Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    987.260

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტები დააჯილდოვა. მათ შორის არიან ის ჟურნალისტები, რომელთაც მიმდინარე მასშტაბური პროევროპული პროტესტის მიმდინარეობისას და გაშუქებისას ძალადობრივად გაუსწორდნენ ძალოვნები, მათთან დაკავშირებული არაიდენტიფიცირებადი პირები და ჯგუფები. პრეზიდენტის ჯილდო გადაეცათ ჯონი ბაკურიძეს, სერგი ბარამიძეს, ნუცა ბახუტაშვილს, დავით ბერაძეს, დავით ბიჭიკაშვილს, სალომე ბოკუჩავას, ნიკა ბუჭოშვილს, მინდია გაბაძეს, მარიამ გაფრინდაშვილს, გურამ როგავას, რუსუდან დუმბაძეს, აკაკი ზარ

პრეზიდენტმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და უწყვეტ ძალისხმევას ევროინტეგრაციის გზაზე. „საუბარი შეეხო მომავალ, 2024 წლის არჩევნებს და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ

პრეზიდენტმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრების დაჯილდოების აქტი მაისში გამოსცა, ჯილდოების გადაცემის ცერემონია კი სექტემბერში გაიმართება. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს განაცხადა, რომ თითქოს პრეზიდენტი უარს აცხადებს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებისა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლების დაჯილდოებაზე. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ნაკრების მორიგი შეკრება საქართველოში სექტემბრის დასაწყისში შედგება – მათი თქმით, სწორე

პრეზიდენტმა ევროკავშირის ელჩს გადასცა „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ საბოლოო მიღებისას, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის სიმბოლურად გადასცა ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები. ღონისძიებაზე, რომელზეც პრეზიდენტმა პოლიტიკოსები, მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები და მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მიიწვია, მივიდნენ ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელი და რიგი ყოფილი მაღალჩინოსანი. ასევე იყვნენ საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიე

პრეზიდენტმა ე.წ. კარვების კანონს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “შეკრებისა და მანიფესტაციებს შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მკაცრდებოდა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესი. “საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეუწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო “შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმი

პრეზიდენტმა გვითხრა, თქვენი ტირილი არ ესმის პრემიერს და ჩემს სიტყვას გაიგონებსო?! - მშობელი

აქონდროპლაზიის მქონე ერთ-ერთი ბავშვის დედის, ეკა ჭონქაძის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მშობლებს დახმარება აღუთქვა, თავისი შესაძლებლობისამებრ დააჩქარებინოს ჯანდაცვის სამინისტროს საჭირო მედიკამენტის შემოტანა, თუმცა ეკა ჭონქაძე დასძენს, რომ პრეზიდენტმა სკეპტიკურად შეაფასა, რამდენად გაითვალისწინებს მის პოზიციას პრემიერ-მინისტრი. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვთა მშობლები საპროტესტო აქციებს რამდენიმე თვეა, მართავენ. მათი მოთხოვნაა, სახელმწიფომ საქართველოში შემოიტანოს და დააფინანსოს

პრეზიდენტმა ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა - ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა, რომელიც საქართველოს სამხრეთ კავკასიის ვიზიტის ფარგლებში ეწვია. „ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისა და წინასაარჩევნო  პერიოდში გამოვლენილი უმძიმესი და სისტემური დარღვევების შესახებ ისაუბრა, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე, დაირღვა ხმის მიცემის ფარულობ

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ათი მსჯავრდებული შეიწყალა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეწყალებულებიდან ხუთი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან. ასევე, სამ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო ორ მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათ

პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 8 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთაგან 6 სრულად გათავისუფლდა და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. ნეტგაზეთი

პრეზიდენტმა 18-19 ივლისს რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა 18-19 ივლისს რიგგარეშე სესია მოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამასთან, პრეზიდენტმა მოუწოდა პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი. საქართველოს პარლამე

პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია. ipn

პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. ნეტგაზეთი

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ც

პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ვ

პრეზიდენტმა „ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, სახელისუფლო პარტიის ინიციატივით მისი მიღება „ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნი

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატი გააჩნია, მის თანამდებობიდან გადაყენებას კი 100 ხმა სჭირდება

