პარტიის “საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს.
“როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი რთულ
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და მოითხოვა, ტვ „პირველმა“ და მისმა ყოფილმა ტელეწამყვანმა მაია მამულაშვილმა აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება.
კერძოდ, ეთერში ნათქვამი ფრაზის გამო სასამართლომ 2022 წელს მამულაშვილსა და ტელეარხს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მაია მამულაშვილი ამ დროისათვის აღნიშნულ ტელეკომპანიაში არ მუშაობს.
„დღეს ჩვენ დავიწყეთ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ხვალ ან ზეგ მეორე მ
ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაზარალებული ორი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ექიმი მედიასთან აღნიშნავს, მათ თავდაპირველად მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდათ, თუმცა ამ ეტაპზე მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ კომენტარი ექიმმა „მთავარ არხთან” გააკეთა.
გუშინ ღამით ზუგდიდში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. მეზობლები მედიასთან ამბობენ, რომ ინციდენტის დღეს ოჯახს დენი და გაზი გადაუხდელობის გამო არ მიეწოდებოდა. მათივე ინფორმაციი
პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია „ნაციონალური მოძრაობის" და „ოცნების" ურთიერთობაზე - რისი გამსამართლებლები არიან, ეს არის კეკლუცი
An8_ugpONjtakYLKPlvbmrQ6OVFRZzmSzvEr38JbslKWJUEjEmTbqXPNPNhtGGM4a4qE0twe0rD5CIKPlBnQcBiH.mp4
ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული პარტიის“ ეროვნული ყრილობის მეოთხე დღეს ოფიციალურად მიიღო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობა.
კანდიდატობაზე თანხმობის განცხადების დროს მან პირობა დადო, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება.
“ვიცი, რომ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანი გვიყურებს და მინდა იცოდეთ: გპირდებით, ვიქნები ყველა ამერიკელის პრეზიდენტი. ყოველთვის შეგიძლიათ მერწმუნოთ, რომ ქვეყანას და პარტიას და საკუთარ თავზე მაღლა დავაყენებ“, - აღნიშნა ჰარისმა.
მისი თქმით,
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 49 წლის ვიქტორ კიპრიტიდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ინტერნეტ გვერდი „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.
ვიქტორ კიპრიტიდი ბოლო დავალების შესრულების დროს, დაბომბვის შედეგად დაიჭრა.
მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველ მებრძოლს საქართველოში 30 აგვისტოს ჩამოასვენებენ.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.
იპნ
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა.
ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.
იპნ
მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ, ევროკავშირს, არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩ
17 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია სახელწოდებით „დაიბრუნე ხმა“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და დამკვირვებლები მთელი საქართველოდან თავად მოჰყვებიან, რა ნახეს 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე.
ამასთან, იურისტები საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის სამართლებრივ შეფასებას, ხოლო ორგანიზატორები შესთავაზებენ ხედვას, თუ როგორ უნდა მივიდნენ ხელახალ და სამართლიან არჩევნებამდე.
გარდა ამისა, ხვალ
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა ბრიტანულ გამოცემა Guardian-ს დაუდასტურა, რომ ყირიმში მოკლეს ირანელი კონსულტანტები, რომლებიც რუსეთს ეხმარებოდნენ უპილოტო საფრენი აპარატების, ე.წ. კამიკაძე დრონების, Shahed 136-ის პილოტირებაში.
ოქტომბერში, ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ი წერდა, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, ყირიმში ლიკვიდირებულია 10 ირანელი ინსტრუქტორი.
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ირანელი კო
ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ის, რომ ნიდერლანდები ემხრობა, ეს თვითმფრინავები [უკრაინას] გადაეცეს - დიახ. მაგრამ მეტს ამაზე არ ვისაუბრებდი, ვინაიდან ეს პროდუქტიული შედეგის მიღწევაში შეიძლება არ დაგვეხმაროს, რადგან აქ [მოლაპარაკებებში] ბევრი მონაწილეა”, - აღნიშნა რუტემ.
ამავდროულად, ნიდერლანდ
მისაქციელში თერმულად დამუშავებული პირველადი ინგრედიენტების საწარმო Georgian Greens-ი ამოქმედდა. როგორც საწარმოს თანადამფუძნებელმა ეკატერინე ვეფხვაძემ BM.GE-თან განაცხადა, უკვე 13 სახის პროდუქტს, მათ შორის ნივრის, ჯინჯერის, კამის და ქინძის პასტას აწარმოებს.
მისივე თქმით, პროდუქცია საქართველოს მარკეტებში 2023 წლიდან გამოჩნდება.
"ყველაფერი თერმულადაა დამუშავებული, არ შეიცავს არანაირ დანამატებს და ყველას შეუძლია სამზარეულოში გამოიყენოს. აქტიურად ვმუშაობთ "რითეილ" ქსელებთან და 2023 წლიდან უკვე
“რუსული უნივერსიტეტის გახსნა საქართველოში არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. აშშ-ს და ევროპის კავშირებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს 20%? ტატუნაშვილი და ოთხოზორიაც მათ აწამეს? და ისინი აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ ჩვენს სუვერენიტეტს? ეს კითხვები დაუსვით ღირსება დაკარგულებს.”
