკეს ებრძვის. საინტერესოა, როგორ გამოიმუშავეს მათ ფული?
კანადა: ჯასტინ ტრუდო -5 მილ
რუსეთის პრეზიდენტი პუტინი 20 ოქტომბრიდან "საომარ მდგომარეობას" აცხადებს ანექსირებულ დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქებში. პუტინის მიერ გამოცემული განკარგულება დასამტკიცებლად გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბჭოს.
რუსეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დღეს, 19 ოქტომბერს გამოაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდა.
პუტინის განკარგულების მიხედვით, "საომარი მდგომარეობის" გამოცხადების საფუძვლად დასახელებულია „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლ
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კვირას მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ვაშინგტონთან შეიარაღების კონტროლის შესახებ უახლეს შეთანხმებაში მონაწილეობა შეწყვიტა, ის არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ ნატო-ს სხვა ქვეყნების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ბირთვული იარაღის შესაძლებლობებსაც ,,გაითვალისწინებს".
უფრო ადრე, გასული კვირის დასაწყისში, რუსეთის მიერ 2010 წლის ,,ახალი სტარტის“ ხელშეკრულების (მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთან
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გადაუდებელ პრობლემებს განიხილავენ.
სომხური მედიის ცნობით, პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრა დღეს ОДКБ-ს სამიტის ფარგლებში იგეგმება.
სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მმართველი ვლადიმერ პუტინი და “სხვა ნაძირლები” ცდილობენ, მოსკოვის მახლობლად მომხდარი თავდასხმა “სხვას გადააბრალონ”.
“პუტინი და სხვა ნაძირლები ცდილობენ, სხვას გადააბრალონ, რაც გუშინ მოხდა. მათ ყოველთვის ერთი და იგივე მეთოდები აქვთ. ეს ადრეც ვნახეთ – აფეთქებული სახლები, ჩაცხრილვა და აფეთქებები. და ისინი ყოველთვის ადანაშაულებენ სხვებს. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, დაწვეს ჩვენი ქალაქები და ცდილობდნენ უკრაინის დადანაშაულებას. ისინი აწამებენ და აუ
,,ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში მნიშვნელოვანი დანაკარგები გვაქვს, ზარალი კლასიკურ მაჩვენებელს აღემატება,” - განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, სადაც მან უკრაინის კონტრშეტევის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციას გამოცემა The Daily Beast აქვეყნებს.
პუტინის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები არტილერიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდებიან, რადგან ქვეყანას ამ დროისთვის საკმარისი თანამედროვე საბრძოლო სისტემები არ აქვს. თუმც
პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო, და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა - საკუთარ