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს - 50 დეპუტატს გააჩნია, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებას კი - 100 ხმა სჭირდება. კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს აქვს. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს გ

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე - ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება

ერთადერთ რამეს შეიძლება ემსახურებოდეს, ეს არის პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვა ან მისი პოლიტიკური შევიწროება,- ასე ეხმიანება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უმრავლესობის ლიდერების განცხადებებს, რომლებიც პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ და იმპიჩმენტის პროცესს იწყებენ. მსხილაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი მის ვალდებულებას ასრულებს. „საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს თავის უმაღლეს ვალდებულებას, ეს არის ხალხის ნება, პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებას, რო

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „ოცნებას“ - ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე!

ხვალ თქვენს შვილებს უნდა გასცეთ პასუხი კითხვაზე, რატომ მოექეცით ქვეყანას ასე, რატომ მოექეცით მათ მომავალს ასე - თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვას! ამაზეა დამოკიდებული როგორ შეხვალთ ისტორიაში! - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. როგორც მსხილაძემ აღნიშნა, ისტორია განსჯის, ვის მხარეს იყო სიმართლე. “იმის მიუხედავად, რომ საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არც ერთ პერიოდში, ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა, რომ იმ მხარეს ვმდგარიყავი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს საფრთხეები და ინფორმაცია ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ხელმძღვანელობას მიაწოდოს - მოსახლეობის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა ხდება, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოვალეობაა, შეაფასოს შიდა და გარე საფრთხეები და აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკური სახით ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს და ქვეყნის ხელმძღვანელობას მიაწოდოს, - ასე პასუხობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე უსაფრთხოების საბჭოს შეკრების ინიციატივაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს. კონსტიტუციასთან და პრეზიდენტის მოვალეობებთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერის განცხადებას გიორგი მსხილაძე ჟურნალისტებთან გამოეხმაურა. "ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნებულა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს კითხვის ნიშნები არ აქვს - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება

ცესკო სტაბილურ განვითარებას საჭიროებს, ამისთვის საჭიროა მას გრძელვადიანი თავმჯდომარე ჰყავდეს არჩეული - ექვსი თვის ვადით არჩეული თავმჯდომარე იმ რეფორმებს ვერ განახორციელებს, რასაც ვადა სჭირდება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მსხილაძემ განმარტა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კალანდარიშვილის პროფესიონალიზმის მიმართ პრეზიდენტს არანაირი კითხვის ნიშნები არ აქვს, მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა პარლამენტს ორჯერ წა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად - რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა, ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს

შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად. „რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრე

პრეზიდენტის მხრიდან ქალების როლზე ხაზგასმა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია - მეზვრიშვილი

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ  ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტი მართავს, საქართველოსკენ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი ერთი რეკომენდაცია გენდერულ თანამშრომლობას ეხება და ამ ხმრივ ასეთი მესიჯების გაგზავნა მათ შორის ევროკავშირისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ქართული ოცნების ქალმა ლიდერებმა მსოფლიოს ქალი ლიდერების გვერდით ჯდომაზე უარი თქვეს. დღე ახალი პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. თბილისის შუაგულში სადაც პრეზიდენტის ორგანიზებიით ქალთა

პრეზიდენტის მოხსენება პარლამენტში | სრულად

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ წარდგა პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ პრეზიდენტის სიტყვას სრულად:

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას ოპოზიციიდან „გირჩი“, "ევროპელი სოციალისტები“ , ალეკო ელისაშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებიან

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას უმრავლესობა თითქმის მთელი შემადგენლობით ესწრება, ხოლო ოპოზიციიდან მხოლოდ "გირჩის" დეპუტატები, პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, "ევროპელი სოციალისტები" და თეონა აქუბარდია ესწრებიან. საკითხის განხილვას პროტესტის ნიშნად, არ ესწრება ოპოზიციის დიდი ნაწილი, მათ შორის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „საქართველოსთვის“. სხდომას ესწრება თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იმპიჩმენტი კანონპროექტის პ

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. კერძოდ, კონსტიტუციური წარდგინება ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხს. საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ზეპირი მოსმენით, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობი
×
×
  • შექმენი...