კახაბერ ქემოკლიძე , პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი
357531795_1227977711220892_1150952526128230043_n.mp4
ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, - ასე შეაფასა პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბათუმის პორტში საკრუიზო ლაინერის, "ასტორია გრანდეს" შემოსვლა.
როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლება, რომელიც პატივს არ სცემს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, აუცილებლად გადაიხდის ფასს.
„ყალბი პროპაგანდა ომში საქართველოს შესაძლო ჩართვაზე და „ევროპის განზრახვაზე წაგვართვას ქართული იდენტობა“ რუსული სახელმძღვანელოს კარგად ცნობილი მეთოდებია. ბა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, - ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.
შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების გ
მცირეწლოვანი ბავშვების ოჯახებისთვის ავიაბილეთზე ფიქსირებული თანხაო, დანარჩენებმა ჩაუჩხრიალეთ ფული გაიაშვილს ჯიბეში, რამდენსაც მოგთხოვთო!
აი, ესაა ბიზნესთან კორუფციულად შეზრდილი მთავრობის პოზიცია!
საქართველოს მთავრობა ჩარტერი დაიდოს!
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
თბილისში ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია იგეგმება, რაც დაახლოებით 5.5 მილიონი ლარი დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ციხის გარე პერიმეტრის ძირითადი სადგურების საყრდენების რეაბილიტაციას და შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა და ახლა იწყება მეორე ეტაპი.
მერიის ცნობით, პირველი ე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის პატრიარქ კირილს რუსეთის აგრესიის პროპაგანდისთვის ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც Kyiv Independent წერს, პატრიარქ კირილისთვის ბრალის დაუსწრებლად წაყენების შესახებ განცხადება უსაფრთხოების სამსახურში დღეს, 4 ნოემბერს გააკეთეს. უწყების განცხადებით, რუსეთის პატრიარქი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური მმართველების გარემოცვის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინაში საჯაროდ დაუჭირა მ
თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა არსებული ხელფასების 100%-ით ზრდაა „რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.“
ადმინისტრაციის განცხადებით, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია.
„2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავ
2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს, 15 ნოემბერს განაცხადა. კალაძის თქმით, რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად დაიყოფა და თითოეულ ეტაპზე სხვადასხვა სამუშაოები ჩატარდება.
„პირველი, რაც გაკეთდება, ეს არის არსებული შენობა-ნაგებობების მოწესრიგება. არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რასაც გავაკეთებთ, ეს არის არსებული დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები, კონსტრუქ
მიულოცეს საკუთარ ბელადებს, მაგრამ დაავიწყდათ ეს გვარები.
გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
410888652_821904869742644_7850319476664037661_n.mp4
იაპონია უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოკო კამიკავამ კიევში ვიზიტის დროს განაცხადა.
„იაპონიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მშვიდობა დაუბრუნდეს უკრაინას. ვგრძნობ, როგორი დაძაბული სიტუაციაა ახლა უკრაინაში“, - აღნიშნა კამიკავამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისი თქმით, იაპონია, უკრაინისთვის დრონების აღმოჩენის სისტემების
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ივნისში ევროპის საპარლამენტო არჩევნების კანდიდატად იყრის კენჭს, - ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიშელი აპირებს ევროპარლამენტში მანდატის მოპოვებას თუ მას აირჩევენ, ნიშნავს, რომ ევროკავშირის ლიდერები სწრაფად უნდა შეთანხმდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე მის მემკვიდრეზე და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომლის ქვეყანაც ივლისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, საბჭოს შეხვედრებს
საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო პროცესი თითქმის ორი თვით გადაიდო. მოსამართლემ სხდომა, რომელზეც მხარეებმა დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოადგინონ, 26 თებერვალს ჩანიშნა.
გრიგორიადისის ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარე თავის მოწმეებს აღარ გამოკითხავს, რადგან ადვოკატებს სურთ, საქმის განხილვა აღარ გაჭიანურდეს დასრულდეს და მოსამართლემ განაჩენი მალე გამოაცხადოს.
გრიგორიადისის ოჯახი მიიჩნევს, რომ ლაზარეს საქმის განხილვას სასამართლოში „განზრახ აჭიანურებენ”, რომ ლაზარე დიდხანს
უკრაინაში მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია ქვეყნის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.
TASS წერს, რომ 22 წლის ქართველ მებრძოლს სამი რუსი ჯარისკაცის მკვლელობას ედავებიან. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ გაწერელია უკრაინის არმიას 2022 წლის მარტში შეუერთდა და პირველი აპრილიდან მარიუპოლში იბრძოდა.
მამუკა გაწერელია მარიუპოლში