Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.154
  • comments
    0
  • views
    693.348

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ანა ბუჩუკური - მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა

მთავრობის გეგმის 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020 წლის დეკემბერში წარადგინა - პრობლემაა, რომ გაურკვეველია, სამი წლის განმავლობაში რას აკეთებდა მთავრობა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მისი გუნდი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად, ყველა პლატფორმას გამოიყენებს. "სამთავრობო პროგრამა ფაქტობრივად, 70-80% ზუსტად იმ პროგრამას იმეორებს, რაც გიორგი გახარიამ 2020

პაველ ჰერჩინსკი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, ძალიან სერიოზულად შეხედონ რეფორმებს - პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტო კონფერენციაზე განაცხადა. „რაც შეეხება საქართველოს, გასული წლის 12 პრიორიტეტს და ამჟამინდელ 9 ნაბიჯს, პარლამენტის როლი გადამწყვეტია. მოვუ

სუს-ი - ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქრთველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტით შემოიტანეს. როგორც უწყების მიერ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, ასაფეთქებელი ნივთიერებები უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვ

რუსული „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები, რომელიც საწვრთნელი ფრენის დროს გაუჩინარდა, კარელიაში აღმოაჩინეს

კარელიაში, ონეგის ტბის წ####ბში „მი-8“ ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „მი-8“ ვერტმფრენის ნამსხვრევები ნაპირიდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს. აღმოჩენის ადგილზე ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდეა. შექმნილია ოპერატიული შტაბი და შემთხვევის გამოსაძიებელი კომისია. სამუშაოებში ჩართულია 140-ზე მეტი ადამიანი და 33 ერთეული ტექნიკა“, - აცხადებენ უწყებაში. „მი-8“-სთან კავშირი ონეგას ტბის წ####ბის თავზე საწვრთ

მსოფლიოს 10 ქვეყანა, სადაც პური ყველზე იაფი/ძვირია - რომელ ადგილზეა საქართველო

მსოფლიოში პურზე ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით საქართველო 95 ქვეყნიდან მე-20 ადგილზეა. ამის შესახებ სამომხმარებლო ფასების, კრიმინალის მაჩვენებლის, ჯანდაცვის ხარისხისა და სხვა სტატისტიკის გლობალურ მონაცემთა ონლაინ ბაზის, Numbeo-ს 2024 წლის თებერვლის რეიტინგში წერია. Numbeo-მ 95 ქვეყნის რეიტინგი 500-გრამიანი თეთრი პურის ფასების მიხედვით შეადგინა, რომელშიც საქართველო 0,67-დოლარიანი ფასით არის წარმოდგენილი. მსოფლიოში ყველაზე დაბალი ფასი ნახევარკილოგრამიან პურზე ტუნისში დაფიქსირდა, რამაც 0,1

მომსახურებები, რომელიც იანვარში ყველაზე მეტად გაძვირდა

2024 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონე 0.3%, წლიური ინფლაციის დონე კი ნულოვანი იყო. ამის შესახებ საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა. ამავე მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომ

მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იმპორტს 3-ჯერ აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ საქონელს

საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი). „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ

5-8 თებერვალს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს შესვლა ეზღუდებათ

საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 5-8 თებერვალს საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე, აგრეთვე 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტი მოისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას. შესაბამისად, "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცებ

ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტინოში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,-­ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“

#1 ეპიზოდი: ორი შესაძლო სცენარი, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებისთვის გეგმავს (ვიდეო)

#1 ეპიზოდი: ორი შესაძლო სცენარი, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებისთვის გეგმავს  

ოკუპირებულ აფხაზეთში საბაგირო ჩაწყდა, დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

რუსეთის ორენბურგის ოლქის მკვიდრი გაგრის რაიონში საბაგიროდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ტრაგედია 3 თებერვალს, შუადღისას, გეგის ჩანჩქერისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. „28 წლის მამაკაცი საბაგიროთი სეირნობდა. რაღაც მომენტში საბაგირო გაწყდა და მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა“, - აცხადებენ ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროში. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებული აფხაზეთის სა

თბილისში მარში - “შეჩერდეს გამოსახლებები” გაიმართა

“შეჩერდეს გამოსახლებები” - ამ ლოზუნგით თბილისში მარში გაიმართა. მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინოთ”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ - ვართ მევახშის სამსახურში”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოსახლებებზე

ხვალ საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით პირველად ევროინტეგრაციის საკითხებზე საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლები ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მ

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო განხილვები პარლამენტში ხვალიდან დაიწყება - 6 თებერვალს კი საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი მივა

მომავალ კვირას - 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, პროცედურა ფრაქციათა თავმჯდომარეებისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სიტყვით გამოსვლასაც ითვალისწინებს. გამოსვლების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვითაც. პროცედურის დასრულების შემდეგ პ

სამხრეთ კორეამ რუსეთის ელჩი, მარია ზახაროვას კომენტარის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს. „მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიმა

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46-ს მიაღწია

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-ამდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ამდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხანძრები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია. მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა,

„ბერლინალეზე“ კინოცენტრის დელეგაციაში გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი არიან

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. „პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები. EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამ

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ - 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია გაიმართება

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. პუბლიკა

პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა, იუწყება „როიტერსი“. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. გარეკანის ფოტო: © GONZALO FUENTES / REUTERS

რატომ ანგრევენ რესპუბლიკურს? — დოკუმენტები, რომელსაც საბაბად იყენებს ხელისუფლება

რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული. რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესა

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. კერძოდ, ტრანსნაციონალური

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 6 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებს, აქ სი

საავტორო უფლებების ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

რუსეთში „ტუ-95”-ის პილოტი ჩაცხრილეს

რუსეთში „ტუ-95”-ის პილოტი ჩაცხრილეს, რომელიც უკრაინას თავს ესხმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ქალაქ ენგელსში “ტუ-95” სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი ჩაცხრილეს. გაცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული პილოტი “ენგელსის” ავიაბაზაზე გადიოდა სამხედრო სამსახურსა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებსა და მკვლელობებში. აღნიშნულ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატ
×
×
  • შექმენი...